part 67

147 5 0
                                    

თავი 67

* ბელას თვალთახედვით *

" არ არსებობს თოვლის ბაბუა, არ არსებობენ ფერიები, არ არსებობენ სუპერგმირები, არ არსებობს სიკეთე, არ არსებობს სამართალი, არ არსებობს მორალი...
ბავშვობის წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე ვიქმნით ილუზიებს და ვცხოვრობთ იმედებით. ვწვალობთ, ვიბრძვით, წინ მივიწევთ, მივისწრაფით სიმაღლისკენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთ ადგილს ვტკეპნით.
ცხოვრების გზა იმდენად ჩახლართულია, რომ ვერცერთი ადამიანის ფანტაზია ვერ მისწვდება ამ ლაბირინთის დასასრულს. უბედურება თითქოს ჩასაფრებულია. ერთი სული აქვს როდის დაგლეჯს ადამიანის სულს და გულს კბილებით. როდის გამოაცლის ძალას, წაართმევს იმედს, როდის გახდის მას მხოლოდ ხორცის გროვას. ოცნებასაც კი დაავიწყებს.
იმდენად სასტიკია, რომ გიმეტებს გაუსაძლისი ტანჯვისთვის, სულის ტკივილისთვის, სიმწრისთვის და სიკვდილის უფლებასაც არ გაძლევს, რომ ეს ტანჯვა შეიმსუბუქო. ეს არის ცხოვრება, ან გიმართლებს, ან არა."
 
 
  თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მე და ჰარი შევრიგდით, ჯემა ჩვენთან გადმოვიდა, ნატალია და ფრედი დააკავეს... ყველაფერი კარგად აეწყო, მაგრამ სწორედ მაშინ დაგვჭრეს ფრთაში, როცა აფრენას ვაპირებდით...
უნდა მესწავლა, ჰარი მალე რბოლას შეეშვებოდა და ოჯახის ბიზნესს ჩაუდგებოდა სათავეში. მაგრამ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. ახლა მას მართმევენ. მართმევენ იმ ურთიერთობას, რომელიც საცოდაობით, წვალებით, ცრემლებით და იმედით მოვათრიეთ აქამდე. ახლა კი ასე უბრალოდ ის მიყავთ.

