part 32

136 6 0
                                    

თავი 32
შეზლონგზე მწოლიარე, ღიმილით შევცქერი ჰარის, რომელიც უშიშრად ეწინააღმდეგება მისკენ მომავალ ტალღებს. მის ძლიერ მკლავებს თანაბრად იქნევს და უფრო ღრმად მიცურავს. ცოტათი შემეშინდა, რადგან მოშორებით მხოლოდ წერტილივით ვხედავ მის თავს. როგორც იქნა ნაპირისკენ გამოცურა და წყლიდან ამოვიდა. თმები იქეთ-აქეთ გააქნია და მომიახლოვდა. მისი სხეულიდან ჩამოცვენილი წვეთები ჩემს ფეხებს ეცემიან და ქვემოთ მიცურავენ.
-ჰარი ასე ღრმად აღარ გაცურო!
ვუსაყვედურე.
-რატომ?
-იმიტომ! შეიძლება წყალმა ჩაგითრიოს.
გაიცინა და შეზლონგზე ჩამოჯდა.
-ნუ ნერვიულობ, არაფერი დამემართება.
წარბები შევკარი და შევუბღვირე.
-მომშივდა, იქნებ რამე გვეჭამა?
თავი დავუქნიე და ჩავიცვი.
-შენ მგონი ისევ მოგიწევს  ღამეების გათენება ისეთი დამწვარი ხარ.
-არა, არ მეწვის.
როცა ვსადილობდით გაწვიმდა. ორივემ ქუჩებში სირბილი დავიწყეთ . ყველა სახლში იყო შეყუჟული, მხოლოდ ჩვენი სიცილის ხმა ისმოდა წვიმის შხაპუნთან ერთად. ჰარიმ ხელი ჩამკიდა და სასტუმროსკენ გამაქანა. გალუმპულები ლიფტში შევვარდით და შემდეგ ოთახში. სველი ტანსაცმელები სასწრაფოთ გავიხადეთ და აბაზანაში გავიქეცით.
-შეგცივდა?
-ცოტათი.
თბილი წყალი მოუშვა და ჩამიხუტა.
-მგონი დღეს ვერსად წავალთ. სახლში მოგვიწევს ყოფნა და უფრო საწოლში.
-ნუ ხარ გარყვნილი.
ხელი ოდნავ ვკარი და სხეულიდან ზღვის მარილიანი წყალი ჩამოვიბანე.
აბაზანიდან მასზე ადრე გამოვედი და ტანსაცმელი ჩავიცვი. ტელევიზორი ჩავრთე, ლოგინზე წამოვგორდი და ჰარიც მალე გამოვიდა. ჰარის ვესაუბრებოდი, როცა ტელევიზორში ნაცნობი სახელი გავიგე
ჟურნალისტი-დანიელ ნეითი, დიახ ეს ის ბიჭია, რომელიც ერთ ღამეში მილიონერი გახდა. დანიელ, მოგვიყევით იმ ღამის შესახებ.
დანიელი-არ ვიცი საიდან დავიწყო. ყოველთვის მიტაცებდა აზარტული თამაშები. იმ საღამოს ბოლო 1000 დოლარით შევედი კაზინოში და მე თვითონაც არ ვიცი როგორ და რანაირად მოხდა ეს. ჯეკპოტი დამეცა.
ჟურნალისტი-როგორი გრძნობა გაქვთ? გჯერათ, რომ მილიონერი ხართ?
დანიელი-არა. 2 დღეა ვიღვიძებ და თავი მაინც სიზმარში მგონია. ძალიან მოულოდნელი იყო ყველაფერი.
ჟურნალისტი-რის გაკეთებას აკეთებთ მოგებული 10 მილიონით?
დანიელი-პირველ რიგში ყველას ვალი უნდა გავისტუმრო (იცინის) შემდეგ სახლს და მანქანას ვიყიდი, რაიმე ბიზნესს წამოვიწყებ და თანხის რაღაც ნაწილს უპატრონო ბავშვთან თავშესაფარში გადავრიცხავ.
ჟურნალისტი-ძალიან კარგი გეგმები გაქვთ. სხვა არაფრის თქმა აღარ შემიძლია, გარდა იმისა, რომ წარმატებები გისურვოთ.
დანიელი-ძალიან დიდი მადლობა.
ტელევიზორს პირდაღებული მივჩერებივარ და ვერ ვიჯერებ იმას, რაც რამოდენიმე წამის წინ მოვისმინე.
-რა მოხდა?
მეკითხება გაკვირვებული ჰარი.
-ეს დანიელია. გახსოვს რომ მოგიყევი?
-ის ნაბიჭვარი ვინც  შენზე ითამაშა?
-ჰო, ჩემი ყოფილი შეყვარებული.
ჰარის სხეული დაეძაბა. როგორ შეიძლება გაუმართლოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას საერთოდ არ იმსახურებენ? ვიზუალურად არ შეცვლილა, ისეთივე წაბლისფერი თმა, დიდი ტუჩები და ეშმაკური გამოხედვა აქვს. გულში რაღაცამ გამკრა. ცუდმა მოგონებებმა იჩინეს თავი.
-ტელევიზორი გამორთე.
