part 5

181 7 0
                                    

თავი 5
ბიჭები გვიან გავაცილეთ მე და ჰარიმ. მხოლოდ ზეინი დარჩა.
-ლუდს მოვიტან და ფეხბურთს ჩავუჯდეთ.
-მიდი.
უთხრა ზეინმა. მერე მე გამომიბრუნდა და ეზოში გამიყვანა.
-რა ხდება?
-მაგას მე უნდა გეკითხებოდე.
-ვერ მიგიხვდი ზეინ.
-ესემესებზე მოკლედ მპასუხობ, როცა გირეკავ არც მპასუხობ, აქ მოსვლისას კი თავს მარიდებ.
-უბრალოდ გეჩვენება.
-ბელა, სულელს ვგავარ?
-მე უბრალოდ არ მინდა უთანხმოების მიზეზი გავხდე შენსა და შენს ცოლს შორის.
-რაა?
მკითხა გაოგნებულმა.
-ყველაფერი ვიცი, ტყუილად არც უარყო.
-ჰარიმ გითხრა?
-ხო.
ზეინმა ნერვიულად ჩაიცინა.
-როდის გითხრა?
-ლონდონის დასათვალიერებლად რომ ვიყავით მაგ დღეს.
-ასეც ვიცოდი.
-რა იცოდი?
-არაფერი.
-ცოლი არ გყავს?
-არა! უფროსწორად კი, მაგრამ ეს ქორწინება ყალბია.
-ანუ?
-ის დაფეხმძიმდა და მისი მშობლები კათოლიკეები არიან. მომიწია ცოლად მომეყვანა. ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ არანაირი გრძნობები არ გაგვაჩნია. მხოლოდ ბავშვი გვაკავშირებს. სახლს გარეთ კი ორივეს ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს.
-გასაგებია.
მისმა ამბავმა გამახარა, რადგან თავიდანვე გამიჩნდა მის მიმართ სიმპათიები.
-ასე რომ, ეს ყოველივე ხელს არ გვიშლის მეგობრობაში.
ჰო, რა თქმა ლუნდა. ის ისე მიყურებს როგორც მეგობარს. უკვე დიდად აღარც აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ზეინი ჩემს მიმართ როგორაა განწყობილი, რადგან ჰარიზე ვარ გადართული.
ნეტავ ეს ყველაფერი ადრე მცოდნოდა სანამ... სანამ რა ბელა? სანამ ჰარიზე ფიქრი ამეკვიატებოდა?!
სახლში შევიხედე. ვიტრინიდან წარბშეკრული ჰარი იყურებოდა.
-მგონი ჯობია შიგნით შევიდეთ.
თავი დამიქნია და შევედით. ჰარი დივანზე იჯდა, ჩვენთვის კი ზედაც არ შემოუხედავს. მე ოთახში ავედი, ისინი ქვემოთ დარჩნენ. შხაპი მივიღე, ხალათი მოვიცვი და სველი თმები მხრებზე ჩამოვიშალე. ჰარის, რომ ცოტა ხნით ტელეფონი ვთხოვო ხომ არ გაბრაზდება? ხალათი კარგად შევიკარი და ქვემოთ ჩავედი. ზეინმა ჩაახველა და წამოჯდა,, ჰარიმ კი ჯერ გაოგნებული შემდეგ კი გაბრაზებული მზერა მესროლა.
-იზაბელა რატომ არ გძინავს?!
- არ მეძინება და თან რაღაც მინდოდა მეთხოვა.
ჰარიმ გაკვირვებულმა გამომხედა.
-რა გინდა?
-შეგიძლია ცოტა ხნით ტელეფონი რომ მათხოვო? ვაკანსიები მინდა დავათვალიერო.
-არა!
-მხოლოდ 10 წუთით.
-არათქო და მორჩა აქ საუბარი!
მკაცრი ტონით და ოდნავ მაღალი ხმით მითხრა.
-აჰა ბელა, ჩემი ტელეფონი აიღე.
მითხრა ზეინმა და ტელეფონი გამომიწოდა. მისკენ გავიწიე მაგრამ ჰარიმ ხელში თავისი ტელეფონი შემომაჩეჩა.
-აჰა და 10 წუთში უკან დამიბრუნებ! ახლა კი ადი შენს ოთახში.
-არ მინდა ოთახში, აქ ვიქნები.
-ოთახში ადი და თუგინდა გვიანობამდე გქონდეს ტელეფონი.
-ჰმმ.. კარგი. ნახვამდის ზეინ.
