თავი 13
სიამოვნებით გავგუდავდი ლილის! რა მინდოდა, რატომ მოვიყვანე სახლში? არ მჯერა. ჰარიმ მას აკოცა.. თან ფხიზელმა. ამაზე რომ ვფიქრობ გული მიჩერდება. ვერ ვისვენებ. იქეთ-აქეთ დავდივარ ოთახში და ბოლთას ვცემ.
-ბელაა.. წყალი მომიტანე გთხოვ.
ამოილუღლუღა ლილიმ. მაგ წყლით დაგახრჩობ ლილი!
ქვემოთ ჩავედი, სამზარეულოში შუქი ავანთე, რამაც თვალი საშინლად მომჭრა და ორი წუთით სკამზე დავჯექი. თავი მტკივა და თავბრუც მეხვევა. ცხოვრებაში აღარასოდეს დავლევ. თვალებში მიბნელდება და გამოსახულების გარჩევა მიჭირს. ნიჟარასთან მივედი და სახეში წყალი შევისხი. ჭიქაც ავიღე, წყალი ჩავასხი და სამხარეულოდან გამოვედი.
ვგრძნობდი, რომ მხედველობა მიბინდდებოდა. ხელები ამიკანკალდა და მოაჯირზე ჩაჭიდების მიუხედავად ჭიქა ძირს დამივარდა, მუხლები მომეკვეთა და იქვე დავვარდი. მთელი სხეული მიკანკალებს. ექოდ მესმის ვიღაცის ფეხის ხმა, შემდეგ კი ჩემი სახელის ძახილი.
-ბელაა.. ბელა რა გჭირს?
თვალებს კარგად ვერ ვახელ, მაგრამ ჰარის შეშფოთებულ სახეს მაინც ვამჩნევ.* ჰარის თვალთახედვით *
კბილებს ვიხეხავდი, როდესაც მტვრევის ხმა მომესმა. ქვემოთ ჩავედი და კიბეებთან ძირს დავარდნილი ბელა დავინახე. მაშინვე მივვარდი და ხელში ავიყვანე, შემდეგ კი ჩემს ოთახში შევიყვანე. საწოლზე დავაწვინე და პულსი გავუსინჯე. გული ძალიან სუსტად უცემს და მთელი სხეულით კანკალებს. მილიარდი აზრი მიტრიალებს თავში. რა ჯანდაბა მოუვიდა? სასწრაფოში დავრეკო? იქნებ რამე ნარკოტიკი მიიღო? მისი თავი ხელებში მოვიქციე და ოდნავ შევანჯღრიე.
-ბელაა.. გთხოვ გამოფხიზლდი. მჭირდები.
არაფერს ამბობს, მხოლოდ კანკალებს.
-ბელა დამეხმარე გთხოვ. რამე უნდა მითხრა.
თვალები ოდნავ გაახილა.
-ჰა-რიი, გული მეერეევა.
ძლივს ამოისლუკუნა. სააბაზანოში წავიყვანე და ხელი მოვკიდე, რომ არ წაქცეულიყო. უნიტაზის წინ მუხლებზე დაეცა და ღებინება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა.
-ბელა კარგად მისმინე, კლუბში რა დალიე?!
-ტე-კიილაა.
მითხრა ნაწყვეტ-ნაწყვეტ.
-კიდევ რამე დალიე?!
თავი დამიქნია.
-რა დალიე?
-კოქტეილიი.
ჯანდაბა.
-ორივე შენს თვალწინ ჩამოასხეს?
-კკი.
-კარგად გაიხსენე, რომელიმე სასმელი სხვამ ხომ არ მოგცა?
-ლილი.
-რა ლილი? ლილიმ მოგცა?
-ხოო.
ჯანდაბა! შეიძლება რამე ჩაუყარეს სასმელში. ლილიმ მაშინვე აღებინა, მაგრამ ბელამ ვერ აღებინებს, შეიძლება კრუნჩხვებში ჩავარდეს და... არ გაბედო ამის გაფიქრება!
სასწრაფოდ ზეინს დავურეკე. ეძინა მაგრამ როცა ვითარება ავუხსენი, მაშინვე გამოიქცა. დაახლოებით 20 წუთში მოვიდა.
-რა მოუვიდა?
