part 21

149 5 0
                                    

თავი 21
საღამოს მისაღებში ვიჯექი, ჰარი შხაპს იღებდა. ტელევიზორი ჩავრთე და ნაცნობი სახე შევნიშნე.

ჟურნალისტი - ბატონო ჯეიმს, რა კომენტარს გააკეთებთ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით?

ჯეიმსი - უბრალოდ გაუგებრობა იყო.

ჟურნალისტი - ამბობენ, რომ ჩხუბი გოგონას გამო მოხდა.

ჯეიმსი -  არაფერი მსგავსი. უბრალოდ ჰარი გააღიზიანა იმ ფაქტმა, რაც რბოლაზე მოხდა.

ჟურნალისტი - რატომ ცდილობდით მის ჩამოშორებას რბოლაზე? თქვენ ხომ ერთი ქვეყნის წარმომადგენლები იყავით?

ჯეიმსი - ეს რბოლაა. აქ არავინ უნდა დაინდო!

ჟურნალისტი - ამბობენ, რომ გოგონა, რომელიც ჰარის ახლდა თქვენი შეყვარებულია.

ჯეიმსი - ჰო, უბრალოდ ცოტა ხნით პაუზა გვაქვს აღებული.

ჟურნალისტი - მემგონი ჰარი ამ ურთიერთობის წინააღმდეგია.

ჯეიმსი - ჰო, ბელა მისი ნახევარ დაა და ცდილობს ყოველთვის გააკონტროლოს.

