part 4

177 8 0
                                    

თავი 4
სასწრაფოდ  ფაილი გამოვრთე. გაჭედა კომპიუტერმა... ღმერთო გთხოვ არ გამწირო. ჰარი მომკლავს! ფეხების ხმა უფრო და უფრო მკვეთრად მესმის. ახლოვდება... ფაილი როგორც იქნა გამოირთო და ჰარიმაც შემოაბიჯა ოთახში. უცებ წამოვხტი.
-იზაბელა!
გაბრაზებული არ ჩანდა. უფრო შეშფოთებული.
-აქ რას აკეთებ?!
მითხრა და ჩემკენ წამოვიდა.
-მეე..მეე..
ბრინჯივით დავიბენი. არადა იმ სიგრძე ენა მაქვს, შარფივით შემოვიხვევ, მაგრამ ახლა ყველაფერი დამავიწყდა. ვერ ვაზროვნებ. მაჰიპნოზებს ეს ადამიანი თავისი გამჭოლი მზერით.
-შენ რა?!
-მეეე...
ჰარიმ წარბები შეკრა და ღრმად ამოისუნთქა. ასე მაშინ აკეთებს როცა  ჩხუბისთვის ემზადება. მორჩა, გვამი ვარ.
-მეე მხოლოდ იმეილი შევამოწმე, სხვა არაფერი გამიკეთებია გეფიცები.
დებილი ბავშვივით ავბლუყუნდი და თავის მართლება დავიწყე.
-ნახე, ჩემი ტელეფონი დამივარდა და მთლიანად გაიბზარა ეკრანი. ვერაფერს ვხედავ.
ჰარიმ ტელეფონს დახედა და შემდეგ ისევ მე შემომხედა.
-რამოდენიმე დღის წინ რაღაც სივი გავაგზავნე სამსახურის თაობაზე და მაინტერესებდა პასუხი მომივიდა თუ არა.
გული წამში ოთხმოცჯერ მიცემდა. ჰარიმ კომპიუტერი აიღო და გუგლის ისტორია შეამოწმა. მე კარისკენ გავიპარე, მაგრამ მისმა ხმამ ადგილზე გამაქვავა. თითქოს ფეხები ლურსმნებით დამიჭედეს იატაკზე.
-იზაბელაა, აქ არაფერია. იმეილზე იყავი ნამდვილად?
-ოჰ.. სულ დამავიწყდა.. წავშალე ისტორია. იმდენად სულელი არ ვარ, რომ ჩემი ექაუნთი შენს კომპიუტერში ჩამეტოვებინა.
თავი დააქნია, კომპიუტერი საწოლზე დადო და კვლავ ჩემსკენ წამოვიდა.
-ფრედის კომპიუტერით რატომ არ ისარგებლე?
-ამმ.. სამსახურში წაიღო.
-ბელა, ერთხელ გითხარი და კიდევ შეგახსენებ, ჩემს ნივთებს არ შეეხო!
-მაპატიე, მე უბრალოდ სამსახურის პოვნა მინდა.
-კარგი, გავიკითხავ სადმე, მაგრამ ჩემს ოთახში აღარ შემოხვიდე.
-კაა რრ გი.
უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი. ჰარი არ მეჩხუბა. იქნებ მძინავს? შეუმჩნევლად ხელზე ვიბწკინე.აუჩ, მეტკინა.
-ჰარი, კარგად ხარ?
-საკმაოდ.
მითხრა მშვიდად.
-გამიკვირდა რომ არ მეჩხუბე.
ჰარიმ ოდნავ ჩაიცინა.  ეს იცინის კიდეც?
-უბრალოდ დღეს კარგ ხასიათზე ვარ.
-ეს რამდენად ხშირად ხდება?
-ძალიან იშვიათად ბელა და ახლა გადი. უნდა ვიბანაო და დავიძინო. წუხელ მთელი ღამე არ ვყოფილვარ სახლში.
-სად იყავი?
ჰარიმ ცალი წარბი აწია. ანუ ზედმეტი მოგდისო. ერთი გამიღიმა და კაი დაქალივით გავუბი მეც ლაპარაკი.
-კაი ჩემით გავალ.
შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც გაეღიმა ჩემს სიტყვებზე.  ოთახიდან გავცუნცულდი და ჩემს ოთახში შევცუნცულდი.

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now