part 25

162 6 0
                                    

თავი 25
მისაღებში ჰარის გვერდით ვზივარ, მისი მკლავი ჩემს მხარზეა შემოხვეული, ჩემი თავი კი მის მკერდზე და რბოლას ვუყურებთ. მისი გულის ცემის ხმა ყრუდ მესმის. ხარბად ვისუნთქავ ჰარის სურნელს და ძლიერად ვხვევ ხელებს წელის გარშემო. არ შეიძლება ყველაფერი ეს ნამდვილი იყოს. მე ის მიყვარს და მას მე ვუყვარვარ. ღმერთო! ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ჩემს სიხარულს საზღვრები არ გააჩნია. იმდენი ტანჯვა, გულისტკენა და დაბრკოლება გამოვიარე.. ახლა კი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ. არაფერს ვნანობ ცხოვრებაში. ყველაფერი ისე რომ არ მომხდარიყო, როგორც მოხდა, ახლა ჰარის გვერდით ვერ ვიქნებოდი. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორი ტკივილი განვიცადე, რადგან ეგ ყველაფერი ამად ნამდვილად ღირდა. და საბოლოოდ, არსებობს ადამიანი ვისთვისაც სულ ერთი არ ვარ! ვიღაცას ნამდვილად ვუყვარვარ და მე მარტო არ ვარ.
ყველაზე საოცარი გრძნებაა, როცა გეუბნებიან, რომ არ წახვიდე და დარჩე. როცა იცი, რომ ვიღაცა შენზე ფიქრობს, დარდობს. როცა შენთან სიახლოვეს ლამობს. როცა ვიღაცისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ხარ, რომ მზადაა შენს გამო ადამიანიც კი მოკლას!
ფიქრებიდან ჰარის ხმამ გამომარკვია.
-ბელა, ბიჭებმა მომწერეს და გინდა სადმე წასვლა?
-ჰო, შენც თუ გინდა.
-ამმ.. მგონი ჯობია ხვალ წავიდეთ. დღეს ძალიან ბევრი რამ მოხდა.
-კარგი, როგორც იტყვი.
-გეძინება?
-ცოტათი.
-კარგი წამოდი დავიძინოთ.
კიბეებს ავუყევით და მე ჩემი ოთახისკენ დავიძარი.
-სად მიდიხარ?
-დასაძინებლად.
ხელი მომკიდა და თავის ოთახში შემიყვანა.
-დღეიდან ეს არის შენი ოთახი.
გამიხარდა, მაგრამ ცოტას ხომ არ ვჩქარობთ? ჯანდაბა, ბელა მოკეტე! ამდენი ხანი ოცნებობდი ამ მომენტზე და ახლა ამბობ, რომ ჩქარობთ?!
საკუთარ თავთან კამათი შევწყვიტე და ჰარის ვუპასუხე.
-ჰმმ.. აქ შემოსვლას მიკრძალავდი.
-ახლა ნებას გრთავ .
გავუღიმე და ჰარის მაისური გამოვიღე კარადიდან.
-გატრიალდი უნდა გამოვიცვალო.
-კარგი რა, შიშველიც მყავხარ ნანახი.
-მერე რაა!
-ნუ ბავშვობ.
-შენ ნუ მარცხვენ!
ამოიოხრა და გატრიალდა. მაისური ჩავიცვი და ლოგინში ჩავწექი, ჰარიც მალევე მომიწვა გვერდით.
-ბელა.. გძინავს?
-არაა.
-იცი რა მაინტერესებს?
-რა?
-მითხარი, რომ დედაშენის გარდაცვალების შემდეგ ცუდ წრეში გაერიე. მინდა, რომ მომიყვე.
რამდენიმე წამით გავჩუმდი და შემდეგ ვუპასუხე.
-კარგი.
-თუ ცუდ გუნებაზე დადგები არ მინდა.
-არა არა.. სამაგიეროდ შენც მომიყვები შენს ბნელ მხარეებზე და კიდევ იარაღზეც.
-შევთანხმდით.
