part 61

127 4 0
                                    

თავი 61

სიყვარული ყველაზე ძლიერი ტკივილია. მისგან მოყენებული ზიანი არასდროს ხორცდება. მხოლოდ დროებით არის ამოკერილი, ზედაპირულად და ისიც მუდმივად იხსნება და კვლავ და კვლავ იკერება.

იმ წუთიდან შეიცვალა ჩემი და ჰარის ურთიერთობა, როცა დარჩენა ვთხოვე. იმაზე თბილი და ყურადღებიანია ვიდრე ოდესმე. რას ნიშნავს ეს? იქნებ რაიმე ახლის დასაწყისია? ან იქნებ თავს მაჩვენებს, რომ მერე უფრო მატკინოს გული?

დილის 6 საათამდე ვერ დავიძინე, მხოლოდ ვფიქრობდი და აქეთ-იქეთ ვბრუნავდი. საბოლოოდ გადავწყვიტე რამე დამამშვიდებელი დამელია. სამზარეულოში წყლის ნაკადს უაზროდ მივჩერებოდი, როცა უკნიდან ხმა მომესმა.
-ბელაა.
შევტრიალდი და ნახევრად შიშველი ჰარი დავინახე.
-რატომ გღვიძავს?
ვკითხე მშვიდად.
-ჩემს გვერდით ვერ დაგინახე და ვინერვიულე.
თავი დავუქნიე, ჭიქა ნიჟარაში ჩავდე და საძინებელში შევედი.
-ყველაფერი კარგადაა?
-ჰო.
ვუთხარი და ლოგინში ჩავწექი.
-ხომ არ ნანობ, რომ დარჩენა მთხოვე? მე შემიძლია...
-არა, რა თქმა უნდა არა! უბრალოდ მომწყურდა და დასალევად გავედი.
-კარგი, შემდეგში თუ მოგწყურდება, მითხარი და მე მოგიტან.
საწოლს შემოუარა და ისიც დაწვა.
-ნუ გეშინია არ დაგტოვებ..
ვუთხარი და სახით მისკენ გადავბრუნდი.
-რატომ?
-რადგან ამის არც ძალა მაქვს და არც გამბედაობა.
თავი დამიქნია.
-სხვა მიზეზი არ არსებობს?
ამოიბურტყუნა.
-რა თქმა უნდა არსებობს. მიყვარხარ.
მიუხედავად იმისა, რომ სიბნელეა, მაინც ვამჩნევ მისი ბაგეების მოძრაობას.
-შეიძლება, რომ ღამით ჩაგეხუტო?
მკითხა პატარა ბავშვივით.
-და შეიძლება, რომ მკერდზე თავი დაგადო?
მეც კითხვითვე ვუპასუხე, რაზეც გაიღიმა და მასთან ახლოს მიმწია. მისი კანი ისეთი ცხელია და მისი მკლავები ისეთი ძლიერი... მისი გულის ცემის ხმა მესმის და უძლიერესი სურვილი მიჩნდება, რომ მკერდზე ვაკოცო. რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ ისევ მან დაარღვია დუმილი .
-ეხლა.. ანუ... ჩვენ როგორ ვართ? შევრიგდით?
-შევრიგდით, მაგრამ არ მინდა ვიჩქაროთ.
-კარგი პატარავ, ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა.
-არ მინდა, რომ დევიდი კიდევ გამახსენო და...
-არ გაგახსენებ.
წინადადების დასრულება არ მაცადა ისე სწრაფად წამოიძახა და თავზე მაკოცა.
-არის კიდევ რამე, რაც არ ვიცი?
ვკითხე, თავი ავწიე და თვალებში შევხედე.
-თუ ეგრე ყურებას არ გააგრძელებ, გეტყვი.
სხეული დამეძაბა და ყველაზე უარესის მოსასმენად მოვემზადე.
-გისმენ.
-ოღონდ არ გამიბრაზდე.
-ანუ ისეთი რამეა რაც გამაბრაზებს.
ღრმად ამოისუნთქა და თვალი ამარიდა.
-როცა ლოს-ანჯელესში ვიყავით, დანიელი ვიპოვე.
ნერწყვი გადავყლაპე და შეშინებულმა შევხედე.
-მერე?
-ძალიან გაბრაზებული ვიყავი შენზე და დევიდზე... მერე წავედი და დანიელი ვნახე.
-ნორმალურად მომიყევი!
-ისეთი არაფერი. ძაან არ მიცემია მხოლოდ რამდენიმეჯერ დავარტყი. მერე ბოდიში მოიხადა, თქვა რომ ნანობს თავის საქციელს.
-გიჟი ხარ!
-უბრალოდ არ მინდოდა ასე უბრალოდ შერჩენოდა ის ყველაფერი რაც გაგიკეთა.
-კარგი, მაგრამ თუ ერთად ვიქნებით არავის აღარასოდეს ცემ! არც დაარტყამ!
-კარგი.
მითხრა და თავი ისევ მის მკერდზე დამადებინა. დამესიზმრა, რომ ჰარის ვკოცნიდი, მაგრამ კარზე ზარის ხმამ გამომაღვიძა და რეალობაში დამაბრუნა.
-მე გავაღებ.
თქვა ნამძინარევი ხმით და თავისი მკლავებისგან გამანთავისუფლა. უსიამოვნო სიცარიელე ვიგრძენი, მაგრამ მისი ბალიში ჩავიხუტე. თითქმის ისევ ჩამთვლიმა, როცა მისაღებიდან ყვირილის ხმა მომესმა. ხალათი მოვიცვი და ოთახიდან გავედი.
-ვინ ჯანდაბამ გითხრა ჩემი მისამართი ან როგორ გაბედე ჩემთან მოსვლა?!
გოგონა რომელიც კარებთან დამხვდა ატუზული, გამხდარი და ფერმკრთალი იყო. მუქი წაბლისფერი თმა და თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ტუჩები ზუსტად ისეთივე, როგორიც ჰარის.. მისი ნაკვთები, მიმიკები... შეუძლებელია ეს ის იყოს..
-გამარჯობა.
ვთქვი და ჰარის გვერდით ამოვუდექი.
-გამარჯობა. მე ჯემა ვარ, ჰარის და.
-მე და არ მყავს!
უღრიალა ჰარიმ და მისკენ გაიწია, მაგრამ წინ გადავეღობე. უკმაყოფილოდ შემომხედა, რაზეც თვალები დავუბრიალე.
-სტუმარს ასე უპატივცემულოდ არ ექცევიან!
შევუღრინე.
-ბელა, არ ჩაერიო გთხოვ.
ჯემას თვალები აცრემლებული აქვს და სადაცაა აქვითინდება.
-ეს ჩემი სახლიცაა და მაქვს უფლება სტუმრები მივიღო.
-არ გესმის! შენ იცი მის გამო რაც გადავიტანე!
თქვა და ხელი ჯემას მიმართულებით აიქნია.
-ჰარი გთხოვ უბრალოდ მომისმინე...
-არც ერთი სიტყვის გაგონება არ მინდა შენგან!
სიტყვა-სიტყვით დაუმარცვლა და ისეთი ამაზრზენი მზერით შეხედა, რომ ლამის მეც ავტირდი.
-ჰარი ის შენი დაა!
-ჩემს სახლში ფეხს არ შემოადგამს და მორჩა!
იყვირა ბოლო ხმაზე, რის გამოც ორივე შეშინებულები შევხტით.
-შენი სირული აკვიატების გამო მოკვდნენ დედა და მამა! სად იყავი მაშინ, როცა მშობლები დავკრძალე ? სად იყავი მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი? სად იყავი მაშინ, როცა ღამეებს ტირილში ვათენებდი?! შენ უბრალოდ წახვედი და თან ჩემი მშობლებიც გაიყოლე! ამდენი წლის შემდეგ კი მოდიხარ და მეუბნები რომ მოგენატრე?! ჯანდაბაშიც წასულხარ! მე და არ მყავს! არავინ არ მყავს ბელას გარდა! ნეტავ შენ მომკვდარიყავი დედას და მამას ნაცვლად! ნეტავ შენ და შენი შეყვარებული გაეტანეთ სატვირთოს! შენი სახის დანახვაც არ მინდა! ისიც კი არ მინდა ვიცოდე, რომ არსებობ! მეზიზღები გასაგებია?! მძულხარ და აღარ გაბედო ჩემთან მოსვლა, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!
წინადადება დაასრულა თუ არა, ჯემას ხელი მკლავში ჩაავლო, გარეთ გააგდო და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა.
-გაგიჟდი?! ზედმეტები მოგდის ჰარი!
-კიდევ მე მომდის ზედმეტები?!
-კი მოგდის!
-არ მინდა, რომ შენ ჩაერიო!
კარს მივვარდი და გავაღე, მაგრამ ჰარიმ მკლავში ჩამავლო, შიგნით შემომათრია და კარი მიაჯახუნა.
-ხელი გამიშვი!
ისეთი ტონით ვუთხარი, რომ წამში მომაშორა თითები.
-ბელა გთხოვ...
ისევ გავაღე კარი და გარეთ გამოვედი. კოლიდორის ბოლოში ჯემას დავეწიე და აკანკალებულ ხელზე ნაზად შევეხე.
-კარგად ხარ?
თავი გააქნია და ტირილი განაგრძო.
- ვიცი, რომ ის ძალიან უხეშია, მაგრამ დრო სჭირდება.
-არ მაპატიებს..
-ჰეი, დამშვიდდი. მოდი რამოდენიმე წუთი დამელოდე, ჩავიცვამ და სადმე ყავა დავლიოთ.
თავი დამიქნია და მეც სახლში გავიქეცი. ჰარი თვალს ადევნებდა ჩემს მოქმედებებს და უკმაყოფილოდ მომჩერებოდა.
-სად მიდიხარ?
-მალე დავბრუნდები.
-არა, მასთან მიდიხარ ხო? ბელა ტვინს აგირევს და..
-ჰარი, გთხოვ. არ მინდა ვიჩხუბოთ...
წინადადება გავაწყვეტინე და მისი სახე ხელებში მოვიქციე.
-მინდა, რომ შენი და გავიცნო.
-ის არ არის...
დაიწყო მაგრამ ტუჩზე თითი მივადე და გავაჩუმე.
-მალე დავბრუნდები.
ვუთხარი და ტუჩებზე სწრაფად ვეამბორე, რის გამოც გაოგნებული და გახარებულიც კი იყო. სანამ აზრზე მოსვლას და რამის თქმას მოასწრებდა, სახლიდან გამოვედი.
მანამ არ ამოგვიღია ხმა, სანამ ცხელი შოკოლადი არ მოგვიტანეს.
-ცოტა დამშვიდდი?
თავი დამიქნია და ჭიქა ტუჩებთან მიიტანა.
-შენ, მისი ცოლი ხარ?
გამეღიმა მის ნათვამზე.
-არა, შეყვარებული.
არაფერი უთქვამს, უბრალოდ ცხელი შოკოლადის დალევა განაგრძო.
-რატომ გადაწყვიტე ასე მოულოდნელად გამოჩენა?
ვკითხე, რაზეც ჯერ თვალებში შემომხედა, მერე კი ქვემოთ დაიხედა.
-მე ყოველთვის ჰარის გვერდით ვიყავი ბოლო ერთი წლის გარდა, უბრალოდ ამას ისე ვაკეთებდი, რომ მას არ შეემჩნია.
-რატომ?
- რადგან მეგონა, რომ ვძულდი და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
-და ახლა რამ გადაგაწყვეტინა ჰარისთან მოსვლა?
გაჩუმდა და ჭიქას ჩააშტერდა. ლოყაზე გადმოგორებული ცრემლი შეუმჩნევლად მოიშორა და შემდეგ მე გამომხედა.
-მე სიმსივნე მაქვს. სანამ მოვკვდები, უბრალოდ მინდა, რომ მასთან ვიყო. ძალიან მენატრება...
გული მომიკვდა იმის გაგებაზე რაც ჯემამ თქვა. ყველა უშვებს შეცდომებს. მან ხომ არ იცოდა, რომ მის გაქცევას ასეთი შედეგი მოყვებოდა. ის უბრალოდ თავქარიანი თინეიჯერი გოგონა იყო, რომელსაც შეყვარებულმა თავგზა აუბნია.
-რისი სიმსივნე?
-თიმუსის (გულის უკანა ჯირკვლის) ავთვისებიანი სიმსივნე.
თავი დავუქნიე და ვეცადე ცრემლები შემეკავებინა.
-მშობლების დაკრძალვაზეც ვიყავი, უბრალოდ სხვებისგან მოშორებით ვიდექი. მათი სიკვდილის შემდეგ ნარკოტიკს შევეშვი.
-ეს დიაგნოზი როდის დაგისვეს?
-ერთი წლის წინ. მხოლოდ ჯირკვალი იყო, რომელსაც არ მივხედე. შემდეგ სიმსივნეში გადაიზარდა.
ისევ თავი დავუქნიე და თანაგრძნობის ნიშნად ხელი ხელზე დავადე.
-ჰარის დაველაპარაკები.. ვეცდები სიტუაცია გამოვასწორო, მაგრამ ამას დრო დასჭირდება.
-მინდა ეს მანამდე მოხდეს, სანამ მეტასტაზები მთელს გულს მოედება და ქიმიოთერაპიები დამჭირდება.
-ვეცდები ყველანაირად. არ ინერვიულო.
ცრემლები მოიწმინდა, გვერდით მომიჯდა და ძლიერად ჩამეხუტა.
-ვიცი, რომ არ ვარ ღირსი. ვიცი, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია, მაგრამ არ მინდა მისი ჩახუტების გარეშე სიკვდილი.
ხმა ჩაუწყდა და მკლავები უფრო ძლიერად მომხვია.
-ნუ ამბობ ამას! შეგვიძლია ოპერაცია გავიკეთოთ ..
თავი გააქნია.
-უამრავ ექიმს შევხვდი და უბრალოდ ყველასგან სიტყვა „სამწუხაროდ" მესმის.
-შენი ნომერი ჩამაწერინე. ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს და ჰარისაც როგორმე დავიყოლიებ.
-ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი უბრალოდ რა გითხრა.. არავინ არ მყავს მის გარდა. დეიდა ნატალიასაც ვერ ვუკავშირდები..
-ოუუ... მასზე შემდეგ შეხვედრაზე მოგიყვები.
-კარგი. მადლობა ბელა. უღრმესი მადლობა. საოცრება ხარ!
-გთხოვ არ ინერვიულო. ვეცდები ხვალაც შეგხვდე.
თავი ბედნიერი სახით დამიქნია და კვლავ მომეხვია.

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now