part 52

104 4 0
                                    

თავი 52
ყურებში მხოლოდ საკუთარი სუნთქვა ჩამესმის და სახეზე მწველ, ცხელ ცრემლებს ვგრძნობ. ვცდილობ დივანიდან წამოვდგე და ტელევიზორი გამოვრთო, რომ ამ საშინელებებს აღარ ვხედავდე, მაგრამ მაშინვე მუხლებზე ვეცემი და ახლა უკვე ბულო ხმაზე ვიწყებ ტირილს. განწირული, საცოდავი ხმა აღმომხდა. ერთი ხელი მკერდზე, ხოლო მეორე კისერზე მივიდე და ვეცადე ის ტკივილი გამეჩერებინა, რომელსაც შიგნით ვგრძნობდი.
ტელეფონი ავიღე და ჰარისთან რამდენიმეჯერ დავრეკე, მაგრამ გამორთულია. ზუსტად ამიტომ არ წამიყვანა მან პარიზში. სხვაგვარად ვერც იქნება. ვის არ უნდა სიყვარულის ქალაქში წასვლა საყვარელ ადამიანთან ერთად? მხოლოდ იმას, ვისაც აშკარად სხვა გეგმები აქვს.
სახის არაამქვეყნიური გამომეტყველება მქონდა, რომელზეც უზარმაზარი წუხილი იყო გამოსახული. არ ვიცი რას ვგრძნობდი ჰარის მიმართ. ალბათ ყველაფერს ერთად. გაბრაზებას, წყენას, უნდობლობას, ზიზღს... ჟურნალისტების ერთ სიტყვასაც არ დავიჯერებდი, რომ არა ფოტოები და ვიდეოები. ეს როგორ გამიკეთა? ასე როგორ მომექცა? ალბათ სწორედ ამიტომ სურდა იქ მარტო წასვლა. აი თურმე რა ქონია გეგმაში, მაგრამ ვერ გათვალა, ამას რა მოყვებოდა.      
   მაგიდას დავეყრდენი და ფეხზე წამოდგომა ვცადე, როცა ორსულობის ტესტი მომხვდა თვალში. ღმერთო ჩემო ორსულად ვარ. რა ჯანდაბა უნდა ვქნა?!
მუცელზე დავიხედე და საკუთარ თავთან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შევეხე მუცელს. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მარტო არ ვიყავი... თითქოს ვიღაცას ესმოდა ჩემი და მითანაგრძნობდა. რა თქმა უნდა! ის ხომ ჩემშია. ჩემი ნაწილია, ჩემი სისხლი და ხორცია. ყველაფერს ისევე განიცდის და გრძნობს როგორც მე. დარწმუნებული ვარ მასაც ტკივა ახლა...
-მაპატიე რომ ასე გტკენ... მაპატიე, რომ ამდენი ემოციის და გრძნობის განცდა გიწევს ასეთ პატარას... ვიცი, რომ ჩემი გესმის და გემუდარები მაპატიე...
   ცრემლისღვრით ვესაუბრები მუცელს და ხელებს მჭიდროდ ვხვევ..

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now