part 47

102 4 0
                                    

თავი 47
არ  ვიცი საუბარი როგორ დავიწყო... ძალიან მრცხვენია. ჰარიმ მთელი თავისი წარსულის შესახებ მომიყვა, მე კი, იმის ნაცვლად, რომ მასთან გულწფელი ვყოფილიყავი, ყველაფერი დავუმალე.
–მოკლედ ახლა რასაც გეტყვი, არ იქნება მაინც და მაინც სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ იმას მაინც ჯობია, რასაც ფიქრობდი ჩემზე და დევიდზე.
–ბელა, გისმენ.
–მე ნარკო დამოკიდებული ვიყავი, მაგრამ არა დიდხანს. დაახლოებით 7 თვე. სანამ უფრო ღრმად შევტოპავდი მანამდე შევეშვი.
ჰარის სახეზე გაოცება, გაბრაზება, წყენა, ტკივილი და სევდა აღებეჭდა. წინადადება დავასრულე და გავჩუმდი. ჯერ მის დამშვიდებას ველოდები სანამ გავაგრძელებ.
–მერე?
მკითხა უხეშად.
–მერე მე უბრალოდ შევიცვალე ჰარი. არ მინდოდა ყოველ დღე გაბრუებული ვყოფილიყავი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დედის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არ მეგრძნო.
–და დევიდთან რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს?
–ის... გახსოვს, რომ მოგიყევი ჩემს ყოფილ შეყვარებულ, დანიელზე?
თავი დამიქნია.
–მაშინ, როცა დანიელმა პოკერში წააგო და ჩემი თავი ვიღაც ჩაკაიფებულ და მთვრალ ტიპს მიუგდო, სწორედ დევიდმა გადამარჩინა.
–რატომ მომატყუე?
–არ ვიცი, უბრალოდ მძულს ის ძველი პერიოდი. არ მინდოდა ჩემზე რაიმე ცუდად გეფიქრა ან წარმოდგენა შეგცვლოდა.
–მე ხომ ყველაფერი მოგიყევი ბელა ჩემი ცხოვრების შესახებ. თითოეული დეტალი...ისიც კი, რომ ადამიანს ვესროლე.
–ვიცი, ვიცი და დამნაშავე ვარ. მაპატიე გთხოვ.
–დევიდზე რატომ არ მიამბე?
–რადგან შემეშინდა. ვიცოდი, რომ დევიდის საშუალებით დანიელს იპოვიდი და რამეს დაუშავებდი. მე კი აღარ მინდა დაძაბულობა და ჩხუბი. თან არ მინდოდა ნარკოტიკზე გაგეგო.
–გასაგებია.
თქვა და თავი უკან გადასწია.
–გაბრაზებული ხარ?
–კი.
–მაპატიე.
–ეს ყველაფერი უფრო ადრე უნდა გეთქვა ბელა. ვერცკი წარმოიდგენ რა გადავიტანე დღეს.
–ვერ გავბედე. ისიც ვიცი რა საშინელი გრძნობაა ეჭვიანობა და დაახლოებით იგივე გამოვიარე მეც, როცა ჩემს“დაქალთან“ ერთად დაგინახე საწოლში. ამიტომ მესმის შენი.
–თუ ნარკოტიკებს მიჩვეული იყავი, მაშინ „ჯიეიჩბიმ“ რატო იმოქმედა შენზე ასე ცუდად?
–ბოლოს გადაჭარბებული დოზით მივიღე მეტამფეტამინი და ძლივს გადამარჩინეს. ამის შემდეგ ჩემს ორგანიზმს ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებზეც კი რეაგირება აქვს.
–რატომ გაუკეთე ეს ყველაფერი შენს თავს ბელა? ნუთუ საერთოდ არ შეგეცოდა?!
–არ ვიცი ჰარი. ყველაფერი ფეხებზე მეკიდა აბსოლიტურად. ბოლოს როცა სიკვდილს ჩავხედე თვალებში, მივხვდი, რომ ჯერ ახალგაზრდა ვიყავი. ვიფიქრე, ჯერ ხომ არც კი მიცხოვრია და ასე როგორ უნდა მოვკვდეთქო.  გამახსენდა, რომ მყავდა მამა და შემეძლო ახალი ცხოვრების დაწყება. არ ვიცოდი ამისთვის მზად ვიყავი თუ არა, ან ბედი რას მიმზადებდა, მაგრამ იმაზე უკეთესის მოლოდინი მაინც მქონდა. საბოლოოდ ჩამოვედი ლონდონში და ახლა ყველაზე მდიდარი ადამიანი ვარ, რადგან შენ მყავხარ.
წარბშეკრულმა გამომხედა. მის მზერაში ახლა გაბრაზების ნაცვლად სიბრალულს და სევდას ვკითხულობ.
–დღეს მივხვდი ერთ რამეს. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მატკინო გული, მაინც გაპატიებ ყველაფერს, რადგან შენს გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია გესმის? როცა დევიდთან გნახე, ჩვენი მომავალი წარმოვიდგინე. რა იქნებოდა შემდეგ? ვიჩხუბებდით, დავშორდებოდით და ორივე ჩვენ–ჩვენ ცხოვრებას დავუბრუნდებოდით. ამის გაფიქრებამ კი მომკლა...
