part 44

116 4 0
                                    

თავი 44
* ბელას თვალთახედვით *
რამოდენიმე დღეში ლოს-ანჯელესში გავემგზავრეთ. ვიცი, რომ ჰარი აქ არასდროსაა ნამყოფი და ვცდილობ ქუჩების სახელები დავამახსოვრებინო. ტაქსი მაღალი შენობის წინ გაჩერდა და სიხარულით გადმოვხტი მანქანიდან.
-რომელ სართულზე ცხოვრობ?
მკითხა ჰარიმ, როცა ლიფტს მივაღწიეთ.
-ოცდამერვე.
-რააა?
-კარგი გატყუებ, მეათე.
ჰარიმ შვებით ამოისუნთქა და დიდი ჩანთებით დატვირთულმა, ლიფტში შეაბიჯა. კიდევ არ მჯერა, რომ აქ ვართ. ჩემს სახლში. როგორ მომნატრებია აქაური სუნი, ქუჩები, პალმები, ცათამბრჯენები, აქაური აქცენტი და ხალხი... ბინის კართან მივედი, რა დროსაც გამახსენდა, რომ გასაღები არ წამომიღია. ის ისევ ძველ სახლში მაქვს დატოვებული ერთ-ერთ ჩანთაში. ფუ რა იდიოტი ვარ!
-ბელა, მოხდა რამე?
-მეე... გასაღები დამრჩა.
-ხუმრობ? რა უნდა ვქნათ?
-არ ვიცი.
-იქნებ შევამტვრიო?
-შენ ყოველთვის ძალადობისკენ როგორ ისწრაფი.
-ბელა, კარია ადამიანი ხომ არა.
ერთ-ერთ ჩემოდანზე ჩამოვჯექი, როცა ზურგს უკან ხმა გავიგონე.
-იზაბელააა?
-დეიდა ლიდიაა.
გახარებული შევბრუნდი მისკენ და ჩასახუტებლად გავიქეცი.
-როგორ მომენატრე ჩემო პატარა გოგო. როდის ჩამოხვედი?
-ამ წამს და აღმოვაჩინე, რომ გასაღები ლონდონში დამრჩა.
-სამაშველო სამსახურს გამოვუძახოთ და მანამდე ჩემთან შემოდი.
-ამმ.. იცი შეყვარებულთან ერთად ვარ.
ვუთხარი მორცხვად.
-გამაცანი მერე რას დგახარ?
ჰარი გავაცანი და დეიდა ლიდიასთან შევედით. ეს ის ქალია, რომელიც მამას წასვლის შემდეგ მე და დედას ყოველთვის მხარში გვედგა. დედას გარდაცვალების შემდეგ, კი ჩემი ოჯახი ის გახდა. რამდენჯერაც თავის მოკვლა ვცადე, ყოველთვის ის ახერხებდა ჩემს გადარჩენას. რამდენჯერ მიტირია მის მკლავებში, რამდენჯერ მიცინია მასთან ერთად, მიჭორავია, მისაუბრია.. ერთად ვუყურებდით გადაცემებს, ერთად განვიხილავდით მსოფლიო მოვლენებს. მერე რა, რომ ასაკით ძალიან უფროსია? ის უბრალოდ საოცარია. ყველასი ესმის, ყველას მიმართ თბილი და მზრუნველია, ყოველთვის გაძლევს რჩევა-დარიგებებს და რაც ყველაზე მეტად მიყვარს, ყოველთვის მკითხაობს ყავაზე. ყავის დალევაც მისი ხათრით დავიწყე.
-რამდენი წლის ხარ ჰარი?
-28ის მემ.
-სად მუშაობ?
-ამმ.. მე საერთაშორისო ურთიერთობებს ვაგვარებ.
-ოჰო, ეს სერიოზული საქმიანობაა..
-გატყუებს ლიდია, ის მრბოლელია.
-რას ამბოობ.. ვგიჟდები მანქანებზე და სისწრაფეზე. რატომ მომატყუე?
-ამმ.. მეგონა, მრბოლელებზე აქაც ცუდი წარმოდგენა ქონდათ.
-კარგი რა, რომელი საუკუნეა. მოიცადე, შენ მეცნობი.. ხშირად ვუყურებ გადაცემებს რბოლაზე და შენ..
-ველური ბიჭი ვარ. თუ ზედმეტსახელით მიცნობთ.
-ოო ეს შენხარ... შენთან ფოტო მინდა აუცილებლად.