  ჰარი ურეაქციოდ ზის ჩემს გვერდით. გაყინული მზერით მისჩერებია ეკრანზე გამოსახულ ადამიანს და თვალებსაც კი არ ახამხამებს. გული იმდენად სწრაფად მიცემს, რომ გულის რევის შეგრძნება მეუფლება. მერი თვალებით გვეკითხება თუ რახდება, მაგრამ ვერაფერს ვუხსნი.
- ბატონო მოსამართლე, ეს ბიჭი არის რიჩარდ ბრაიენი. ის მოგცემთ ჩვენებას მომხდართან დაკავშირებით.
  უთხრა ბილმა მოსამართლეს და მანაც ინტერესით შეავლო თვალი ეკრანს.
  წამები რჩება.... რამდენიმე წამში ის ყველაფერს იტყვის და ჰარის დაიჭერენ. ისე გულმოდგინედ ვლოცულობ, რომ ღმერთს კიარა ეშმაკსაც კი შევეცოდები. როგორც კი ლოცვა დავასრულე, ცრემლმორეულმა ამოვიჩურჩულე.
- დაე იყის ნება შენი უფალო.
რა წამსაც მერიმ პატარა ფურცელი გამოაცურა ჩემსკენ წარწერით
"სასამართლოს ცოტა ხნით გადავდებთ და დროს მოვიგებთ რადგან შენ გული წაგივა!!!"
   გული წამივა? ჯანდაბა, აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე?!
  ფურცელი ჯიბეში ჩავიდე, რიჩარდს მიკროფონი დაუმონტაჟეს და დარბაზში ხმა გაისმა. გულში სამამდე დავითვალე და სკამიდან გვერდულად გადავვარდი. არაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ თვალები დავხუჭე და ისე გადავეშვი სკამიდან, თითქოს უსულო საგანი ვყოფილიყავი. დაცემისას ვიგრძენი, რომ თავი ძლიერად დავარტყი იატაკს და ცოტა დამაკლდა,რომ ტკივილისგან არ მეყვირა. ახლა ჩემი მთავარი მიზანი, მხოლოდ მოსამართლის მოტყუება და პროცესის გადადებაა.
  მესმის ნაბიჯების ხმა, ჰარის ყვირილი, მოსამართლის ჩაქუჩის კაკუნი და დარბაზში ატეხილი აურზაური.
-სიჩუმე! სასწრაფო გამოიძახეთ.
თქვა მოსამართლემ და მეც მაშინვე გავახილე თვალები. ჰარი შეშინებული სახით ზემოდან დამცქერის და ჩემს სახელს ნერვიულად იმეორებს.
-გონს მოვიდა.
თქვა ხმამაღლა და წამოდგომაში დამეხმარა.
-რა მოხდა?
ვიმეორებ ერთი და იგივეს, თითქოს გაურკვევლობაში ვარ და არც კი მახსოვს როგორ აღმოვჩნდი იატაკზე.
-უბრალოდ გული წაგივიდა პატარავ. შემომხედე თავს როგორ გრძნობ?
მკითხა გაფითრებულმა.
-თავი მტკივა და თავბრუ მეხვევა.
იმედია მაპატიებს ჰარი, რომ ასე ვანერვიულე, მაგრამ ეს მხოლოდ მისთვის გავაკეთე.
-ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ, იქნებ გადავდოთ სასამართლო პროცესი მანამ სანამ სასწრაფო მოვა და მას გასინჯავს?
სთხოვა მერიმ მოსამართლეს.
-ვაპროტესტებ! ბატონო მოსამართლე, ეს მხოლოდ დადგმული სპექტაკლი იყო. ვითხოვ, რომ პროცესი გაგრძელდეს.
-პროტესტი უარყოფილია. სასწრაფო დახმარების ექიმების პასუხის მიხედვით გადაწყდება პროცესი დღეს გაგრძელდება თუ არა.
პირველად ჩამესმა ამ ჩაქუჩის კაკუნი ასე სასიამოვნოდ. სიხარულისგან მინდოდა  გამეღიმა და ჰარის ჩავხუტებოდი, მაგრამ არ გამოვა. კვლავ ჰარის დახმარებით წამოვდექი იატაკიდან და დარბაზის გასასვლელისკენ წავედით.
-კარგად ითამაშეთ, მაგრამ სულ ტყუილად. შენც ჩვენთან ერთად ამოლპები ციხეში ჰარი.
უთხრა ზიზღით ფრედმა. ჰარი მისკენ შებრუნებას აპირებდა, როცა ფეხები ჩამეკეცა და თვალებში დამიბნელდა. როცა თვალები გავახილე, ისევ ძირს ვიწექი. ამჯერად მართლა არაფერი მახსოვს და მართლა გული წამივიდა. ცოტათი შევშინდი, რადგან ეს თამაშის ნაწილი არ ყოფილა.
-მოშორდით ადამიანს ჰაერი სჭირდება!
თვით მოსამართლე მოვიდა ჩვენთან.
-კაბინეტში დივანი მაქვს, ჯობია მანდ დაუცადოთ სასწრაფოს.
გვითხრა მოსამართლემ და ჩვენს ირგვლივ შეკრებილი ხალხი გაფანტა. ჰარიმ ხელში ამიყვანა და მოსამართლეს უკან გაყვა.
