part 15

153 6 0
                                    

თავი 15
როდესაც ტირილით გული ვიჯერე, კვლავ სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. ბნელ ქუჩას ფეხით მივუყვები და ყველაფერზე ვფიქრობ. ყველაფერი ამერია თავში. უამრავი კითხვა გამიჩნდა და პასუხებიც არ გამაჩნია. დღეს საღამომდე დარწმუნებული ვიყავი ჰარის გრძნობებში, მაგრამ ახლა.. აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ისიც არ ვიცი რა ვიგრძნო. თავი მოჭრილი ხის მორი მგონია, რომელზეც როცა მოესურვებათ მაშინ დაჯდებიან, როცა მოესურვებათ ფეხებით შეადგებიან და როცა მოესურვებათ გულებს ამოტვიფრავენ. არ ვიცი, ეს ცხოვრებაა უსამართლო თუ მხოლოდ მე ვარ ასეთი უბედური?!
ნელ-ნელა მივუყვები გზას, რომელსაც ლამპიონის შუქი ყვითლად ანათებს. ჩემთან ახლოს ლანდი შევნიშნე და უემოციოდ გავაყოლე მზერა. ჰარი. ფეხშიშველი, მხოლოდ შარვალი აცვია და წელს ზემოთ შიშველია.
-სად იყავი?! ყველგან გეძებდი.
უხმოდ ავუარე გვერდი და სახლისკენ წავედი.
-ბელაა! მომისმინე.
-რაც არ უნდა მომხდარიყო არ მაინტერესებს! მომშორდი!
ვუთხარი ზიზზღით და სახლში შევედი. ჩემს ოთახში ავირბინე, ტანსაცმელი ჩავიცვი და ლიამს დავურეკე. ვიცი, ვიცი, რომ საშინლად უხერხულია. ვიცი, რომ ახლა ეგოისტურად ვიქცევი და ლიამსაც უხერხულში ვაგდებ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ზეინა ცოლი ყავს და არ მინდა რამე არასწორად იფიქროს. რაც არუნდა იყოს, მაინც არ არის სასიამოვნო როცა შუა ღამით ურეკავენ შენს ქმარს და მასთან დარჩენას თხოვენ. თანაც ჰარი იფიქრებს, რომ ზეინთან ვარ, რადგან ყველაზე ახლო ურთიერთობა მასთან მაქვს.
-ლიამ გამარჯობა.
-ამმ.. რომელი ხარ?
ნამძინარევი ხმით მკითხა.
-ბელა ვარ.
-გისმენ ბელა. ხომ კარგად ხარ? მშვიდობაა?
მომაყარა უცებ.
-მაპატიე ამ დროს რომ გირეკავ, მაგრამ შეიძლება ერთი ღამით შენთან დავრჩე?
-ჰო, რა თქმა უნდა. მოხდა რამე?
-რომ მოვალ მერე ვისაუბროთ.
-კარგი მე გამოგივლი.
-არა შენ უბრალოდ მისამართი მომწერე და ტაქსით მოვალ.
გავუთიშე და 2 წუთში შეტყობინება მომივიდა. ჩანთა ავიღე და ოთახიდან გამოვედი. ჰარის ოთახის კარი ღია იყო. ლოგინზე ლილი იჯდა და დამნაშავის თვალებით იყურებოდა. ჩემს დანახვაზე წამოდგა. ყურადღება არ მივაქციე და  ქვემოთ ჩავირბინე, კარისკენ წავედი, მაგრამ ჰარი გადამეღობა.
-სად მიდიხარ?
-შენი საქმე არ არის!
-მოიცა ამ შუა ღამე არსად  გაგიშვებ!
-ჰარი გამეცალე!
ვუთხარი მკაცრად და მკვლელი მზერა ვესროლე.
-ჰეი, მოდი მშვიდად ვისაუბროთ.
-არ მინდა შენთან საუბარი. გამატარე!
კარი გამოვაღე მაგრამ მიხურა.
-ბელა, ნუ აზვიადებ გთხოვ.
-ვაზვიადებ?! არაფერსაც არ ვაზვიადებ! გამატარე დროზე!
ვუყვირე.  ხმაურზე კი ნატალია და მამა ჩამოვიდნენ ქვემოთ. ჯანდაბა! ესღა მაკლდა.
-ბელა, ჰარი, რა ხდება?
-არაფერი.
მოკლედ მოვუჭერი.
-ბელა, სად მიდიხარ?
მკითხა მამამ შეშფოთებული სახით.
-ჩემს თანამშრომელთან. დამირეკა და მისვლა მთხოვა, ცუდად არის.
-კი, მაგრამ ამ დროს?
-ხო მამა. ცუდად არის. მეგობარია  და ვალდებული ვარ ამ დროს მის გვერდით ვიყო.
-ვფიქრობ ის მართალია.
თქვა ნატალიამ. ოჰ, მადლობა ღმერთს.
