part 14

150 5 0
                                    

თავი 14
დღის განმავლობაში ჰარიმ მილიარდჯერ დამირეკა. ყოველ ერთ საათში მირეკავს და მეკითხება როგორ ვარ. ახლაც მას ვესაუბრები.
-კი ჰარი ვჭამე საჭმელი.
-გეძინა? შენთვის დასვენება აუცილებელია.
-ჰარი არ მეძინება, მაგრამ ცოტა ხნით ვიწექი და ახლა ავდექი.
კარზე ზარი გაისმა.
-ვინ მოვიდა?
-არ ვიცი, გავაღებ და ვნახავ.
კარი გავაღე და ჯეიმსი შემრჩა ხელში.
-ოუ ჯეიმს. გამარჯობა.
-ჰეი ბელა.
-ჰარი, ცოტა ხანში გადმოგირეკავ.
ვუთხარი და გავუთიშე, ჯეიმსი კი სახლში შემოვიპატიჟე.
-ჯეიმს იცი ჰარი სახლში არ არის, მაგრამ თუ გინდა დაელოდე, მალე მოვა.
-სიმართლე გითხრა აქ შენს გამო ვარ, მაინტერესებდა როგორ იყავი.
-მე კარგად ვარ.
-კარგია. შეიძლება ვისაუბროთ?
-ჰო, რა თქმა უნდა.
ეზოში გავედით. შეზლონგზე ჩამოვჯექი, ის კი ჩემს მოპირდაპირედ.
-ლილი როგორ არის?
-მშვენივრად. არც ახსოვს გუშინ სახლში როგორ დავბრუნდით.
-ჰოო მეც ვყოფილვარ ეგეთ მდგომარეობაში და საშინელებაა.
-ხოო.
არ ვიციი რაზე ვესაუბრო. ნორმალურად არც ვიცნობ. მხოლოდ მისი სახელი ვიცი და მეტი არაფერი.
-რამეს დალევ?
-ამმ კიი, კოლას.
-კარგი მოგიტან.
ვუთხარი და ავდექი მაგრამ თვითონაც ადგა და უკან გამომყვა. სანამ სახლში შევიდოდი გამაჩერა.
-რაღაც მინდა გითხრა.
ნერვიულად მესაუბრებოდა.
-გისმენ.
-წუხელ როცა კლუბში გნახე და არა მარტო წუხელ, იმ დღიდან როცა კაზინოში დაგინახე, თავიდან ვერ ამოგიგდე. არ ვიცი, ასე მალე როგორ შეძელი ჩემს გონებაში შემოძრომა, მაგრამ შენზე ძალიან ბევრს ვფიქრობ.-რამდენიმე წამით გაჩუმდა, ხელები თმებში შეიცურა და განაგრძო. -მომწონხარ ბელა.
-ვაუუ.. არ ვიცი არ ველოდი შენგან. მადლობა, მაგრამ ერთმანეთს ნორმალურადაც არ ვიცნობთ. სულ რამოდენიმეჯერ მყავხარ ნანახი და მორჩა.
-ვიცი, მესმის. ბუნებრივია რომ გიკვირს. მე გუშინ შენს საქციელზე ვფიქრობდი, როცა ექსტაზი შემოგთავაზე კოცნის გზით და შენ უარი მითხარი. მართალია გაწბილებული დავრჩი, რადგან ძალიან მინდოდა შენთვის მეკოცნა, მაგრამ ამავდროულად მომეწონა შენი უარი და ის რომ სასმელიც კი ვერ ახდენს შენზე ისეთ გავლენას, რომ კლუბში ბიჭს აკოცო. ასევე მე შენი და შენი მეგობრის საუბარი მოვისმინე საპირფარეშოსთან. შენით აღფრთოვანებული ვარ ბელა.
-ჯეიმს, კარგი ბიჭი ხარ და ძალიან სასიამოვნოა შენი დადებითი შთაბეჭდილებები ჩემზე, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ გამარჯობით თუ შემოიფარგლებოდა. ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობთ.
-ნელ-ნელა გავიცნობთ ერთმანეთს და დროთა განმავლობაშიც შეიცვლება ჩვენი ურთიერთობა და დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. შენ მხოლოდ შანსი მომეცი და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს გვერდით ბედნიერი იყო.
  ვერ ვხვდები, ასე უცებ რა მოეწონა ჩემში. თვითონაც არ მიცნობს. ასე მარტივად როგორ შეუძლიათ ბიჭებს ურთიერთობებზე საუბარი?
-არ ვიცი, მე ვერაფერს შეგპირდები. არ მინდა ტყუილად რამის იმედი მოგცე, ამიტომ სიმართლეს გეტყვი, მე სხვა მომწონს.
-ვინ სხვა?
-ეგ ჩემი პირადულია.
-და იმ სხვას მოწონხარ?
აქ გავიჭედე. ჩემთვის ვიცი რომ მოვწონვარ, მაგრამ ამის სხვასთან აღიარება ზედმეტად საპასუხისმგებლოა. თუმცა ახლა ჯეიმსის თავიდან მოსაშორებლად, სჯობს დავეთანხმო.
-კი.
ჯეიმსმა გაიცინა.
-ჰარიზე გაქვს საუბარი არა?