კაბინეტში ჩვენს გარდა 12 ნაფიცი მსაჯული და ნატალიას და ფრედის ადვოკატი ბილია. ძლივს ვეტევით, კიდევ კარგი ფანჯარა ღიაა.
რამდენიმე წუთში კარები გაიღო და 2 ექიმი შემოვიდა.
-გთხოვთ პაციენტთან მარტო დაგვტოვეთ.
- ჩვენ თვალი უნდა ვადევნოთ გასინჯვის პროცესს.
ექიმმა უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და გასინჯვა დაიწყო.
-ტვინის შერყევაა. უახლოეს წარსულში რაიმე ტრამვა ხომ არ მიგიღიათ თავზე?
-არა.
- ექიმო წუხელ არ უძინია დღევანდელ პროცესზე ნერვიულობდა. დილითაც არ უსაუზმია და სასამართლო პროცესის დროს მოულოდნელად გული წაუვიდა და სკამიდან გადავარდა.
  უთხრა ჰარიმ.
-გასაგებია. თვალის გუგებიც გაფართოებული აქვს. საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ სასწრაფოდ, აქ ესე ვერ დავადგენთ რამდენად რთული ფორმაა.
  ღმერთს გულში მადლობა გადავუხადე და ღრმად ჩავისუნთქე.
მე საკაცეზე დამაწვინეს  და სასწრაფოს მანქანაში ჩამსვეს.
საავადმყოფოში მისვლისას მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია და ელექტროენცეფალოგრამა გადამიღეს თავზე. ისე სწრაფად წამიყვანეს ექიმებმა, რომ ჰარისთვის სიმართლის თქმაც ვერ შევძელი. ახლა ალბათ ნერვიულად დაბოდიალებს კორიდორში და ყველა ექიმს ჩემზე ეკითხება.
-უკაცრავად, პალატაში მალე გადამიყვანთ?
-კი, მხოლოდ რამდენიმე წუთი მოითმინეთ ეტლი უნდა მოვიტანო.
-საჭირო არ არის ჩემითაც შევძლებ.
ვთქვი და ლოგინიდან სწრაფად წამოვხტი რის გამოც თავბრუ დამეხვა და ორიენტაცია დავკარგე.
- არავითავ შემთხვევაში. თქვენ ტვინის შერყევა გაქვთ.
მითხრა ექთანმა და კვლავ ლოგინზე დამაბრუნა.
ეს ყველაფერი არ მქონდა გათვლილი. რას ვიფიქრებდი, რომ ერთი წაქცევით ამხელა ტრამვას მივიღბდი. რამდენიმე წუთში ექთანი დაბრუნდა ეტლთან ერთად და პალატაში გადამიყვანა.
-მალე ექიმი შემოვა და თქვენს მდგომარეობას გაგაცნობთ.
-ძალიან გთხოვთ ჩემს შეყვარებულს გადაეცით, რომ პალატაში ვარ. მოსაცდელშია, ჰარი სტაილსი ქვია.
-კარგი, გადავცემ.
  ექთანმა კარი გაიხურა, მე კი ბალიშზე თავი დავდე და თვალები დავხუჭე. საშინელი შეგრძნებაა თავბრუსხვევა. თან შუბლიც მტკივა მარცხენა მხარეს საფეთქელთან.
თითქმის ჩამეძინა, როცა კარი ძლიერად გაიღო და ოთახში ჰარი შემოვარდა.
-პატარავ როგორ ხარ?
თავი მისკენ მივატრიალე და გავუღიმე.
-კარგად. შენ როგორ ხარ?
-კინაღამ გავგიჟდი. ძირს დაგდებული რომ დაგინახე ლამის გული გამისკდა. იცოდე ყოველ დილით ჩემს თვალწინ ისაუზმებ! ღამითაც კარგად გამოიძინებ!
-რაღაც უნდა გითხრა, და გთხოვ არ გამიბრაზდე.
-რა? მითხარი.
-იმ პარკში ჩემი ტანსაცმელები დევს და პიჯაკი იპოვე.
-რა დროს პიჯაკია?! ახალს გიყიდი თან 100 ცალს, მაგაზე არ იდარდო.
-ჰარი გთხოვ, რაღაც უნდა გაჩვენო.
ჩაიბუზღუნა და პარკიდან თეთრი პიჯაკი ამოიღო.
-ჯიბეში ფურცელი უნდა იყოს და წაიკითხე რაც მაგ ფურცელზე წერია.
  გაურკვევლობაში მყოფმა წარბშეკრულმა შემომხედა და ფურცელი გახსნა. რამდენიმე წამში კი მომიბრუნდა.
-ეს რას ნიშნავს?
-იმას, რომ სანერვიულო არაფერია. გულის წასვლა გავითამაშე.
-მოიცადე ვერაფერი გავიგე. ანუ ტვინის შერყევა არ გაქვს? მაგრამ ტომოგრფიაზე როცა შეგიყვანეს ხომ მიხვდებოდნენ რომ იტყუები? ბელააა, ეს რა ჩაიდინე? ახლა შენც დაგიჭერენ თანამზრახველობისთვის და სასამართლოს შეცდომაში შეყვანისთვის.
-არა ჰარი მისმინე...
-არა არა, უნდა მოვიფიქრო რამე. ციხეში ვერ გაგიშვებ.
