part 8

165 5 0
                                    

თავი 8
რამოდენიმე წუთით ჩამთვლიმა, როდესაც კარზე ნაზი კაკუნი შემომესმა.
-შემოდი ჰარი.
ვუთხარი და ლოგინზე წამოვჯექი.
-გაგაღვიძე?
-არა.
-შენი წერილი ვნახე.
გული ამიჩქარდა.
-მერე?
-რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ბოდიშს პირისპირ მოგიხდი თუ წერილით?
-მე შენ არ გენდობი ჰარი. წერილში შესაძლოა ათასი ტყუილი დაწერო, მაგრამ პირისპირ ამას შევამჩნევ.
-იქნებ ამ ყველაფერს იმიტომ ვერ გეუბნები, რომ შენი მრცხვენია?
გულიანად ჩავიცინე. მის აფერისტობას საზღვარი არ აქვს.
-ბელა, სერიოზულად გესაუბრები და სერიოზულად აღიქვი ძალიან გთხოვ.
-კარგი, გისმენ.
-ცუდად გექცეოდი და მე თვითონაც არ ვიცი რატომ. ალბათ მინდოდა მეჩვენებინა, რომ მე ამ სახლში პირველი ვარ. მიჩვეული ვარ ადამიანების მართვას. არ აქვს მნიშვნელობა გოგონები იქნებიან თუ ნებისმიერი სხვები, ისინი ჩემს ჭკუაზე დადიან. ამიტომ, ეს მავნე ჩვევად კიარა ცხოვრების წესად მექცა. მინდოდა შენც მემართე, მაგრამ არ გამომივიდა. იმ საღამოს როცა შენი ცრემლები დავინახე, უბრალოდ ყველაფერზე დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ ხარ ამის ღირსი. მაპატიე.
  მაკვირვებდა მისი სიტყვები, მაგრამ თან ვერ ვხვდებოდი, რა გახდა ამის მიზეზი. ასე უბრალოდ დაჯდა, იფიქრა, ინანა და მებოდიშება? აქამდე თუ ფეხებზე ეკიდა ჩემი ემოციები, ახლა რა შეიცვალა? არაფერი. ან...
-ზეინმა ყველაფერი გითხრა არა?
რა თქმა უნდა! სხვა რა უნდა ყოფილიყო.
-რაა? რა უნდა ეთქვა ზეინს?
თავი გაისულელა.
-ჰარი, მართლა ბავშვი გგონივარ?
-მას არაფერი უთქვამს.
-ადამიანების ცნობა მეხერხება, მაგრამ შენ ამოუხსნელი ხარ ჩემთვის. საკუთარი მე არ გაგაჩნია. თითქოს აწყობილი რობოტი ხარ, რომელიც პროგრამულად მუშაობს. ჯობია შენი თავის გაცნობა დაიწყო ჰარი.
-გასაგებია, მაგრამ არ შევრიგდეთ?
-აზრი? ხვალ მაინც ჩხუბით დავასრულებთ. მირჩევნია ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის.
-არ ვიჩხუბებთ.
-მაპატიე, მაგრამ შენი არ მჯერა.
-ჯანდაბაა.. მეტი რა გავაკეთო?
ხმას აუწია.
-არაფრის გაკეთებას არ გთხოვ. სამსახური ვიშოვე, შესაბამისად მთელი დღის განმავლობაში ვერ ვნახავთ ერთმანეთს და ორივე მშვიდად ვიქნებით.
-ღამით ხომ ვნახავთ.
-შესაძლოა ღამის სმენაშიც მომიწიოს მუშაობა.
-კაფე „ლორენს" ღამის სმენა არ აქვს, 11-ზე იკეტება.
მორჩა გამოგიჭირეს. ყველაფერი შენი გრძელი ენის ბრალია ბელა! მეთქვა, რომ ვურიგდები და წავიდოდა, მაგრამ არა ხომ უნდა მემატრაკვეცა! იდიოტო ბელა!
-ამმ.. ზაფხული მოდის, ტურისტებით ივსება ქალაქი და ბევრი კლიენტები ყავთ. შესაბამისად რამოდენიმე ახალი მიმტანის აყვანაც მოუწიათ და ერთ-ერთი მე ვარ.
იმედია ძალიან დებილივით არ ვილაპარაკე.
-აჰაამ.. მაშინ ტელეფონი მაინც აიღე.
-მადლობა, მაგრამ ვერ ავიღებ. მალე ხელფასს შევაგროვებ და თავად ვიყიდი.
-ბელა უბრლოდ მორჩი ჯიუტობას და აიღე ტელეფონი!
