part 54

99 4 0
                                    

თავი 54
მისი სახე მთლიანად სისხლიანი იყო. წარბი  და ტუჩი გახეთქილი ქონდა. ვცოფდებოდი, რომ არ მეწინააღმდეგებოდა და ისიც არ მირტყამდა. მინდოდა ბრაზი და ტკივილი ვინმეზე გადამენთხია, ამ შემთხვევაში დევიდი საუკეთესო ვარიანტი იყო.
-ხელს არ შემოგიბრუნებ ჰარი! რადგან ვიცი, რომ ბელას ამით გულს ვატკენ! მე კი შენგან განსხვავებით ვღელავ მის გრძნობებზე!
-მოკეტეეეე!
ვუღრიალე და კიდევ ერთხელ მოხვდა ჩემი უკვე კან გადაქერცლილი მუშტი მის სახეს. საიდანღაც კივილი გაისმა და გავიხედე. დეიდა ლიდია შემოვიდა. აქოშინებული მოვშორდი დევიდს და დეიდა ლიდიას მორცხვად შევხედე.
-არ გრცხვენიათ?! რას აკეთებთ? გოგო საავადმყოფოში წევს, ბავშვი დაკარგა, უმძიმეს ტკივილს განიცდის ახლა და თქვენ აქ დგახართ და ჩხუბობთ?!
გვისაყვედურა.
-დეიდა ლიდია..
მასთან მივედი და მისი ხელები ჩემსაში მოვიქციე.
-მაპატიეთ, რომ ამ ყველაფრის დანახვა მოგიწიათ.
ვუთხარი შერცხვენილმა, მაგრამ ხელი სწრაფად გაწია.
-როგორ გენდობოდი ჰარი. როგორ მეგონა, რომ ბელას გააბედნიერებდი. მას ხომ მხოლოდ შენ ყავდი. შენ კი რა გააკეთე? ჯერ უღალატე და შემდეგ ბავშვზე უარი თქვი. ვერ ვხვდები მიზეზს შენი აქ ყოფნის. არა მგონია ბავშვის გამო გული შეგტკიოდეს, შენ ხომ ისედაც გეგმაში გქონდა აბორტი და ბავშვის მოკვლა!
სიტყვებს ვისმენდი და ვერ ვხვდებოდი რას მეუბნებოდა. მართლა მე მელაპარაკება? ღალატი ხო კარგი, არ მიღალატია, მაგრამ ჟურნალისტების ბრალია, რომ ასე იფიქრეს, მაგრამ რა აბორტი?
-რაა? მე ისიც კი არ ვიცოდი, რომ ორსულად იყო. მეგონა ღალატის გამო დამშორდა,მაგრამ სინამდვილეში არ მიღალატია. ჩემსა და იმ გოგოს შორის არაფერი ყოფილა გეფიცებით. ბავშვზე საერთოდ არაფერი ვიცოდი დეიდა ლიდია დამიჯერე გთხოვ. როცა ლონდონში ჩამოვედი, მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა ორსულობის ტესტი ვნახე სახლში.
-და წერილზე რას იტყვი, რომელიც ბელას მისწერე?
-რა წერილი?
-ჰო, შენ მიწერე,რომ აბორტი გარდაუვალი იყო და ძალიან გაგაბრაზა მისმა ორსულობის ამბავმა.
-არაფერი მიმიწერია მსგავსი. გეფიცებით არაფერი ვიცოდი! როგორ ფიქრობთ ჩვენს შვილს მოვკლავდი?!
სასოწარკვეთილი ვსაუბრობდი და ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი. რა ჯანდაბა ხდება საერთოდ?! ვერაფერს ვხვდები.
დეიდა ლიდიას სახეზე დაბნეულობა შეეტყო. მის თვალებში სევდა და თანაგრძნობაც კი ამოვიკითხე.
-ჰარი შენ მართლა... არაფერი იცოდი?
-მშობლების ხსოვნას ვფიცავ, არაფერი ვიცოდი და არც ბელასთვის მიღალატია.
დეიდა ლიდიამ პირზე ხელი აიფარა და მძიმედ ამოიოხრა. ცრემლები წამომივიდა. ფეხებზე მკიდია, რომ დევიდის წინაშე ვტირი. მე შვილი და ბელა დავკარგე. დეიდა ლიდიას წინ ჩავიმუხლე და შევევედრე, რომ ბელას საავდმყოფოს მისამართი მოეცა.
-გემუდარებით, მითხარით რომელ საავადმყოფოში წევს ბელა. ყველაფერი უნდა ავუხსნა. მას ვჭირდები. ახლა ყველაზე მძიმე მომენტები აქვს. გევედრებით დეიდა ლიდია.
-ჰარი რას აკეთებ ადექი.
მითხრა და ხელი იდაყვებში ჩამავლო, მაგრამ არ ავმდგარვარ.
-გთხოვ.
ისევ შევევედრე და მანაც მისამართი მითხრა.
-ბებია რას აკეთებ?! შენ რა მართლა გჯერა მისი სიტყვების?!
გაისმა დევიდის ხმა. დავბრუნდები და ჩავაკლავ ამ ნაბიჭვარს!
-დევიდ გაჩუმდი! ბელამ სიმართლე უნდა გაიგოს და ჰარიც მის გვერდში უნდა იყოს ახლა!
უთხრა დეიდა ლიდიამ. ფეხზე წამოვხტი და ხელები დავუკოცნე, შემდეგ სახლიდან გიჟივით გამოვვარდი და ტაქსში ჩავჯექი.

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now