part 28

150 4 0
                                    

თავი 28
* ჰარის  თვალთახედვით *
ლიასთან შეხვედრა მოულოდნელი იყო ჩემთვის. ის ბარში გავიცანი, როცა პირველი რბოლა მოვიგე. ალბათ რბოლის გამო უფრო დამამახსოვრდა.
ბელას ბავშვურ ხასიათზე მეცინება. როგორ მოახერხა, რომ მიზანმიმართულად და ამავდროულად შემთხვევით, მისთვის კოქტეილი გადაესხა თავზე? პატარა ბუტია ბავშვივითაა. მაგრამ ვგიჟდები მის ეჭვიანობაზე.
-რაზე ფიქრობ ხუჭუჭა?
გვერით კატალია მომიჯდა.
-ბელაზე.
-აბა, რას აპირებ 20-ში?
-არაფერს, რამე ხდება?
-ნამდვილი იდიოტი ხარ ჰარი სტაილს! ბელას დაბადების დღეა.
-ჯანდაბა არ ვიცოდი. არ უთქვამს.
-და შენ კითხე?
-არა. მადლობა კატალია, მიყვარხარ.
ვუთხარი და ლოყაზე ძლიერად ვაკოცე.
-ფუუუ დამდორბლე იდიოტო.
გავიცინე და წამოვდექი.
-ბელააა.
თავი ჩემსკენ შემოაბრუნა. მისკენ გავიქეცი, მხარზე გადავიგდე და აუზში ჩავხტი.
-ჯანდაბა ჰარიი! კრემი მესვაა.
-ჰოო მეგონა რომ გველს შევეხე ისეთი სრიალა კანი გაქვს.
დავეკრიჭე.
-დამპალოო.
მითხრა და სახეში წყალი შემასხა.
-გინდა სახლში წავიდეთ?
-ჰოო, მგონი ძალიან დავიწვი მზეზე. დამცავმა კრემმა არ მიშველა.
-ჯერ მაკოცე.
-ჯერ საჯდომიდან შენი ხელები მომაშორე.
მითხრა და გაიცინა.
-რატომ? ძალიან სექსუალურია.
ვუთხარი და უკანალზე ხელი ოდნავ მოვუჭირე.
-ჰარი! სირცხვილიაა.
გამიჯავრდა, რაზეც სიცილი ამიტყდა. მიყვარს როცა ჩემი ბილწი კომენტარებისგან წითლდება. თავი მისკენ მივწიე და ქვედა ტუჩზე ნაზად ვუკბინე.
-ხანდახან მინდა, რომ ტუჩები მოგაჭამო.
-რატომ?!
დაიბუზღუნა.
-იმიტომ რომ ძალიან გემრიელი ტუჩები გაქვს.
გამიღიმა და ისევ მაკოცა. 
აქამდე სად ვიყავი? რატომ არ ვუთხარი, რომ მიყვარდა? ამდენი დრო ტყუილად რატომ გავფლანგე?! ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც სიცარიელე ამომივსეს. თითქოს ჩემს სხეულში უამრავი გულია. მაგრამ ამ ყველაფერს ცუდი მხარეც აქვს. შიშები დამეწყო. მეშინია ყოველი წუთის, ყოველი ახალი დღის. მეშინია, რომ რამე მოხდება, მეშინია, რომ სადღაც შეცდომას დავუშვებ და მიმატოვებს. მეშინია, რომ ჩემზე უკეთესს შეხვდება! უკვე რბოლისაც კი მეშინია, რადგან თუ რამე დამემართება, მის გვერდით ყოფნას ვეღარ შევძლებ. ვეღარ განვაგრძნობ მისი ყურებით ტკბობას. ვეღარ დავთვრები მისი თმის სურნელით. ვეღარ მოვისმენ მის კისკისს, მის წუწუნს. ვეღარ შევამკობ ბილწი კომპლიმენტებით და ვეღარ დავინახავ მის სირცხვილისგან აწითლებულ ლოყებს. აქამდე, თუ სიკვდილის არ მეშინოდა და მხოლოდ ტიტულზე ვფიქრობდი, ახლა საშინლად მეშინია! თითქოს ჩემში დიდი გარდატეხა მოხდა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. მინდა, რომ გავაბედნიერო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. აქამდე რისთვის ან ვისთვის ვცხოვრობდი? რბოლას მოვიგებდი, ფულს ნაშებში და სასმელში დავხარჯავდი და მორჩა. ჩემს ცხოვრებას ბელამ აზრი შემატა. მინდა მისი ღიმილის მიზეზი ვიყო, მინდა ხშირად მიმეორებდეს, რომ ვუყვარვარ, მინდა ყოველთვის შევეხო, მინდა შევიგრძნო! ასეთი დაუოკებელი სურვილი ქალის მიმართ ჯერ არასდროს მქონია. მან მასწავლა ყველაფრის ფასი. მან სუნთქვა მასწავლა! ცხოვრებით ტკბობა მასწავლა და ყველაზე მთავარი, სიყვარული მასწავლა. ბელას დაბადების დღემდე სულ რაღაც 5 დღეა დარჩენილი. 19ში რბოლა მაქვს.
აუზიდან ამოვედით, ყველას დავემშვიდობეთ და მანქანისკენ წავედით.
-ჰარი ჯერ უნდა გამოვიცვალო.
-მანქანაში გამოიცვალე.
თვალები აატრიალა და უკანა სავარძელზე დასკუპდა. ფანჯრები ბოლომდე ავწიე და გარეთ დაველოდე.
-მორჩი?
-კიი.
თქვა და წინა სავარძელზე გადმოძვრა.
-შენ არ უნდა გამოიცვალო?
-არა, არ წამომიღია.
-მე წამოგიღე.
მესიამოვნა მისგან ეს ჟესტი. მიყვარს როცა ჩემზე ზრუნავს.
სველი შორტი წამში გავიხადე ტრუსთან ერთად.
-ჰარიი.
მიყვირა ბელამ.
-რაიყო?
ახალი შორტები მესროლა და მანქანიდან გადავიდა. მეცინება მის ბავშვურ საქციელებზე.
-შეგიძლია ჩაჯდე.
ვუთხარი სიცილით და ისიც ბუზღუნით ჩაჯდა მანქანაში.
-მაისურს არ იცვამ?
-არა მცხელა.
ბელამ შემათვალიერა და შემდეგ ფანჯარაში გაიხედა.

C L O U D S  / completedحيث تعيش القصص. اكتشف الآن