part 9

165 5 0
                                    

თავი 9
დილით კაკუნმა გამაღვიძა.
-ბელაა.
ჰარის ხმა გავიგე და თვალები დავჭყიტე.
-სამსახურში არ მიდიხარ?
-რომელი საათია?
-9ის ნახევარი.
10ის ნახევარზე სამსახურში უნდა ვიყო! საწოლიდან წამოვხტი და იქეთ-აქეთ გიჟივით დავიწყე სირბილი. ისიც არ შემიმჩნევია, რომ მხოლოდ გრძელი მაისურით დავბოდიალებდი ჰარის წინაშე. როდესაც მას შევხედე გაოგნებული მიყურებდა.
-ჰარიი! მადლობა, რომ გამაღვიძე. შეგიძლია გახვიდე.
-ამ.. მეე.. ხოო.. ახლავე.
შხაპი მივიღე და ელვის სისწრაფით ჩავიცვი. ამჯერად კაბა, რადგან იქ გამოცვლას ვეღარ მოვასწრებ. მაკიაჟი გავიკეთე და ბაკუნ-ბაკუნით ჩავედი ქვემოთ.
-ბელაა.
ჰარიმ ამათვალ-ჩამათვალიერა.
-რა გაცვია?
-ცუდიაა?
-ასე უნდა გეცვას მიმტანის პოზიციაზე?
-იქ გამოვიცვლი.
-და რა საჭიროა ამდენი წვალება?
-ჰარი გავიქეცი მაგვიანდება.
-გინდა გაგიყვანო?
-კიი.. არა!
მაშინვე შევცვალე პასუხი, როცა გავაცნობიერე რა ვუთხარი.
-ვერ გავიგე.
-არ მინდა, ტაქსით წავალ.
-ასე ადრე ტაქსის გაჩერება გაგიჭირდება. ჩაჯექი მანქანაში.
-ამმ კარგიი, მაშინ ჯერ ერთ ადგილას უნდა მიმიყვანო. რაღაც საქმე მაქვს.
მივიტყუე, რადგან კაფე "ლორენი" აბსოლიტურად სხვა მხარეს იყო და საერთოდ არ მაწყობდა მაგ ლოკაციაზე მისვლა.
-კარგი.
მანქანაში ჩავსხედით და ადგილს მოვწყდით. აღარც სამსახური მინდა და აღარც არაფერი, მთავარია ცოცხალი გადავრჩე. გიჟივით ატარებს ჰარი მანქანას!
-ჰარი იქნებ ცოტა შეანელო.
-სამსახურში არ გაგვიანდება?
-კი.
-მაშინ ჩუმად იჯექი მანდ.
მოვედით. დაცვებს ვემალები, რომ არ მიცნონ.
-კარგი ჰარი მადლობა, რომ  მომიყვანე.
-დაგელოდები და წაგიყვან სამსახურში.
-არა აქ ცოტახანს შევყოვნდები და მერე წავალ.
-არაუშავს.
-ჰარი მართლა არ მინდა. აქედან ახლოსაა და მივალ ჩემითაც.
-არ არის ახლოს. გელოდები!
მორჩა! ყველაფერი მორჩა.
გავითამაშე ვითომ ტელეფონმა დამირეკა.
-გამარჯობა ქალბატონო ქეით, მოვდივარ, გზაში ვარ. არ ვიჩქარო? ანუ დღეს გვიან აღებთ. კარგი, ისედაც რაღაც საქმეები მქონდა. კარგი, პირველი საათისთვის მოვალ.
-ჰარი დღეს გვიან აღებენ. პირველ საათამდე მაქვს დრო, ამიტომ წადი მე საქმეებს მივხედავ.
-თუ გინდა სადმე ვისაუზმოთ.
ჯანდაბა! არ შეიძლებოდა ასეთი კარგი სხვა დროს ყოფილიყო?!
-არა ჰარი, ვერ ვიტან დილით ჭამას. მადლობა შემოთავაზებისთვის წავედი.
მანქანიდან გადმოვხტი.
-ასე რატომ ჩქარობ?
-არ ვჩქარობ, ალბათ მოგეჩვენა. რაღაცეები უნდა ვიყიდო მაღაზიაში და ხომ იცი ქალების ამბავი. კიდევ ერთხელ მადლობა მოყვანითვის. შეგიძლია წახვიდე.
ვუთხარი და გამოვტრიალდი. კაზინოს გვერდით ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში  შევედი. რამოდენიმე წუთი ჰარი იქ იდგა. წადი ჰარი წადი გთხოვ.
როგორც კი მანქანა დაძრა და წავიდა, მაშინვე გამოვვარდი სავაჭრო ცენტრიდან და სირბილით შევვარდი სამსახურში.

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now