part 51

111 5 1
                                    

თავი 51
დილით ჰარის ჩხუბის ხმამ გამაღვიძა. ლოგინიდან გადმოძვერი და მისაღებში გავედი.
-გაფრთხილებ ლუკას, კიდევ შეეცდები ჩემს მოშორებას და კოჭებს დაგიხვრეტ! თუ გინდა მუქარად მიიღე ჩემი სიტყვები, თუ გინდა გაფრთხილებად, ეგ უკვე მე აღარ მეხება! ხომ იცი, რომ დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ?! რატომ ცდი ჩემს მოთმინებას?! არა, და შენც კარგად იცი! ლუკას ლუკას... 2 წუთის წინ სულ სხვანაირად საუბრობდი.. ახლა უცებ შენთვის პატივსაცემი ადამიანი გავხდი? აჰაჰაჰაჰა... გამაცინე. მოკლედ აღარ ვაპირებ გამეორებას. ან ტრაკს დააყენებ, ან მე დაგაყენებინებ!
  უთხრა მკაცრი ტონით ჰარიმ და ტელეფონი გათიშა. მივუახლოვდი და უკნიდან ჩავეხუტე.
-გაიღვიძე პატარავ?
-ჰოო.. რა ხდება, მშვიდობაა?
-კიი, ამდენ ხანს რატომ გეძინა?
-ოჰჰ.. გაგახსენო წუხანდელი?
ჩაიცინა და შუბლზე მაკოცა.
-გინდა სადმე ვისაუზმოთ?
-ჰო, მაგრამ მალე უნდა დავბრუნდეთ. კატალია მოდის 2ზე და მერე საღამოს ზეინთან ვიკრიბებით.
-ჰო ეგ სულ დამავიწყდა. კარგი ჩაიცვი და წავიდეთ.
მუქი ჯინსის შარვალი, მუქი ნაცრისფერი ზედა და შავი კეტები ჩავიცვი. სახლიდან გასვლისას კი გასაღები და ტელეფონი ავიღე და ტყავის კურტკა მოვიცვი.
-იზაბელა!ასე თხლად ნუ იცვამ!
მისაყვედურა ჰარიმ.
-არ მაცვია თხლად.
-კურტკის შიგნით მოკლე მკლავიანი მაისური გაცვია!
-მერე რაა, გარედან ხო კურტკა მაცვია.
-ჰო, რომელიც ძალიან თხელია. თავს უნდა გაუფრთხილდე პატარავ, ასე არ შეიძლება. გოგო ხარ.
-შენს საუბარზე დედაჩემი მახსენდება.
ვუთხარი და მანქანაში ჩავსკუპდი.

კაფე ლორენში ვისაუზმეთ. ალბათ გეცნოთ კაფის სახელი. ის ხომ ადრე ჩემი ყალბი სამსახური იყო. სახლში დაბრუნებისას ჰარიმ შოკოლადის კრუასანები და კიდევ სხვა ბევრი ტკბილეულობა იყიდა, რადგან კატალიას ველოდებოდი.
-ხომ არ გავუაროთ ბარემ?
-ჰო მგონი ასე აჯობებს.
კატალიას გავუარეთ და ჩვენთან წავიყვანეთ. მერე ჰარი სარბოლო ვარჯიშზე წავიდა და გოგონები მარტო დაგვტოვა.
-მე მივდივარ, შეგიძლიათ თავისუფლად იჭორაოთ.
გვითხრა სიცილით, შემდეგ მაკოცა, კატალიასაც დაემშვიდობა და წავიდა.
-აბა, თავს როგორ გრძნობ? გიშველა ჩემმა ფსიქოლოგმა?
ვკითხე კატალიას და სამზარეულოში გავუძეხი.
-სიმართლე გითხრა ბევრად უკეთ. ფსიქოლოგიურად თავს მმშვიდად ვგრძნობ, მაგრამ გული მაინც ძალიან მტკივა. ხანდახან მგონია, რომ გავგიჟდები.. უბრალოდ ვერ ვიტევ ამდენ რამეს...
-ძვირფასო შენი მშვენივრად მესმის. იქნებ დაფიქრდე შერიგებაზე? ხომ იცი,რომ ლიამს ყველაზე მეტად უყვარხარ.
-არ ვიცი ბელა. იქნებ მუცელი, რომ მომეშალა მაგის გამო თავს დამნაშავედ მიიჩნევს და ამიტომ მთხოვს შერიგებას? იქნებ ვეცოდები, და სწორედ ესაა მისი ბოდიშების მიზეზი?
-ხუმრობ არა? ლიამის სიყვარულში ეჭვი როგორ გეპარება! მე არ ვარ დარწმუნებული ჰარის სიყვარულში ისე, როგორც ლიამისაში. ადამიანი უბრალოდ გიჟდება შენზე და შენი წასვლის შემდეგ უბრალოდ ხორცის გროვად იქცა, რომელსაც ცრემლების გარდა სხვა ემოცია საერთოდ აღარ აქვს.
