part 1

674 11 1
                                    

თავი 1
  -მაპატიე დე... იმედები გაგიცრუე. ისეთი არ ვარ, როგორსაც შენ ისურვებდი. ვიცი წასვლის წინ პირობა მოგეცი, რომ წარმატებული ექიმი გავხდებოდი და ადამიანებს დავეხმარებოდი, მაგრამ ვერ შევძელი.. მე ჩემს თავსაც ვერ დავეხმარე შენი წასვლის შემდეგ. შენთან ერთად ჩემთვის ყველაფერი მოკვდა. შენთან ერთად მეც მოვკვდი  დე! სრულიად უსარგებლო ადამიანად ვიქეცი. სწავლას თავი დავანებე, ცუდ წრეში გავერიე, ამაზრზენი „მეგობრები“ გავიჩინე და მეც ამაზრზენი გავხდი. მაპატიე, რომ ბოლო 3 თვე ვერ მოვდიოდი შენს საფლავზე. შენი მრცხვენოდა დე! არ ვიცოდი როგორ შემეხედა ამ ცივი ქვისთვის, რომელზეც შენი უმანკო და თბილი სახელი წერია. ჯანდაბა! როგორ მინდა ახლა მოგეხვიო. როგორ მინდა შენი ტკბილი სიტყვებით დამამშვიდო და ნაზი თითებით ცრემლები მომწმინდო. საშინლად მენატრები და მაკლიხარ.
   გადაწყვეტილება მივიღე დე. მამასთან მივდივარ ლონდონში. ვიცი, ეს არც ისე კარგი იდეაა, მაგრამ აქ მხოლოდ სიბინძურეში ვეფლობი. არ იფიქრო, რომ დაგივიწყებ და მამა შენს თავს ჩამანაცვლებს. ის არასდროს ყოფილა მამაჩემი, არასდროს აღელვებდა ჩემი ბედი, მაგრამ მინდა, რომ ოდნავი სითბო მაინც ვიგრძნო მშობლისგან, თუნდაც ეს ყალბი იყოს. მინდა დილით ვინმე მესალმებოდეს შუბლზე კოცნით და ღიმილით. გთხოვ გამიგე. მართალია აქ მოსვლას ხშირად ვერ შევძლებ, მაგრამ  ყოველ წამს ჩემს გულში იქნები.  მიყვარხარ და მაპატიე დე!

      მოულოდნელად მანქანის სიგნალის ხმა გავიგე და შევკრთი. გაბრაზებული მზერა ვესროლე ტაქსის მძღოლს.
-მაპატიეთ მემ, მაგრამ თქვენ თქვით, რომ 6 საათზე აეროპორტში უნდა იყოთ და ახლა უკვე 5 საათია.
ტაქსის მძღოლს თავი დავუქნიე, ყვავილები იქვე დავდე და ცრემლისღვრით გამოვეცალე სასაფლაოს.
    
    მე იზაბელა მაიერსი ვარ. დედა ბელას მეძახდა. ვარ 22 წლის და ვცხოვრობ ლოს-ანჯელესში, ან უკვე ვცხოვრობდი. უკვე გაიგეთ ჩემი დრამატული და უინტერესო ცხოვრების შესახებ, ამიტომ სათქმელი აღარაფერი მაქვს. ვცდილობ მივყვე ცხოვრების დინებას და შევეგუო ლონდონის ცივ ამინდს, რაც ყველაზე მეტად მძულს! 
უკვე თვითმფრინავში ვზივარ და მიწას 11000 მეტრით ვარ დაშორებული. ღრუბლებს შევყურებ და წარმოვიდგენ დედაჩემის სახეს. თითქოს მის სიახლოვეს ვგრძნობ. ბავშვობაში მეგონა, რომ გარდაცვლილი ადამიანების სულები ცაში ადიოდნენ, ღრუბლებში იმალებოდნენ და იქიდან გვიცქერდნენ. ამიტომ როდესაც რამე გულით მინდოდა, ცაში ვიყურებოდი და ვთხოვდი მათ. სასაცილოა, მაგრამ დღემდე მჯერა, რომ რაც უფრო მაღლა ხარ, მით უფლო ახლოს ხარ გარდაცვლილ ადამიანებთან. მინდა, რომ ფანჯრიდან ხელი გავყო და ღრუბლებს შევეხო. რატომღაც ფუმფულა და რბილი წარმომიდგენია.
  რამოდენიმე საათით ჩამეძინა, როდესაც გამცილებელმა შემატყობინა, რომ თვითმფრინავი მალე უნდა დაჯდეს და ღვედი შევიკრა.
  აეროპორტში მამა დამხვდა (ფრედ მაიერსი). მთელი გზა ვფიქრობდი ჩვენს პირველ შეხვედრაზე. ვგეგმავდი უამრავი მისალმების ფორმებზე, მის ემოციებზე და თბილ ჩახუტებაზე, რომელიც ძალიან მაკლდა.
-იზაბელაა.. როგორ მომენატრე ჩემო პატარა გოგო.
წამოიძახა მამამ როგორც კი მივუახლოვდი და შორეული ნათესავივით გადამკოცნა.
-მეც მომენატრე.
ვუთხარი და მორცხვად შევხედე.
-მაპატიე ვერ ჩამოვედი დედაშენის დაკრძალვაზე. ხომ იცი ეს საქმეები...
-ვიცი...
მანქანაში ჩავსხედით. აღფრთოვანებით მესაუბრებოდა თავის ახალ ცოლზე და ოჯახზე. როგორც ჩანს ჩემს გარდა ყველა ბედნიერია. მანქანა საკმაოდ დიდი სახლის წინ გაჩერდა. ლამის თვალის გუგები გადმომცვივდა, დიდი ვერანდების, ლამაზი ეზოს და აუზის დანახვისას. კარი ქერა ქალმა გაგვიღო და შინ თბილად შეგვიპატიჟა.
-იზაბელა, ეს ჩემი მეუღლეა ნატალია. ის კი ჰარია, ნატალიას დის შვილი.
-სასიამოვნოა.
ვთქვი მორცხვად. ნატალიამ გამიღიმა და მომეხვია, ხოლო მის დის შვილს ზედაც  არ შემოუხედავს.
_________________________________
სივარულით ლინა ♥

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now