part 58

116 5 0
                                    

თავი 58
ჩემოდნები უსიტყვოდ ჩავალაგე. არც მაშინ მითქვამს რამე, როცა სახლს ვტოვებდით, არც მაშინ როცა თვითმფრინავში ვსხდებოდით და არც მაშინ, როცა ნაცნობ ქუჩას მივადექით და ჩვენს ბინაში დავბრუნდით.
არ ვიცი აქაურობა მენატრებოდა თუ არა. აქ დაბრუნება ჩემს გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ არ ვაპირებ ჰარის შევეწინააღმდეგო. ვცდილობ მისი კეთილგანწყობა მოვიპოვო, რაც ჯერჯერობით არ გამომდის. ცრემლები მახრჩობს და ყველანაირად ვეწინააღმდეგები ჩემს თავს, რომ არ ვიტირო, რადგან რამდენჯერაც ეს მოხდა, იმდენჯერ ჰარიმ მისაყვედურა, რომ ცრემლები ზედმეტია და მადლობა უნდა ვთქვა იმისთვის, რომ ახლა მის გვერდით ვარ მიუხედავად ყველაფრისა. ისე მექცევა, როგორც ნივთს, უსულო საგანს. არა, ჩემი დაჩაგვრის უფლებას სხვას არავის აძლევს. ამის გამო აეროპორტში კინაღამ ვიღაცას კბილები ჩაულეწა, მაგრამ თვითონ მამცირებს, მეჩხუბება და თავს არარაობად მაგრძნობინებს.
ჩემოდნები საძინებელში შევიტანე და საწოლზე ძალაგამოცლილი გადავეშვი.
-შენ მეორე საძინებელში დაიძინებ.
მითხრა მკაცრი ხმით და თვალი ამარიდა.
-რატომ?
-ბედავ და მეკითხები?
-არ მინდა სხვა ოთახში დაძინება.
ამჯერად შემომხედა და წარბი მაღლა ასწია.
-არ მაღელვებს შენ რა გინდა.
ნიკაპი ამიკანკალდა, მაგრამ თავი ზემოთ ავწიე და ღრმად ჩავისუნთქე.
-მეგონა ყველაფერი ძველებურად იქნებოდა.
-როგორი მეოცნებე ყოფილხარ.
დამცინავად მომმართა და თავისი ჩემოდანი გახსნა.
-აქ რატომ ჩამომიყვანე?
-ვერ გავიგე?
ჩემოდანს ხელი გაუშვა და მზერა კვლავ მე მომაპყრო.
-რატომ ჩამომიყვანე აქ თუ ასე აპირებდი გაგრძელებას?
-რა იყო, დევიდი ხომ არ გენატრება?
-ჯანდაბა, ჰარი შეწყვიტე! დევიდი არაფერს ნიშნავს ჩემთვის. მხოლოდ შენ მიყვარხარ და შენი ასეთი მოპყრობა მანადგურებს!
-მაშინ არ გახსოვდა, რომ გიყვარდი როცა შენს წინაშე საცოდავ მდგომარეობაში მხედავდი და მაინც თავიდან მიშორებდი?
-ჰარი გაბრაზებული ვიყავი. რამდენჯერ უნდა აგიხსნა, რომ ვნანობ ჩემს საქციელს.
-მხოლოდ სინანული არაფერს შველის.
ღრენით მითხრა და ჩემოდანი საწოლიდან ძირს ჩააგდო.
-მეგონა, რომ მიღალატე, შემდეგ ბავშვზე უარი თქვი, მერე მუცელი მომეშალა და ყველაფერი ერთად დამატყდა თავს. ვერც კი წარმოიდგენ რა გამოვიარე. ღამეებს ტირილში ვათენებდი! ყველაზე და ყველაფერზე მეტად მენატრ...
-გაჩუმდი! არ გაბედო მაგ სიტყვის დასრულება!
სიტყვა მისმა ყვირილმა გამაწყვეტინა და გაოგნებულმა შევხედე.
-გგონია მხოლოდ შენ გამოიარე რთული დღეები?! იცი როგორი გრძნობაა როცა სახლში ბრუნდები და აცნობიერებ, რომ შენმა საყვარელმა ადამიანმა დაგტოვა? იცი რამხელა სიცარიელე ვიგრძენი? იცი როგორი საშინელი და მტკივნეულია, როდესაც ერთდროულად იგებ შვილის ყოლისა და შემდეგ მისი სიკვდილის შესახებ? იცი რა რთულია, როცა არ გისმენენ და ისე განგსჯიან?! იცი რა რთულია უსამართლობა?! იცი როგორია ქუჩაში გათენებული ღამეები, იმის იმედით, რომ მხოლოდ ერთ დაწყევლილ შანსს მოგცემენ? იცი, რომ მთელი 1 თვის მანძილზე შორიდან გიყურებდი და მენატრებოდი?! არა! არაფერი არ იცი! რადგან შენ ამ დროს დევიდის მკლავებში პოულობდი შვებას. მე კი არავინ მყავდა! მარტო ვიყავი და მარტო ვუმკლავდებოდი ყველაფერს. და ბოლოს რა მოხდა? ყველაფრის იმედი დავკარგე. საკუთარი თავის რწმენა დავკარგე და საბოლოოდ იმად ვიქეცი რაც ახლა ვარ. და ახლა კიდევ გყოფნის გამბედაობა და გამოთქვამ პრეტენზიას იმაზე, რომ ასე გექცევი?! იცი რაა? მე უკვე მივეჩვიე უშენობას! შევეგუე იმ აზრს, რომ საკუთარი თავის გარდა არავინ მყავს და თუ ჩემი საქციელები არ გსიამოვნებს, იცი კარი სადაცაა. შენ თავად გადაწყვიტე ჩემთან დაბრუნება, მაგრამ ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩაალაგო შენი ნაგავი და დაახვიო აქედან!
როგორც კი სათქმელი დაასრულა, თავი ხელებში ჩავრგე და ისევ ავტირდი. ვიცი, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ რა შემიძლია გავაკეთო? ასეთ მოპყრობას ვერ გავუძლებ. მისი შემოხედვაც კი გულს მიმძიმებს. თავში მთელი ომი მაქვს. უამრავი კითხვა, უამრავი არგუმენტი, უამრავი პასუხი....
-არ მჭირდება ჩემს ოთახში ეს დრამა. შეგიძლია შენს საძინებელში იტირო.
მომიგო უხეშად და მეც მეორე საძინებელში გავედი. ნივთების ამოლაგებას შევყევი და შემდეგ დაღლილმა მალევე დავიძინე. მეორე დილამდე ოთახიდან არც გავსულვარ.

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now