part 6

178 5 0
                                    

თავი 6
* ბელას თვალთახედვით *
წუხელ მთელი ღამე ვტიროდი, თვალები კი ჰელიუმის ბუშტებივით გაბერილი და დასიებული მაქვს. 3 გასაუბრებაზე ვიყავი და ყვალგან უარით გამომისტუმრეს. სახლამდე მივედი, მაგრამ შინ არ შევსულვარ. იქვე კიბეზე ჩამოვჯექი და თავი მუხლებში ჩავრგე. რა გავაკეთო? არ მინდა იმ დაწყევლილ ლოს-ანჯელესში დაბრუნება! აქ სამსახურს ვერ ვპოულობ. ამ სახლში გაჩერებაც აღარ შემიძლია. მუდმივად იმის შეხსენება ჰარისგან, რომ ზედმეტი ვარ. სულს მიხუთავს აქაურობა.რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო? ჩაწითლებული თვალებიდან კვლავ ცრემლები წამომივიდა.
სახლის შესასვლელთან კიბეზე თავჩაქინდრული ვიჯექი, როცა ვიღაცამ ხელი მხარზე დამადო.
-ბელა, კარგად ხარ?
თავი ავწიე და ლიამის შეშფოთებული სახე დავინახე.
-ჰოო, არაფერია.
-შენ ტირიხარ.
-არაფერია ლიამ მართლა.
-შეგიძლია მომიყვე.
-უბრალოდ სამსახური ვერ ვიშოვე და ამაზე ვინერვიულე.
-არ იდარდო. მალე იშოვი. სხვა ყველაფერი რიგზეა?
მკითხა გულწრფელი ინტერესით.
-კი კი,მადლობა ყურადღებისთვის.
-მისმინე, როდესაც საუბარი მოგინდება, შეგიძლია ჩემთან მოხვიდე.
-მადლობა.
თავი დავუქნიე, მან კი თბილად გამიღიმა და შიგნით შევიდა. ოჰ აი ბიჭების შემდეგი ნაკადიც. მომესალმნენ და მივესალმე.
-თვალებზე რა გჭირს?
მკითხა წარბშეკრულმა ნაილმა.
-არაფერი, რაღაც ჩამივარდა.
-პატარა რომ ვიყავი ერთხელ თვალში რაღაც მწერი შემიფრინდა და მთელი თვალი გასიებული მქონდა.
-ხო შესაძლოა მწერიც იყოს.
მოკლედ მოვუჭერი. ლუისმაც წარბშეკრულმა შემომხედა, მაგრამ მასაც იგივე ვუთხარი. ბოლოს კი ზეინი გამოემართა ჩემკენ. მას ნამდვილად ვერ დავაჯერებ, რომ მწერი შემიფრინდა თვალში. კარგი ბელა, ძალა მოიკრიბე და უთხარი.
-ბელაა, რა მოგივიდა?
-ამმ.. სამსახური ვერ ვიშოვე და ვინერვიულე.
-და მაგის გამო ტირიხარ?
-ხო და თან რაღაც მინდა გთხოვო.
-რაც გინდა მთხოვე.
ვცდილობ ძალა მოვიკრიბო და სირცხვილი გადავლახო.
-მოკლედ, ლოს-ანჯელესში დაბრუნება გადავწყვიტე. მამას ვერ ვეტყვი, რადგან ალბათ უარს მეტყვის წასვლაზე. შენი ძალიან მერიდება აი მართლა მრცხვენია, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ მაქვს. შეგიძლია აეროპორტში მანქანით წამიყვანო? ფრენებს რომ გადავხედე ძალიან გვიან არის და ავტობუსები და მეტრო მაგ დროისთვის არ მუშაობენ. სამწუხაროდ ტაქსიც ძალიან ძვირი ჯდება.
-მოიცა, რატომ ბრუნდები?
-უბრალოდ ვერ ვეგუები აქაურობას, ცივ ამინდს, უმუშევრობას...
-რამე პრობლემა გაქვს?
ისე მკითხა, მივხვდი, რომ ჩემი პასუხი არც ისე დამაჯერებლად ჟღერდა მისთვის.
-რაა? არა, რა სისულელეა. უბრალოდ მომენატრა ჩემი სახლი.
-დარწმუნებული არ ჩანხარ შენს სიტყვებში.
-ზეინ, ნურაფერს მკითხავ, გთხოვ უბრალოდ დამეხმარე.
დაბნეული ჩანდა. მის უკან ვიტრინიდან ჰარი შევნიშნე, გაბრაზებული გამომეტყველებით როგორც ყოველთვის. არ ვიცი,რატომ მაგრამ ცრემლები წამომივიდა. ეს ყველაფერი ჩემდაუნებურად ხდება. თავს ვერ ვაკონტროლებ.
-ჰეი დამშვიდდი.
მითხრა და გულში ჩამიკრა.
-მართლა ძალიან მრცხვენია. არასდროს არავისთვის მითხოვია დახმარება, უბრალოდ ამ მომენტში სხვას ვერავის ვეტყოდი ამ ყველაფერს.
-ნუ გრცხვენია. ყველას გვქონია ასეთი მომენტები. დაგეხმარები აბა რას ვიზამ.
-და კიდევ, გთხოვ ჰარის არ უთხრა ამ ყველაფრის შესახებ. არავინ არ უნდა გაიგოს რომ მივემგზავრები.
-კარგი. როდის მიფრინავ?
-2 დღეში. მანამდე მინდა მამასთან გავატარო დრო. არამგონია მისი ნახვის შანსი კიდევ მომეცეს.
-კარგი, მე გაგაცილებ.
-არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო. შენ უბრალოდ საუკეთესო ხარ.
-ნუ სულელობ. შენც დამეხმარებოდი ანალოგიურ სიტუაციაში.
კარის გაღების ხმა გავიგეთ და ერთმანეთს მოვშორდით.
-მაპატიეთ იდილიას თუ გირღვევთ მაგრამ იქნებ შიგნით შემოხვიდეთ?!
-რა ხდება?
-არაფერი, უბრალოდ ვერ ვხვდები ჩემთან მოდიხარ თუ ბელასთან.
-რაღაცაზე ვსაუბრობდით ჰარი.
-მე მომიტევეთ. როცა გაგახსენდები და ჩემთვის მოიცლი შემოდი.
ჰარი ისევ უკან შებრუნდა. ზეინმა თავი გააქნია და სახლისკენ წავიდა. მეც უკან გავყევი და პირდაპირ „ჩემს“ ოთახში ავედი.

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now