part 68

321 6 4
                                    

თავი 68

* სასამართლომდე 1 დღით ადრე *

  * ჰარის თვალთახედვით *
-ბიჭებო იდეები მჭირდება. როგორ შეიძლება დავუკავშირდე კეტრინს.
-ჰარი ძალიან სარისკოა ეს ყველაფერი.
-სხვა გზა არ მაქვს ლიამ. მხოლოდ კეტრინს შეუძლია თქვას სიმართლე.
-კარგი, დავუშვათ შეხვდი კეტრინს. საიდან იცი, რომ შეძლებ მის დაყოლიებას?
-არ ვიცი ლუი, უბრალოდ ვცდი.
-რომ სთხოვო? ადამიანური მომენტია, იქნებ ისევ უყვარხარ და დაგთანხმდეს.
თქვა ნაილმა. ხანდახან მგონია, რომ ნაილი 27ის კი არა 7 წლისაა.
- სისულელეა. კეტრინს არ იცნობ?
-მოკლედ, ცოტათი უნდა შევაშინოთ. როგორც მახსოვს მისი სახლის წინ საკონდიტროა. უნდა ვნახოთ კამერები აქვს თუ არა საკონდიტროს.
-6 წლის წინ მოხდა ზეინ. ამდენი ხანი კამერის ჩანაწერებს არავინ შეინახავს.
-არც გვჭირდება ჩანაწერები. ჩვენი მიზანია, კეტრინს დავაჯეროთ, რომ ჩანაწერები გვაქვს და თუ თვითონ არ აღიარებს სიმართლეს, ამას ჩვენ ვიზამთ.
-არ დაიჯერებს.
- მართალია, არ დაიჯერებს ჩვენგან. მაგრამ ეს სხვამ უნდა უთხრას.
- ვინ სხვამ?
- ლუის, ნინა კეტრინთან გაიცანი ხომ ასეა?
- ჰო მაგრამ ისინი აღარ მეგობრობენ უკვე წლებია.
- არაუშავს. ნინას დაუძახე და სადმე სხვაგან გავიდეთ რომ ავუხსნათ სიტუაცია.
- ნინაააა.
იღრიალა ლუიმ.
- მოკეტე! ეგ გამორიცხულია. ჩემს ბინძურ საქმეში ნინას არ გავრევ.
-ის ერთადერთი შანსია ჰარი.
თქვა ზეინმა.
- ზეინ არა! ვერ დავუშვებ, რომ ჩემს გამო რაიმე პრობლემა შეექმნას.
- ჰარი მართალია. ძალიან სარისკოა, მაგრამ ეს ნინაა. ჩემი ნინა. ის შეძლებს ამას, ზუსტად ვიცი.
- ლუი შენ რა გამოსირდი?! შენი მეუღლე და შვილის დედაა! სატყუარად ვერ და არ გამოვიყენებ.
- მორჩი ჯენტლმენობას სტაილს. ისე საუბრობ თითქოს ნინას არ იცნობდე. ეშმაკსაც კი გააცურებს.
თვალებით სროლა რომ შეიძლებოდეს, ლუისი გვამი იქნებოდა ისეთი მზერით შევხედე.
- ჰარი დაფიქრდიი. ის შეძლებს ამას. ნუ ჯიუტობ გთხოვ.
კვლავ ზეინმა განაგრძო.
-ამდენი ხანია გისმენთ და თქვენ რატომ წყვეტთ ნინა ამ წინადადებაზე წავა თუ არა? თვითონ ნინამ გადაწყვიტოს.
- აქ საქმე გადაწყვეტაში არ არის ლიამ. ქალია და არასდროს ვიკადრებ ქალის ჩემს ბინძურ თემაში გარევას.
- მომესმა თუ გენდერული თანასწორობის წინააღმდეგი ხარ?!
ჩემს უკან ნინას ხმა გაისმა. ბიჭებმა სიცილით პირზე ხელი აიფარეს.
- გვამი ხარ ძმაო.
მითხრა ლუიმ სიცილით და ხელის მოძრაობით ყელის გამოჭრა მანიშნა.
- რა თქმა უნდა არ ვარ. მაგრამ არის რაღაც საკითხები, რაც მხოლოდ კაცებმა უნდა მოვაგვაროთ.
- რომელმა კაცებმა, ნაშები რომ სასმელში ნარკოტიკს გიყრიან და მაგრად გისრულებენ მაგ კაცებმა?
- ჯანდაბააა ნინააა ძალიან მაგარი ხაარ!
ხმამაღლა წამოიყვირეს ბიჭებმა ნინას მისამართით.
- აღიარე რომ თეთრ ტრაკზე მოგსვა ძმაო.
ახარხარდა ლუისი. ხმა არ ამომიღია, ხელები ავწიე დანებების ნიშნად მეც გამეცინა. ქალს საუბარში ვერასოდეს მოუგებ.
- კარგი რატომ დამიძახე ლუის?
- აქ ბელას წინაშე ვერ გეტყვით პატარავ. სადმე გავიდეთ.
- მშვიდობაა?
- ნუ კეტრინს ეხება.
-კარგი, მაგრამ ასე ყველა ერთად რომ წავიდეთ ბელა იეჭვებს რამეს.
- ნაილი დარჩეს მასთან.
თქვა ლუიმ და ყველამ ნაილს გავხედეთ.
- მე პრობლემა არ მაქვს მაგრამ მოტყუება არ შემიძლია, მაშინვე მიხვდება.
- არაფერი თქვა ამ თემაზე საერთოდ. თუ გკითხავს უბრალოდ გაიღიმე და უთხარი, რომ ვერ ეტყვი ჩვენზე. მერე ბელა ჩაგაცივდება და შენ ეტყვი, რომ მე მისთვის სიურპრიზის გასაკეთებლად წავედი.
- კარგი. ვეცდები არ შევიმჩნიო.
თავი დამჯერად დამიქნია.

To już koniec opublikowanych części.

⏰ Ostatnio Aktualizowane: Apr 28 ⏰

Dodaj to dzieło do Biblioteki, aby dostawać powiadomienia o nowych częściach!

C L O U D S  / completedOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz