part 20

150 6 0
                                    

თავი 20
მანქანაში ვსხედვართ და მივდივართ, მაგრამ არ ვიცი სად. კითხვასაც ვერ ვუბედავ იმდენად გაცხარებულია. ორივე ხელი საჭეზე აქვს ჩაკიდებული და სწრაფად მართავს. სიჩქარის მეშინია, მაგრამ არა ჰარისთან. მას ბოლომდე ვენდობი. კისერზე ძარღვები დაჭიმული აქვს, წარბები შეკრული და ბაგეები ოდნავ დაშორებული.
-ჰარი ღვედი შეიკარი გთხოვ.
გავბედე და ხმა ამოვიღე. მანქანა გააჩერა, ღვედი უსიტყვოდ შეიკრა და მანქანა კვლავ დაძრა. ხელი მისკენ წავიღე და თითები მის კისერს შევახე, სადაც ზოლებად ეტყობოდა სისხლძარღვები.
თითქოს მოეშვა, მაგრამ დაიბნა. გამომხედა და სიჩქარე შეანელა.
-რა უნდოდა?!
-არ ვიცი. უბრალოდ კომპლიმენტი მითხრა.
-შენ რატომ გამოელაპარაკე?!
-მხოლოდ ის ვუთხარი, რომ თავი დაენებებინა.
-ბელა, ის გაწუხებს?
-რაა? არა. დაშორების შემდეგ პირველად შევხვდი და უბრალოდ მოსალმება უნდოდა.
-მოსალმება კი არა, რომ კვდებოდე მის გამოწვდილ ხელსაც არ ჩაეჭიდო!
გამეღიმა. ვგიჟდები როცა ეჭვიანობს.
-კარგი მისტერ სტაილს.
გამომხედა და ოდნავ გაიღიმა.
-სად წავიდეთ?
მკითხა უკვე დამშვიდებული ხმით.
-არ ვიცი. სახლში?
-ბელააა.. არ მოგბეზრდა სულ სახლში?
-ჰო, მაგრამ სხვაგან სად უნდა წავიდეთ?
-მე დალევა მინდა. იქნებ ბარში წავსულიყავით?
-აქამდე ჩემი ბარში წაასვლის წინააღმდეგი იყავი.
-გააჩნია ვისთან ერთად ბელა. ჩემთან ერთად ყველგან შეგიძლია წამოსვლა.
-ვიცი. გენდობი.
ჩემი სიტყვები ესიამოვნა. დიდზე გაიღიმა და მანქანა ერთი ბარის წინ გააჩერა.
-აშკარად რაიმე გამოსაცვლელი უნდა წამოგვეღო. ეს ნაბიჭვრები ხამებივით გიყურებენ.
თქვა, წელზე ხელი მომხვია, მისკენ მიმწია და ბარში შემიყვანა. ჩემთვის წვენი თავისთვის კი ვისკი შეუკვეთა.
-იქნებ მეც მინდა დალევა.
-იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა?
-ეგ სასმლის ბრალი არ იყო.
-კარგი, რას დალევ?
-კოსმოპოლიტენს.
-ოჰო, კარგი არჩევანია.
სანამ მე ერთი ჭიქა დავლიე, ჰარიმ 3 ჭიქა გამოცალა.
-კიდევ დალევ?
-ჰო.
-იგივეს?
-არა, ზომბს.
თავი დამიქნია და შეუკვეთა. ჰარის 6 ჭიქა, ჩემს 2 ჭიქას უდრის. მე უფრო ნასვამი ვარ მგონი ვიდრე ის.
-ვიცეკვოთ?
-ბელა მე არ ვცეკვავ.
-კარგი, მაშინ ვინმე სხვა მეწყვილეს ვიპოვნი და მასთან ვიცეკვებ!
-კარგი! მხოლოდ ერთხელ!
თქვა და წამოდგა. ჩქარ მუსიკაზე სწრაფად რეაგირებდა და მოძრაობებს აკეთებდა. ხელებს ჩემს ზურგზე დაასრიალებდა, მაგრამ წელს ქვემოთ არ სცდებოდა. ჰარი ასეთი პატიოსანია თუ ჯერ საკმარისად მთვრალი არ არის? უცებ ჰაერში ამწია და დამატრიალა. მოულოდნელობისგან წამოვიკივლე, რაზეც გაეცინა და მალევე მიწაზე დამაბრუნდა. ვცეკვავთ, ვსვამთ, ვიცინით და უბრალოდ სხვა ყველაფერი ფეხებზე გვკიდია. ჰარი უკვე ისეთი მთვრალია, რომ აქეთ მთხოვს ცეკვას. ღამის 3 საათზე ბარი დავტოვეთ და ტაქსი გავაჩერე. ფეხები ერევა და ენა ებმევა. ძლივს ჩავტენე მანქანაში და ძლივს ავიტანე ოთახში.
-იზაბელაა მაიერს.
დაიწყო ხმამაღლა მაგრამ პირზე ხელი ავაფარე.
-ჩშშ... გაიგებენ და გაიღვიძებენ.
ლოგინზე დავაწვინე და ფეხსაცმელი გავხადე, შემდეგ მაისური.
-აუჩ მეტკინა.
ჩაიდუდღუნა.
-საად?
-ზურგზე.
მისი ზურგი მოვათვალიერე და ხელი გადავუსვი.
-არაფერია. მალე გაგივლის.
-რატომ ხარ ასეთი მზრუნველი?
-შენც ზრუნავდი ჩემზე როცა ცუდად ვიყავი.
-მე ცუდად ვარ?
-არა შენ მთვრალი ხარ ჰარი.
ვუთხარი სიცილით.
-ბელა, მადლობა.
-კარგი რაა, რისთვის?
ჰარი წამოჯდა, რამდენიმე წამი თვალებში ისე მომჩერებოდა, თითქოს რამის ამოკითხვას ცდილობდა. შემდეგ მოულოდნელად ჩემი თავი მის ხელებში მოიქცია და მითხრა.
-იმისთვის, რომ არსებობ.
წინადადება დაასრულა თუ არა ჩვენი ბაგეები ერთმანეთს შეახო და ნაზი კოცნა დამიტოვა. მინდოდა, მთელი არსებით მინდოდა კოცნაში ავყოლოდი, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. არ მინდა ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდეს, როცა ის ნასვამია. არ მინდა მეორე დღეს ყველაფერს სასმელს აბრალებდეს. 
მიუხედავად იმისა, რომ გალეშილი მთვრალია, თითქოს მიხვდა ჩემს ფიქრებს და რამოდენიმე წამში ტუჩები მომაშორა, შუბლი შუბლზე მომადო და ღრმად ამოისუნთქა. გთხოვ ჰარი ახლა არაფერი მითხრა. მინდა ეს მაშინ გააკეთო, როდესაც ფხიზელი იქნები. გემუდარები არ მითხრა...
-ბელა მე შენ...
-გაიგონე?
სიტყვა გავაწყვეტინე.
-რაა?
უკმაყოფილოდ მკითხა.
-ფეხის ხმა. მგონი ნატალია მოდის.
ვუთხარი და უცებ მოვიშორე. კარი გაიღო და ნატალიამაც შემოყო თავი.
-რა ხდება?
ისეთი სახით იკითხა, მეგონა რომ ყველაფერი დაინახა რაც რამდენიმე წამის წინ მოხდა.
-არაფერი დეიდა, დაიძინე.
-სად იყავით?
-დაბადების დღეზე.
-ქორწილში.
ორივემ ერთდროულად ვთქვით.
-დაბადების დღეზე თუ ქორწილში?
-ლუისის და გათხოვდა.
-ეგ ხომ შარშან გათხოვდა ჰარი.
-ჰო, მაგრამ ახლა გადაიხადეს ქორწილი.
-აბა დაბადების დღეზეო?
-ამმ თან დაბადებისდღე ქონდა ლუის დას.
სისულელეების ლაპარაკი ხომ ჩემი ჰობია.
-ჰო გასაგებია. ჰარი ამდენი რატომ დალიე?
-ერთხელ თხოვდება ადამიანი. არ უნდა დამელია?
-გასაგებია, მაგრამ გათიშვამდე?
-დეიდა გადი გთხოვ, თავს მატკიებ.
მობეზრებით უთხრა და ლოგინზე გულაღმა გადაეშვა.
-ასე ნუ მესაუბრები!
გაუჯავრდა ნატალია.
-ნატალია, ჯობია მარტო დავტოვოთ. დაიძინებს და გამოფხიზლდება.
სიტუაციის განმუხტვა ვცადე, მაგრამ ვინ მაცადა.
-არა, ბელა შენ დარჩი!
ნატალიას თვალები შუბლზე აუვიდა.
-ჰარი მთვრალი ხარ და მარტო ბელას არაფერი ესაქმება შენს ოთახში.
რა უნდა ამ ქალს? რატომ გადამეკიდა?
-შენ ნუ მიწყვეტ ჩემს ოთახში ვინ უნდა იყოს და ვინ არა.
შეუღრინა ჰარიმ. გული საშინლად ამიჩქარდა. არ მინდა ჩემს გამო დეიდამისს ეკამათოს.
-გულს მტკენ მაგ სიტყვებით!
-მაშინ ყველამ თავისი ადგილი იცოდეს და გულიც არავის ეტკინება!
მათი კონფლიქტის მომსწრე პირველად გავხდი. მესიამოვნა, რომ დამიცვა ნატალიას უხეში კომენტარისგან, მაგრამ არ მინდა ამის გამო ნატალია გაბოროტდეს ჩემს მიმართ.
-ჰარი, ჯობია დაიძინო. მეც ჩემს ოთახში გავალ.
ჰარის გავხედე და თვალი ჩავუკარი.
-კარგი, ძილინებისა და მადლობა დღევანდელი საღამოსთვის.
