part 42

123 4 0
                                    

თავი 42
რამდენს გიფიქრიათ შხაპის ქვეშ ცხოვრებაზე, მომავალზე, სიყვარულზე, ადამიანებზე, ბოროტებაზე, სიკეთეზე, ოცნებაზე, საკუთარ თავზე..?
სწორედაც, რომ ამას ვაკეთებ ახლა მე. ვდგავარ თბილი წვეთების თავსხმაში, და სხეულზე სიცივისგან გამობურცულ ჟრუანტელს არ ვაძლევ უფლებას ფიქრებს ჩემი თავი მოსტაცოს.
როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება დედა, რომ არ მომკვდარიყო? ახლა წარმატებით დავამთავრებდი კოლეჯს, რომელიმე საავადმყოფოში ინტერნად ვიქნებოდი და მხოლოდ ჩემი ექიმის მიერ მოცემულ შენიშვნებზე ვინერვიულებდი. არასოდეს გადავეყრებოდი დანიელს, ჯეიმსს, ნატალიას, მამას და ჰარის.
ბოლო სახელის გაფიქრებისას, გული სევდით ამევსო. ყველაფერს ვნანობ ცხოვრებაში, გარდა ჰარის გამოჩენისა. ახლა, რომ დამაყენონ არჩევანის წინაშე:
კოლეჯის დამთავრება, სამსახური, კარგი წრე, წარმატება, ბედნიერი მომავალი საყვარელ ექიმ მეუღლესთან და ჩვენს ორ შვილთან ერთად.
ან:
ლონდონში გადმოსვლა, ჯეიმსის გაუპატიურება, მამას და ნატალიას ჩხუბი, ნერვიულობა, დაძაბულობა, შიში, ტირილი, ტკივილი და ჰარი.
რომელს ავირჩევდი? რა თქმა უნდა მეორე ვარიანტს არასოდეს ავირჩევდი, რომ არა ჰარი! ის, ის მაძლიერებს... მაღიმებს... მაბედნიერებს... მაგრამ არა! მემგონი ვგიჟდები. როგორ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი დათმოს მხოლოდ ერთი ადამიანის გამო? საკუთარი სურვილები, ფიქრები, მოთხოვნილებები, აზრები, განცდები, გრძნობები, გული და სულიც კი... შესაძლოა, რომ სიყვარულში საკუთარი თავი დაკარგო? ან ეს ყველაფერი უბრალოდ ნორმალურია? რატომ ვაძლევ უფლებას, რომ გადამიარონ, გადამთელონ, არაფრად ჩამაგდონ და გამწირონ? მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარს? ჯანდაბა! ასე არ შეიძლება. ეს ხომ უბრალოდ თვითმკვლელობაა?! სად დაიკარგე ბელა? სად წავიდა შენი მეამბოხე სული? სად გაქრა ის გოგონა, რომელიც თავს არავის დააჩაგვრინებდა?!
ალბათ ის გოგონა დედამისთან ერთად მოკვდა.
მაგრამ უნდა გაძლიერდე! ფეხზე წამოდგე! აღარავის აღარასოდეს დაუხარო თავი და მხოლოდ წინ სვლა განაგრძო! შენ ამას შეძლებ!
-პატარავ, კარგად ხარ?
ფიქრებიდან მაინც მოახერხეს ჩემი გამოთრევა. როგორც კი ჰარის ხმა გავიგე, მაშინვე მივხვდი, რომ იმ სიტყვებს, რომლებსაც ბოლო რამოდენიმე წუთი ვუმეორებდი საკუთარ თავს, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეა. მე არ ვარ ძლიერი, მე არ შემიძლია ვინმეს შევეწინააღმდეგო, მე უბრალოდ უმწეო ვარ. ვერაფერს შევცვლი, ვერაფერს შევძლებ და ვერაფერს მივაღწევ. ჰარის გარეშე მე უბრალოდ უგზოუკვლოდ გავქრები.
-ჰეი, ბელაა.
კარზე ნაზი კაკუნი გაისმა და თავიც ხუჭუჭა ბიჭმა შემოყო.