-კლუბში იყვნენ. არ ვიცი მითხრა, რომ მხოლოდ სასმელი დალია. ლილიმ კლუბშივე აღებინა და ახლა ძინავს. ბელა ჩვეულებრივად იყო 1 საათის განმავლობაში. მერე ქვემოდან ხმა გავიგე და რომ ჩავედი ძირს ეგდო. პულსი ძალიან სუსტი აქვს და მძიმედ სუნთქავს. გულის რევის შეგრძნება აქვს და ვერ აღებინებს. თვალებსაც ვერ ახელს. ეიფორიაშია და შფოთავს.
-ჯანდაბა! ვიცი რაც დალია. GHB(ჯი-ეიჩ-ბი). მინიმუმ 4 საათი ასე იქნება. წამლები სად გაქვთ?
-მთავარ სააბაზანოში პირველ სართულზე.
-ჰარი ახლა კარგად მისმინე და ნერვიულობას არ აყვე! არ დაიბნე! არ მისცე დაძინების უფლება. ეცადე მისი თავი გვერდულად გეჭიროს, რადგან თუ გულის რევა დაეწყება შეიძლება დაიხრჩოს. ეს ყველაზე მძიმე საათებია მისთვის. ბევრი ელაპარაკე და თვალები არავითარ შემთხვევაში არ დაახუჭინო!
-კარგი გასაგებია.
თავი ნერვიულად დავუქნიე.
-დიაზეპამი გაქვს?
-არ ვიცი ზეინ, გთხოვ წადი რამე იპოვნე!
გული საშინლად მიცემს. ამ ნარკოტიკით ბევრი მომკვდარა. ჯანდაბა ბელა. რას გერჩოდნენ? ან რანაირად გაეხვიე ასეთ შარში?!
-ჰეი ბელა არ დაიძინო მე მიყურე კარგი?
თავი დამიქნია.
-მელაპარაკე გთხოვ. ჩემი ნახატები მოგეწონა?
-კიი.
მითხრა და ოდნავ გაიღიმა.
-ჰეი ჰეი ჰეი, არ დაიძინო. მომიყევი შენზე. რაზე ოცნებობ ბელა?
-ნამდვილ სიყვარულზე.
ნელა და გაურკვევლად საუბრობს.
-არავინ გყვარებია?
-კი, მიყვარდა... მაგრამ..
ცრემლები წამოუვიდა. ღმერთო რა იდიოტი ვარ. ისიც არ ვიცი ცუდად მყოფ ადამიანს რაზე უნდა ვესაუბრო.
-ბელა იცი რა ლამაზი ტუჩები გაქვს?
თვალები სუსტად გაახილა და ნელა მკითხა.
-მართლა?
-ხოო. მარწყვივით წითელი.
თითქოს გაიღიმა, მაგრამ თვალები დაეხუჭა და თავი წინ ჩამოუვარდა.
-ბელა გაიღვიძე. არ გაბედო დაძინება! ბელაა თვალები გაახილე ახლავე!
ზეინს უნდა დავუძახო, მაგრამ მარტოს ვერ დავტოვებ. ღმერთო გთხოვ დაეხმარე. გემუდარები თვალები გაახილოს.
-ბელაა გთხოვ ოღონდ ახლა გაახილე თვალები და აღარასოდეს გეჩხუბები.
ჩემსკენ მოვწიე და გულში ჩავიკარი. მთელი სხეული გაყინული აქვს.
-მართლა?
ჩუმად ამოილაპარაკა ჩემს მკლავებში. შვებისგან ამოვისუნთქე.
-ხო მართლა.
-რამე მიმღერე.
-მეე? ბელა არ შემიძლიაა... კარგი ხო
" Don't let meDon't let me go
Cause I'm tired of feeling alone.
I promised one day that I'd bring you back a star.
I caught one and it burned a hole in my hand, oh Seems like these days I watch you from afar
Just trying to make you understand.
I'll keep my eyes wide open, yeah"
ჩუმად ვღიღინებდი როცა ზეინი შემოვიდა.
-სად ხარ ამდენ ხანს?!
-ძლივს ვიპოვე დიაზეპამი და სხვათა შორის მთავარ სააბაზანოში არ იყო. ყველა ოთახის სააბაზანო შევამოწმე და ბოლოს დეიდაშენის და ფრედის ოთახში შევიპარე.
