part 64

163 4 0
                                    

თავი 64

* ჰარის თვალთახედვით *
ჩემს თავში იმაზე დიდი ომია, ვიდრე პირველი და მეორე მსოფლიო ომები. აღარ ვიცი უკვე რამდენი შინაგანი ხმა მაქვს. მთელი დღეები ფიქრების კორიანტელში ვარ ჩაკარგული და დასკვნები მაინც ვერ გამომაქვს.
-ჰეი, კარგად ხარ?
მკითხა ბელამ და სავარძელში მოკალათდა.
-არ ვიცი.
-გინდა ვისაუბროთ?
არ ვიცი. მინდა? ის ყოველთვის მეხმარება და იქნებ ეხლაც მასთან საუბარი სჯობდეს? ხელებში ჩარგული თავი მაღლა ავწიე და ფიქრისგან დაღლილი სახით შევხედე ბელას.
-მინდა.
გამიღიმა და ხელით მუხლზე მომეფერა.
-მითხარი რაზე ფიქრობ, რა გაწუხებს.
-მეე.. ჯემაზე. კიდევ მიჭირს იმის გაანალიზება რაც ვნახე.
-ჰო ძალიან მძიმედ არის.
დანანებით დააქნია თავი.
-იმ საღამოს ყველაფერი გამახსენდა. ყველა ის მომენტი და გრძნობა, რომელიც მასთან იყო დაკავშირებული. მივხვდი, რომ ჩემი მისდამი სიძულვილი მხოლოდ და მხოლოდ ჩემივე შექმნილი ილუზიაა. ჰო მასზე გაბრაზებული ვარ, მაგრამ არ მძულს.
-როგორც არ უნდა დაგეგმო ყველაფერი,ცხოვრება მაინც დაუგეგმავი სიურპრიზებით მიედინება.
-ანუ?
-ანუ ჩვენი ცხოვრება ავიღოთ. ჩვენ შვილი დავკარგეთ გაურკვევლობის გამო. ორივე ერთმაენთს ვაბრალებდით და ამ დროს არცერთი ვიყავით დამნაშავეები. დამნაშავე მხოლოდ ნატალია და მამა იყვნენ. ჩვენ ხომ არ გვინდოდა რომ ეს მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. ასეთივე რამ მოხდა ჯემას შემთხვევაში. თინეიჯერი გოგო იყო, თავის შეყვარებულს აყოლილი. სახლიდან გაბრაზებული გაიქცა, მაგრამ მან ხომ არ იცოდა რო მშობლები მისი ძებნისას ავტოკატასტროფაში დაიღუპებოდნენ?! ეს ნებისმიერს შეიძლებოდა დამართნოდა. მანაც იგივე გადაიტანა რაც შენ, თანაც მარტომ. არც დეიდა ყავდა გვერდში და არც რომელიმე სხვა ნათესავი. მეგობარიც კი არ ყავდა, რომ ენუგეშებინა. მესმის, რომ ჯოჯოხეთი გამოიარე და ეს თემა შენთვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ მგონი დედაშენს და მამაშენს არ მოეწონებოდათ ის, რომ შენ და ჯემა ცალ-ცალკე ხართ.
- ვფიქრობ. ძალიან ბევრს ვფიქრობ მაგაზე. მინდა ისეთი ვიყო, როგორიც მათ ენდომებოდათ. მაგრამ მიჭირს. ნელ-ნელა სიბრაზეც და წყენაც მიქრება ჯემას მიმართ. მის მდგომარეობაზეც ძალიან ბევრს ვფიქრობ. არ მინდა ეგონოს, რომ ავადმყოფობის გამო შევურიგდი.
-იმაზე გულჩვილი ხარ ვიდრე მეგონე.
მითხრა და გვერდით მომიჯდა. თავი ფეხებზე დავადე და ქვემოდან ავხედე.
-კიდევ რამოდენიმე დღე მჭირდება და შევძლებ პატიებას.
-მიხარია ამ სიტყვების მოსმენა შენგან.
შუბლზე მაკოცა და თმებზე მომეფერა.
-თუ არ გაჩერდები ჩამეძინება.
ვუთხარი დაბალი ტონით.
-დაიძინე, ხვალ რბოლა გაქვს.
-არა, ერთად დავიძინოთ.

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now