-როცა დედა დაიღუპა ერთი ბიჭი გავიცანი, დანიელი. ძალიან დამეხმარა. მან გადამატანინა ყველაფერი. ეს ბიჭი შემიყვარდა და 4 თვე ვიყავით ერთად. საშინელი სამეგობრო წრე ყავდა, თითქმის სულ სვამდნენ, ნარკოტიკებს იღებდნენ და მარიხუანას ეწეოდნენ. მარიხუანა მეც გავსინჯე, მეხმარებოდა დედაჩემის დავიწყებაში. 3 თვის განმავლობაში მასთან არაფერი მქონია. ძალიან მეშინოდა, რადგან ყოველთვის იმაზე ვოცნებობდი, რომ ეს იმ ადამიანთან უნდა მომხდარიყო ვინც სიგიჟემდე მიყვარდა და პირიქით. საბოლოოდ მასთან დავწექი. სიმართლე გითხრა საშინელება იყო. ძალიან მტკივნეული და უხეში. ამის შემდეგ სექსი არ გვქონია, თავს ვარიდებდი. დანიელი ხშირად თამაშობდა ფულზე, რის გამოც მანქანა, სახლი, ფული და საერთოდ ყველაფერი წააგო. ბოლოს როცა აღარაფერი დარჩა რის წაგებასაც შეძლებდა, ჩემზე ითამაშა. მოგებულს შეეძლო ჩემთან ღამის გატარება. საღამოს ერთ სახლში წამიყვანა, ფართი იყო და ვიღაც ბიჭს ჩააბარა ჩემი თავი. მითხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა და ამ ბიჭს გვერდიდან არ მოვშორებოდი. ცოტა ხანში ამ ტიპმა ოთახში ამიყვანა მოტყუებით. მითხრა, რომ დანიელი იქ იქნებოდა. როცა შევედით კარები ჩაკეტა და ჩემსკენ წამოვიდა. გამიმართლა, რომ ფხიზელი არ იყო და ორიენტირება უჭირდა. ჩემი გაუპატიურება სცადა და ყველანაირად ვცდილობდი მის მოგერიებას, რომ არ მომკარებოდა. ბოლო ხმაზე ვკიოდი როდესაც ოთახის კარი ერთმა ბიჭმა შემოამტვრია და იმ ცხოველისგან მიხსნა. ამ ყველაფრის შემდეგ დანიელს დავშორდი და 6 თვე საშინელი დეპრესიები მქონდა. რამდენჯერმე თავის მოკვლაც ვცადე, მაგრამ ყოველთვის ხერხდებოდა ჩემი გადარჩენა. დანიელთან მხოლოდ ერთხელ ვიწექი, ჯეიმსი კი ჩემთვის მეორე იყო. არც ისეთი კარგი გამოცდილება მაქვს სექსუალურ ცხოვრებაში - ნერვიულად ჩავიცინე-ამ ყველაფრის შემდეგ კი უბრალოდ ძალიან მეშინია მამაკაცთან ურთიერთობის. მინდა, რომ ეს ორი ადამიანი დავივიწყო, ამოვშალო ჩემი გონებიდან, მაგრამ არ გამომდის.
-ბელა მე.. ვწუხვარ. ნეტავ შემეძლოს შენთვის შენი წარსულის გაქრობა. მე გპირდები, თუ ოდესმე ლოს-ანჯელესში მოვხვდები, დანიელსაც და იმ ტიპსაც ვიპოვი და კბილებს დავა...
სიტყვა გავაწყვეტინე.
-ჰეი. ჩხუბი და დაძაბულობები არ მინდა! ძლივს ყველაფერი დამთავრდა და აღარ მინდა თავიდან დაწყება.
-ბელა მე უბრალოდ იმის წარმოდგენაზეც კი ცუდად ვხდები, თუ როგორ გეხებოდნენ სხვა მამაკაცები!
-ახლა შენი ჯერია.
-ჩემი? მე შეგეხო?
