part 45

106 4 0
                                    

თავი 45
* ჰარის თვალთახედვით *
დილით სანამ ბელას ეძინა, მაღაზიაში ჩასვლა და პროდუქტის ყიდვა გადავწყვიტე. კოლიდორში დევიდი შემეჩეხა. ერთი დაკუნთული ტიპია, ღია ფერის თმით და დიდი წვერებით.
-გამარჯობა.
მომესალმა და მეც ხელი ავუწიე.
-ბელა სად არის?
-რა შენი საქმეა.
-ოუუ.. ნახეთ როგორი ბრაზიანი ბიჭი ყოფილა.
თქვა და სიცილი დაიწყო.
-დევიდ, ბელასგან თავი შორს დაიჭირე, თორემ..
-ჰეი დაწყნარდი. ბებიას აინტერესებდა უბრალოდ.
-კარგი, არ მოდიხარ?
ვკითხე, როცა ლიფტში შევედი.
-არა ჩადი, მე კიბით ჩავალ.
ღილაკს მიაჭირე და ლიფტიც დაიძრა.შეეშინდა ჩემი და მაგიტომ არ შემოვიდა? მოიცა, მოიცაა... ახლა მან იცის რომ მე სადღაც მივდივარ და ბელა მარტოა.. ჯანდაბა! ღილაკს სწრაფად დავაჭირე მაგრამ მაინც ქვემოთ განაგრძო სვლა. კარი გაიღო და ხალხი შემოეტენა. ჯანდაბა! კიბეებისკენ გავიქეცი და მეათე სართულზე გიჟივით ავირბინე. კიდევ კარგი მართლა ოცდამერვე სართულზე არ ცხოვრობს. კიბეებზე არ შემხვდა, დავიჯერო ლიფტზე სწრაფია? გაცეცხლებული შევვარდი სახლში, შემდეგ ბელას ოთახში და სუნთქვააჩქარებული იქვე კარებთან დავჯექი. სახლში არავინაა, ბელას კი ისევ სძინავს. მგონი მე უფრო მჭირს ნევრასთენია ვიდრე ბელას. რამოდენიმე წუთი ძირს ვიჯექი და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი. უაზრო ფიქრებს დავახვევინე ჩემი თავიდან და ფეხზე წამოვდექი. ჯერ ბელას ვაკოცე შუბლზე, შემდეგ გარეთ გამოვედი და კარი ჩავკეტე. დეიდა ლიდია! ძალიან კარგი იდეა მომივიდა. კარზე დავაკაკუნე და მალე მომღიმარი ქალიც გამოჩნდა.
-ჰარიი, დილა მშვიდობისა.
-დილა მშვიდობისა მემ. როგორ ბრძანდებით?
-კარგად, ყავას დალევ?
-ამმ.. ცოტა დრო მაქვს, მაგრამ კი.
-ახლავე მოვამზადებ, შენ მანამდე მისაღებში დამელოდე.
სახლს თვალი მოვავლე. დევიდი აქაც არ არის. ანუ წასულია.
-რამ აგაყენა ასე ადრიანად?
ფიქრებიდან დეიდა ლიდიას ხმამ გამომარკვია.
-ამმ მზის სხივებმა.
ორივემ გავიცინეთ.
-ჩემი გოგო სად არის?
-ძინავს და მანამდე ვიფიქრე, რომ პროდუქტებს ვიყიდდი.
-შენგან რა კარგი ქმარი დადგება.
ოხ ეს ქალები. რა საჭიროა მერქვას ქმარი, როცა შეყვარებული მქვია? რა მნიშვნელობა აქვს იმას რასაც ვაკეთებ, ქმრის სახელით გავაკეთებ თუ შეყვარებულის.
-დეიდა ლიდია, რაღაც მინდა გითხრათ და გთხოვოთ.
-ჰო, რა თქმაუ ნდა, გისმენ.
-მოკლედ, ბელას ძალიან ბევრი რამის გადატანა მოუწია, ძალიან ცოტა დროში. ამას მერე თვითონაც მოგიყვებათ ალბათ. ბოლო პერიოდში შევამჩნიე, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.. ყველაფერზე ღიზიანდებოდა, ტიროდა, ჩხუბობდა და ასე შემდეგ, ამიტომ მივედი ფსიქოლოგთან და მისი მდგომარეობის შესახებ ვუამბე. რამდენიმე კვირიანი დაკვირვების შემდეგ ნევრასთენია დაუდგინდა და ექიმმა მირჩია, რომ მისთვის ისეთი გარემო უნდა შემექმნა, სადაც თავს მშვიდად,წყნარად და დაცულად იგრძნობდა. ყველანაირი ნერვიულობა, დაძაბულობა, შიში... უნდა გამოირიცხოს მისი ცხოვრებიდან. თუ მე მოვახერხებ და ბელას ამ მდგომარეობიდან გამოვიყვან, მაშინ პრეპარატები აღარ დასჭირდება. სწორედ ამიტომ ჩამოვიყვანე აქ. ესეც მკურნალობის ერთ-ერთი ეტაპია. თვითონ არ იცის ამ ყველაფრის შესახებ და არც მინდა გაიგოს. რაც შეეხება თხოვნას. შეგიძლიათ, რომ მიხედოთ ხოლმე როცა სადმე გასვლა მომიწევს? უბრალოდ არ მინდა მარტო დარჩეს...
-რას ამბობ... ღმერთო ჩემოო. რამე სერიოზული დაავადებაა?
-არა, არა.. საშიში არაფერია. უბრალოდ რაღაც ნევროოზულია.
-ჩემი გოგო.. ყოველთვის საშინელებები იყო მის ცხვრებაში. კარგია, რომ ყავხარ. დედამისის შემდეგ, საერთოდ განადგურდა...
-ვიცი. დღეს საფლავზე უნდა წავიყვანო.
-ძალიან, ძალიან კარგი ბიჭი ხარ. გენდობი და ვიცი, რომ ბელას არასოდეს ატკენ გულს.
-მადლობა..
მორცხვად ვთქვი და თავი დავხარე.
-კარგით დეიდა ლიდია, ახლა უნდა წავიდე და მანამდე იქნებ შეხვიდეთ ბელასთან?
-აუცილებლად.
დეიდა ლიდია შევიდა ბელასთან. კარის ჩაკეტვა აღარ დამჭირდება. ახლა დამშვიდებული ვარ. ვიცი, რომ ის მარტო არ იქნება და დევიდი რომც შევიდეს დეიდა ლიდიასთან ერთად ვერაფერს ვერ ეტყვის. ან თუ ეტყვის ნაწლავებს დავაყრევინებ!

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now