part 26

150 5 0
                                    

თავი 26
* ბელას თვალთახედვით *
საწოლიდან წამოვდექი და ჩემს ოთახში გავედი. ამ ოთახში შემოსვლისას  საშინელი განცდა მეუფლება. საწოლისკენ გახედვაც არ მინდა, რადგან მაშინვე თვალწინ მიდგება ის მომენტები... გული ამიჩქარდა და კისერში დიდი ბურთი გამეჩხირა. თავს ტირილის უფლებას არ ვაძლევ. ოთახის შესასვლელში ვდგავარ და ადგილიდან ვერ ვიძვრი. ყურში ექოდ ჩამესმის ჯეიმსის ქოშინი. ხელები ყურებზე ავიფარე და ცრემლებმაც არ დააყოვნეს.
დამშვიდდი ბელა! ყველაფერმა ჩაიარა. ჯეიმსმა პასუხი აგო იმის გამო რაც გაგიკეთა! დამშვიდდი. საკუთარი თავის დამშვიდებას ვცდილობ და ღრმად ვსუნთქავ.
მოულოდნელად უკნიდან სხეულის შეხება ვიგრძენი და შევხტი.
-დამშვიდდი, მე ვარ.
მითხრა ჰარიმ დაბალი ხმით. გულში ჩამიკრა და თმაზე ნაზად მომეფერა.
-მაპატიე.. ვცდილობ არ ვიფიქრო, მაგრამ როცა ამ ოთახში შემოვდივარ...
-ჩშშშშ... ვიცი, რომ ბევრი რამ გადაიტანე, მაგრამ მე შენს გვერდით ვარ და მიყვარხარ.
ყოველ ჰარის ნათქვამ მიყვარხარ-ზე ჟრუანტელი მივლის. მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ.
- მადლობა, რომ ისეთი გიყვარვარ როგორიც ვარ.
-როგორი ისეთი ბელა?!
-მაპატიე, მე უბრალოდ თავი ბინძური მგონია...
ხმა გამებზარა. თითები ნიკაპზე მომკიდა, თავი ამაწევინა და თვალებში შემომხედა.
-შენ ჩემთვის ყველაზე წმინდა ხარ! ის რაც მოხდა, წარსულში დარჩა. ვიცი, რომ რთულია შენთვის. მეც ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩვენ ერთად ყველაფერს გადავლახავთ გესმის?
თავი დავუქნიე, ჰარიმ კი ცრემლები მომწმინდა.
-აღარასოდეს დავინახო შენს ლამაზ თვალებზე ცრემლები!
გამეღიმა და უფრო მივეკარი. ეს ის ჰარია, რომელიც ჩამოსვლის დღიდან სიცოცხლეს მიმწარებდა, ახლა კი ერთადერთია, ვინც ტკივილს მიამებს.
-იცი რაა? იდეა მაქვს.
-რა იდეა?
-მოდი ეს ოთახი თავიდან ბოლომდე შევცვალოთ, რომ ცუდი მოგონებები აღარ გაგიღვიძოს.
-ჰარი, ნატალიას რა ვუთხრათ?
-ოთახზე? მაგას მე მოვაგვარებ. მანამდე ჩაიცვი და მერე სავაჭრო ცენტრში წავიდეთ ახალი ავეჯის შესაძენად.
თავი სიხარულით დავუქნიე და კარადიდან ტანსაცმელი გამოვიღე. სწრაფად ვისაუზმეთ და სავაჭრო ცენტრში წავედით. ბევრი სიარულის შემდეგ, როგორც იქნა ავარჩიეთ ულამაზესი საწოლი, ტუმბო, პატარა მაგიდა, პუფი, დიდი სარკე, სანათი და რამოდენიმე ხელი თეთრეული. სხვა და სხვა ფერის საღებავებიც ვიყიდეთ და სახლში წამოვედით.
-ბიჭებმა ტელეფონი ამიფეთქეს 3 დღეა.
-ჰო მათ საერთოდ არ შეხმიანებიხარ.
-ხვალ წავიდეთ სადმე.
-გუშინაც ეგრე თქვი.
-დღეს კედლების შეღებვა არ დავიწყოთ?
-კი კი კი.
სიხარულით წამოვიძახე.
-მაშინ ხვალ მოგვიწევს წასვლა.
-კარგი.
სახლში მივედით, გამოვიცვალეთ და ჩემს ოთახში ავედით, რომ ავეჯისგან გაგვენთავისუფლებინა, მაგრამ ჩვენ ორნი ვერაფერს გავხდით. ჰარის მაინც მოუწია ბიჭებთან დარეკვა. მალევე ისინიც მოვიდნენ.
-რა ხდება ძმაო?
-რემონტი გვაქ.
სიხარულით ვუთხარი.
-არ მითხრათ, რომ ჰარი აკეთებს.
თავი დავუქნიე, ბიჭებმა კი სიცილი ატეხეს.
-რა გაცინებთ?
შეუბღვირა ჰარიმ, მათ კი უფრო მოუმატეს. ჰარი გაბრაზებული იყურებოდა. შემეცოდა და მასთან მივედი, მოვეხვიე, მაგრამ ის მხოლოდ ჩახუტებას არ დაჯერდა და მაკოცა. მისგან არ ვარ მიჩვეული ასეთ თამამ მოქმედებებს, თანაც სხვების თვალწინ, ამიტომ თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი. ბიჭებმა წამში შეწყვიტეს სიცილი და გაოგნებული სახით გამოგვხედეს.
-ლუი, შენც ის დაინახე რაც მე?
კითხა ნაილმა.
-მგონი ჰო.
-არა, მგონი ჰარიმ 7D ტელევიზორი იყიდა და მაგიტო ჩანს ეგრე.
-გილოცავთ ძმაო.
ლიამი წამოვიდა ჩვენსკენ და ორივეს მოგვეხვია. შემდეგ დანარჩენებიც მოყვნენ და უამრავი კითხვები დაგვაყარეს.
-ჭორაობას გირჩევნიათ გასიებული ტრაკები აწიოთ და დაგვეხმაროთ.
უთხრა ჰარიმ და მეორე სართულისკენ ანიშნა.
-გინდა მოგვიანებით ეს საწოლი დავწვათ?
მკითხა ჩუმად ჰარიმ.
-ჰო, თან ძალიან!
-შენი სურვილი ჩემთვის კანონია პატარავ.
მითხრა, ცხვირზე მაკოცა და მეორე სართულზე ავიდა. რახარუხის ხმა ისმის. საწოლი პირდაპირ აივნიდან ისროლეს ეზოში, რომელიც აუზში ჩაუვარდათ და ძლივს ამოათრიეს. სანამ ისინი ავეჯს ოთახიდან ეზოში ყრიდნენ, მე საჭმელი მოვამზადე.
-ბიჭებო, საჭმელი მზად არის.
დავუძახე.
-მადლობა ღმერთს.
თქვა ნაილმა, დიდი მაგიდა მხოლოდ ლუის შეატოვა და სამზარეულოში გამოიქცა.
-ნაილ მოგიტყ......
შორიდან ლუისის ყვირილი და გინება გაისმა. ბიჭები მაგიდას მიუსხდნენ, ივახშმეს და მისაღებში ერთმანეთზე მიეყარნენ.
-ახალ ავეჯს როდის მოგიტანენ?
-ხვალ და მანამდე მე და ბელა ოთახს შევღებავთ.
-ჩვენ დაგეხმარებით, ბელას რატომ აწუხებ.
-არა, მე თვითონ მინდა.
-სანამ კედლები არ გაშრება ავეჯს ვერ შეიტან და სად უნდა წაიღო?
-ავტოფარეხში დავდგამ და მერე შემოვიტან.
ცოტა ისაუბრეს და მალე წავიდნენ. მე ჭურჭელი გავრეცხე და მერე ოთახის შეღებვას შევუდექით. კედლები ღია იასამნისფრად შევღებეთ.
-ჰარი ყვითელი და წითელი საღებავი რატომ იყიდე?
-ჰო კარგი გამახსენე. ახლავე მოვიტან.
ქვემოთ ჩაირბინა და საღებავი მოიტანა. თავსახური ორივეს მოხსნა, შემდეგ წითელ საღებავში ხელი ჩაყო და კედელს მიადო. ყვითელ საღებავში ხელი მე ჩამაყოფინა და კედლისთვის მიმადებინა.
-ესეც ასე, ოთახში შემოსვლისას პირველს ჩვენს ნაკვალევს დაინახავ და მხოლოდ ეს დღე გაგახსენდება.
