part 41

122 4 0
                                    

თავი 41
წვეულება გვიანობამდე გაგრძელდა. ბოლო სტუმარიც გავაცილეთ და ყველანი დაღლილები დივანზე მივესვენეთ.
-აუცილებელი იყო ეს ცირკი ნატალიას დაბადების დღეზე დაგედგა?
-ვერ გავიგე?
-დადექი იქ ქალაჩუნა ბიჭივით და...
-მამა გეყოფა!
ვუყვირე, რაზეც გამომხედა მაგრამ ჰარი ფეხზე წამოდგა. ორივე ნასვამია და არ მინდა ერთმანეთს სიტყვებზე წამოეკიდონ.
-არა ერთი წუთით ბელა. გააგრძელე ფრედ.
-ჰარი გთხოვ დაწყნარდი. ფრედი ნასვამია და არ იცის რას ამბობს.
თქვა ნატალიამ და მათ შორის ჩადგა.
-სასმელი კი არა, ბრაზი მალაპარაკებს! არც კი ესმით რას იძახიან და როგორ დასაცინად იხდიან თავებს!
-მამა! რატომ ცდილობ ჩხუბის წამოწყებას?!
-იზაბელა, შენ მოკეტე!
-წესიერად ელაპარაკე მას!
ჰარიმ მისკენ გაიწია, მაგრამ მკლავში ჩავავლე ხელი.
-შენ ნუ მასწავლი ჩემს შვილთან ლაპარაკს. შენ საერთოდ თავმოყვარეობა გაგაჩნია? სცენაზე ახვედი, სპექტაკლი დადგი და ჩვენ დაგვამცირე!
-ჩემი თავმოყვარეობის ხარჯზე დაგამტვრევ ძვლებში და მერე იყავი დიდ გულზე! ნატალიას ზურგს ამოფარებულო ახვარო!
მამამ გულიანად გაიცინა და თითი ჰარისკენ გაიშვირა.
-შე ქალაჩუნა ბიჭო, ნეტავ ვის აშინებ შენი სიტყვებით.
-ფრედ მორჩი!
ნატალიამაც მისცა შენიშვნა.
-შენმა დიშვილმა ტრაკი დააყენოს, თორემ მაგ მუქარისთვის ამოვაყუდებ ისეთ ადგილას სადაც აქამდეც უნდა ყოფილიყო!
-მოგკლავ!
თქვა ჰარიმ, ნატალია გვერდზე გასწია, ფრედს საყელოში წვდა და კედელს მიანარცხა. რამოდენიმე მუშტი ორივე ყბაში უთავაზა და ეზოში გაათრია. მათკენ გავიქეცით რა დროსაც ფრედმა ერთ-ერთი მაგიდიდან ჭიქა აიღო და თავში ძლიერად ჩაარტყა ჰარის. როგორც კი ჰარი წაბორძიკდა, ფრედმა დრო იხელთა, მას ხელი კრა და წააქცია. ჰარიმ თავი აუზის კუთხესთან მდებარე მარმარილოს კიბეს ჩამოარტყა და სისხლმაც წამებში იფეთქა. ჩემმა და ნატალიას კივილმა იქაურობა მოიცვა.
-ჰარიიი...
მის თავთან მუხლებით დავემხე და სისხლიანი სახე წლით მოვბანე. ზედმეტად არ ვეხები. სამედიცინოზე ვისწავლე, რომ ამ დროს დაზარალებულის ზედმეტი მოძრაობა არანაირად არ შეიძლება.
რამოდენიმე წამში ჰარიმ თვალები გაახილა და ტკივილისგან ამოიხვნეშა.
-ჰარი, კარგად ხარ?
-ჰოო.. მე.. თავი მტკივა.
ძლივს წარმოთქვა და თვალები ისევ დახუჭა.
-არა არა, შემომხედე ჰარი გთხოვ.
შევევედრე ტირილით.
-სასწრაფოდ დარეკეთ სასწრაფოში რას დგახართ!
ვუღრიალე და შემდეგ მამაჩემს მივვარდი.
-შე არაკაცო ნაბიჭვარო! მეზიზღები! ვერ გიტან...
ბოლო ხმაზე ვკივივარ და მამაჩემს მუშტებს მკერდზე ვუშენ.
-ბელა შეწყვიტე!
მიყვირა ნატალიამ და მას გავხედე.
-შევწყვიტო?! შენი დიშვილი სისხლში უგონოდ გდია და მხოლოდ და მხოლოდ შენი ნაბიჭვარი ქმრის გამო! ხმა, რომ არ ამოეღო არაფერიც არ მოხდებოდა ამ საღამოს!
-ეს ნაბიჭვარი მხოლოდ ჩემი ქმარი კიარა მამაშენიცაა!