-ძალიან მიჭირს ბელა. მან უარი თქვა ჩვენს შვილზე, წარმოგიდგენია?!ამას ხომ ვერასოდეს ვიფიქრებდი. მან აბორტის გაკეთება შემომთავაზა. თურმე როგორი უპასუხისმგებლო ყოფილა...
-ჰეი, ის უბრალოდ 25 წლისაა და შენ? 23ის.ჯერ ორივენი ახალგაზრდები ხართ. და რაც შეეხება ლიამის რეაქციას, უბრალოდ დაიბნა და ძალიან შეეშინდა. ხომ იცი, რომ შენზე უარს არასოდეს იტყოდა. მას მხოლოდ იმის შეეშინდა, რომ ამ ყველაფერს ვერ გაუმკლავდებოდა.
-შესაძლოა მართალი ხარ. ალბათ ერთ დღესაც ვეღარ გავუძლებ და მასთან მივალ. სიგიჟემდე მენატრება!
-და რატომ კარგავ დროს? რატომ იტანჯავ თავს? ადექი და წადი მასთან.
-როდესაც მასთან წასვლას გადავწყვეტ, მახსენდება ის ტკივილი რაც მისმა სიტყვებმა მომაყენეს. ასეთი რამის გამოცდას არ გისურვებ არასდროს, მაგრამ შენ რომ ჩემს ადგილას ყოფილიყავი, შეიძლება თავი მოგეკლა იმდენაც მარტოსულად, ეულად, გარიყულად და ზედმეტად იგრძნობდი თავს.
  კატალიას სიტყვებზე დავფიქრდი. ის მართალია, მაგრამ მე ხომ ვიცი ლიამის აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირით. ლიამი რომ არ ნანობდეს თავის საქციელს, მაშინ იმ ყველაფერს ნამდვილად არ ვეტყოდი კატალიას, რასაც ახლა ვეუბნები. უბრალოდ ლიამს მართლა შეეშინდა მამობის. უნდა, რომ კატალიასთან ერთად დატკბეს ახალგაზრდობით. იმოგზაურონ, იმხიარულონ, დრო გაატარონ და როდესაც ეს სიგიჟეები მობეზრდებათ, მერე უკვე ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავლენ და შვილებსაც იყოლიებენ.
-მართალი ხარ. ალბათ შევიშლებოდი. მაგრამ მოდი კიდევ რამოდენიმე დღე დაფიქრდი, კარგად აწონ-დაწონე ყველაფერი და მერე მიიღე გადაწყვეტილება. მხოლოდ დაიმახსოვრე, რომ ლიამს ყველაზე მეტად უყვარხარ და შენი დაკარგვა მისთვის სიკვდილის ტოლფასია.
თავი დამიქნია და თვალზე მომდგარი ცრემლი შეუმჩნევლად მოიშორა.
       მოსაღამოვდა და ყველანი ზეინთან შევიკრიბეთ. კატალიამ წამოსვლა არ ისურვა, რადგან ლიამის ნახვა არ უნდოდა, მაგრამ ლიამიც არ მოვიდა. ღმერთო როგორ იტანჯებიან... ზეინთან ვიღაც გოგონა დაგვხვდა.თავიდან ყველას მისი ახალი გოგო გვეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბიძაშვილი იყო.
-გაიცანით ეს მელისაა, ჩემი ბიძაშვილი
გოგონამ მორცხვად გაიღიმა.
-აბა, დავლიოთ?
-მე თანახმა ვარ.
წამოვიძახე, რაზეც ჰარიმ გამომხედა და წარბი ასწია.
-რაა?
-საჭესთან ვინ დაჯდება?
-ტაქსი ხომ არსებობს.
ვუთხარი და თვალი ავარიდე. დალევა დავიწყეთ,ერთმანეთს რაღაცეებს ვუყვებით და ვიცინით. ნინა მხოლოდ ჭამს, ლუი არ სვამს, რადგან მერე დივანზე მოუწევს დაძინება. ნაილი პიცის გამოძახებას გვთხოვს, ხოლო ზეინი იმდენს სვამს, რომ ვერ ვეწევით. აშკარად ჩანს მისი სიცილის მიღმა უსასრულო სევდა. ალბათ როგორ ენატრება მია... მეამაყება ზეინი, მიუხედავად იმისა, რომ გოგოს საერთოდ არც იცნობდა და სიმთვრალეში შემთხვევით დააორსულა, მაინც მიიღო ის და ბავშვი. რამხელა პასუხისმგებლობა ითავა და პლიუს ამას,ორივე მთელი გულით შეიყვარა. გვერდით მივუჯექი და ხელი ხელზე დავადე.
-გთხოვ ამდენს ნუ სვამ...
-რატომაც არა, დღეს ხომ ვერთობით.