ჭკუიდან იშლება, როცა ყველაფერს ვუარყოფ რასაც ის მეუბნება და მთავაზობს. როგორც თვითონ თქვა, არ არის მიჩვეული ბიჭი წინააღმდეგობას და რთულია მისთვის უარის მოსმენა. რთული კი არა, შეურაცხმყოფელი. ამით მისი ეგო იბზარება. ვერ აღწევს საწადელს. ვერ მართავს სიტუაციას.
-არ მინდა ჰარი!
შევეწინააღმდეგე, რაზეც წარბები  შეკრა და ოთახში უფრო ღრმად შემოვიდა.
-ვერ გავიგე რა გინდა?! ჩემს პრინციპებს გადავაბიჯე, მოვედი და პატიება გთხოვე.ცხოვრებაში ბოდიში არავისთვის არ მომიხდია, შენ პირველი და უკანასკნელი ხარ. ძალიან გთხოვ წყობიდან ნუ გამომიყვან და ისევ ნუ მაჩხუბებ. არ მინდა, რომ გული გატკინო და ნუ მაიძულებ ეს გავაკეთო.
-არ მითხოვია შენთვის ბოდიშის მოხდა. შენი ბოდიში არაფერს ცვლის, რადგან მხოლოდ ყალბი სიტყვებია და მეტი არაფერი!
-საკმარისად არ მიცნობ იზაბელა! მე ბოდიშს არ ვიხდი არასდროს, არავის წინაშე. რადგან აქ მოვედი, ესეიგი ჩემთვის სულერთი არ ხარ! უბრალოდ აიღე ეს დაწყევლილი ტელეფონი!
-კი მაგრამ მე არ....
-ან აიღებ ტელეფონს ან საერთოდ დავლეწავ ახლა აქვე!
-აი ეგეთი საუბარით ვერასდროს ვერაფერს ვერ მიაღწევ ჩემთან. შენ გამოართმევდი ტელეფონს ისეთ ადამიანს, რომელიც სულ გეჩხუბება და გლანძღავს, მაგრამ ერთ დღეს თავში რაღაცამ წამოუარა და ანგელოზი გახდა, მაგრამ თვითონაც არ იცის რატომ?!
ღრმად ამოისუნთქა, ტელეფონი ამოიღო და მოიქნია, მაგრამ არ უსვრია. მე კი ინსტიქტურად ყურებზე ხელი ავიფარე და თვალები დავხუჭე. ჰარიმ ტელეფონი ლოგინზე დამიდო და თვითონ კარისკენ წავიდა.
-ახალი ნომერი ჩავდე, ამიტომ მხოლოდ ჩემი ნომერი წერია. ნუ სხვისი არც დაგჭირდება. ახლა დაისვენე, ხვალ მუშაობ. ტკბილი ძილი.
თვალი ჩამიკრა და გავიდა.  მაგარი გარეკილი აქვს ამ ბიჭს. ვფიქრობ და ვერაფრით ვხვდები, როგორ შეიძლება ადამიანს ასე სწრაფად ეცვლებოდეს განწყობა? რამე ზებუნებრივი ნიჭია? ძალიან მესიამოვნა მისგან ბოდიში და მიხარია, რომ ჩემთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს, მაგრამ არ ვიცი. მეშინია. როგორ შეიძლება ვენდო?
მემგონი ზედმეტი მომივიდა. ასე ცუდად არ უნდა მესაუბრა. ისე ჩანდა თითქოს მისი ბოდიშის შემდეგ თავი დავიფასე.
ტელეფონი ავიღე და მისი დათვალიერება დავიწყე, როცა ფოტოებში შევედი და ჩემი ფოტოები ვნახე. ეს ის ფოტოებია, როცა ჰარიმ ტელეფონი მათხოვა. ანუ მასაც არ აქვს ჩემი ფოტოები წაშლილი.
ბელა დაფიქრდი, რას უნდა ნიშნავდეს მისი ასეთი საქციელი?
მოვწონვარ? მაგრამ ის ხომ ჰარია! წარმოუდგენლად მიმაჩნია მისგან ეს ყველაფერი. ბელა, ისიც ხომ ადამიანია. გრძნობებიც გააჩნია! არაფერი არ არის წარმოუდგენელი.
ადამიანია, მაგრამ ჰარია.
კარგი, მაშინ რატომ გიღებდა ჩუმად ფოტოებს და რატომ აქვს შენახული?
იქნებ ჩემს ფოტოებს ყიდდა ინტერნეტით?! ან იქნებ რომელიმე პორნო საიტს უგზავნიდა?!
არაა, ჰარი შეიძლება ნაბიჭვარია, მაგრამ ამას ნამდვილად არ იკადრებდა.