სიცილით თქვა ლიდიამ. ვგიჟდები ამ ქალზე. როგორი საყვარელია.
-რა თქმა უნდა, გადავიღოთ.
-ისე მე მეორე სახელი უფრო მომწონს შენი, ცეცხლოვანი ბიჭუნა.
-ეგ დღე არ გამახსენოთ.
წამოვიძახე.
-თქვენ მაშინ უკვე იცნობდით ერთმანეთს?
-როგორ არა.. მაგ რბოლის შემდეგ მალევე გავხდით შეყვარებულები.
-დევიიდ, ნახე სტუმრები გვყავს.
მოულოდნელად მისაღებში ერთი ბიჭი შემოვიდა და მოგვესალმა. მისი სახე მეცნობა.. სადღაც მინახავს, მაგრამ ვერ ვიხსენებ სად. ისიც დაჟინებით მაკვირდება და ვცდილობთ ერთმანეთი ამოვიცნოთ. ჯანდაბა! ეს ის ბიჭია, ვინც გაუპატიურებას გადამარჩინა. იმ ღამით, წვეულებაზე, როდესაც დანიელმა ჩამი თავი ვიღაც ტიპს მიანდო... ღმერთო ჩემოო. გთხოვ ნეტავ ვერ გამიხსენოს. ავნერვიულდი და ხელების კანკალი დამეწყო, ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ და ერთ ადგილას ვერ ვისვენებ. ჰარიმ ამომხედა და თვალებით მკითხა, რა ხდებაო,მაგრამ დავაიგნორე.
-ბელა შენ და დევიდი ერთმანეთს არ იცნობთ არა?
-ჩვენნ... არა.
-გახსოვს, რომ გიყვებოდი ჩემი შვილიშვილზე, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობდა. ის არის. შენ, რომ წახვედი რამოდენიმე დღეში ის ჩამოვიდა ჩემთან.
-ძალიან კარგი.
უხერხულად გავიღიმე და ფეხზე წამოვხტი.
-მგონი სამაშველო ჯგუფი მალე მოვა და ძებნა რომ არ დაგვიწყონ გარეთ დაველოდებით.
ვთქვი და ჩანთას ხელი დავავლე. ჰარი დაეჭვებით მიყურებს, დეიდა ლიდია ჩემს გაჩერებას ცდილობს, ხოლო დევიდის მზერა მაიძულებს აქედან გავიქცე. ვხვდები, რომ იცის ვინც ვარ. უბრალოდ არ მინდა ეს ჰარისთან თქვას..
-კარგით ქალბატონო ლიდია, მადლობა ჩაისთვის. სხვა დროს შემოგივლით და ფოტო გადავიღოთ.
ჰარი ზრდილობიანად დაემშვიდობა მას და გარეთ გამოვიდა. სამაშველო სამსახური მალე მოვიდა და კარი გააღეს, ახალი საკეტიც დაგვიყენეს და შიგნით შევედით. ბინაში ცოტა მტვრის, ნესტის და ხის ავეჯის სუნი ერთმანეთში ირევა. სწრაფად ფანჯრები გავაღე და ავეჯს თეთრი, მაგრამ უკვე მტვრისგან განაცრისფრული ნაჭრები მოვაშორე. ჩემი ოთახიიი... გული შემეკუმშა, როცა ჩემს ოთახში შევაბიჯე.. ჩემი პატარა მაგიდა, პუფი, საწოლიი...
-ჩვენზე პატარა ბინაა, მაგრამ ლამაზი და საყვარელია.
-ჰო.. იცი როგორ მომენატრა?
-ვიცი...
-ამ შენობას სახურავზე აუზიც აქვს იცი?
-სახურავზე ასვლას არ ვაპირებ!
-არ მითხრა, რომ გეშინია.
სიცილი დავიწყე.
-არ მეშინია, აუზს ოკეანე მირჩევნია.
-ეგ ხო, მაგრამ აღიარე, რომ გეშინია.
-ბელა მომშივდა, წამოდი სადმე წავიდეთ.
-ჯერ აღიარე.
-არა.
-გთხოოვ.
-არ მეშინია.
-მაშინ ავიდეთ.
-დაღლილი ვარ თან მშიერი.
-იმიზეზებ!
-კარგი ხო, მეშინია. კმაყოფილი ხარ?
გადავიხარხარე და მის გაბუტულ სახეს შევხედე.
მოგვიანებით ჩემს საყვარელ, ბიჩ ვუდის კაფეში წავედით.

