part 22

151 7 0
                                    

თავი 22
სახლში როცა მივედით, მაშინვე ჩემი ოთახისკენ გავეშურე.
-არ გშია?
მომაძახა ჰარიმ.
-არა!
-მე მშია.
-არ მადარდებს.
-ვერ ვხვდები რა გაბრაზებს?
-აი ზუსტად ეგ მაბრაზებს, რომ ვერ ხვდები!
-ბელა ძალიან გაუგებარი ხარ.
-ჰარი კლუბში ვიყავი, ვცეკვავდი, ვერთობოდი. შენ კი უცებ მოხვედი, ხელი დამავლე და წამომიყვანე, ისიც არ ვიცი რატომ!
ოთახისკენ მიმავალი უკან გამოვბრუნდი და გესლიანი დიალოგისთვის მოვემზადე.
-ბელა კიდევ გიმეორებ! ცუდად იქცეოდი. ბიჭებს ეხვეოდი, სექსუალურად ეცეკვებოდი, სვამდი... კიდევ რა მიზეზი დაგისახელო?
-კლუბში სვამენ და ცეკვავენ ჰარი, გოგო ბიჭს, ხოლო ბიჭი გოგოს ეცეკვება. ვერ ვხვდები ამით შენ რა პრობლემა შეგექმნა?
-ის ბიჭი ხელებს ყველგან გიფათურებდა!
-მერე რა?! რადგან ამის ნება მივეცი, ესეიგი მსიამოვნებდა!
თვალებში რაღაცამ გაუელვა. მიმიკაც შეეცვალა.
-ბელა, ამას სერიოზულად არ ამბობ!
-სრული სერიოზულობით გესაუბრები ჰარი! ახლა აქ ყოფნის ნაცვლად, იმ ტიპთან გიჟური სექსით ვიქნებოდი დაკავებული, რომ არა შენ!
-იზაბელა შეწყვიტე! უბრალოდ გაჩუმდი!
მიყვირა ბოლო ხმაზე და ხელი მაგიდას მთელი ძალით დაარტყა.
-რატომ? რატომ უნდა გავაკეთო ყოველთვის ის რაც შენ გინდა ჰარი?! პატარა ბავშვი არ ვარ. როგორმე ჩემითაც მივიღებ გადაწყვეტილებებს.
-უცნობთან არ დაწვებოდი. შენ ასეთი არ ხარ!
-რატომაც არა. განტვირთვა ნამდვილად არ მაწყენდა.
-ბელა, ვიცი რომ ამას სპეციალურად ამბობ, რომ გამაგიჟო.
-ჰოდა რატომ ჰარი?! რატომ გიჟდები იმაზე, რომ მე სხვასთან შეიძლება ვიყო?!
-კლუბში სერიოზულად არავინ შემოგხედავს! ყველას ერთი ღამისთვის უნდიხარ!
-კარგი, ჯეიმსთან რა პრობლემა გქონდა?!
-ბელა ის ნაბიჭვარია!
-რაც არ უნდა იყოს, მე მაქვს უფლება თავად გადავწყვიტო ვისთან ვიქნები!
-რას გულისხმობ? ჯეიმსთან ურთიერთობა მე არ ამიკრძალავს შენთვის.
-არც მომხრე ყოფილხარ. ვიცი, ის ეგოისტი ნაგავია და ამიტომაც დავშორდი. მაგრამ ახლა იმის საშუალებას არ მაძლევ, რომ სხვა გავიცნო.
-სულელურად იქცევი ბელა! შენ არ გავხარ წყეულ ლილის, რომელიც ერთი დღის გაცნობილ ბიჭთან დაწვება!
-საიდან იცი?!
-ვიცი! გოგო, რომელიც ნამდვილ სიყვარულზე ოცნებობს; გოგო რომელიც პატარა ბავშვივით წითლდება ჩემს წინაშე როცა ნახევრად შიშველი ვარ; გოგო, რომელიც ჩემთან ძილის წინ შუაში ბალიშს დებს, ისეთი ვერ იქნება როგორიც სხვა დანარჩენები არიან!