-მე მამა დიდი ხანია აღარ მყავს! არავინ მყავს ჰარის გარდა და მას, რომ რამე დაემართოს, ზუსტად აი მაგ შენს ქმარს, საკუთარი ხელით გამოვასალმებ სიცოცხლეს!
-ვერაფერსაც ვერ იზამ! ხომ იცი რომ ეს შემთხვევით მოხდა, ფრედს ძალით არ უნდოდა, ის უბრალოდ თავს იცავდა.
-შენ რა მის მხარეს იჭერ?! ღმერთო ჩემო! მართალი იყო ჰარი, როცა ამბობდა რომ შენ მხოლოდ მისი ქონება გაინტერესებდა! ნამდვილი ძუკნა ხარ ნატალია!
წინადადება დავასრულე თუ არა მარჯვენა ლოყა სასტიკად ამეწვა. მან მე ხელი დამარტყა, რის გამოც მეც ძირს აღმოვჩნდი. თვალცრემლიანი შევყურებ ამ ორს და ვხვდები, რომ უსამართლობა მეფობს.
-აღარ გაბედო ჩემთან ასეთი ტონით საუბარი და ძუკნა დედაშენია!
მითხრა ნატალიამ და საბოლოოდ გამანადგურა. ქვაფენილზე ვაგდივარ, ცალი ხელი ლოყაზე მაქვს მიდებული და უსასრულობაში ვიყურები. თითქოს ყველაფრის იმედი და ძალა დავკარგე... რამოდენიმე წუთში სასწრაფოს სირენის ხმას მოვყავარ გონს და სწრაფად ფეხზე ვდგები, გარეთ გავრბივარ და ექიმებს ვანიშნებ, რომ სწრაფად იმოქმედონ. ჰარი საკაცით მანქანაში შეყავთ და მეც მათთან ვჯდები.
-რა მოუვიდა?
-ისინი ჩხუბობდნენ და მან ხელი კრა. ჰარი წაიქცა და თავი კიბის კუთხეს ჩამოარტყა.
-გონს მოვიდა?
-კი, რამოდენიმე წამში და მერე ისევ დაკარგა გონება.
-კარგით, თქვენ ვინ ბრძანდებით დაზარალებულის?
-მეე შეყვარებული ვარ.
მალე მივედით საავადმყოფოში და ჰარი საოპერაციოში შეიყვანეს.
-თქვენ აქ უნდა დარჩეთ.
-კი მაგრამ.. მე მისი შეყვარებული ვარ.. გთხოვთ..
-არ შეიძლება ქალბატონო!
-გემუდარებით, აქ ვერ დავრჩები უნდა ვუყურო!
-დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება.
დავინახე ჰარის როგორ დაესია დაახლოებით 10 ექიმი და სირბილით შეიყვანეს რომელიღაც პალატაში.
-ჯანდაბა შემიშვით იმ დაწყევლილ საოპერაციოში!
-არ შეიძლება ქალბატონო!
-იქ ჩემი შეყვარებული წევს! მას მე ვჭირდები! როგორ თუ არ შეიძლება?!
ვუყვირე ექიმს.
-ასე თუ გააგრძელებთ მეც დავაგვიანებ საოპერაციოში შესვლას და ვერაფრით დავეხმარები მას!
-რაღაც ცუდი ხდება ხო? გემუდარებით გადაარჩინეთ.
-ნუ ნერვიულობთ, გადავარჩენთ აუცილებლად.
ექიმის წინ ჩავიმუხლე და ტირილით შევევედრე, რომ ჰარი გადაერჩინათ.
-ქალბატონო, ადექით.. გპირდებით ყველაფერი კარგად იქნება.
-მას, რომ რამე დაემართოს მოვკვდები..
-არ ინერვიულოთ... მე ხომ შეგპირდით!
-გევედრებით ჰარი გადამირჩინეთ.
-შვიდ ნახევარ მილიგრამიანი ოპტიმალი სასწრაფოდ. ნერვული შეტევა აქვს გოგონას.
იყვირა ექიმმა და ჩემი აკანკალებული სხეული მკლავებში მოიქცია, შემდეგ საკაცეზე დამაწვინა, მე კი წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ ამაოდ.
-გამიშვით, ჰარის უნდა დაველოდო, ის ცუდადაა.
-გოგონა დამშვიდდით.
-გთხოვთ, ჩემი შეყვარებული საოპერაციოშია.
ექიმებმა ხელები და თავი გამიკავეს, შემდეგ კისერში ჩხვლეტა ვიგრძენი და სანამ ბოლომდე გავითიშებოდი, ჰარის მომღიმარი სახე წარმომიდგა თვალწინ.

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now