part 10

160 7 0
                                    

თავი 10
-რა სისულელეებს მეუბნები. შენი ფოტოები რაში მჭირდება?!
-მეც ეგ მაინტერესებს. რაში გჭირდება?
დაიბნა და სახეზე მთლიანად გაფითრდა. სიტყვებს თავს ვერ უყრის და რაღაცეებს მებურდღუნება.  საბოლოოდ, როცა ვერაფერი მოიფიქრა, შეტევაზე გადმოვიდა.
-რა შენი საქმეა?!
-უკაცრავად? ჩემი ფოტოებია და სხვა ვისი საქმე უნდა იყოს?!
-შენ რა, ჩემს კომპიუტერში იქექებოდი?
-არა შემთხვევით ვნახე.
-შემთხვევით არაფერი არ ხდება!
-ფაილს ჩემი სახელი ეწერა და დამაინტერესა!
-რა მნიშვნელობა აქვს! რაც შენ არ გეკუთვნის იმას ნუ ეხები!
-ფოტოები აშკარად მე მეკუთვნის!
გამწარებული მომშორდა და სახლში შევარდა. უკან გავყევი და სანამ თავისი ოთახის კარს მოხურავდა მოვასწარი შესვლა.
-პასუხი არ გაქვს?
ვგრძნობდი რომ ახლა სადავეები ჩემს ხელში იყო და მაქსიმალურად ვიყენებდი ამ სიტუაციას.
-ბელა გადი ჩემი ოთახიდან!
-ყველა ფოტოში ნახევრად შიშველი ვარ. იქნებ ყიდდი? ან პორნო საიტებზე ავრცელებდი? შენ ხომ ჩემთვის ჭკუის სწავლებას აპირებდი და დამემუქრე კიდეც.
  ჰარის ჯერ თვალები გაუფართოვდა, შემდეგ მისმა პირმა O-ს ფორმა მიიღო, შემდეგ წარბები შეკრა და ჩემსკენ წამოვიდა სწრაფი ნაბიჯით.  მკლავში გიჟივით მწვდა, კარი გამოაღო და ოთახიდან გამომაგდო. იმდენად ძლიერად მკრა ხელი, რომ წამებში იატაკზე აღმოვჩნდი.
-შე მართლა ძუკნა! მაგის გაფიქრებაც კი როგორ გაბედე! შეიძლება გავბრაზდე და გეჩხუბო, ან დაგემუქრო, მაგრამ *ლე არ ვარ! ოთახში შეეთრიე და ჩემთვის თვალებში შემოხედვაც კი არ გაბედო.
  ბოლო ხმაზე მიღრიალა. შოკირებული ვარ. როგორ გაბედა და ხელი როგორ მკრა?! არაკაცი ნაბიჭვარი! კარი მოაჯახუნა. რამდენიმე წამი გაოგნებული ისევ იატაკზე ვიჯექი და შემდეგ ავდექი. ტირილი მინდა, მაგრამ ვერ ვტირი. გაბრაზებული და გაცეცხლებული უფრო ვარ ვიდრე ნაწყენი. ნაგავი! ამას არ შეგარჩენ ჰარი სტაილს! გაუზრდელი. ელემენტარული ქალის პატივისცემა არ იცის! 
შხაპი მივიღე და დავწექი, მაგრამ გვიანობამდე ვერ დავიძინე. დილით ჩვეულებრივ ავდექი, მოკლე კაბა და მაკიაჟი. ჩანთა ავიღე და სამსახურისკენ წავედი. სახლიდან გამოსვლისას ისევ ჰარი შემეფეთა. თან გაბრაზებული და თან კმაყოფილი სახე ქონდა. ნაბიჭვარი! თვალებში როგორ მიყურებს. სამსახურში მივედი და კარებთან ლილი შემეგება.
-ჰეი, როგორ ხარ?
-საშინლად ბელა. შენ?
-მეც.
-რა მოხდა?
-მამაჩემის მეორე ცოლის დის შვილთან ვიჩხუბე.
-ოუ, ცოტა უფრო ახლობელი ვერავინ იპოვე?
გაიცინა.
-ნამდვილი სატანაა! შენ რა მოგივიდა?
-მე და ჩემმა ძმამ ვიჩხუბეთ. გუშინ რაც ჩაი დამიტოვეს ყველა ამომაცალა ჩანთიდან.
-რაა? რატომ?
-სასმელი იყიდა. არადა მაგ ფულით ბინის ქირა უნდა გადამეხადა.
-ღმერთო, რა საშნელებაა!
თავი მწუხარედ დამიქნია.
-ჰეი, მე მოგცემ ჩაის ფულს. ჯერ არ დამიხარჯავს.
-არა რას ამბობ. რამოდენიმე დღე მაცდის და მანამდე იქნებ კიდევ ვიშოვო.
-რამდენს იხდი ქირაში?