ტელევიზორი სასწრაფოდ გამოვრთე, როცა კიბეზე ჰარის ფეხის ხმა მომესმა. ეს ყველაფერი ჰარიმ არ უნდა ნახოს. ნამდვილი იდიოტია ჯეიმსი! ჯერ ლიამი ეჩხუბა, შემდეგ ჰარიმ დაარტყა და კიდევ იგივეს იმეორებს?
-რას აკეთებ?
-ამმ არაფერს, შენ?
-ბიჭებს ველოდები, მალე მოვლენ.
-ჰოოო.
-ტელევიზორი რატომ გამორთე?
-არაფერი არ გადის.
-მომეცი პულტი, იქნებ რამე ვიპოვო.
-არა ჰარი, მართლა არაფერი არ გადის.
-კარგი არაუშავს, მომეცი რბოლას გადავახვევ და ვუყურებ.
-არ გინდა. მოდი ვილაპარაკოთ.
მაქსიმალურად ვცდილობდი ტელევიზორი არ ჩაერთო.
-რა გჭირს?
-მეე? არაფერი.
-უცნაურად იქცევი.
მითხრა და პულტი ამაცალა. ტელევიზორი უნდა ჩაერთო, როდესაც კარზე ზარი გაისმა. ორივე ავდექით.
-ბელა იყავი, მე გავაღებ.
-მეც გავაღებ.
ჩაიცინა და კარისკენ წავიდა. მთელი 2 დღე ატრიალებდნენ ჯეიმსის ინტერვიუს ტელევიზორში და მთელი 2 დღე ვცდილობდი ჰარის ეს ყველაფერი არ ენახა. 20 ივნისს ჩემი დაბადების დღეა, სულ რაღაც 16 დღე დარჩა და 23 წლის გავხდები. სავარაუდოდ კატალიასთან ერთად აღვნიშნავ.
დღეები ერთმანეთს მიჰყვება.. სიმართლე გითხრათ სახლში მოწყენილობაა. დღის დიდ ნაწილს ტელევიზორთან ვატარებ. საღამოს, როცა ჰარი მოდის სიხარულით ვახშამს ვუმზადებ, ვსაუბრობთ, ვიცინით და შემდეგ ვიძნებთ. რაც ყველაზე მთავარია ის მაინც დუმს. არაფერს ამბობს ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით, არც არაფერს იმჩნევს. როცა ცუდ ხასიათზეა, ცდილობს საერთოდ არ მესაუბროს. ჩხუბით არ ვჩხუბობთ, ხანდახან თუ ტელეფონში ჩავძვრები და მის საუბარს დავაიგნორებ, მხოლოდ მაშინ გიჟდება და ეჭვიანობის ნიადაგზე ხმას უწევს. სხვა ყველაფერი ძველებურადაა. ეს ერთი თვე უფრო სხვანაირი წარმომედგინა. მეგონა ჰარი გამომიტყდებოდა მის გრძნობებში და ბედნიერები ვიქნებოდით, თუნდაც მხოლოდ 1 თვით, მაგრამ ასე არ მოხდა. იმედს მაინც არ ვკარგავ, ჯერ მხოლოდ მარტოობის 1 კვირაა გასული და ყველაფერი წინ გვაქვს. ჩემს დაბადების დღემდე უკვე 10 დღეა დარჩენილი.
-ხვალ მე და კატალია კლუბში მივდივართ.
-მხოლოდ თქვენ ორნი არ წახვალთ.
-კარგი რაა. ის ხომ ლილი არაა.
-ორივე გულუბრყვილოები და ჩერჩეტები ხართ. შეიძლება უარესი დაგემართოთ.
-ჩერჩეტი შენ თვითონ ხარ!
ჩაიცინა.
-ცუდად არ მითქვამს ხომ იცი.
-რამე კაბა უნდა შევარჩიო.
-მგონი მე უარი ვთქვი!
-და შენ ვინ გეკითხება?!
მისი მკაცრი ტონი და უარიც კი მომწონს. მაგრამ რა თქმა უნდა ჯიუტად საპირისპიროს ვუმტკიცებ ყოველთვის.
-იცოდე მე არ მოგივლი!
-კარგი.
-რა კარგი ბელა?
-არ მომიარო. მე მაინც წავალ.
-ლიამი უშვებს კატალიას?
-ჯერ ერთი, ლიამის გამოსაშვები კატალიას რა სჭირს, და მერე მეორე, თქვენ ორს  საერთოდ ვინ გეკითხებათ?
დოინჯი შემოვირტყი და წინ აღვუდექი.
-ბელა, კლუბში სიარულის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ არ მინდა ის განმეორდეს რაც მაშინ.
-არ განმეორდება. ვუყურებ როგორ ჩამოასხამს ბარმენი სასმელს.
ეს პასუხიც არ აწყობდა ვაჟბატონს.
-ჩვენც წამოვალთ.
-არა. მხოლოდ გოგონები!
-ახლა უფრო მომინდა წამოსვლა.
-ამხელა ბიჭს საქმეები არ გაქვს? კლუბებისთვის გცალია?
-მოვიცლი, შენ ნუ დარდობ მაგაზე.
-არ გეტყვი რომელ კლუბში წავალთ.
-თქვენი მოძებნა არ გამიჭირდება.
-რატომ მაკონტროლებ?
-არ გაკონტროლებ, რა სისულელეა. უკვე აგიხსენი რისიც მეშინია.
-რატომ გეშინია?
სიტყვა ვერ თქვა. მხოლოდ ადგა და მერე ისევ დაჯდა.
-რა სისულელეებს მეკითხები ბელა.
გამეღიმა მის დაბნეულობაზე და აღარაფერი მითქვამს.
მეორე დღეს ჰარის მოსვლამდე გამოვედი სახლიდან. კატალიას შევხვდი და წავედით.
-კატალია სტრიპტიზ კლუბში მომიყვანე?
-არაა. უბრალოდ გოგონები აქაც ცეკვავენ.
-კარგი. რითი დავიწყოთ?
-ტეკილით რა თქმა უნდა.
ბართან 3-3 ტეკილა დავლიეთ და როგორც კი სისხლში ალკოჰოლი გაიჟღინთა, ცეკვა დავიწყეთ. ერთმანეთს ვეცეკვებიდით და ნაცნობ სიმღერებს ხმას ვაყოლებდით.  ბიჭებთან ძალიან კარგია, მაგრამ განცალკევება და განტვირთვაც აუცილებელია. მიყვარს კატალია. მასთან სრულიად ვიხსნები და შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ.  ცეკვით დაღლილმა და აქოშინებულმა რამდენიმე წუთით შესვენება გადავწყვიტე, როცა შემოსასვლელთან ნაცნობი სახე შევნიშნე. ვიფიქრე, რომ მომეჩვენა და ცეკვა განვაგრძე.