მისკენ მივიწიე, ეგონა, რომ კოცნას ვაპირებდი მაგრამ საღებავი ცხვირზე წავუსვი და გავიქეცი. ჰარი უკან დამედევნა. ოთახიდან გასვლაც ვერ მოვასწარი, დამეწია, იატაკზე წამაქცია, ჩემს ზემოდან მოექცა და მთელს სახეზე წითელი საღებავი წამისვა.
-მე ხომ მხოლოდ ცხივრზე წაგისვი.
დავიწუწუნე.
-საწოლის დაწვის დროა.
მითხრა და ეზოში გაიქცა. საწოლს ტეკილა შეასხა, რადგან ნავთი არ ქონდა. მე კი ცეცხლი წავუკიდე. საშინელი კვამლი გაჩნდა, რის გამოც მეზობლებმა კივილი ატეხეს. ჩვენ კი ალმოდებული ლოგინი ისევ აუზში ჩავაგდეთ. ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-მადლობა დღევანდელი დღისთვის.
ვუთხარი და თავი მხარზე მივადე.
-მადლობა არ არის საჭირო. შენი ერთი ღიმილისთვის, ყველაფერს გავაკეთებ!
როგორ შეიძლება ასეთი თბილი არსება, ისეთი საძაგელი ყოფილიყო, როგორიც თავიდან გავიცანი? ყოველ დღე ახალ ჰარის ვიცნობ, რაც უფრო და უფრო მომწონს.
აუზის წინ ვდგავარ და მეცინება, რადგან ვიხსენებ ჩვენს ჩხუბებს.
-რა გაცინებს?
-ძველი ჰარი მახსენდება და ახლა მგონია, რომ სხვა განზომილებაში ვარ.
-ისევ ძველი ჰარი ვარ, მაგრამ შენთან არა.
-როგორ ახერხებ ამას? როგორ შეგიძლია იმ დესპოტი, უჟმური და ირონიული არსებიდან, ასეთ მშვენიერ არსებად გარდაიქმნა?
-მშვენიერ არსებად? -გაეცინა- არ ვიცი რაზე ლაპარაკობ.
-ოჰო, გინდა რომ შეგაქო ბატონო სტაილს? ეს მოგწონს?
ავყევი სიცილში.
-მშვენიერების რა მოგახსენო, მაგრამ შენთან ისეთი ვარ, როგორიც სხვა ვერავისთან ვიქნებოდი. მეც არ ვიცნობ ესეთ ჩემს თავს. შენ გგონია მე არ მიკვირს, როცა გონებაში რომანტიული იდეები მომდის? ან როცა შენი სიტყვები, შენი შეხება გულს მიჩქარებს?
ვერც კი წარმოიდგენ როგორ ვჩქარობდი ხოლმე სახლში მოსვლას, რადგან ვიცოდი, რომ იქ შენ დამხვდებოდი. შეიძლება ნაბიჭვარივით გექცეოდი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ვგრძნობდი როგორ ვიცვლებოდი. ვიცვლებოდი და ამას საკუთარ თავთანაც არ ვაღიარებდი. მხოლოდ სიმთვრალეში ვაძლევდი თავს უფლებას, რომ შენთან გრძნობები გამომეხატა და მეორე დღეს ყველა ჩემს ქმედებას სასმელს ვაბრალებდი.
-შენ ხვდებოდი, რომ მომწონდი?
ვკითხე და აუზის წინ კიბეზე ჩამოვჯექი.
-არ გაცივდე, ამაზე დაჯექი.
თავისი ჟაკეტი გაიხადა და მომცა. ვგიჟდები მის მზრუნველობაზე!
-ჰო ვხვდებოდი. მაშინ მივხვდი, როცა ლილიზე ეჭვიანობდი.
თქვა და გვერდით მომიჯდა.
-არც კი მინდა მაგის გახსენება! ჩემს თვალწინ როგორ აკოცე?!! და მერე...
-მოგიყვები.
გაიცინა და სიტყვა გამაწყვეტინა.
-ჰო ოღონდ ძალიან დეტალურად ნუ მოყვები.
-შენი სახე უნდა გენახა როცა ლილის ვაკოცე.
სიცილი ატეხა.
-ჩემი? ასე შემეტყო?
შემრცხვა.
-ძალიან. სახეზე გეწერა "ჰარი ვეჭვიანობ და გირჩევ გაიქცეო".
სიცილს ვერ იკავებს. მეც გამეცინა მაგრამ თავი ხელებში ჩავრგე. რა უხერხულია! როგორ ვერ გავაკონტროლე მიმიკები.