სადაცაა თავი ამიფეთქდება ამდენი ფიქრისგან. შესაძლოა მას მართლაც მოვწონვარ, მაგრამ მეშინია ამის ჩემს თავთან აღიარების. არ მინდა რაღაცის იმედი მომეცეს. მეშინია, რომ გულს ისევ მატკენს. დიდი უარყოფის მიუხედავად თან მისი სიტყვებიც მიტივტივებს გონებაში "რადგან აქ მოვედი, ესეიგი ჩემთვის სულერთი არ ხარ". რა ჯანდაბას ნიშნავს ეს?!
ფიქრებში ჩამეძინა. 7-ზე მაღვიძარამ დარეკა და ნახევრად მძინარე სააბაზანოში შევვარდი. შხაპი მივიღე, შემდეგ კი შავი ზედა და კლასიკური შარვალი ჩავიცვი. მაკიაჟი გავიკეთე და გიჟივით გავვარდი. სახლის კარი გავაღე თუ არა ჰარი შემეფეთა.
-საით?
-სამსახურში. შენ?
-მე ახლა მოვედი.
-წუხელ სახლში არ ყოფილხარ?
-არა საქმეები მქონდა. წარმატებები სამსახურში.
-კარგი გავიქეცი, თუ რამე დაგირეკავ.
ვუთხარი და მისი ნაჩუქარი ტელეფონი ხელში ავათამაშე. მიხვდა რაც ვიგულისხმე და ჩაიცინა. სამსახურში სწრაფად შევედი და მენეჯერს მივესალმე.
-გამარჯობა, ხომ არ დავაგვიანე?
-არა, ჯერ კიდევ 20 წუთი გაქვს. მანამდე კი გამოიცვალე.
-გამოვიცვალო? რა გამოვიცვალო?
-შენ ამ ტანსაცმლით აპირებ მუშაობას?
-ამმ.. ხო რა ვიცი.
-გამომყევი.
უსიტყვოდ გავყევი. რა არ მოსწონს ჩემს ტანსაცმელში?
-ლილი, ბელას რაიმე კაბა შეურჩიე შენი გარდერობიდან.
-კარგი ქალბატონო ქეით.
-გამარჯობა, მე ლილი ვარ.
მივესალმე გამხდარ გოგონას, რომელიც დაკრეჭილი მიყურებდა.
-ბელა, სასიამოვნოა.
-ეს მოგწონს? თუ ლურჯი გირჩევნია?
-არა, იყოს თეთრი.
კაბა ჩავიცვი და სარკეში ჩავიხედე. ძალიან მოკლეა!
-მგონი ზედმეტად გამომწვევია.
-აქ მხოლოდ ასეთი ტანსაცმელები უნდა გვეცვას.
-იქნებ სხვა რამ შემირჩიო? შედარებით დახურული.
-ამაზე დახურულს აქ ვერაფერს ნახავ.
-ჰეი.. მისმინე აქ კლიენტები.. ანუ კლიენტებს ხომ არ აქვთ უფლება, რომ შეგვეხონ?
-რა თქმა უნდა არა. ყველა წერტილში კამერა აყენია. თან კარგად დაკუნთული ბიჭები გვყავს დაცვაში. და არც შენ გაქვს უფლება, რომ კლიენტს ეფლირტაო. ამ შემთხვევაში სამსახურიდან დაგითხოვენ.
თავი დავუქნიე და გასახდელიდან გამოვედი. მთელი დღე მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელებით დავრბოდი და უამრავი ლუდები დამქონდა მსუქანი ბებრებისთვის. ამდენი დაავადებული და გაჭირვებული ბავშვია, იმის ნაცვლად, რომ მათ დაეხმარონ, ზიან და ფულზე თამაშობენ. ლილის გავხედე, რომელიც დაღლილობისგან ძლივს იდგა ფეხზე. მისკენ ვიღაც კაცი წავიდა და წელზე ხელი მოხვია. როგორც კი ეს დავინახე მაშინვე დაცვასთან გავიქეცი. კინწისკვრით გააგდეს ის კაცი. თავს მშვიდად ვგრძნობ. აშკარად ზრუნავენ თანამშრომლებზე. ღამის 12 საათიც მოვიდა. ტანსაცმელი გამოვიცვალე, ყველას დავემშვიდობე და გამოვედი. დღეს 400 დოლარი დამიტოვეს. მემგონი ჩაი უფრო ბევრი მექნება ვიდრე ხელფასი.  ტაქსს ვაჩერებდი, როდესაც ლილიმ დამიძახა.
-ჰეი.. მთელი დღე ვერ მოვახერხე შენთან დალაპარაკება. მადლობა მინდა გადაგიხადო.
-მე არაფერი გამიკეთებია, მადლობა იმ სიმპათიურ დაცვას უნდა გადაუხადო.