სირცხვილისგან კინაღამ ადგილზე ჩავიფერფლე. სიბნელის მიუხედავად მაინც ვგრძნობ მის ეშმაკურ მზერას და ვიცი, რომ ამას სპეციალურად აკეთებს!
-ვგულისხმობ, რომ შენი მოყოლის ჯერია.
დავიწყე ახსნა განმარტებები, რაზეც ჩაიცინა და საუბარი დაიწყო.
-მე.. იარაღი მაშინ ვიყიდე, როცა 16 წლის ვიყავი. მინდოდა ჯემას შეყვარებული მომეკლა, მაგრამ ვერსად ვიპოვე. გოგონები ყოველთვის მრავლად იყვნენ ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ გრძნობები არავის მიმართ მქონია არასდროს. მხოლოდ ერთხელ ვიღაც გოგო დავაორსულე და მერე ბავშვი მოვაშორებინე. ერთხელ ვარ ნასამართლევი, ნუ უკვე ორჯერ. პირველად მაშინ გამასამართლეს, როდესაც ერთი ქალს დავარტყი და..
-რაქენი?!
თვალები კინაღამ გადმომცვივდა. გაოცებას ვერ ვმალავ.
-არავისთან მაქვს ერთ ღამეზე მეტი ურთიერთობა. მასთან კი რამდენიჯერმე მქონდა სექსი და სასმელში რაღაც ჩამიყარა, რის გამოც კინაღამ მოვკვდი. ვცდილობდი გამერკვია რატომ გააკეთა ეს და გავიგე, რომ ამ ყველაფრის უკან ერთ-ერთი მრბოლელი იდგა, რომელსაც ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა. თავი ვერ შევიკავე და სახეში გავარტი. შემდეგ იმ მრბოლელთან მივედი და ახლა ის ინვალიდის ეტლში ზის.
-რა უქენი მას?
ვკითხე, თუმცა შემეშინდა პასუხის მოსმენის.
-ბელა.. ეს წარსულია და ყველაფერს ვნანობ. უბრალოდ მაშინ ზეინი რომ არა ახლა მკვდარი ვიქნებოდი.
-ჰო, მაგრამ შენ ადამიანი დააინვალიდე ჰარი!
-სხვაგვარად კიდევ იქნებოდა იმის საფრთხე, რომ რამე დაეშავებინა.
-ნანობ?
-მეე..კი.
-ჰარი, გულწრფელად მიპასუხე. ნანობ?
-კი ბელა. მართლა ვნანობ.
-პოლიციაში არ გიჩივლა?
-თვითონ არა. იმ ქალმა მიჩივლა ვისაც დავარტყი, მაგრამ დეიდამ ვიღაცეები ჩარია და მოკლედ გამომიშვეს.
-ღმერთო ჩემო. ამას ვერ წარმოვიდგენდი ჰარი.
-არ მითხრა, რომ ჩემზე წარმოდგენა შეგეცვალა გთხოვ.
-არა მე უბრალოდ.. არ მეგონა თუ ადამიანის ასე გამეტება შეგეძლო.
-ბელა დამიჯერე, როცა სასოწარკვეთილი ხარ, ყველაფერზე ხარ წამსვლელი.
მისი მკლავებისგან განვთავისუფლდი და ოდნავ მოშორებით ლოგინზე წამოვჯექი. მან ქალს დაარტყა! და ახალგაზრდა ბიჭი ეტლს მიაჯაჭვა!
-შენი ცოტათი მეშინია.
ვუთხარი ის, რასაც ვფიქრობდი.
-ამას სერიოზულად ამბობ?
-ჰო.
არ ვიცი რატომ უკვირს, რომ მისი შეიძლება მეშინოდეს იმ ყველაფრის შემდეგ რაც მომიყვა რამდენიმე წამის წინ.
- შენ ჩემი არ უნდა გეშინოდეს. რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს არაფერს დაგიშავებ!
სიტყვები ნელი ტემბრით და მკაცრი ტონით წარმოთქვა.
-ჰარი მინდა, რომ ძალადობას შეეშვა.
