part 12

162 6 0
                                    

თავი 12
* ჰარის თვალთახედვით *
-ჰარი, ბელა ვინ არის შენი?
წამიერად გადაუხვია ჯეიმსმა თემიდან. ვგრძნობდი როგორ მექავებოდა მუშტები და როგორ ვეწინააღმდეგებიდი ჩემს თავს, რომ ახლა მისთვის სიფათში არ მეთავაზებინა.
-დეიდაჩემის ქმრის შვილია.
ვეცადე მშვიდად მეპასუხა.
-მაგარი გოგოა.
-გირჩევ საქმეზე იფიქრო!
მივუგე მკაცრად.
-ოუუ.. არ ვიცოდი.. თქვენ ერთად ხართ?
-კი.
მოკლედ მოვუჭერი, რა დროსაც ბელა შემოვიდა.
-არ ვიცოდი შეყვარებული თუ გყავდა ჰარი.
ხანდახან ბელას მოკვლის სურვილი მიჩნდება! ყოველთვის იმას ისმენს, რასაც არ უნდა ისმენდეს!
-როგორი ხუმარა ხარ ხანდახან.
დებილი ღიმილით ვუთხარი.
-ვერ მივხვდი.
-თუ გინდა ჩემი ლეპტოპი აიღე.
ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ ახლა აქედან წავიდეს.
-არა, ტელევიზორის ყურება მირჩევნია.
-ყოველთვის ასე კამათობთ?
-ვკამათობთ? კამათი ზედმეტად ლაითი ნათქვამია.
არ შეიძლება ცოტახნით დამუნჯდეს? ან მხოლოდ მაშინ, როდესაც ვინმე ბიჭთან საუბარს დაიწყებს.
-არაუშავს. მაინც კარგი წყვილი ხართ.
-კარგი ჯეიმს შენი წასვლის დროა.
ფეხზე წამოვდექი. ესეთი სიტუაციები მკლავს!
-წყვილი?
ბელამ სიცილი ატეხა.
-მე და ჰარი? წყვილი?
ისევ სიცილი დაიწყო.
-ჰარიმ მითხრა რომ...
სიტყვა არ დავასრულებინე.
-ჯეიმს ხვალ გნახავ. წარმატებები.
კარი გამოვაღე, ჯეიმსს მკლავზე ბიძგით გარეთ გასვლა ვაიძულე და კარი ცხვირწინ მივუხურე.
ბელას ზედმეტი კითხვების თავიდან ასაცილებლად პირდაპირ ოთახში ავედი და საწოლზე წამოვგორდი. რამდენიმე წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა. ისევ თუ ჯეიმსია მოვკლავ!
კიბეებზე ჩავედი, მაგრამ გოგოს ხმა გავიგე.
-ლილიიი.
სიხარულით მოეხვია ბელა გოგონას.
-ბელაა. მომენატრე.
-მეც. ასე ადრე რანაირად მოხვედი?
-ქეითს დავეთხოვე რამოდენიმე დღით. არ მინდა ჩემმა ძმამ მიპოვოს.
-ჰო მართლა, მშვიდობაა?
-მერე მოგიყვები.
თქვა უცნობმა გოგონამ და მზერა მე მომაპყრო.
-გამარჯობა.
ქვემოთ ჩავედი და შავგრემან გოგოს მივესალმე.
-გამარჯობა.
მორცხვად მითხრა.
-ბელა, არ გამაცნობ ამ შვენიერ გოგონას?
-ეს ლილია ჩემი მეგობარი. ლილი ეს ჰარია ნამდვილი პირუტყვი.
-სასიამოვნოა. ბელას ნუ უსმენ, აბუქებს.
-ჩემთვისაც.
თქვა და ჩაიკისკისა. სამზარეულოში გავედი და მაცივრიდან ვაშლის წვენი გამოვიღე.
-ლილი, ვაშლის წვენი ხომ არ გესიამოვნებოდა?
ბელამ გაოგნებული სახით გამომხედა.
-არა, მადლობა.
ბელამ ლილის ხელი დაავლო და ოთახში გააქანა. გამეცინა. სულელი ბავშვი. ნახევარ და-ძმა არა? კარგი, თუ ასე ფიქრობს ასე იყოს.

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now