part 19

165 7 0
                                    

თავი 19
* ჰარის თვალთახედვით *
დილით როცა გავიღვიძე და ბელა დავინახე ჩემს გვერდით, მივხვდი, რომ ეს დილა არ გავდა სხვა ჩვეულებრივ დილებს. ასე ლამაზად არასდროს გამიღვიძია. არ ვჩქარობდი ადგომას, რადგან ესეთი ლამაზი ხედი ჩემს ცხოვრებაში აქამდე არასდროს  მენახა.
ჩემსკენ არის გადმობრუნებული, მისი  თხელი ხელის მტევანი ჩემს მუცელზე უდევს, თავი კი მკერდთან ახლოს. თანაბრად და მშვიდად სუნთქავს. როგორი პატარა და უსუსურია. ხელი თმაზე გადავატარე და ყურს უკან გადავუწიე. მას ვუყურებ და ჩემს თავს ვეკითხები, ჰარი, მეტი რა გინდა ცხოვრებაში? ყველაფერი მაქვს სიყვარულის გარდა. იქნებ ჩემი ცხოვრება მთლიანად შაიცვალოს? ვცხოვრობ მხოლოდ დღიდან-დღემდე. რბოლა, ფული, ქალები, დალევა და გართობა. თუ შეიძლება რომ ამას გართობა ვუწოდოთ. ვინმეს რომ კითხო, იტყვის, რომ მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს. მაგრამ ვერც კი წარმოიდგენენ, როგორი ერთფეროვანი და მომაბეზრებელია ეს ყველაფერი ჩემთვის. თუმცა ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ბელა გამოჩნდა და სრულიად მოულოდნელად მაპოვნინა ის, რასაც არც კი ვიცოდი, რომ ვეძებდი.
  მეშინია! ვინც მიყვარდა ყველა დავკარგე. დედა, მამა და დაც. შეყვარებული არასდროს მყოლია. არასდროს მჯეროდა სიყვარულის, მაგრამ ის რასაც ბელას მიმართ ვგრძნობ.. არ ვიცი როგორ აღვწერო და არც ის ვიცი რა დავარქვა. თუმცა ჩემს თავს ვერ ვცნობ მისი დანახვის დღიდან.
წუხანდელი დიალოგი გამახსენდა და მინდა საკუთარი თავი წიხლ ქვეშ გავიგდო და ძვლების დალეწვამდე ვცემო, როდესაც ვიხსენებ თუ როგორ ვტკენდი გულს. როგორ მარტოსულად და დაუცველად გრძნობს თავს. როცა საუბრობდა, მეგონა ჩემს განცდებს ყვებოდა. მეც ხომ არავინ მყავს ისეთი, ვისაც მართლა ვადარდებ. მეგობრებს არ ვგულისხმობ. ეს არის ოჯახი. ოჯახი რომელიც ყველაზე ტკბილია. სახლი, სადაც ვიღაც მოუთმენლად გელის და შენი ყოველი დანახვისას ისეთივე რეაქცია აქვს, როგორც წლების მონატრებულზე ექნებოდა.
  ფრთხილად ავდექი საწოლიდან, ჩუმად ჩავიცვი და მძინარე ბელა ოთახში დავტოვე. სიამოვნებით ვიწვებოდი მის გვერდით მთელი დღე და არ შევწყვეტდი მისი ნაკვთების შესწავლას, ყოველი ჩასუნთქვის დათვლას და თმაზე მოფერებას, მაგრამ ხვალ დაჯილდოვებაა და უამრავი საქმე მაქვს. ვისაუზმე და ბიჭებს დავურეკე.
-ლიამ, კატალია რას აკეთებს?
-საჭმელს ამზადებს.
-უთხარი რომ ჩაიცვას. დღეს მჭირდება.
-რა ხდება?
-მერე გეტყვი.

C L O U D S  / completedHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin