part 23

152 5 0
                                    

თავი 23
მანქანაში ვიჯექი, როცა ნიკმა დამირეკა.
-ბრედთანაა სახლში.
-კარგი ნიკ, მადლობა.
მანქანა ბრედის სახლთან გავაჩერე და სახლის კარი ფეხით შევაღე. მისაღებში ბრედი შემეჩეხა, მაგრამ უხეშად მოვიშორე და ჯეიმსის ძებნა დავიწყე.
-ჯეიმს გამოეთრიე შე ახვარო!
ბოლო ხმაზე ვიღრიალე.
-ჰეი, ის აქ არ არის.
-ბრედ, ნუ მაიძულებ შენც მიგაყოლო!
გაჩუმდა და ორივე ხელი მაღლა აწია დანებების ნიშნად, შეემდეგ კი მეორე სართულისკენ მანიშნა. კიბეებზე ავედი და ყველა ოთახი სათითაოდ შევამოწმე, ბოლო ოთახი დამრჩა. კარი ნელა შევაღე და ოთახი შევათვალიერე. საწოლზე ზის და თვალებში მიყურებს.
-რაო სტაილს? მე მეძებ?
მისკენ წავედი და თავი ცხვირში ჩავარტყი, რის გამოც სისხლმა წამებში იფეთქა.
-შენი გოგო გავჟიმე სტაილს.
უფრო და უფრო ცდილობს ჩემს გაღიზიანებას.
-მოგკლავ ჯეიმს! მოგკლავ!
მუშტების უმოწყალოდ ვურტყამდი. წინააღმდეგობასაც ვერ მიწევს. მხოლოდ მაგიჟებს მისი სიტყვებით.
-თუ გინდა მომკალი, მაგრამ რამდენჯერაც შენს გოგოსთან დაწვები, იმდენჯერ გაგახსენდება, რომ შენამდე ის მე ვიხმარე!
ბოლო ხმაზე ვიღრიალე და ჯეიმსს მუშტები უფრო დავუშინე. არ მაღელვებს რა მოუვა. მხოლოდ ის მინდა, რომ სიკვდილი სანატრელი გაუხდეს! ფეხზე წამოვაყენე და ქვემოთ ჩავათრიე.
-ჰეი, ჰარი დამშვიდდი.. ასე ხომ შემოგაკვდება!
ბრედმა ჩემი შეჩერება სცადა და კარებთან გადამეღობა.
-ხმას ნუ იღებ თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!
-ჰო მაგრამ მის გამო არ ღირს ციხეში წასვლა.
-მოკეტე და კარს მოშორდი!
ვუყვირე და იარაღი დავუმიზნე.
-კარგი, კარგი, შენი საქმისა შენ იცი.
კანკალით მითხრა. კარი გავაღე და ჯეიმსი გარეთ გავაგდე.
-ნაკუწებად გაქცევ შე ნაბიჭვარო! შენი სხეულის ნაწილების შეგროვება მოუწევთ შენს მშობლებს!

* ბელას თვალთახედვით *
შუა ღამე გამეღვიძა. ოთახში მარტო ვიყავი. ჰარის დავუძახე მაგრამ ის არსად იყო. შიშმა მომიცვა და სხეული ამიკანკალდა. მან მარტო დამტოვა. ის წავიდა. ლოგინზე წამოვჯექი, საბანს ძლიერად ჩავებღაუჭე და ისევ ავტირდი.
-არ წახვიდე გთხოვ. არ დამტოვო.
ერთი და იგივეს ვიმეორებდი გაუჩერებლად და ტირილს ვერ ვწყვეტდი.
იქნებ ქვემოთაა? იქნებ უბრალოდ ტუალეტშია? ან იქნებ..? მაშინვე უჯრა შევამოწმე. ის ცარიელიაა.. ჰარიმ იარაღი აიღო და წავიდა. სასწრაფოდ ტელეფონი მოვძებნე და ლიამს დავურეკე.
-ლიამმ. გემუდარები მიშველე.
-რა მოხდა? კარგად ხარ?
ნამძინარევი ხმით მიპასუხა.
-ჰარიიი. იარაღი აიღო და ჯეიმსთან წავიდა.
-კი მაგრამ რა მოხდა?
-ლიამ გთხოვ იპოვნე. საშნელება მოხდება. გევედრები ჰარი იპოვნე.
სასოწარკვეთილი ვესაუბრებოდი და ოთახში წინ და უკან დავდიოდი.
-კარგი, კარგი, დამშვიდდი. ვიპოვნი.
ზეინსაც დავურეკე და ლუისაც. ნაილმა არ მიპასუხა. ყველა ჰარის მოსაძებნად წავიდა. ისევ ტირილი ამიტყდა. ღმერთმა იცის ახლა სად არის და რას აკეთებს. მთელი სხეული მიკანკალებს ნერვიულობისგან და უამრავი საზარელი აზრებით მევსება გონება.
არა, უნდა ჩავიცვა და წავიდე. ჰარის მოსაძებნად უნდა წავიდე!
როგოგრც კი ჩემს ოთახში გასვლა დავაპირე, კარზე ზარი გაისმა. სიხარულით გავიქეცი გასაღებად, იმ იმედით, რომ იქ ჰარი დამხვდებოდა, მაგრამ არა, კატალია.
-რა მოხდა ბელა? ბიჭები ჰარის მოსაძებნად წავიდნენ. იჩხუბეთ?
ცრემლები გადმომცვივდა, იქვე კარებთან ჩავიკეცე და მომხდარის მოყოლა დავიწყე.

C L O U D S  / completedOù les histoires vivent. Découvrez maintenant