part 33

131 6 0
                                    

თავი 33
ბელა საწოლზე მოკუნტული წევს და ჩემსკენ არც იხედება. მგონი ზედმეტი მომივიდა. მასთან ასე არ უნდა მელაპარაკა, უბრალოდ ძალიან ვიეჭვიანე. ის იმ ნაბიჭვარზე ფიქრობდა და არ მესიამოვნა.
-ბელა.
დავუძახე მაგრამ ხმა არ ამოუღია.
-ბელა.
კიდევ ერთხელ დავუძახე, მაგრამ უშედეგოდ. საწოლთან მივედი და ჩამოვჯექი.
-ვიცი, რომ არ გძინავს.
-ჰარი შემეშვი.
-ზედმეტი მომივიდა, მაპატიე.
-იძახი, რომ ჩემს გულის ტკენას არავის აპატიებ, მაგრამ შენ თვითონ მტკენ გულს ჰარი.
-არ მინდოდა.. უბრალოდ ვიეჭვიანე. ხომ იცი შეგნებულად ამას არასდროს გავაკეთებდი.
-საერთოდ ნატალიას რატომ დაურეკე?
-რადგან ერთხელ და სამუდამოდ შემეგნებინა მისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ აქვს!
-ეხლა მე გამოვედი ცუდი.
-შენ რატომ გამოხვედი ცუდი?
-იფიქრებს, რომ სპეციალურად გითხარი და უფრო გაგიფუჭეთ ურთიერთობა.
-არ გკიდია? რაც უნდა ის იფიქროს. ჩვენ ვერ შეგვეხება და მორჩა.
-მამას რომ უთხრას?
-და რა? ფრედი დამიშლის შენთან ყოფნას?
-შენ არა, მე დამიშლის.
-სანამ მე ცოცხალი ვარ, ვერავინ ვერაფერს დაგიშლის.
ღრმად ამოისუნთქა.
-ტირი?
-არა.
-შემომხედე.
-არა.
-ბელაა! შემომხედე!
ლოგინზე წამოჯდა და თავი დახარა. ღმერთო, როგორი გულუბრყვილოა..
-რატომ ტირი?
-არ ვიცი, უბრალოდ მეშინია, რომ დავშორდებით.
-ამას რატომ ამბობ?
- არ ვიცი ჰარი. უბრალოდ შენი დაკარგვა არ მინდა, ძალიან მიყვარხარ.
ამოისლუკუნა და ცრემლები მოიწმინდა. გული დამეწვა ამ სიტყვებისგან. ბელა ჩემსკენ მოვწიე, კალთაში ჩავისვი და ძლიერად ჩავიხუტე.
-არასდროს დამკარგავ. რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები! გასაგებია?
თავი დამიქნია.
-მაშინ მორჩი ეხლა ტირილს. ხომ იცი ვერ ვიტან როცა ტირი.
მისი თავი ხელებში მოვიქციე და ცრემლები მოვწმინდე.
-იცი რაა?
-რაა?
თქვა ნამტირალევი ხმით.
-2 დღით რომში წავიდეთ.
პატარა ბავშვივით გამომხედა და დიდზე გაიღიმა.
-მაშინ ტანსაცმელებს ჩავალაგებ.
თქვა და ჩემი კალთიდან გადახტა, მაგრამ მაინც მოვახერხე მისი დაჭერა.
-ჯერ ჩემთან მოდი.
ხელში ავიტაცე და საწოლზე ფრთხილად დავაწვინე.
-ჰარი, ახლა არა, რომში.
-მპირდები?
-გპირდები.
მითხრა, მაგრამ მაინც შევუცურე მაისურის ქვეშ ხელები და ლიფი გავუხსენი. სიცილი და მოძრაობა დაიწყო, მაგრამ ძლიერად დავიჭირე, რომ არ გამქცეოდა. შემდეგ კი მისი ტუჩებს დავეწაფე.

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now