მითხრა ჰარიმ უხეშად. ახლა მივხვდი, რომ მთელი ამ დროის მანძლზე თვალის დაუხამხამებლად მივჩერებოდი დანიელს ტელევიზორში. ჰარიმ პულტი ხელიდან გამომგლიჯა და ტელევიზორი გამორთო, შემდეგ შესაერთებელთან მივიდა და მთლიანად სისტემიდან გამორთო. გაბრაზებული სახით დადის იქეთ-აქეთ და რაღაცეებს ბურდღუნებს. პირსახოცი დაუვარდა, რაზეც გულიანად შეიგინა, შემდეგ საწოლს ფეხი მიარტყა და ბოლო ხმაზე იღრიალა. გაღიზიანებულ ჰარის ვუყურებ და ვცდილობ რამე ვთქვა მის დასამშვიდებლად, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ისევ დანიელზე მეფიქრება. დანიელთან და ჰარისთან გატარებულ ღამეებს ერთმანეთს ვადარებ და საკუთარ თავზე ნერვები საშინლად მეშლება. საერთოდ როგორ შევადარე ერთმანეთს.
-ბელა, შეგიძლია თავი მაინც მოიკატუნო, რომ ვითომ დანიელზე არ ფიქრობ?!
უხეშად მითხრა და სკამზე დაჯდა.
-მე.. მე მაპატიე უბრალოოდ...
-არანაირი უბრალოდ ბელა! არ მსიამოვნებს და მორჩა!
-იმაზე ჩავფიქრდი, რომ ამდენი ფული მოიგო.
-და რა? ეს რამეს ნიშნავს შენთვის?!
-რაა? რა თქმა უნდა არა ჰარი!
-იქნებ მასთან დაბრუნებაზე ფიქრობდი?!!
-რა სისულელეებს ლაპარაკობ?!
-ჰო, იქნებ ყველაფერი აპატიო 10 მილიონის ხათრით.
-შენ, რა სულ გაგიჟდი?! ვერ ვხვდები რა გინდა?!
-მე არაფერი არ მინდა, შენ რა გინდა ბელა?!
-არ მესმის შენი! 
-აღიარე, რომ მასზე ფიქრობდი.
-ჰო ვფიქრობდი, მაგრამ არა იმას რასაც შენ მეუბნები! საერთოდ როგორ გაბედე ამის თქმა?!  შენი აზრით იმ გოგოს ვგავარ, რომელიც ფულის გამო საკუთარ პრინციპებს, სიამაყეს, გრძნობებს და სიყვარულს დათმობს?!
-რავიცი ისე მიაშტერდი, მეგონა მოგენატრა.
-ნამდვილი იდიოტი ხარ ჰარი! შენი ეჭვები ბოლოს გაგაგიჟებს!
ვუყვირე და საწოლიდან წამოვდექი.
-მაგრამ ფაქტია, რომ შენ მასზე ფიქრობდი. ეს შენთვითონაც თქვი!
-ჯანდაბა ჰარი, გამახსენდა ძველი პერიოდი, თუ რა საშინლად მომექცა! შენს გამო ბევრი რამ გამოვიარე ჰარი! რამდენი დამცირება, შენგან ჯეიმსისგან, ნატალიასგან და ახლა ამ სიტყვების ღირსი ნამდვილად არ ვარ!
-რა თქვი?!
-ჩემში ეჭვი გეპარება.  იმდენად ეგოისტი ხარ, ფიქრსაც კი მიკრძალავ, მიუხედავად იმისა, რომ ცუდს არაფერს ვფიქრობ. არ ხარ მართალი ჩემს მიმართ და შენი უაზრო სიტყვებით გულს ძალიან მტკენ!
-ნატალიამ როდის დაგამცირა?
-რა შუაშია ნატალია?
-შენ თვითონ თქვი ახლახან.
-მე.. წამომცდა. არაფერი მსგავსი.
-ბელა, მითხარი!
-არაფერი ჰარი. შემეშვი ძალიან გთხოვ, ისედაც გაღიზიანებული ვარ!
-ამის დედაც..! ამიხსნი ნატალიამ რატომ ან როდის დაგამცირა?!
-არაფრის აახსნას არ ვაპირებ. უბრალოდ მისი სახელი წამომცდათქო.
-უბრალოდ არაფერი წამოგცდებოდა!
-უბრალოდ წამომცდა!
-ბელა! ან მეტყვი, ან დავურეკავ და მე თვითონ გავარკვევ!
-მას უბრალოდ არ უნდა, რომ ჩვენს შორის რამე ხდებოდეს.
-საიდან იცის ნატალიამ?
ღრმად ამოვისუნთქე. მართლა არ მინდოდა ეს მეთქვა მისთვის. გაუაზრებლად წამომცდა.
-დაჯილდოვების ღამეს, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით ერთად. როცა მას უხეშად ელაპარაკე და შემდეგ ოთახში დარჩენა მე მთხოვე. მაშინ ყველაფერს მიხვდა.
-რა გითხრა?
-რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ არ მოსწონს ჩვენი ურთიერთობა.
-ბელა მითხარი!
თქვა მკაცრად.
-მითხრა, რომ მე შენსა და ნატალიას შორის ჩადგომას ვცდილობ და ურთიერთობას გიფუჭებთ. გამაფრთხილა, რომ თუ თავს არ დაგანებებდი, ისევ ლოს-ანჯელესში დამაბრუნებდა.
-რატომ არ მითხარი ეს აქამდე?
-რადგან არ მინდოდა თქვენს შორის რამე კონფლიქტი ყოფილიყო, ამაზე უფრო გაღიზიანდებოდა.
-ჯანდაბა! უნდა გეთქვა!
ტელეფონს ხელი სტაცა და ნომერი აკრიფა.
-ჰარი, რას აკეთებ?! ჰარი გათიშე ტელეფონი.
-გაჩუმდი.
-ჰარი გთხოვ. ერთად ყოფნა შეგვეძლება, თუ ის არაფერს გაიგებს.
-და ვინ დამიშლის შენთან ყოფნას?! დეიდაჩემი?!
ჰარი აბაზანაში შევიდა და კარი ხმაურიანად გამოიხურა.

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now