part 18

160 6 0
                                    

თავი 18    
                                          
-ლიამ ხმა ამოიღე, რა ჯანდაბა ხდება?!
კატალია მანიშნებს რომ არაფერი ვთქვა.
-არაფერი.
-კატალიამ რაც თქვა გავიგე.
-რა თქვა?
-ბელას ვიღაც ემუქრებაო. ვინ ემუქრება?
-ჰარი შენ მგონი ყურებიც დაიწვი. არაფერი უთქვამს მსგავსი.
-ლიამ ნუ მატყუებ!
-ჰეიი, ჰარი როგორ ხარ?
საუბარში ჩარეთო კატალია.
-კარგად. კატალია ვინ ემუქრება ბელას?!
-ოუუუ მეე. დღეს საყიდლებზე ვიყავით და ჩემთან დარჩენა შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა, ჰარის ვერ დავტოვებო. მე კი დავემუქრე თუ შემდეგ კვირას არ დარჩებოდა ჩემთან, ღამით მასთან შევიპარებოდი და გავპასტავდი.
ოჰ ეს ქალები. რამხელა ფანტაზიის უნარი აქვთ. წამში ისეთ ტყუილს მოიფიქრებენ და ისე დამაჯერებლად გეტყვიან, რომ ეჭვსაც კი ვერ შეიტან.
-გული გამისკდა. მეგონა ჯეიმსი ემუქრებოდა.
-ჯეიმსი? რაღა დროს ჯეიმსია. თან ხო დაშორდნენ ისინი.
-ხოო. შენ ერთხელაც არ  გინახივარ ქალბატონო, 1 კვირაა ცუდად ვარ.
-მაპატიეე ჰაროლდ, ვმუშაობდი სულ და არ მეცალა.
-საყიდლებისთვის ხომ გეცალა?!
-კარგი ხვალ მოვალთ მე და ჩემი დათუნია.
-ვკვდები თქვენს ზედმეტ სახელებზე. კარგი წავედი, ბელა მოვიდა.
თქვა და გათიშა. ორივემ ღრმად ამოვისუნთქეთ. კიდევ ერთხელ შევამოწმე ტელეფონი ნამდვილად გათიშლი იყო თუ არა და შემდეგ კატალიას ყველაფრის მოყოლა ვაიძულე.
-ჯეიმსს არ უნდოდა დაშორება, მაგრამ ბელა მაინც დაშორდა. ვერ აპატია ის რაც ჰარის გაუკეთა. ამის შემდეგ ყოველ დღე ურეკავს და ემუქრება. დღეს კაფეში როცა ვიყავით მანდაც მოვიდა.
-რა ჯანდაბა უნდა?
-არ ვიცი. ალბათ ბრაზობს ჰარის გამო რომ მიატოვა.
-ჰო მაგრამ ამას ჰარის ვერ დავუმალავ. არ არის სწორი მე ვიცოდე ეს ყველაფერი და ჰარის ვუმალავდე.
-არა, გთხოვ, გემუდარები. ბელამ ძალიან მთხოვა რომ შენთვის არ მეთქვა. თან ჰარი ისედაც ცუდად არის.
-შენ მოგეწონება ბელამ რომ რამე დაგიმალოს ჩემს შესახებ?
-თუ ამას შენს სასიკეთოდ აკეთებს, მაშინ კი.
-კატალია! ყველაფერზე გაქვს პაუხი!
მხრები აიჩეჩა და მომიცუცქდა.
-ხომ არ ეტყვი ჰარის?
-ჯანდაბა. არ ვეტყვი. მაგრამ ჯეიმსი უნდა ვნახო და ცოტა აზრზე მოვიყვანო.
-ახლა?
-ჰო. მალე დავბრუნდები. არ ინერვიულო, მხოლოდ დაველაპარაკები.
-ლიამმ კარგი რაა. უკვე გვიანია და არ გინდა.
-მალე დავბრუნდები პრინცესა.
ტანსაცმელი ჩავიცვი, გარეთ გამოვედი და ჯეიმსს დავურეკე.
-სად ხარ?
-ბარში.
-კარგი მოვდივარ.
ბარში მივედი და ჯეიმსი გარეთ გამოვიყვანე. მისი თვალებიდან კითხვის ნიშნები ცვიოდა. სიგარეტს მოვუკიდე და საუბარი დავიწყე.
-გავიგე, რომ ბელას აწუხებ.
-ვინაა ბელა?
-ჯეიმს, ერთხელ მაინც მოიქეცი კაცივით.
-არ ვაწუხებ. დავშორდით ჩვენ.
-ვიცი, რომ დაშორდით, მაგრამ ისიც ვიცი, რომ თავს არ ანებებ. ურეკავ, ემუქრები.
-არ ვემუქრები, უბრალოდ მასთან შერიგება მინდა.
-ჯეიმს, ბელას ახლოს აღარ გაეკარო თორემ თუ ეს ამბავი ჰარის ყურამდე მივა, მე აუცილებლად მოვალ შენს დაკრძალვაზე.
-და რა შენი საქმეა?! ან ვინ არის ჰარი? რას მაშინებთ.
-რადგან აქ ვარ, ესეიგი ჩემი საქმეა. ჰარის კარგად იცნობ. ისედაც კარგად მოგხვდება მისგან რბოლის გამო. რაც შეეხება ბელას, აღარ გაეკარები!
-არა! შენ ვერ მეტყვი რა გავაკეთო!
-ჯეიმს ნუ მაიძულებ...
-მომწონს ეგ გოგო და ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემი გახდეს!
მისი ვითომ სიჯიუტით მობეზრებულმა, ცალი ხელი მის ნიანგივით ყბაზე მოვკიდე, მეორე ხელით კი სიგარეტი პირიდან გამოვიღე და ყურის ქვემოთ, კისერზე მივაწვი.
-კიდევ დაურეკავ ბელას?!
ვუღრიალე ბოლო ხმაზე.
-არაა.
ორივე ხელით მკლავებზე ჩამეჭიდა და განთავისუბლება სცადა, მაგრამ საკმაოდ ძლიერად მყავდა დაჭერილი.
-თქვი, რომ არ დაურეკავ!
-არ დავურეკავ!
-მშვენიერია, მალე კიდევ შევხვდებით.
ვუთხარი, თვალი ჩავუკარი და წამოვედი.

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now