-იმ ღამეს როცა მე და ლილი... მოკლედ, თვითონ შემოვიდა ჩემს ოთახში. აბაზანაში ვიყავი და ის ლოგინზე დამხვდა. ვუთხარი, რომ გასულიყო მაგრამ მომვარდა, მომიბოდიშა კლუბში მომხდარის გამო. მეხვეოდა და კოცნას ცდილობდა. თავიდან თავს ვარიდებდი, მაგრამ იმ დღეს შენზე ისეთი გაბრაზებული ვიყავი რომ ჯეიმსს აკოცე... მინდოდა გული მეტკინა შენთვის. ვაპირებდი მეორე დღეს თვითონ მეთქვა, რომ ლილისთან ვიწექი, მაგრამ ისე მოხდა რომ შენი თვალით ნახე და ამან მე თვითონ მატკინა გული.
ჯეიმსის გაგონებაზე ჟრუანტელმა დამიარა.
-მე მისთვის არ მიკოცნია. ძალით მაკოცა.
ამოვიჩურჩულე გულდაწყვეტით.
-ბელა შენ? -გაოგნდა- რატომ არ მითხარი?!
-საიდან გაიგე მაგ კოცნის შესახებ?
-ლილიმ მითხრა. თქვა რომ ჯეიმსი მოვიდა, შენ კი მას მოეხვიე და შემდეგ აკოცე.
-რააა? ჰარი გეფიცები არაფერი მსგავსი. ჯეიმსი მოვიდა, მითხრა რომ მოვწონდი და ჩემთან ურთიერთობა სურდა. ვუთხარი, რომ სხვა მომწონდა და ვერ ვიქნებოდი მასთან. მერე მომენტალურად დამიჭირა და ძალით მაკოცა, რის გამოც სახეში გავარტყი და ვეჩხუბე!
-რა ჯანდაბაა?! იმ დღესვე რატომ არ მითხარი სიმართლე?!
-არ ვიცი ჰარი. ისიც არ ვიცოდი საიდან გაიგე ამის შესახებ. ისეთი გაცეცხლებული იყავი ვერ მოგიყევი. თან მიყვიროდი და უფრო დავიბენი.
ხელი უხეშად მომაშორა და ფეხზე წამოდგა. ჩემს სიახლოვეს ნერვიულად დადის და ცდილობს არ იყვიროს.
-რამხელა ინტრიგები ჩახლართა მაგ ძუკნამ! მაგრამ შენ უნდა გეთქვა სიმართლე ბელა. ლილის სიტყვები არაფერი იყო ჩემთვის, თუ შენ ყველაფერს მეტყოდი!
-ვიცი, მაგრამ ვერ გითხარი ჰარი. შეიძლება ჯეიმსთან გეჩხუბა და...
-აღარასოდეს აღარ დამიმალო რამე მსგავსი. იმის გამო, რომ მე არ ვიჩხუბო, შენ არ უნდა გიწევდეს სხვებისგან ცუდი მოპყრობის მოთმენა! არ გაბედო არცერთი დეტალის დამალვა! იცოდე ძალიან ვიჩხუბებთ მე და შენ. როგორ გგონია შენს გვერდით ვიქნები და არ დაგიცავ? სირი კაცი გინდა გვერდით?
-არა, მე უბრა...
-არა ბელა! არანაირი უბრალოდ და მაგრამ. ხანდახან აუცილებელია, რომ ვიღაცეებს თავიანთი ადგილები მიუჩინო, თორემ თუ მოდინდი, ყველა თავზე დაგაჯდება! მაშინვე რომ მცოდნოდა ყველაფერი, როგორ გგონია ჯეიმსი ამდენს გაბედავდა?!
გულნატკენი მზერა მივაპყარი და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. არ მინდა ისევ იმ თემას მივუბრუნდეთ. ისე გამოდის, რომ ჩემს გაუპატიურებაში თავადვე ვარ დამნაშავე და ამაზე ფიქრი მანადგურებს.
შეამჩნია ჩემი ემოცია და ახლა უფრო მშვიდად განაგრძო.
-ბელა, არ ვამბობ, რომ შენი ბრალია. ჩემი ბრალია ყველაფერი. სულ ოდნავ მაინც რომ გქონოდა ჩემი იმედი, სულ ოდნავ მაინც რომ ყოფილიყავი დარწმუნებული ჩემში და ჩემს გრძნობებში, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ვიცი, რომ ჯეიმსთანაც ჩემს გამო იყავი. მაგრამ მეც კაი ნაბიჭვარი ვარ. ჩემს ნაგავ ხასიათებს შევწირე ყველაფერი.