-ბელა, სულ გალურჯებული ხარ, რატომ ბანაობ ცივი წყლით?
ფიქრებში ჩაკარგულმა, ისიც კი ვერ გავაანალიზე, რომ წყალი გაცივდა და გაყინული შხეფების ქვეშ ვკანკალებ.
ჰარიმ სწრაფად ონკანი გადაკეტა და პირსახოცი მომახვია. ხელები მჭიდროდ მომკიდა და ოთახისკენ წამიყვანა. საწოლზე ჩამოვჯექი, უხმოდ. მხოლოდ ჰარის შევყურებ, რომელიც შეშფოთებული მიმშრალებს სხეულს და შემდეგ დიდრონი მკლავებით ჩემს გათბობას ცდილობს.
-პატარავ, მოხდა რამე? რატომ ხარ ასეთ მდგომარეობაში?
ჩემს წინ იმუხლება და სახეში სევდიანი მზერით შემომყურებს. მე კი ვერაფრის თქმას ვახერხებ, უბრალოდ იგივე მზერას ვაპყრობ და ბუნდოვანი გამოსახულების შემდეგ, მუხლებზე ცხელ წვეთებს ვგრძნობ, რომლებიც ჩემი თვალებიდან მოგორავენ. ჰარი გაურკვევლობაშია. არ იცის რა მითხრას ან როგორ მომექცეს. არ იცის, რამ გამოიწვია ჩემი წამიერი გარდაქმნა და ისიც არ იცის, ეს ვის ან რას დააბრალოს. ცრემლები უფრო და უფრო იმატებს, სუნთქვა უფრო და უფრო მიჭირს და ყლაპვაც უფრო და უფრო მიძნელდება.
-ჩემო პრინცესა, გთხოვ მითხარი რატომ ტირი.. უბრალოდ დამელაპარაკე პატარავ.
მაგრამ ტუჩები კვლავ უმოქმედოდ არიან. ბუნდოვან გამოსახულებაში, მხოლოდ ორ კაშკაშა თვალს ვამჩნევ, რომელიც ნერვიულობისგან შედარებით გამუქებულიყო. რამოდენიმე წამში, ლოყებზე სისველეს, ნაზი შეხება მიქრობს და ღრმად სუნთქვას ვიწყებ.
-ბელა, რაც არ უნდა იყოს აუცილებლად უნდა მითხრა. ხომ იცი, რომ გაგიგებ და ისიც ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ!
და აი ეს სიტყვა გავიგე, რომელიც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ღმერთო რა იდიოტი ვარ! როგორ მრცხვენია ჩემი თავის. საერთოდ როგორ გავიფიქრე, რომ ჰარის გამო ამ ყველაფრის გადატანა არ ღირდა?! ის ხომ ერთადერთია ვისაც ვუყვარვარ!
-მაპატიე.
ამოვისლუკუნე და ისე ძლიერად მოვეხვიე, რომ რამოდენიმე წამის განმავლობაში ჩასუნთქვაც შეუძლებელი ყოფილიყო. არ მინდოდა ჩვენს შორის თუნდაც პატარა ჰაერი ყოფილიყო, რომელიც ფილტვებს გაავსებდა. მინდოდა მხოლოდ მე და ჰარი ვყოფილიყავით!
-კარგი პატარავ. ეხლა დამშვიდდი, მე ცხელ ჩაის მოგიმზადებ.
-არა, არ წახვიდე.
-გინდა აქ დავრჩე?
თავი დავუქნიე და თვალებით შევევედრე.
ჰარიმ საწოლზე დამაწვინა, თბილი პლედი დამაფარა და შემდეგ თვითონაც ჩემს გვერდით დაწვა.
-გცივა?
მკითხა, როდესაც ჩემი კანკალი შენიშნა. კვლავ თავი დავუქნიე და მისმა დიდმა მკლავებმაც არ დააყოვნა, ზურგზე მომხვია და მის თბილ სხეულზე ამაკრა
- მეტყვი რა დაგემართა?
-ნურაფერს მკითხავ გთხოვ.