-მაგის დრო არ არის, დროზე დაალევინე.
-ბელა ეხლა შეგიძლია წამალი გადაყლაპო?
ოდნავ შევანჯღრიე, რომ გამოფხიზლებულიყო.
-არაა. სხეულს ვერ ვგრძნობ.
კვლავ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოილაპარაკა.
-ბელა გევედრები, მხოლოდ 1 ყლუპი და მერე კარგად იქნები. გთხოვ, მხოლოდ 1 ყლუპი.
თავი დააქნია. წამალი პირში ჩავუდე და წყალი დავალევინე.
-ვერ ვყლაპავ.
-კიდევ ერთხელ სცადე გთხოვ.
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
-გადაყლაპე?
-ვერ.
-ზეინ ვერ ყლაპავს რა უნდა ვქნათ?!
ზეინი სწრაფად წამოდგა, ჩემს ოთახში გავიდა, აბი ფურცელში გაახვია და ჭიქა დაარტყა.
-ჩშშ. ასე ხომ ნატალია და ფრედი გაიღვიძებენ!
-სხვა გზა არ მაქვს. უნდა დავფშვნა და წყალში გავურიო. ასე უფრო სწრაფად იმოქმედებს.
რამდენიმე წამში ჭიქით ხელში დაბრუნდა და ბელას მიაბჯინა ტუჩებზე.
-უნდა გადაყლაპო ბელა და კარგად იქნები.
ხელი ლოყებზე მოვკიდე და ოდნავ გავამოძრავე რომ გამოფხიზლებულიყო.
-მხოლოდ ერთი ყლუპი პატარავ.
ვუთხარი ნერვიულად. ჭიქა ოდნავ აწია ზეინმა და სითხე ბელამ პირში შეუშვა.
-გადაყლაპე?
-კი.
-კარგი, წამოდი დავწვეთ. გული ხომ არ გერევა?
თავი გააქნია. ისევ ხელში ავიყვანე და საწოლზე დავაწვინე.
-ზეინ გთხოვ ნახე ლილი როგორ არის.
-ჰო ახლავე.
თქვა და გავიდა.
-მცივაა.
ამოიკვნესა. მოტკეცილი, შავი კაბა გავხადე, კარადიდან ჩემი მაისური გამოვიღე და ჩავაცვი. თბილი საბანი დავახურე და კვლავ საუბარი დავუწყე.
-არ დაიძინო. ნახევარ საათში კარგად იქნები.
-ძალიან მცივა.
მითხრა ხმის კანკალით. მის თავთან დავჯექი. ოდნავ ავწიე და ჩავიხუტე. ზეინიც მალე შემოვიდა ოთახში.
-როგორ არის?
-წყალი მთხოვა და მივუტანე. ახლა ძინავს.
-ბელას ძალიან ცივა. ჩემი მაისური ჩავაცვი და პლიუს საბანიც დავახურე, მაგრამ მაინც ცივა.
-ეგ იმიტომ, რომ გამოდის ნელ-ნელა და უარესი კანკალიც დაეწყება.
-ზეინ მადლობა.. შენ რომ არ ყოფილიყავი ალბათ ხელებში ჩამაკვდებოდა.
ვუთხარი სასოწარკვეთილმა.
-რა მადლობა. მე იმაზე ვფიქრობ როგორ მიიღო ბელამ ეს ნარკოტიკი.
-სავარაუდოდ სასმელში გაურიეს. მითხრა, რომ სასმლის გარდა სხვა არაფერი დაულევია.
-ხოო, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს. ასე უბრალოდ სასმელში არავინ ჩაუყრიდა.
-როგორმე გავარკვევ ეს ვინ გააკეთა და დედას მოვუ**ნავ!
-მალე გამოფხიზლდება და ვკითხოთ.
20 წუთში ბელას კანკალი დაეწყო. შფოთავს, ბოდავს და დახმარებას ითხოვს. მე კი თავზე ხელს ვუსვამ და ვამშვიდებ. რეალურად ახლა მე უფრო დასამშვიდებელი ვარ. ცოცხლად დავმარხავ ვინც ეს გააკეთა! დაახლოებით ნახევარ საათში ბელა შედარებით უკეთ გახდა. სუსტადაა მაგრამ თვალებს ახელს და საუბარიც შეუძლია. ჩემი მკლავებისგენ განთავისუფლდა და საწოლზე წამოჯდა.