(მეგობრებო, ეს ფიქცია დავწერე 2018 წელს. ყველა ქუჩა, ყველა კაფე, სასტუმრო, მედიკამენტები, ნარკოტიკები და აბსოლიტურად ყველაფერი შეესაბამება სიმართლეს. ყველა დეტალი მაქვს ინტერნეტით მოძიებული და გამოკვლეული. არ ვიცი ასე როგორ დაემთხვა, მაგრამ ჰარის თავის ერთ-ერთ სიმღერაში, სახელად "Falling" ნახსენები აქვს ბიჩ ვუდის კაფე. ეგ რომ მოვისმინე მაშინ უნდა გენახათ ჩემი სიხარული და ემოციები. შეიძლება არც არაფრად ჩათვალოთ დიდად, მაგრამ საოცარი განცდაა თუნდაც პატარა დამთხვევა ერთმანეთის ნამუშევრებში. 🥺)

გემრიელად მივირთვით და შემდეგ ჰარის იქაურობა დავათვალიერებინე. არ დამიჯერა, რომ ვუთხარი ლოს-ანჯელესში სიცხე იქნებათქო და მაინც თბილი ტანსაცმელები წამოიღო. ახლა ცხელა და მე მეწუწუნება.
-მე გაგაფრთხილე.
-ჰო, მაგრამ ოქტომბრის დასაწყისია და როგორ შეიძლება სიცხე იყოს.
-ჰარი ეს ლოს-ანჯელესია.
-დევიდს აქამდეც იცნობდი?
წამიერად შეცვალა საუბრის თემა.
-რაა? არა.
-იისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იცნობდით ერთმანეთს.
-რა სისულელეა, პირველად ვნახე.
-აბა რატომ გიყურებდა გაშტერებული? დეიდა ლიდია, რომ არა, თვალებს დავთხრიდი და გადავაყლაპებდი!
-ჰარი, ნუ ხარ ასეთი..
-როგორი ასეთი ბელა. ტიპმა იცოდა რომ შენი შეყვარებული ვიყავი და მაინც უსირცხვილოდ გიყურებდა.
-ასე არ არის, უბრალოდ ... არ ვიცი.. არ შეიძლება ადამიანმა შემომხედოს?
-ბელა, ნუ მასწავლი ბიჭების ფსიქოლოგიას ძალიან გთხოვ. ყველა მზერას ვიცნობ,ყველა მიმიკას და ყველა სიტყვას!
მისთვის აღარაფერი მითქვამს. ვიცი რომ ავყვე,რამე აუცილებლად წამომცდება. მერე ჰარი იმის გარკვევას დაიწყებს ვინ არის დანიელი დევიდისთვის და როგორ მოხვდა მის წვეულებაზე... მერე ამას უამრავი რამ შეიძლება მოყვეს და უბრალოდ არ მინდა ეს ზედმეტი პრობლემები.
____________________________________

სიყვარულით ლინა ♥

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now