-ჰო, მაგრამ ძალიან გვიანია, მან კი ქალაქი არც ისე კარგად იცის.
-კარგი რა ფრედ. პატარა არ არის. 22 წლისაა.
-კარგი, ტაქსი გამოიძახე თორემ ქუჩაში ვერ იპოვნი.
-კარგი, არ ინერვიულო.
ისინი ოთახში აბრუნდნენ, ახლა ჰარი უნდა მოვიშორო.
-ჰარი, გამიშვი.
-ვერა ბელა ვერ გაგიშვებ! ისიც არ ვიცი სად მიდიხარ!
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?!
-რადგან გეკითხები ესეიგი აქვს!
-მოშორდი კარს!
-არათქო და მორჩა!
იდეალურმა იდეამ დამარტყა თავში. თავი მოვიკატუნე ვითომ თავბრუ დამეხვა და ჰარის ოდნავ დავეყრდენი.
-ბელა, კარგად ხარ?
მკითხა შეშფოთებულმა.
- თავბრუ მეხვევა.
-ჰეი, მისმინე, შემომხედე. აქ დაჯექი და დამშვიდდი ახლავე ზეინს დავურეკავ.
-ჰო, ოღონდ ჯერ წყალი მომიტანე გთხოვ.
-კარგი, მაგრამ დაჯექი. არ ადგე თორემ შეიძლება წაიქცე.
თავი დამჯერად დავუქნიე და როგორც კი სამზარეულოში გავიდა მაშინვე გავიქეცი. მთელი ძალით გავრბოდი, რომ  არ დამწეოდა და როგორც იქნა მთავარ გზამდე გავაღწიე და ტაქსიც შემხვდა. ჰარის ყვირილის ხმა შემომესმა შორიდან, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და მანქანაში სწრაფად ჩავხტი.
მალევე მივედი ლიამთან. მასთან მისვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჰარი ვერ მომძებნიდა. მაქსიმუმ ზეინთან დაერეკა.
მისაღებში შესვლისას გოგონა დამხვდა. მას რა შეყვარებული ყავს? ღმერთო რა უხერხულიაა..
-გაიცანი ბელა ეს კატალიაა ჩემი შეყვარებული.
მორცხვად მივესალმე გოგონას.
-სასიამოვნოა. ვწუხვარ ასეთ დროს რომ გაწუხებთ, მე უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა.
-რას ამბობ. გახსოვს რა გითხარი?!
-ჰო, მაგრამ მაინც უხერხულად ვგრძნობ თავს.
-დამშვიდდი. ძვირფასო გთხოვ ჩაი მოგვიმზადე, მანამდე ჩვენ ვისაუბრებთ.
-კარგი პატარავ.
უთხრა ტკბილი ხმით გოგონამ და ოთახი დატოვა.
-აბა რა მოხდა?
-არც კი ვიცი საიდან დავიწყო.
-საიდანაც გინდა იქიდან დაიწყე, მე გისმენ.
-პირველ რიგში გთხოვ ჰარის არ უთხრა, რომ აქ ვარ. ვიცი შენი ძმაკაცია, მაგრამ გემუდარები არ უთხრა, რომ აქ ვარ.
-ვიცოდი, რომ ჰარის უკავშირდებოდა, ამიტომ მისთვის არაფრის თქმას არ ვაპირებ.
მადლიერებით შევხედე და საუბარი დავიწყე. ჩემი ჩამოსვლის დღიდან მომხდარი თითოეული დეტალი მოვუყევი. ის კი ყურადღებით მისმენდა და დრო და დრო სახის მიმიკები ეცვლებოდა. როცა საუბარს მოვრჩი, ცრემლებმაც არ დააყოვნა და იფეთქა. კატალია გვერდით მომიჯდა და გულში ჩამიკრა. როგორი თბილი გოგოა.
-ბელა, ჰარის რატომ არ უთხარი, რომ ჯეიმსმა ძალით გაკოცა?
-რადგან არ მინდოდა მათ შორის ჩხუბი მომხდარიყო.
-ხო მართალი ხარ, რაც არ უნდა იყოს ჰარის საქციელს გამართლება არ აქვს.
-ის ისეთი თბილი იყო... უბრალოდ არ ვიცი..
-სიმართლე გითხრა, შენი მეგობარი ლილი არ მომწონს.
-ის არაფერ შუაშია. მან არ იცოდა, რომ მე ჰარი მომწონდა. არც მითქვამს. მაგრამ მოსვლის დღიდან თვითონ მოეწონა.
-კარგი რა! ადამიანის თვალს არაფერი გამოეპარება. ძალიან კარგადაც იცოდა. თან ჰარი თუ ისე გექცეოდა შენ როგორც ამბობ, დებილი უნდა იყო რომ ვერაფერს მიხვდე.
-არ ვიცი..
-ამ შემთხვევაში ორივე დამნაშავეა. მე დაველაპარაკები ჰარის.