-600 დოლარს.
-მაქვს და მოგცემ. ეს საკითხი აღარ განიხილება!
-ძალიან მერიდება შენი. სულ რაღაც 2 დღეა გიცნობ და ისე მიდგახარ გვერდში..
-მეგობრები რისთვის ვართ?!
ლილი მომეხვია და გასახდელისკენ წავედით. ჩანთა კარადაში შევდე და გამოსვლისას მენეჯერს შევეჩეხე.
-დილა მშვიდობისა ქალბატონო ქეით.
-ბელა გამომყევი.
ლილიმ და მე გაკვირვებულებმა შევხედეთ ერთმანეთს და მენეჯერს გავყევი. კაბინეტის კარი დახურა და მკაცრი მზერა მესროლა.
-ბელა, თქვენ დათხოვნილი ხართ სამსახურიდან.
-უკაცრავად, ვერ გავიგე?
-შეგიძლია ნივთები აიღო და წახვიდე!
-და რატომ?
-საჩივარი შემოვიდა, რომ კლიენტებს ეფლირტავებოდი.
-რაა? ეს ხომ სრული აბსურდია! მხოლოდ 2 დღეა რაც ვმუშაობ და მსგავსი არაფერი მომხდარა.
-მაგრამ თქვენ მას ტელეფონის ნომერი გამოართვით და ჩემი თვალით ვნახე მასთან გაგზავნილი შეტყობინებები.
-დამიჯერეთ, მართლა არ ვიცი რაზე საუბრობთ! ვიღაცამ მახე დამიგო.
-ფაქტები ვნახე და კიდევ თავს იმართლებ?! წადი აქედან! მადლობა თქვი, რომ კონტრაქტის დარღვევის გამო არ გიჩივლე.
-დამიმტკიცეთ, რომ დამნაშავე ვარ!
ცალი წარბი აწია და მომიახლოვდა.
-გირჩევ ტონი შეცვალო, თორემ ისე გაგაგდებ აქედან, რომ ვერსად ვეღარ მიგიღონ!
-მე მხოლოდ ჩემი უფლებების დაცვას ვითხოვ! არაფერი ცუდი არ გამიკეთებია!
-კიდევ აქ ხარ?
-შე ბებერო! იმედია ისეთივე უსამართლოდ ჩალპები, როგორც ახლა მე მექცევი!
გამწარებული გამოვვარდი კაბინეტიდან და გასახდელში ჩავედი. რა პრობლემები აქვს ჩემთან? იმ კაცმა ხომ არ უთხრა რამე გუშინ, რომ ფერის არჩევაში დახმარება მთხოვა და უარი ვუთხარი? ან იმ ბიჭმა, რომელსაც შემთხვევით ლუდი გადავასხი? კამერები ხომ აყენია? პოლიციაში რომ ვიჩივლო ხომ შევძლებ რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო? მაგრამ სანამ საქმეს აღძრავენ, სანამ გამოიძიებენ... ამას ჯობია ახალი სამსახურის ძებნა დავიწყო. თვალცრემლიანი გამოვედი კაზინოს შენობიდან, უკან კი ლილი დამედევნა.
-ახლახანს გავიგე. რა მოხდა?
-არ ვიცი. მართლა არ ვიცი. რაღაც დამაბრალეს და ამ ბებერმა ძუკნამ სამსახურიდან გამომაგდო.
-იდიოტი! ნეტავ რა უთხრეს?
-არ ვიცი. სახლში უნდა წავიდე. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ.
-კარგი ბელა. არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება.
-არ ვიცი საერთოდ რა იქნება ახლა.
-სახლში წადი და დამშვიდდი. რამეს მოვიფიქრებთ. შინ როგორც კი მიხვალ მომწერე. შენზე ვდარდობ.
-იმედია ვიშოვი რამე ახალს. კარგი, მოგწერ.  წარმატებულ დღეს გისურვებ.
-მადლობაა.
ტირილი არ მინდა, მაგრამ მაინც მეტირება. რამდენი უსამართლობა ხდება ჩემს ცხოვრებაში და რა რთულია ამ ყველაფერთან გამკლავება. ღმერთო რატომ მარგუნე ასეთი რთული და დაუნდობელი ცხოვრება? რა შევცოდე ასეთი?
სახლში 11 საათზე მივედი. ნატალია და მამა სამსახურში წასულან უკვე. სამზარეულოდან ბიჭების ხმა მომესმა და შევედი, მაგრამ ისინი არ დამხვდნენ. მხოლოდ ჰარი და ვიღაც იყვნენ. მოიცა ეს ბიჭი საიდანღაც მეცნობა.
გამახსენდააა. ეს ის ბიჭია, ლუდი რომ გადავასხი. ბიჭმა შემნიშნა თუ არა თვალები გაუფართოვდა და მომაშტერდა.