-თავს როგორ გრძნობ?
-არ ვიცი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითოქს რამოდენიმე წელი გავიდა.
-შეგიძლია გაიხსენო კლუბში რა მოხდა?
-ჰო. მე უბრალოდ ტეკილა დავლიე.
-რამდენი ჭიქა?
-თავიდან 3 ჭიქა ერთმანეთის მიყოლებით და მეოთხე მწვანე სასმელი ცოტა ხნის შემდეგ. მერე კოქტეილიც დავლიე.
შიგადაშიგ თვალებს ხუჭავდა, თითებით საფეთქელს იზელდა და მომხდარის ზუსტად გახსენებას ცდილობდა.
-ტეკილაც და კოქტეილიც შენს წინაშე ჩამოასხეს?
-ჰოო. მაგრამ მეოთხე ჭიქა ლილიმ მომიტანა როცა ვცეკვავდი.
-კლუბშივე გახდი ცუდად თუ სახლში მოსვლის შემდეგ?
-არა, კლუბში მსუბუქი თავბრუსხვევა მქონდა. მერე ჯეიმსი ვნახე. კლუბური ნარკოტიკი შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი.
ჯეიმსი?! მაგ ნაბიჭვარმა ჩაუყარა ბელას ნარკოტიკი?! ნაკუწებად დავჭრი! დავჩეხავ!
-როცა ჯეიმსმა შემოგთავაზა ნარკოტიკი, მაგ დროისთვის უკვე სამივე ჭიქა ტეკილა და კოქტეილიც დალეული გქონდა?
-კიი.
-დარწმუნებული ხარ?
-კიი. ცეკვის დროს შემომთავაზა. მერე ლილი ცუდად გახდა და მერე ჯეიმსმა მაშინვე სახლში წამოგვიყვანა.
-კარგი, მოდი ახლა დაიძინე. დასვენება გჭირდება.
მთელი ეს დრო ზეინი უსვამდა კითხვებს, რადგან ამის გაკეთება მე არ შემეძლო გინების გარეშე. გაცოფებული ვარ!
ბელამ წამოდგომა სცადა.
-სად მიდიხარ?
-ჩემს ოთახში.
-არა არა. ამაღამ აქ დარჩები. შენი მარტო ყოფნა არ შეიძლება.
-მაგრამ ლილი მარტოა.
-მასზე არ ინერვიულო. კარგადაა და ძინავს.
-კარგი, მე წავალ. ჰარი თუ რამე დაგჭირდება დამირეკე კარგი?
-ხო, რა თქმა უნდა. მადლობა ყველაფრისთვის. არ ვიცი მაშინვე შენ გამახსენდი. მე უბრალოდ ნერვებს ავყევი და დავიბენი. მართლა ძალიან დიდი მადლობა ძმაო.
ვუთხარი და მოვეხვიე.
-ნუ სულელობ. ხომ იცი ბელა, როგორ მიყვარს.
-მაპატიე რომ შენზე ვეჭვიანობდი.
-ეგ არაფერი, მაგრამ იქნებ დღევანდელი საღამოს მერე მაინც მიხვდე რას ნიშნავს ბელა შენთვის.
ხმა აღარ ამომიღია.. უბრალოდ თავი დავუქნიე და შემდეგ გავაცილე.
-არ გძინავს?
ვკითხე, როცა ოთახში შემოსულმა ისევ საწოლის საზურგეს მიყრდნობილი ბელა დავინახე.
-ახლა ვაპირებდი.
-კარგი დაიძინე.. მეე სავარძელზე მოვთავსდები.
-არა დაწექი.
თქვა, მაქსიმალურად ჩაიწია ლოგინის კიდესთან და შუაში ბალიში ჩადო. ჩამეღიმა მის საქციელზე.
-დარწმუნებული ხარ? არ მინდა შეგაწუხო.
-არც მე მინდა, რომ წელი აგტკივდეს და მერე მე დამაბრალო.
სუსტად ჩაიკისკისა და მეც გამეცინა.
-ჰო ეგ მართალია.
ლოგინში ჩავწექი. ვცდილობდი არ ჩამძინებოდა, მაგრამ მაინც ჩამეძინა.