-და ამით რა იცვლება?
ვკითხე და იმედიანი თვალებით შევხედე.
-სასმელი შენზე ცუდად მოქმედებს. არ ვნანობ, რომ კლუბიდან წამოგიყვანე.
-ისევ იგივე! პატარა უჭკუო ბავშვივით ნუ მექცევი!
-შენ ზედმეტად გულუბრყვილო ხარ!
-მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა ჰარი! თუ შეცდომას დავუშვებ ეს მხოლოდ ჩემზე აისახება. შენ რატომ გადარდებს?!
-ახლა ფხიზელი არ ხარ და არ ვაპირებ შენთან ჩხუბს.
-არ ვარ მთვრალი!
გავჯიუტდი.
-არც საკმარისად ფხიზელი ხარ.
-ტრაკი ხარ ჰარი!
ვუთხარი ბრაზით, თავი გავაქნიე და ოთახში ავედი. რას არ ვეუბნები, როგორ არ ვაეჭვიანებ, მაგრამ მაინც არ მიტყდება გრძნობებში. ჩემი თავისაც მრცხვენია უკვე. რა ადამიანად ვიქეცი. მისი ეჭვიანობის გამო, ჯეიმსთანაც კი დვიჭირე ურთიერთობა. რაც არის არის. აღარაფრის შეცვლას აღარ ვაპირებ. ეს ყველაფერი მე არ შემეფერება.
   დილით შხაპი მივიღე და სამზარეულოში ჩავედი. ჰარის ან ძინავს ან სადმეა წასული. მაცივარი გამოვაღე და ინგრედიენტები გამოვიღე. ხახვის დაჭრას შევუდექი. მეზიზღება ეს პროცესი! თვალებიდან ცრემლები მცვივა. ოთახიდან ტელეფონის ზარის ხმა მომესმა. დანა იქვე დავდე და ოთახისკენ წავედი, გზად კი ჰარი შემხვდა.
-ჰეი, რა გჭირს?
-არაფერი.
მოკლედ მოვუჭერი.
-ბელა მე... თუ გუშინდელის გამო ტირი, მაპატიე.. უხეშად გამომივიდა.
-ჰარი ხახვს ვჭრიდი და მაგიტომ ვტირი.
ვუთხარი და ტელეფონს ვუპასუხე. კატალია იყო. მითხრა რომ ჩემთან მოდიოდა და ყავა დამეხვედრებინა.
-ვინ იყო?
-კატალია.
თავი დააქნია და ქვემოთ ჩავიდა.
-მე დავჭრი ხახვს.
-არ მინდა, თითქმის დავასრულე უკვე.
-მომეცი მე დავჭრი.
დანა ხელიდან გამომგლიჯა და ხახვის დაჭრა დაასრულა. მხრები ავიჩეჩე და ყავა მოვამზადე. მალე კატალიაც მოვიდა. ჰარის დაბღვერილი სახით შეხედა და მაგიდასთან ჩამოჯდა.
-ბელა, გუშინ ბიჭს რომ ეცეკვებოდი, მაგან ნომერი დამიტოვა და მითხრა შენთვის მომეცა.
თქვა ჰარის გასაგონად. რა თქმა უნდა! ის ჩემი მეგობარია. წინასწარ გაფრთხილებაც არ მჭირდება ისე ვყვები ტყუილში.
-მომეცი ნომერი მივწერ ახლავე.
-ნომერი არ მაქვს.
ჩუმად გადმომჩურჩულა.
-ვიცი, შენ მოგწერ ესემესს და ტელეფონს ხმა გამოურთე.
-კარგი.
-კატალია, მე მომეცი მაგ ბიჭის ნომერი.
საუბარში ჩაერთო ჰარიც.
-არა, ბიჭები არ მოსწონს სამწუხაროდ.
ჰარიმ წარბები ასწია და თვალები დაუბრიალა.
-მაპატიე ჰარი, მაგრამ ვერ მოგცემ  ნომერს.