-გამარჯობა, მგონი ვიცნობთ ერთმანეთს.
მკითხა და ჰარიმ გაოცებულ-გაოგნებულ-გაბრაზებულ-გამწარებულმა შემომხედა.
-ამ.. არამგონია, ალბათ ვიღაცაში გეშლები.
-არა, ასეთი გოგოს დავიწყება ადვილი არ არის. ნამდვილად არ მეშლები.
-სამწუხაროდ მე არ მეცნობი.
-გუშინ კაზინოში, ლუდი  გადამასხი.
კაზინოს ხსენებაზე ჰარი დაიძაბა. თვალებიდან ნაპერწკლების ყრა დაიწყო.
-ბელა, ვსაუბრობთ ჩვენ და შეგიძლია წახვიდე.
შემომიღრინა ჰარიმ.
-უკაცრავად, მაგრამ მშია და უნდა ვჭამო.
-მაშინ ჯერ გამოიცვალე. მგონი სახლისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი გაცვია.
მითხრა და სხეული შემითვალიერა.
-შენ დაწყნარდი. ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ და მე გადავწყვეტ გამოვიცვლი თუ არა.
-ბელა, მემგონი გავიწყდება ვის ესაუბრები!
-ჰეი, ახალგაზრდებო. არ გვინდა ეს დაძაბულობა. ესეიგი ბელა ხომ? მე ჯეიმსი ვარ.
თქვა და ფეხზე წამოდგა ხელის ჩამოსართმევად.
-სასიამოვნოა.
ვუთხარი და მაცივარი გამოვაღე.
-რომელიმეს გშიათ?
-არა, მადლობა.
ჰარის პასუხიც არ გაუცია. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთში საუბრობენ, ორივე მაინც მე მიყურებს. საშინლად მოკლე კაბა მაცვია. საჭმელი გავიმზადე და ბიჭებისგან ოდნავ მოშორებით, ბართან დავჯექი. ორივე რბოლაზე საუბრობს, მაგრამ შიგადაშიგ თვალებს ჩემკენ აპარებენ.
-რას მიყურებთ?!
უხეშად ვუთხარი ორივეს და ჭამა განვაგრძე, მაგრამ მათი მზერა მაინც ვერ მოვიშორე. 
ვჭამდი და მაინც იმაზე ვფიქრობდი რა ჯანდაბა უნდა მექნა ახლა? სასწრაფოდ ახალი სამსახური გჭირდება. ჭამა დავასრულე და ოთახში ავედი. გამოვიცვალე, ცოტა დავისვენე და კვლავ ქვემოთ ჩამოვედი. ჰარი დივანზეა წამოგორებული და პულტი ხელში უჭირავს. დანებებულმა ამოვისუნთქე და გამოვტრიალდი როდესაც დამიძახა.
-ბელა, ბელა, ბელაა... როგორი დღე გქონდა სამსახურში?
-შემეშვი!
ვუთხარი გაღიზიანებულმა.
-ძალიან ვწუხვარ. მართლა გული დამწყდა, რომ გამოგიშვეს. თან ეს შენთვის ისეთი მნიშვნელოვანი იყოო...
ირონიით მითხრა. ბელა დამშვიდდი და ყურადრება არ მიაქციო. კიბისკენ წავედი, მაგრამ მოიცა.. რაო? ჰარიმ საიდან გაიგო, რომ გამომიშვეს? მე არაფერი მითქვამს! სწრაფად შევბრუნდი მისკენ.
-საჩივარი შენ შეიტანე?!
-მე შეგპირდი, რომ მანდ მუშაობას ვეღარ გააგრძელებდი.
-ნაბიჭვარო!
ბოლო ხმაზე ვუღრიალე და იქვე მაგიდაზე მდები ლუდის ბოთლი ვესროლე. მისი სიცილი სერიოზული გამომეტყველებით შეიცვალა და რაღაც მომენტში შიშმაც მოიცვა. ბოთლი აიცილა, მაგრამ მასთან მივედი და სახეში გავარტყი! ამ დარტყმაში მთელი ჩემი მისდამი წყენა და ბრაზი იყო ჩაქსოვილი. მოულოდნელი იყო მისთვის და ვერ შეძლო ხელის აცილება. თანაც ვიცი, რომ ძალიან ეტკინა, რადგან ხელის გული საშინლად ამეწვა.
-საკმარისია! რა ჯანდაბა გინდა ჩემგან?! რა შენი ტრაკის საქმეა მე სად ვიმუშავებ?! რატომ არ გინდა, რომ შემეშვა? უბრალოდ დაახვიე ჩემი ცხოვრებიდან!
ვუყვირე.
- აღარასოდეს გაბედო ჩემთვის დარტყმა!
ჩუმი მაგრამ მკაცრი ხმით მითხრა და ხელები გამიკავა.
_____________________________________

სიყვარულით ლინა ♥

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now