-ბელა შენ გაყინული წყლის ქვეშ იდექი, მთლიანად გალურჯებული. არც ლაპარაკობდი, მხოლოდ კანკალებდი და ტიროდი. რა უნდა ვიფიქრო? იცი, რომ ძალიან შემეშინდა?
-მეე. უბრალოდ დავფიქრდი და.. მაპატიე, რომ ეს გავიფიქრე.
-რა გაიფიქრე ძვირფასო?
-მეე ფიქრებში უარვყავი სიყვარულის გამო თავგანწირვა.. მე თითქმის შენ უარგყავი ჰარი! მაგრამ, როცა შენი ხმა გავიგე... ყველაფერი თითქოს თავის ადგილს დაუბრუნდა... მაპატიე გთხოვ.
-ჩშშშ.. არაუშავს პატარავ. შენ იმდენი რამ გამოიარე, ეს ყველაფერი სრულიად ნორმალურია.
-ჰო მაგრამ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა ჰარი. მე შენ მიყვარხარ.
-არაუშავს. გინდა რამოდენიმე დღე მარტო დაგტოვო, რომ ყველაფერზე დაფიქრდე?
მისი მკერდიდან თავი სასწრაფოდ ავწიე და საწოლზე წამოვჯექი. სასოწარკვეთილი ვარ. ღმერთო, ეს როგორ ვუთხარი მას. თავი ზედმეტად ვაგრძნობინე. ის, რომ წავიდეს მე მოვკვდები.
-რაა? არა არა, ჰარი ეს არ გააკეთო გთხოვ. არ დამტოვო, შეგიძლია მეჩხუბო, მიყვირო, ყველაფერი დალეწო ან დამსაჯო. რაც გინდა ის მიქენი, ოღონდ არ წახვიდე გემუდარები. მეე.. მე შენს გარეშე ვერ გავძლებ გესმის?!
-ჰეი, ჰეი დამშვიდდი ბელაა.
ისევ ისტერიკული ტირილი ამიტყდა და ხელების უაზროდ ქნევა დავიწყე. ჰარი საწოლზე წამოჯდა. მის სახეზე შიში, შფოთვა და კიდევ უამრავი რამ იყო აღბეჭდილი.
-გემუდარები მაპატიე.მე არ მინდოდა, უბრალოდ გამეფიქრა.. და ახლა მე ვნანობ ყველაფერს. გთხოოოვ მაპატიე ჰარიი. უბრალოდ ჩემგან არ წახვიდე.. შენს გარეშე გავგიჟდები.. მოვკვდები ჰარი.
-ბელა შემომხედე!
როდესაც ჩემი ქცევები, გრძნობები, მიმიკები და მთლიანად მე კონტროლს არ ვექვემდებარებოდით, ჰარის ბოხმა და მკაცრმა ხმამ ადგილზე გამაქვავა. კვლავ აკანკალებულმა შევხედე მას, ამჯერად შიშს ვგრძნობდი.
-არსად წავალ! არასოდეს მიგატოვებ გასაგებია?! მე შენს გარეშე, ხოლო შენ ჩემს გარეშე არაფერს წარმოვადგენთ! ჩვენ ერთნი ვართ ბელა. როცა გითხარი, რამოდენიმე დღით დაგტოვებთქო, ვიგულისხმე, რომ შენ ეს გჭირდებოდა. საკუთარ თავთან ყოფნა, ფიქრი ყველაფერზე და ასე შემდეგ..
თავი დამნაშავედ დავხარე და ტირილისგან უკვე აწითლებულ და ატკიებულ თვალებზე ხელი უხეშად მოვისვი.
-ეს არასდროს მოხდება ბელა. არასდროს მიგატოვებ, თუნდაც ეს შენ თვითონ მთხოვო. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთისთვის ვარსებობთ! მხოლოდ ერთმანეთი და ძალიან დიდი, წრფელი სიყვარული გაგვაჩნია.
თავი დავუქნიე და ისევ ძველ პოზიციას დავუბრუნდი. ცხვირი მის კისერში ჩავრგე, ხელები ძლიერად მოვხვიე მუცლის გარშემო და თვალები დავხუჭე.

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now