ჩამეღიმა.
-მოდი უბრალოდ ვაღიაროთ, რომ ყველაფერი არაკაცი ჯეიმსის ბრალია. გთხოვ მოეშვი თავის დადანაშაულებას.
-გთხოვ ბელა, აღარაფერი დამიმალო. არ გაბედო რამის მოთმენა. დაგპირდი, რომ აღარ ვიძალადებ არავიზე, მაგრამ ყველა იმას მიიღებს რასაც იმსახურებს. არავის დავაჩაგვრინებ შენს თავს!
-კარგი, გპირდები.
თავი დამიქნია და სახლისკენ წავიდა. მესიამოვნა თბილ სახლში შესვლა. ლონდონში ზაფხულის საღამოს ისევე ცივა, როგორც შემოდგომის მიწურულს.
-ძალიან დავიღალე. დავიძინოთ?
-ჯერ მხოლოდ 11 საათია.
-ჰო მაგრამ შენთან ერთად ლოგინში წოლა მიყვარს ბელა.
-ჯერ შხაპი უნდა მივიღოთ.
-ერთად?
სახე გაუნათდა.
-არა, იდიოტო.
-არადა გამიხარდა.
მითხრა საცოდავად.
-ეგრე ნუ მიყურებ, მაინც არ დაგთანხმდები.
-კარგი მაშინ პირველი მე შევდივარ .
მითხრა და კიბეებისკენ გაიქცა. უკან გავეკიდე, მაგრამ აბაზანაში შემასწრო. ჩემი ოთახიდან საცვლები გამოვიტანე და ლოგინზე ჩამოვჯექი. ჰარი მალევე გამოვიდა და მერე მე შევედი. მთელი დღის დაღლილობა და წითელი საღებავი ჩამოვიბანე. საცვლები ჩავიცვი და ჰარის დავუძახე.
-ჰარი შეგიძლია შენი მაისური შემომაწოდო?
-გამოდი და თვითონ აიღე.
-ჰარიი!
-მე მძინაავს.
თავხედი! მე თვითონ ავიღო ხო? კარგი სტაილს. სააბაზანოდან საცვლების ამარა გამოვედი და ჰარის მაისური ავიღე. სანამ ჩავიცვამდი მაისური ძირს დავაგდე, ვითომ დამივარდა და ასაღებად სექსუალურად დავიხარე.
-ბელაა.. მალე დაწექი არ გაცივდე.
თავიდან პირსახოცი მოვიხსენი და სველი თმა ჰაერში გავაქნიე. მაისური სწრაფად გადავიცვი და საწოლში ჩავწექი.
-გცივა?
-ჰარი ივნისია.
-მერე რა, მინდა რომ მე გაგათბო.
სიცილი ამიტყდა მის ბავშვურ სიტყვებზე.
-ჰარი, კიდევ ერთხელ მადლობა. დღეს...
სიტყვა გამაწყვეტინა.
-მოკეტე და ჩამეხუტე.
-არა სერიოზულად გეუბნები. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მაბედნიერებ.
-მიყვარხარ.
სიტყვა სიტყვით დამიმარცვლა და მაკოცა. ხელები კულულა თმებში შევუცურე და კოცნაში ავყევი. ჰარი ჩემსკენ გადმოიწია, შემდეგ კი ჩემს ზემოდან მოექცა და ყელზე სველი კოცნების დატოვება დაიწყო. ცალი ხელით ლოგინს დაეყრდნო, ცალი კი მაისურის ქვეშ შემომიცურა და სხეულზე მომეფერა. როდესაც მკერდს მიუახლოვდა,
-ჰარი გაჩერდი.
-რამე მოხდა?
-მე.. მე უბრალოდ ძალიან მეშინია.
-კარგი პატარავ. პრობლემა არ არის. როცა მზად იქნები მითხარი.
თავი ნერვიულად დავუქნიე, მან კი გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. შემდეგ ისევ თავისი ადგილი დაიკავა, მკლავი წელზე მჭიდროდ შემომხვია და სიზმრების სამყაროში გაემგზავრა.
____________________________________

სიყვარულით ლინა ♥

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now