-მე არავიზე არ ვძალადობ.
-გთხოვ, აღარავინ ცემო და აღარავინ დააინვალიდო.
ვუთხარი ჩურჩულით ისე თითქოს ვიღაც გვისმენდა და არ მინდოდა ვინმეს გაეგო.
-ამას არ ვიზამ.
მითხრა და გაიცინა.
-სერიოზულად გეუბნები.
-მეც.
ისევ გაიცინა და მისკენ მიმწია.

* ჰარის თვალთახედვით *
ბელას ჩემს მკლავებში ჩაეძინა. არ მჯერა, რომ მას ყველაფერი ვუთხარი. არც ის მჯერა, რომ ბელას ჩემი ეშინია. უმიზეზოდ არავინ მიცემია. ჰო ვნანობ, რომ ქალს ხელი დავარტყი. ამხელა არაკაცობა ცხოვრებაში არ გამომივლენია. უბრალოდ იმდენად გაცოფებული ვიყავი, რომ თავი ვერ გავაკონტროლე. იმასაც ვნანობ, რომ გოგონას ბავშვი მოვაშორებინე. ეს ხომ მკვლელობის ტოლფასია! მაგრამ არ მინდოდა შვილი მაგ ასაკში და არც იმ გოგოსთან მინდოდა ურთიერთობა. ახლა კი მეშინია, რომ ბელა ჩემს მიმართ შეიცვლება, ჩემი ბნელი წარსულის გამო. როგორ შეიძლება ვინმე არ დავაინვალიდო, როცა დანიელის შესახებ მომიყვა?! ნაბიჭვარი. დანიელს მაინც ვიპოვი და ჩემებურად მივხედავ. არავინ დარჩება დაუსჯელი ვინც ბელას გულს ატკენს! ვხვდები, როგორც მე მივეჯაჭვე ბელას, ისევე მომეჯაჭვა ისიც. ორივეს გვაკლია ზრუნვა და სიყვარული, რასაც ერთმანეთით ვივსებთ. მაგრამ ახლა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ბელას მიმართ. ის პატარა უმწეო არსებაა, რომელსაც თავის დაცვა არ შეუძლია.
გული მწყდება, რომ მას ასეთი ცხოვრების გამოვლა მოუწია და გვერდშიც არავინ ყავდა ისეთი, ვინც დაიცავდა. სირი ფრედი. როგორ არ ანაღვლებდა თავისი შვილის ბედი?! ასე უყურადღებოდ როგორ დატოვა?! ოჰ ჯანდაბა, ფრედი! იმედი მაქვს მისთვისაც არ მომიწევს კბილების ჩალეწვა, როცა ჩემზე და ბელაზე გაიგებს.
დილით ბელას კოცნამ გამაღვიძა. მთელს სახეზე კოცნებს მიტოვებდა და თან ხმადაბლა ჩემს სახელს იმეორებდა. თვალები ნელა გავახილე და მომღიმარი ბელა დავინახე.
-დილა მშვიდობისა.
-დილა მშვიდობისა პატარავ.
ამ სიტყვაზე თვალები გაუნათდა და ლოყებიც აუღაჟღაჟდა.
-მომწონს, როცა ასე მეძახი.
თქვა მორცხვად.
-კარგია პატარავ.
უფრო დიდზე გაიღიმა. ჩემსკენ მოვწიე და მუცელზე დავიწვინე. მისი თმის სურნელი მაგიჟებს.
-ჰარი მუცელი არ გტკივა ამხელა ძროხა რომ გაწევს ზემოდან?
ძროხა ნელა და გამოკვეთილად წარმოთქვა. მივხვდი რაც იგულისხმა. ძროხა მაშინ დავუძახე, როცა მთლიანი პიცა შეჭამა და მე არ ამომიტანა ოთახში.
-არა, თან ეგ ძროხა ძალიან მიყვარს.
სახე ჩემს ტუჩებთან მოიტანა და ტკბილად მაკოცა.
____________________________________

სიყვარულით ლინა ♥

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now