–ხომ იცი, რომ არასოდეს გიღალატებ ჰარი.
–ვიცი, მაგრამ შუა ღამის 2 საათზე გირეკავენ და შენც მიდიხარ ბიჭთან შესახვედრად ჩუმად. რა უნდა მეფიქრა?
–მართალი ხარ... დაა ფსიქოლოგზე რას ამბობდი?
–მე.. არაფერს დაივიწყე.
–მითხარი გთხოვ.
თავი გააქნია.
-გთხოვ ჰარი.
მასთან უფრო ახლოს მივიწიე და შევევედრე.
–გახსოვს აბაზანაში აკანკალებული რომ გიპოვე და მერე ისტერიკული ტირილი  დაიწყე?
თავი დავუქნიე.
–მაგ დღის შემდეგ უცნაურად იქცეოდი. ყველაფერზე ღიზიანდებოდი, ყოველ დეტალზე.. გადავწყვიტე ფსიქოლოგთან მისვლა და შენს შესახებ მოყოლა. 2 კვირიანი დაკვირვების შემდეგ ნევრასთენია დადგინდა შენს დიაგნოზად. მითხრა, რომ შენთვის იდეალური გარემო უნდა შემექმნა. მშვიდი და უდარდელი. ამიტომ აქ წამოგიყვანე. ჩემი აზრით ნატალიას და ფრედს მოგაშორე, მაგრამ აქ უარესი დაგხვდა...
–ჰარი... მადლობა. მადლობა, რომ არსებობ. მადლობა, რომ გიყვარვარ და მადლობა, რომ ზრუნავ ჩემზე.
ფეხზე წამოვდექი და მის კალთაში მოვთავსდი. მკლავები კისერზე მოვხვიე და მთელი სხეულით მივეკარი. ვიგრძენი როგორ გაქრა ნელ–ნელა დაძაბულობა, როგორ გათანაბრდა გულის ცემა, როგორ დაისადგურა სიმშვიდემ ჩვენში და მთელს ბინაში. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძალიან მოწყურებულზე წყალი დავლიე. როგორ მომნატრებია თურმე მასთან  მშვიდი და გულწრფელი საუბარი.. თბილი ჩახუტება..
–რომ მეღალატა მართლა მაპატიებდი?
–კი.
–კარგი მაშინ ცოტა ხნით გავიქცევი დევიდთან და მოვალ.
–ბელა!
ბოხი ხმით მითხრა, მაგრამ მაინც გაიცინა და გულში ჩამიკრა. გამიხარდა, იმის მოსმენა, რომ ჰარი ჩემს გამო ფსიქოლოგთან დადიოდა. თითქოს ჩემს გულში კიდევ ერთი საფეხურით მაღლა ავიდა და ცარიელი ადგილი მთლიანად ამოავსო.
–რაღაც მინდა რომ გავაკეთო.
–რაა?
–ვიცი ეს ცოტა ძველმოდურია, მაგრამ მე მაინც მინდა.
–ბელა, იტყვი რა გინდა?
–ტატუ. შენი სახელის პირველი ასო მინდა, რომ ამოვისვირინგო.
–გაგიჟდი? ძალიან მტკივნეულია.
–ვიცი, მაგრამ მინდა!
–კარგი ხვალ გავიკეთოთ.
–არა ახლავე. ხვალ შეიძლება გადავიფიქრო.
–ღამის 3 საათია ბელა.
–მერე რაა. ეს ლოს–ანჯელესია. ლონდონი არ გეგონოს.
–რას ერჩი ლონდონს?
–არაფერს, აწიე ეგ გასიებული ტრაკი და გამომყევი.
ვუთხრაი და ხელზე მოვქაჩე. როგორც იქნა დივნიდან ნელა აიზლაზნა და გამომყვა.
მტკივნეული იყო თუ არა ტატუს გაკეთება?! მტკივნეული ლაითი ნათქვამია! კინაღამ კედლებზე გავიარე. მხოლოდ ის მაძლევდა ძალას, რომ ჰარის ჩემი ხელი ეჭირა. დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდა ჩემს ტატუს, რომელიც მკერდს შუა გავიკეთე. ჩემს შემდეგ კი ჰარი დაჯდა. არ ველოდი ისიც თუ გაიკეთებდა, მაგრამ მან ჩემი მთლიანი სახელი დაიწერა მარცხნივ მკერდზე.
–არ მჯერა, რომ ტატუ გავიკეთე.
–არც მე.
გამეცინა და მხარი გავკარი.
–დილის 5 საათია, დაძინებას აზრი არ აქვს.
–აბა რა ვქნათ?
წარბები აათამაშა ჰარიმ და მაცდურად შემომხედა.
–ეგ არაა.. არ შეიძლება ჯერ. 2 დღეც მოითმინე.
–კარგი, კარგი ჯანდაბას.
–გინდა სანაპიროზე მზის ამოსვლას ვუყუროთ?
–ჩემი მზე შენ ხარ, ამიტომ ჩემთვის მზე ყოველთვის ანათებს.
მითხრა და ვნებიანად დაეწაფა ჩემს ტუჩებს.
____________________________________

სიყვარულით ლინა  ♥

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now