-ჯანდაბა, ბელა არ მიწერო!
-გუშინდელს გამოვასწორებ. დაუმშვიდობებლად წამოვედი.
-ბელა. შენ მართლა აპირებ მას მიწერო?!
შეშფოთებული და ამავდროულად იმედგაცრუებული ხმით მკითხა.
-ჰოო უკვე მივწერე და დღეს შეიძლება სახლში არ დავბრუნდე.
ჰარიმ ღრმად ამოისუნთქა, წამის მეასედში ტელეფონი  ხელიდან ამაცალა და მაგ ნომერზე დარეკა. უცებ კატალიას ტელეფონი აბზუილდა.
-ამმ ლიამი მირეკავს.
ჰარიმ ეჭვის თვალით გამოგვხედა ორივეს. ტელეფონი გათიშა და თავიდან დარეკა. ისევ კატალიას ტელეფონი აბზუილდა.
-ოჰ ლიამია ისევ.
ჰარიმ სიცილი ატეხაა და ტელეფონი დამიბრუნა.
-ორი სულელი ბავშვი.
-სულელი შენ თვითონ ხარ !
-მარტო თქვენ თუ მოიფიქრებდით ასეთ რამეს.
მე და კატალია შერცხვენილები ავდექით და მისაღებში გავედით. მთელი დღე დაგვცინოდა ჰარი ჩვენს საქციელზე. ლიამს დაურეკა და მასაც მოუყვა. მშვენიერია, ახლა ორივე დაგვცინის. ძალიან ბევრი ვეხვეწეთ, რომ დანარჩენი ბიჭებისთვისაც არ მოეყოლა და იმის სანაცვლოდ დაგვთანხმდა, თუ ორივე ერთი დღით ჰარის ყველა სურვილს შევასრულებდით.
საღამოს ჰარიმ შხაპი მიიღო, მოწესრიგდა და ქვემოთ ჩამოვიდა.
-მრბოლელების შეკრებაზე მივდივარ. დღეს გვიან დავბრუნდები და არ დამელოდო.
-ოჰ, ღამეებს გავათენებ შენს ლოდინში.
ვუთხარი ირონიულად.
-კარგი წავედი.
-მოიცადე.. ფულს გაგატან და ანგარიშზე ჩამირიცხე.
-ჰო აუცილებლად გამატანე.
თქვა და კარი გაიხურა. უკან გაავეკიდე.
-მართლა მჭირდება!
-ჩაგირიცხავ.
მომაძახა და მანქანაში ჩაჯდა. მშვენიერია, მარტო დავრჩი. ტელეფონი დასატენად შევაერთე, მაგრამ არ მუშაობს. ჯანდაბა! მადლობა ჩემო ბედო, რა კეთილი ხარ ჩემს მიმართ. ჰარის ოთახში შევედი და სატენის ძებნა დავიწყე. სად ჯანდაბაში აქვს? ყველაფერი გადავქექე და ბოლოს ტუმბოს უჯრასთან მივედი. უჯრა გამოვაღე და რაღაცეები ამოვყარე. აი სატენიც. ფურცლები ამოვიღე, რომ სატენი ამეღო როცა იარაღი შევნიშნე. მოიცა ეს სათამაშო იარაღია ალბათ. იარაღი ავიღე, საკმაოდ მძიმეა და სათამაშოსაც არ გავს. ღმერთო ჩემო, რათ უნდა ჰარის იარაღი? შიშმა მომიცვა, უამრავმა აზრმა გამიელვა თავში. რაში სჭირდება? ტელეფონზე ესემესის ხმა გაისმა და გულმა კინაღამ დამარტყა შიშისგან. იარაღი თავის ადგილას დავაბრუნე, ყველაფერი მივალაგე და გამოვედი. დავურეკო და ვკითხო? მაგრამ არა, მერე იტყვის ჩემს ოთახში იქექებოდიო და კიდევ მე დამადანაშაულებს. როგორ მაინტერესეებს!

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now