ვუთხარი და კაზინოს კარისკენ ვანიშნე.
-სად მიდიხარ?
-სახლში, შენ?
-არ გინდა ცოტა დავლიოთ და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი?
-კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩემი პირველი სამუშაო დღეა, თან ძალიან დაღლილი ვარ და არ მინდა ხვალ სამსახურში დავაგვიანო.
-კარგი, როგორც გინდა. სხვა დროს იყოს.
-კარგი. ნახვამდის ლილი.
ხელი დამიქნია და ქუჩას გაუყვა. ტაქსიდან ფეხშიშველი გადმოვედი, უკვე აღარ შემიძლია მაღალ ქუსლებზე დგომა. ტერფებს ვეღარ ვგრძნობ. სახლში შესვლისას მამა და ნატალია დამხვდნენ მისაღებში.
-საღამო მშვიდობისა.
-გამარჯობა ბელა.
-ბელა, ჰარიმ მითხრა, რომ სამსახური დაიწყე.
-ჰოო კაფე „ლორენში".
-მოგწონს სიტუაცია?
-კი. დღეს პირველად ვიყავი, მაგრამ საყვარელი და თბილი გარემოა.
-ძალიან კარგი. ძალიან იღლები?
-ოჰჰ კიი. ზაფხული მოდის და ტურისტები მომრავლდნენ.
ვიცრუე.
-კარგი დაიძინე საყვარელო, დაღლილი ჩანხარ.
მითხრა მამამ. მთელი სხეული მითბება და ტირილი მინდება როცა ასე თბილად მომმართავს. მინდა, რომ მასთან მივიდე, ჩავეხუტო, თავი დავადო მკერდზე და ველაპარაკო დაუსრულებლად. ყოველთვის მშურდა იმ ბავშვების, რომლებსაც სკოლაში მამები აკითხავდნენ და ეკითხებოდნენ, თუ როგორ ჩაიარა დღემ. ძალიან მაკლდა მამის სითბო, მაგრამ მისგან არ მოდიოდა ის ემოცია, რაც მინდოდა მიმეღო. მხოლოდ სიტყვიერი მოფერებაც კი ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
-ძილინებისა.
გავუღიმე და საძინებლისკენ წავედი.  ვარაუდით დავდივარ ისეთი დაღლილი ვარ. ჰარის ოთახს ჩავუარე და საუბარი მომესმა.
-ხელი მოვაწერე ხელშეკრულებას. კი კი 2 კვირაში გაიმართება. კარგით რა ბიჭებო, ყველაფერი კარგად იქნება. პირველ ადგილს ვუმიზნებ, მაგრამ მეორე ან მესამეც არ იქნება ცუდი. კარგად უნდა მოვემზადო. კარგი, უნდა გავთიშო. ხვალ გნახავთ.
სწრაფად მოვშორდი ჰარის ოთახს და ჩქარი ნაბიჯით წავედი.
-ბელა, დაბრუნდი?
საძინებელში შესულს დამეწია მისი ხმა.
-ჰოო.
ჰარი ოთახში შემომყვა და საუბარი დამიწყო.
-აბა, როგორ ჩაიარა პირველმა დღემ?
-მკვდარი ვარ.
-ასე რამ დაგღალა?
-ჰარი მთელი დღე მაღალ ქუსლიანებზე ვიდექი და...
დავასტოპე. ბელა ენა რომ არ გქონდეს უკეთესი იქნებოდა.
-დაა?
-და შეკვეთები დამქონდა.
-მაღალ ქუსლიანებით რატომ დადიოდი?
-დამავიწყდა კედების წაღება.
რაღაცნაირად შემომხედა და თავი დამიქნია.
-ჰარი, ძალიან დაღლილი ვარ და უნდა დავიძინო.
-კარგი. ტკბილი ძილი.
კარისკენ წავიდა, მაგრამ შემდეგ გაჩერდა, შემოტრიალდა და მკითხა.
-ბელა, რა ქვია შენს უფროსს?
-უფროსს?
თავი დამიქნია.
-უფროსს ანუ მეპატრონეს?
დავიბენი.
-ხო ბელა.
-ამ არვიცი, არ შევხვედრივარ მას.
-და სამსახურში ვინ აგიყვანა?
-მენეჯერმა.
-მენეჯერს რა ქვია?
-ჰარი დაკითხვაზე ვარ?
შევუღრინე.
-მაინტერესებს.
-ქეითი ქვია მენეჯერს.
-კარგი, მხოლოდ ეს მაინტერესებდა. ძილინებისა.
მითხრა და კარი გაიხურა, მე კი სიზმრების სამყაროში გადავეშვი.
______________________________________

სიყვარულით ლინა ♥

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now