-რა შუაშია საერთოდ ჰარი?
-კარგი რაა, დებილი არ ვარ. ზედმეტად შესამჩნევია თქვენს შორის ეს ყველაფერი.
-შენ არაფერი იცი და შენით ნუ გამოგაქვს დასკვნები! ჰარი ნათესავად მეკუთვნის!
-აბა ვიინ?
ოდნავ ხმამაღლა მკითხა.
-ერთი წუთით, ჯერ ერთი ჩემთან ტონს ნუ უწევ! და მერე მეორე, რა შენი საქმეა მე  ვინ მომწონს?! მემგონი ბევრის უფლებას აძლევ საკუთარ თავს.
გამაბრაზა მისმა დაჟინებულმა მზერამ და კითხვებმა, ამიტომ უხეშად ვუპასუხე. რამდენიმე წამი ჩუმად იდგა, შემდეგ მოულოდნელად იდაყვებთან ხელი მომკიდა, მისკენ მიმწია და მაკოცა. თავის დახსნა ვცადე, მაგრამ იმდენად ძლიერად ვყავდი მის მკლავებში მოქცეული, რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო მისგან გაქცევა. ბოლოს მაინც მოვახერხე და თავი დავიხსენი. სიმწრისგან ღრმად ამოვისუნთქე და მთელი ძალით სახეში გავარტყი.
-თავი ვინ გგონია?! გაეთრიე ამ სახლიდან დროზე სანამ ცოცხალი ხარ!
- შენ ჩემი გახდები!
მითხრა მუქარით და სახლიდან წავიდა. როგორ გაბედა, რომ მოვიდა ჩემს სახლში, პირადულ კითხვებს მისვამდა და ბოლოს ძალით მაკოცა?! ფეხი უნდა ამომერტყა იმ ადგილას და მერე ვნახავდით რას იზამდა. ახლა ჩემს თავზე მეშლება ნერვები. უფრო რატომ არ გავლანძღე?!
ბრაზი უფრო და უფრო მაწვება და უფრო მეტად ვნანობ, რომ ყველაზე უარესი რამ არ მოვიმოქმედე. როდემდე უნდა მომექცეს ყველა ისე, როგორც ეს მათ სურთ?!
ჰარის ამ ყველაფერს არ ვეტყვი რა თქმა უნდა. იჩხუბებენ და რომელიმე აუცილებლად დაშავდება. 1 კოცნა კი ამ ყველაფრად არ ღირს. როგორმე ჩემითაც გავუმკლავდები ჯეიმსს.
ლილი შხაპს იღებს, მე კი საწოლზე ვიწექი, როცა კარი ჰარიმ შემოაღო.
-ჰეიი, როგორ ხარ პატარავ?
პატარავ? მოიცა რაღაც ვერ გავიგე! აშკარად ისევ ცუდად ვარ, რადგან ის ყველაფერი მელანდება რისი მოსმენაც მინდა. ნეტავ გადახვევა შემეძლოს.
-კარგად. შენ?
-საშინლად დავიღალე. თავი კიდევ ხომ არ გტკივა?
მკითხა მზრუნველად.
-არაა.  დილის შემდეგ აღარც მტკიებია, მხოლოდ თავბრუს ხვევა.
-ხოდა უნდა იწვე და დაისვენო. მშია, რამე უნდა ვჭამო.
-გინდა რამე  მოგიმზადო?
საწოლიდან წამოვხტი.
-არა, შენ უნდა იწვე.
-მთელი დღეა ვწევარ.
დავიბუზღუნე.
-კარგი, მაშინ ტოსტი გამიკეთე, მანამდე მე გადავივლებ.
-კარგი.
ჰარი წამოდგა, კვლავ შუბლზე მაკოცა და გავიდა. ღმერთოო! გულის ცემას სხეულის ყველა ნაწილში ვგრძნობ!  მგონი ფრთები ამომდის. თავი ჰელიუმის ბუშტი მგონია, იმდენად გაბერილი ვარ ემოციებისაგან. უკვე მეორედ! დღეს მეორედ მაკოცა შუბლზე! და თან პატარა დამიძახა.
ხტუნვა-ხტუნვით ჩავედი სამზარეულოში და ჰარის ტოსტი მოვუმზადე. მალევე ჩამოვიდა და მაგიდას მიუჯდა. მეც იქვე მივუსკუპდი.
-ჯეიმსს რა უნდოდა დღეს?
-ამმ აინტერესებდა როგორ ვიყავით.
-ვერ დარეკავდა რომ არ მოსულიყო?
-ჩემი ნომერი არ აქვს.
-ჩემთან დაერეკა.
-არ ვიცი.
მხრები ავიჩეჩე. ჰარიმ ტოსტი მთლიანად შესანსლა და ვაშლის წვენიც დააყოლა.
-გინდა?
-არაა. მახსოვს მაგ წვენის გამო რაც გადავიტანე.
ჩაიცინა.
-კიდევ მაქვს სხვა და მაგიტო გთავაზობ, თორემ ხომ იცი ვერ გავიმეტებდი.
-ვიცი.
კვლავ გაიცინა და გასარეცხი თეფში ნიჟარაში ჩადო.
-როგორ მიდის სარბოლო ვარჯიშები?
-მისაღებში დამელოდე და მოგიყვები. ტელეფონი ზემოთ დამრჩა და ზეინთან მაქვს დასარეკი.
თავი დავუქნიე და დამჯერი ბავშვივით მისაღებში დავჯექი.

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now