-არა გთხოვ. არ დაელაპარაკო. არ მინდა ვინმემ რამე მიახვედროს. მინდა, რომ თავისით მიხვდეს.
-კარგი ბელა. როგორც გინდა. ახლა კი დაისვენე. პატარავ აჩვენე ოთახი.
კატალიამ ხელი ჩამკიდა და მეორე სართულზე ოთახში შემიყვანა.
-პირსახოცს და საცვლებს მოგიტან, შხაპი გესიამოვნება.
-ძალიან დიდი მადლობა. თქვენ, რომ არა..
-რას ამბობ. შენი ძალიან კარგად მესმის. მსგავსი რამ მეც გამოვიარე. ახლა დაისვენე და მერე ვიჭორაოთ.
მითხრა და საყვარლად ჩაიკისკისა. გავუღიმე და აბაზანაში შევედი.
შუადღის 2 საათზე გავიღვიძე, ოთახში კატალია დამხვდა.
-მე გაგაღვიძე?
-არა არა. ჩემით.
-ქვემოთ არ ჩახვიდე, ჰარი აქ არის.
-რააა? ჩემზე ხომ არაფერი უკითხავს?
-არა, არ იმჩნევს, მაგრამ გამწარებულია. ზეგინდელ რბოლაზე საუბრობენ.
-კიდევ კარგი. სანამ წავა მოდი აქ გადმოჯექი უკეთ გაგიცნო.
ვუთხარი და ისიც დასკუპდა საწოლზე. მთელი დღე ერთად გავატარეთ მე და კატალიამ. იმდენად გამამხიარულა, რომ ყველაფერი დამავიწყა. საღამოს კი სახლში დავბრუნდი. მისაღებში არავინ დამხვდა, ამიტომ პირდაპირ ჩემი ოთახისკენ წავედი. სანამ შევიდოდი გავიგე ლილის ხმა, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა.
-ჰოოო. ვიცი. კიი ფულიანი ხალხია. გუშინ ბელას ნახევარ ძმასთან მქონდა სექსი. ჰო რა თქმა უნდა ამოვაცალე.  დაახლოებით 1000 დოლარი. დღესაც დავრჩები და მერე წამოვალ. ჰო ბელას თითზე ერთი ოქროს ბეჭედი უკეთია და დღეს ღამით ვეცდები როგორმე მოვხსნა.ჰოო რამე ახალი ისტორია უნდა მოვიფიქრო ჩემს ძმაზე, რომ დღესაც დამტოვოს.
  გაოგნებისან პირი დავაღე. ოთახის კარი ხმაურიანად შევაღე და მანაც მაშინვე გათიშა ტელეფონი.
-ოუუ ბელა. ვერც კი წარმოიდგენ როგორ ვწუხვარ გუშინდელის გამო.. მეე..
-დროზე გაეთრიე აქედან!
ვუყვირე.
-რა? რატომ?
სიმწრისგან გამეცინა.
-რატომ?
ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი.
-შე მატყუარა, ქურდბაცაცა, ძუკნა!
გამწარებულმა ხელი მოვუქნიე და სახეში გავარტყი.
-გაეთრიე ჩემი სახლიდან!
-ეს შენი კი არა, ჰარის სახლია.
თვალები გამიფართოვდა.
-ბედავ და პასუხს მიბრუნებ?!
ვუყვირე. მისი ნივთები ჩანთაში ჩავყარე, შემდეგ ლილის მკლავში ჩავავლე ხელი და ქვევით ჩავათრიე.
-როგორ შეგეძლო! დახმარების ხელი გამოგიწოდე, ყველაფერი მოგეცი რაც შემეძლო და შენ რა გააკეთე?! შენი დანახვაც არ მინდა!
კარი გამოვაღე, ხელი ძლიერად ვკარი და გავაგდე. მისი ჩანთაც ფეხებთან მივუგდე და კარი მივუჯახუნე. კიბეებზე გაკვირვებული ჰარი ჩამოვიდა.
-ყველაფერთან ერთად ქაჯიც ყოფილხარ.
-შენს თავს მიხედე!
-შენი ქცევა გოგოს ქცევას არ გავს.
-ხოო? მაშინ მითხარი შენი საფულიდან 1000 დოლარი სად გაუჩინარდა?
-რაა?
-რაც გაიგე!
-ვიცი ამ ყველაფერს ეჭვიანობის გამო აკეთებ, მაგრამ უნდა გაწყენინო და გითხრა, რომ მე შავგრემანი გოგონები უფრო მიზიდავენ.
მისმა სიტყვებმა ბოლო მომიღეს, მაგრამ თავს უფლება არ მივეცი, რომ მეტირა.
თამაში გინდა ჰარი სტაილს? მაშინ ვითამაშოთ!
მისთვის აღარაფერი მითქვამს, ოთახში ავედი და ჯეიმსის ნომერი ავკრიფე.

____________________________________

სიყვარულით ლინა ♥

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now