-მგონი ლიამი მომელანდა.
მითხრა სიცილით კატალიამ.
-ჰოო, მე ჰარი.
ეთმანეთს სიცილში ავყევით, მაგრამ რამდენიმე წამში გავაანალიზეთ ის რაც ვთქვით და ადგილზე გავშეშდით. 2 ვაჟბატონი მაგიდასთან სხედან და გვიყურებენ. ორივემ ერთმანეთს გადავხედეთ და რა თქმა უნდა მათთან მივედით.
-აქ რას აკეთებთ?!
მკაცრად ვუთხარი.
-გასართობად მოვედით.
ერთმანეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს.
-რატომ მაინც და მაინც აქ?
-ამ კლუბში ხშირად დავდივართ.
-არ შეიძლება ერთხელ მაინც ნორმალურად გავერთოთ?
დაიწუწუნა კატალიამ.
-თქვენ რა შუაში ხართ?  ხელს ნუ გვიშლით, თქვენ თქვენთვის, ჩვენ ჩვენთვის.
-აჰა, ასე არა? კარგი.
ტიპებმა თავიდან მოგვიშორეს. კარგით ბატონებო, ახლა განახებთ გართობას და ჩვენთვის ყოფნას.
ბართან მივედით და კიდევ 3-3 ჭიქა დავამატეთ. ეს უკვე საკმარისია, იმისთვის, რომ მათ თვალწინ ბიჭები შევაბათ. მე და კატალია ერთმანეთს სექსუალურად ვეცეკვებით, რის გამოც თითქმის ყველას მზერა ჩვენზეა მომართული. ჯერ ერთი ბიჭი აგვყვა ცეკვაში, შემდეგ მეორე, შემდეგ რამოდენიმე და საბოლოოდ ჩვენ ორნი ამ ბიჭების წრეში ვცეკვავთ. მიუხედავად იმისა, რომ ჰარის საერთოდ ვერ ვხედავ, მაინც ვგრძნობ საიდანღაც მის გაბრაზებულ მზერას. ერთმანეთს მოვშორდით და უკვე ბიჭებთან დავიწყეთ ცეკვა, რომლებიც ხელს ხან წელზე გვიფათურებდნენ, ხან საჯდომზე. სადღაც შორიდან ჰარი დავლანდე, რომელიც გოგოსთან ერთად ცეკვავს. კარგი ბატონო  სტაილს. ჩემს პარტნიორს, ხელები კისერზე მოვხვიე და თავი ჩემსკენ მოვაწევინე. ის ისაა უნდა ვაკოცოთ ერთმანეთს, რომ ჰარიმ ბიჭს ხელი უხეშად კრა, შემდეგ მე ჩამავლო და კლუბიდან გამათრია.
-მანქანაში ჩაჯექი!
-მე ჯერ არ დამიმთავრებია გართობა!
-ბელა მანქანაში დროზე!
მიბრძანა.
-აქ ცალ-ცალკე მოვედით, ამიტომ აქედანაც ცალ-ცალკე წავალთ.
-ბელა ჩაეგდე ამ წყეულ მანქანაში და ნუ გამომიყვან წყობილებიდან!
-და რას გამოყავხარ წყობილებიდან?
-შენ!
-რატომ?
-ნასვამი ხარ და არ იცი რას აკეთებ!
-რაც არ უნდა ნასვამი ვიყო, ყოველთვის ვაკონტროლებ ჩემს საქციელებს!
-მაშინ ასე რატომ იქცევი?!
-როგორ ასე ჰარი?
-სექსუალურად ცეკვავ, ბიჭებს აღაგზნებ, მათ ეცეკვები და მერე კოცნი.
-მერე რა?! მე ხომ თავისუფალი გოგო ვარ.
რამოდენიმე წამით გაჩუმდა. მიდი ჰარი თქვი! აღიარე ერთხელ და სამუდამოდ გთხოვ.
-მანქანაში ჩაჯექი.
ჯანდაბა!
-არა!
-ბელა, მანქანაში ჩაჯექითქო!
-არა-თქო!
ხელები გადავაჯვარედინე და  ადგილზე გავქვავდი.
-რატომ მაიძულებ, რომ ცუდი ვიყო?
-მე მხოლოდ იმას გაიძულებ, რომ მართალი იყო.
-რაა?
-არაფერი.
-ჩვენი ურთიერთობა ძლივს დალაგდა ბელა. რატომ ცდილობ ყველაფრის არევას?
-რა ურთიერთობაზეა საუბარი?
მეტი რა გავაკეთო. პირდაპირ ხომ არ ვკითხავ მოვწონვარ თუ არა?!
-ბელა გთხოვ, მანქანაში ჩაჯექი.
-უკვე გითხარი, რომ არ ჩავჯდები!
ჰარი ჩემსკენ ისეთი სახით წამოვიდა,  წამში ისიც კი ვიფიქრე, რომ შუაზე გამგლეჯდა. სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა, მოულოდნელად ხელში ამიყვანა, მხარზე გადამიგდო  და მანქანაში ჩამაგდო. სანამ მივხვდი რა მოხდა, უკვე ისიც მომიჯდა გვერდით და მანქანა დაძრა.
-გიჟი ხარ?!
ვუყვირე.
-არა! მხოლოდ შენ გადაგყავარ ჭკუიდან!
მანაც აუწია ხმას.
-ჩემგან რა გინდა?! რას მერჩი?
-ჩემთვის სულ ერთი არ ხარ ბელა!
-ანუ?
ღრმად ამოისუნთქა და მითხრა.
-ღვედი შეიკარი.
ჩემს ნერვებზე თამაშობს! ხანდახან მინდა, რომ დავახრჩო! სიგიჟემდე ეჭვიანობს და სიგიჟემდე მოვწონვარ, მაგრამ არ აღიარებს. დავიჯერო ასეთი რთულია ამ ყველაფრის თქმა?
ღვედი შევიკარი, ხელები გადავაჯვარედინე და ფანჯარაში დავიწყე ყურება. მთელი გზა ჰარისთვის ხმაც არ გამიცია.
______________________________________

სიყვარულით ლინა ♥

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now