სრულიად შოკირებული ვარ! ვერ ვხვდები რა იწვევს ჰარის ასეთ გარდაქმნებს. ერთ წუთს მეჩხუბება, მეორე წუთს პირიქით. ან საერთოდ რაში დასჭირდა ზეინის ცოლზე ასე მძაფრად მოყოლა ჩემთვის? გაორება ხომ არ ჭირს? ოთახში შევედი და რამოდენიმე განცხადება ამოვიწერე. შემდეგ ინფორმაცია მოვიძიე გაორების შესახებ, მაგრამ მანდ ბევრად უფრო უარესი სიმპტომები იყო აღწერილი. საქმე რომ აღარაფერი მქონდა snapchat-ით ფოტოების გადაღება დავიწყე რა დროსაც ჰარი გიჟივით შემოვარდა ჩემს ოთახში.
-ბელა! ხომ გითხარი ზეინს შეეშვითქო!
-ვერ გავიგე?!
-ჯერ გარეთ რაღაცას ელაპარაკებოდი, მერე ხალათით ჩამოხვედი ნახევრად შიშველი!
-ჯერ ერთი რაც მითხარი, რომ მას ცოლ-შვილი ყავდა თავს ვარიდებდი და ზუსტად ამაზე სალაპარაკოდ გამიყვანა ზეინმა, და მერე მეორე, არ ვიცოდი თუ ზეინი ისევ აქ იყო და მაგიტო ჩამოვედი!
-როცა ნახე რომ აქ იყო, მაშინვე რატომ არ აბრუნდი ოთახში?!
-ვერ ვხვდები რა პრობლემა შეიქმნა?! ხალათი მეცვა. არც ტრაკი მიჩანდა და არც მკერდი. მაგდენი შეგნება მაქვს, რომ პირსახოც შემოხვეული არ ჩამოვსულიყავი ქვემოთ!
ვუთხარი ნიშნისმოგებით. თავისი ადრინდელი საქციელი მქონდა მხედველობაში, როცა თვითონ ჩამოვიდა პირსახოც შემოხვეული და ჩემი არც მორიდებია.
-შენ ვერ გამიკონტროლებ მე პირსახოც შემოხვეული ვივლი თუ შიშველი! ეს ჩემი სახლია და რაც მომესურვება იმას გავაკეთებ ყოველთვის! ეს კარგად ჩაიბეჭდე მაგ უტვინო თავში! შენ კი არ გაქვს უფლება ჩემი ძმაკაცების წინაშე ნახევრად შიშველმა იბოდიალო!
-მემგონი შენ გეი ხარ და ზეინზე ეჭვიანობ. ვიცი, რომ გეზიზღები, უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ. ამიხსენი, რა დაგიშავე ასეთი, რომ პასუხად შენგან ასეთ მოპყრობას ვიღებ. ცოტაც მოთმინე. სამსახურს ვიშოვი და აქედან სამუდამოდ წავალ! გავქრები შენი ცხოვრებიდან!
  თვალები ცრემლებით ამევსო და ერთი მეორის მიყოლებით ჩამომიგორდა ლოყებზე. უკვე მერამდენედ მაგრძნობინებს, რომ მე აქ არაფრის უფლება არ მაქვს. რომ მე არარაობა ვარ. რომ მე მხოლოდ სახელი და გვარი ვარ! ეს ყველაფერი აუტანელია. 20 დღის წყენას და ტკენას მისი ერთი თბილი სიტყვა და ღიმილი მიშუშებს, ეს კი გაუჩერებლად მეორდება. როგორც კი მასზე წარმოდგენის შეცვლას ვცდილობ, მაშინვე ყველაფერი მენგრევა.
ჰარის აღარაფერი უთქვამს. უბრალოდ იდგა და მიყურებდა. გაბრაზებული სახე ჩვეულებრივმა გამომეტყველებამ შეუცვალა.
-ახლა შეგიძლია გახვიდე? ვიცი, რომ ეს შენი სახლია და ეს ოთახიც შენ გეკუთვნის, მაგრამ თუ პატივს დამდებ და ოთახიდან გახვალ მადლობელი დაგრჩები.
-მეე..
დაიწყო მაგრამ აღარ გააგრძელა. ტელეფონი აიღო და  გავიდა, შემდეგ კი თავისი ოთახის კარის მიჯახუნების ხმა გავიგე, შემდეგ რაღაცის დავარდნის. ხალათი გავიხადე და საწოლში ტირილით ჩავწექი. ვცდილობ შევეგუო იმ აზრს, რომ არავის ვჭირდები...

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now