წინადადება არ დამასრულებინა, ორივე ხელი თავზე შემოილაგა და პალატაში წინ და უკან სიარული დაიწყო. მოხუცი ქალივით ქოთქოთებს და თან ლაპარაკსაც არ მაცდის.
-ვიცი რაც უნდა ვქნათ, სანამ სასამართლო გაიმართება შენ ლოს ანჯელესში გაგიშვებ და მანდ იქნები სანამ მე ციხიდან გამოვალ. ფულს ჩაგირიცხავენ ბიჭები ყოველ თვე.
-ღმერთო, ჰარი რეებს ბოდავ. ორი წუთით მომისმინე.
- არა ლოს ანჯელესში ვერ გაგიშვებ მანდ დევიდია. მირჩევნია დაგიჭირონ ვიდრე მასთან ერთად იყო.
- რა ეგოისტი ხარ.
გამეცინა.
-ჯანდაბა ბრიტანეთი უნდა დატოვო სასწრაფოდ. იქნებ სადმე აზიაში წახვიდე? კორეა?
-ჰარი მოკეტე!
ხმამაღლა ვუთხარი და მადლობა ღმერთს, როგორც იქნა მივიქციე მისი ყურადღება.
-ნუ ხარ პანიკაში ჯერ მომისმინე.
-ბელა შენ...
-არა, გაჩუმდი. ხმას არ ამოიღებ, ჯერ მე ვილაპარაკებ!
ვუთხარი მკაცრად.
- სიარული შეწყვიტე. თავბრუ დამეხვა შენი ყურებით. აქ დაჯექი.
მითითება შეასრულა და საწოლის გვერდით მდგომ სკამზე ჩამოჯდა.
-ეს ჩემი და მერის გეგმა იყო. პირვალად გულის წასვლა გავითამაშე, მაგრამ თავი ძლიერად დავარტყი. მეორე გულის წასვლასთან ჩვენს გეგმას არანაირი კავშირი არ აქვს. როცა სკამიდან გადავვარდი მაშინ მივიღე ტვინის შერყევა.
-გაგიჟდი?! რამე სერიოზული რომ მომხდარიყო?! ტვინში სისხლი რომ ჩაგქცეოდა?!
-მაგრამ არ მომხდარა. პატარა ტვინის შერყევით გამოვძვერი. ახლა ჩხუბს და საყვედურებს აზრი აღარ აქვს.
- ბელა აღარ გაბედო საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება! ღმერთო, რამე რომ დაგმართნოდა საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი.
თავი ხელებში ჩარგო და ღრმად ამოისუნთქა.
-მაპატიე, უბრალოდ შენი დაცვა მინდოდა. არ ვიცი შენს გარეშე როგორ უნდა ვიყო, როგორ უნდა ვიარსებო...
- ბელა გთხოვ, მსგავსი რამ აღარ გაიმეორო. ძალიან ვინერვიულე. ერთიმხრივ მიხარია, რომ პირველი გულის წასვლაც რაღაცისგან არ იყო გამოწვეული, მაგრამ თან ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე!
-ხო მაგრამ ავადმყოფზე გაბრაზება არ შეიძლება.
საცოდავად შევხედე და ხელზე შევეხე.
-მაგ თვალებით ვერ მომალბობ.
მითხრა ვითომ მკაცრად და ღიმილის დამალვას შეეცადა.
-მე ცუდად ვარ, შენ კი არც გიკოცნია ჩემთვის. არც ჩამხუტებიხარ.
-ნუ მეაფერისტები.
ახლა უკვე დაუფარავი ღიმილით მითხრა და ტუჩებზე ნაზი კოცნა დამიტოვა.
მალე ექიმი შემოვიდა და მდგომარეობა გაგვაცნო.
-გამარჯობათ, ტომოგრაფიამ ჰემორაგიები არ აჩვენა და ეს ძალიან კარგია. ტვინის შერყევა არც ისე მძიმე ფორმებში გაქვთ, მაგრამ დღეს ღებინებები შეგაწუხებთ ამიტომ საღამომდე აქ დაგტოვებთ. რამდენიმე დღიანი წოლითი რეჟიმი გექნებათ და რამდემიმე წამალსაც დაგინიშმავთ.
-ანუ სერიოზული არაფერია ხო?
-თუ ჩემს მითითებებს შეასრულებს მაშინ არა. ხმაური, ნერვიულობა, სიარული და მკვეთრი მოძრაობები არ შეიძლება. ტელეფონთანაც თუ არ გექნებათ ხშირი კონტაქტი, კარგი იქნება.
-მადლობა ექიმო. ერთი თხოვნა მაქვს, ჩემი მდგომარეობა წერილობით რომ აღწეროთ და ხელი რომ მოაწეროთ შეიძლება? სასამართლოზე მჭირდება.
-სასწრაფოს მანქანას პოლიციაც მოყვა. მათ უკვე გადავეცი თქვენი ჯანმრთელობის ცნობა, თქვენი ადვოკატიც თან ახლდათ.
-ძალიან დიდი მადლობა ექიმო.
უთხრა ჰარიმ.
- ექთნები იზრუნებენ თქვენზე და მეც რამდენჯერმე შემოგაკიათხავთ. ახლა დაისვენეთ.

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now