ნატალია დააიგნორა და თვალები შემომანათა. ოთახი მე და ნატალიამ ერთად დავტოვეთ.
-ბელა ერთი წუთით შეიძლება?
-გისმენ.
ძალიან დავიძაბე როცა ჩემთან საუბარი ცალკე მოისურვა.
-შენი და ჰარის ურთიერთობა არ მომწონს!
-რა ურთიერთობა?
თავი გავისულელე.
-რაც თქვენს შორის ხდება.
-ჩვენს შორის არაფერი ხდება.
-სულელი გგონივარ? ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდით, ახლა კი ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებთ.
თქვა და კოპები შეკრა.
-ასე არ არის, უბრალოდ ვისაუბრეთ და ბევრ რამეზე მოვრიგდით. რატომ უნდა გვძულდეს ერთმანეთი?
-ბოლო დროს სულ მის ოთახში გხედავ. გამოიჭერ სუსტ ან ნასვამ მდგომარეობაში და ტვინს ურევ.
-არ მესმის ამით რის თქმას ცდილობ.
ბრაზი მომაწვა. რას ნიშნავს ტვინს ვურევ?!
-ბელა, შენ უფრო გიჯერებს ვიდრე მე! არ მოგცემ უფლებას, რომ ჩვენს შორის ჩადგე! და არც იმის უფლებას მოგცემ, რომ შენ და ჰარი ერთად იყოთ!
-ნატალია რა სისულელეებს მელაპარაკები? თქვენს შორის რატომ უნდა ჩავდგე?
-უკვე ჩადექი და ამას კარგად ვამჩნევ. ისიც ვიცი ორივემ სახლში დარჩენა რატომ გადაწყვიტეთ!
-რატომ?
-რომ მარტოები იყოთ. რადგან დღის დიდ ნაწილს სახლში არ ვატარებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერაფერს ვხვდები!
-ნატალია, მგონი ზედმეტად გადაღლილი ხარ და ძილი გჭირდება, თორემ უკვე რაღაცეებს ბოდავ.
ჩამერთო თავდაცვის ინსტიქტი და მეც უფრო თამამად შევეპასუხე.
-ბელა, გაფრთხილებ, ჰარის ჩამოშორდი, თორემ როგორც ჩამოხვედი ისევე გაბრუნდები უკან!
მითხრა და წავიდა. ოთახში შევედი და გამოვიცვალე. ყველაფერი სიმართლეა რაც მითხრა, მაგრამ ვის რას უშლის ჩემი და ჰარის ურთიერთობა?მითუმეტეს ამ ურთიერთობას სახელიც კი არ აქვს ჯერ. მე რა შუაში ვარ თუ ჰარის ნატალიას მომაბეზრებელი საუბარი არ მოსწონს? ამხელა ქალმა არ იცის, რომ 28 წლის ბიჭი აღარ უნდა დატუქსოს პატარა ბავშვივით? მითუმეტეს როცა ნასვამია. ან საიდან მოიტანა, რომ მე მათ შორის ჩადგომას ვცდილობ?! ათასი წელი რომ მეფიქრა, მსგავსს ვერაფერს მოვიფიქრებდი. ჰარისთან აღარ შევსულვარ იმ საღამოს, უბრალოდ დავწექი და დავიძინე.
დილით შხაპი მივიღე და ქვემოთ ჩავედი. ნატალია და მამა უკვე წავიდნენ. 1 თვე თავისუფლები ვართ. ცეკვა-ცეკვით საუზმე მოვამზადე და ლანგარზე დავაწყვე. იქვე 2 ცალი ასპირინი და წყალიც დავდე. დარწმუნებული ვარ თავი უსკდება იმდენი დალია წუხელ.
კიბეებზე ფრთხილად ავიტანე და ოთახში შევიტანე. ჩემი შესვლისას ჰარის გაეღვიძა, ხელები მაღლა ასწია და ლოგინში გაიზმორა.
-თავი მისკდება.
-ვიცი. ასპირინიც მოგიტანე.
-საოცრება ხარ.
გამეღიმა. არ ვარ მიჩვეული ჰარისგან მსგავს კომენტარებს.
-წუხელ რატომ არ შემოხვედი? გელოდებოდი და მერე ჩამეძინა.
-ამმ.. მეც დაღლილი ვიყავი და ჩამეძნა.
მინდოდა მეკითხა თუ რატომ მელოდა, რატომ სურდა ჩემთან ერთად ძილი, რატომ, რატომ, რატომ...? მაგრამ მარტივი პასუხი ვამჯობინე და ჩემი კითხვები უგულებელვყავი. მირჩევნია ასე ვიყოთ, გაურკვეველი სტატუსით, ვიდრე ვაიძულო ლაპარაკი, რადგან მეშინია მისი პასუხის.
-კარგი, არაუშავს. აბა რა მომიმზადე?
ლანგარს მადიანად გადახედა და ნერწყვი გადაყლაპა. გამეცინა მასზე და ასპირინი მივაწოდე.
___________________________________

სიყვარულით ლინა ♥

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now