-ზეინ, ვიცი ამას გართობის გამო არ აკეთებ. უბრალოდ საკუთარი თავის დადანაშაულებას მორჩი და სჯობს მათთან გაემგზავრო. ეს წვეულებები ვერაფერს გიშველის, გარდა იმისა, რომ გაილეშები და სულ რამოდენიმე საათით დაგავიწყდება შენი ტკივილი. მეორე დილით კი როცა გაიღვიძებ და აღმოაჩენ, რომ მარტო ხარ, უფრო გაგიმძაფრდება ეს გრძნობა.
-მართალი ხარ ბელა, მაგრამ ჩემს თავს ვერ ვერევი. მეე.. უბრალოდ ყველაფერი დავკარგე. ცოლი, შვილი, საკუთარი თავი,ბედნიერება...
-ჯერ კიდევ არ არის გვიანი! შეგიძლია მათ ჩააკითხო.
-არამგონია შემირიგდეს.
-შეგირიგდება დამიჯერე. იყავი გულწრფელი მის მიმართ და ყველაფერი უთხარი რასაც ფიქრობ და გრძნობ. უბრალოდ ისეთი სიტყვები უნდა მოძებნო, რომ გული მოულბეს.
-ეგ არ გამიჭირდება.
თქვა და ორივემ გავიცინეთ.
-კარგი, მოდი ეხლა ცუდი მოგონებები დავივიწყოთ და გავერთოთ.
-ანგელოზი ხარ.
მითხრა და მომეხვია. ჰარის სახეს როცა გავხედე გაბრაზებული იყურებოდა, მაგრამ შემდეგ შერცხვა და თავი დახარა.
-შენი ბიძაშვილი ასე ჩუმად რატომ ზის?
-ძალიან მორცხვია. უჭირს ადამიანებთან კონტაქტში შესვლა.
- მაგას მე მოვაგვარებ.
დივანიდან ავდექი და ჰარისთან მივედი.
-რას ნიშნავდა შენი მზერა?!
ვუსაყვედურე.
-მაპატიე, უცებ.. არ ვიცი.. უბრალოდ თავიდან ხომ ვეჭვიანობდი ზეინზე და..
-სირცხვილია ჰარი! ის შენი ძმაკაცია,მე კი შენი შეყვარებული! მართლა სირცხვილია ჩვენზე ეჭვიანობა!
-ვიცი პატარავ, მაპატიე.
მითხრა და მთელი სახე ჩამიკოცნა.
-თუ ასე გემრიელად მაკოცებ, მზად ვარ ყველაფერი გაპატიო.
ვუთხარი და მკლავები კისერზე მოვხვიე.
-მიყვარხარ ბელა.
ამოიდუდღუნა ჩემს კისერში.
-მეც ჩემო გაბურძგნულო.
ცოტა ხანში ჰარის მოვშორდი და მელისასკენ დავიძარი, მაგრამ უკვე ნაილი მისულიყო მასთან და ეკითხებოდა პიცა პეპერონი უფრო მოსწონდა თუ მარგარიტა. მაიონეზი ერჩივნა თუ კეტჩუპი და კიდევ მაკდონალდსის ფრი თუ ბურგერ კინგის.
-ჰეიი, აბა რას შვებით?
ხალისიანად მივესალმე მათ.
-ვსაუბრობთ, შენ?
-ნაილ ძვირფასო, შეგიძლია 3 რედბულვოდკა მოიტანო?
-ჰო ახლავე.
ნაილმა დაგვტოვა და გოგონამ თვალი უხერხულად გააყოლა.
-შევამჩნიე, რომ ძალიან მორცხვი ხარ.
-ჰო ასეა.
-ჩვენთან კი ეგ არ შეიძლება.
ჩაიღიმა და შემომხედა.
-ნაილმა თავი მოგაბეზრა არა?
-არაა, პირიქით. მამხიარულებს.
-ჰო ძალიან საყვარელი და თბილი ბიჭია. ძალიან უყვარს ჩახუტება და ძალიან დიდი სიყვარული იცის.
-მართლა?
-ჰო მართლა. მგონი მოეწონე, თორემ პიცაზე არ გკითხავდა.
გავიცინე და მელისას შევხედე, რომელიც სირცხვილისგან მთლიანად გაწითლებულიყო.
ნაილმა მოიტანა დასალევი და სამივემ დავლიეთ. სანამ მათ გამოვეცლებოდი ნაილს ვუთხარი, რომ პიცაზე კიარა პირადულზე უნდა ეკითხა რაიმე მელისასთვის, თუ მართლა მოსწონდა. მადლობა გადამიხადა და ლოყაზე მაკოცა, შემდეგ კი ისევ მელისასთან დაბრუნდა.  ზეინმა ყველას გვთხოვა, რომ თავისი ბიძაშვილისთვის ყურადღება მიგვექცია, რადგან თვითონ კანადაში მიემგზავრებოდა რამდენიმე დღით. ძალიან გამახარა მისმა გადაწყვეტილებამ.
   სახლში გვიან მოვედით.2 იყო დაწყებული. ორივე ძალიან მთვრალები ვიყავით და პირდაპირ საძინებელში შევვარდით. კიდევ ერთი გათენებული ღამე...

C L O U D S  / completedOù les histoires vivent. Découvrez maintenant