part 57

104 4 0
                                    

თავი 57
როგორც კი მოედანი დავტოვეთ ხალხის ყიჟინა გაისმა. ზოგი უკმაყოფილო იყო, ზოგიც კი პირიქით. დიდად ყურადღებას არავის ვაქცევდი, მხოლოდ ჰარის მკლავს ვიყავი აკრული და ხელები ძლიერად მქონდა შემოხვეული. სადღაც შორიდან კი უდანაშაულო თვალებს წავაწყდი. დევიდი. მისი სახის დანახვისას დამავიწყდა, რომ მასზე გაბრაზებული ვიყავი. დევიდს სასტიკად მოვექეცი. ადამიანი გამოვიყენე და მერე მოვისროლე. მის გრძნობებზე ვითამაშე, დავაიმედე, თავი უფრო ძლიერ შევაყვარე და ბოლოს უბრალოდ მასზე უარი ვთქვი. გული მტკივა! გული მტკივა, რომ ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ჩავაგდე. გული მტკივა, რომ ჰარი ჩემს გამო იტანჯებოდა. გული მტკივა, რომ ამაზრზენ არსებად ვიქეცი. 2 ადამიანი გავაუბედურე. გულზე სევდა მომაწვა, თვალებზე კი ცრემლები. აღარ შემიძლია დევიდის ყურება, რომელიც უიმედო და ამავდროულად ტკივილით დატვირთული მზერით მომჩერებია.  თავი დავხარე და ვეცადე მასზე ფიქრები გამეფანტა, რა დროსაც ვიღაცის ყვირილის ხმა მომესმა და ჰარის მკლავმა ადგილზე გამაჩერა.
-სტაილს!
ორივე უკან შევბრუნდით და ღიპიან კაცს შევეჩეხეთ, რომელიც სახეზე სულ აწითლებულიყო.
-შემეშვი ჯოშ.
-შეგეშვა?! ალბათ მეხუმრები! ხალხი უკმაყოფილოა, შენ ხელშეკრულება დადე!
უთხრა კაცმა და ფურცელი სახესთან აუფრიალა. ვიგრძენი როგორ დაეძაბა ჰარის მთელი სხეული და ხელზე ოდნავ დავქაჩე, მაგრამ ხელი ასწია, ფურცელი გამოართვა და ნაკუწებად აქცია.
-რომელ ხელშეკრულებაზე მეუბნები?
-სტაილს! შემიძლია გიჩივლო! ხალხი ფულის უკან დაბრუნებას ითხოვს! 90%-ს ფსონი შენზე ედო და საერთოდაც მხოლოდ შენს გამო მოვიდნენ აქ!
-ჯოშ, მე რბოლაზე უარი ვთქვი. შეგიძლია წაგებულად გამომაცხადო.
-კი მაგრამ რბოლა არც დაგიწყია, როგორ გამოგაცხადო წაგებულად?!
-როგორ არა, სტარტიდან დაახლოებით 1 კილომეტრი გავიარე და მერე გავჩერდი. ახლა ნახვამდის და კიდევ, ჟურნალისტები თავიდან მომაშორე.
უთხრა და გამოტრიალდა, მაგრამ ჯოშის სიტყვებმა ადგილზე გააქვავა.
-ეს ამ შენი პატარა ძუკნის გამო ხდება არა? მას ვუჩივლებ, რომ ტრიბუნიდან გადმოვიდა და ავარიული სიტუაცია შექმნა! ციხეში ამოვაყუდებ. ეს ყველაფერი ასე არ შეგრჩებათ თქვენ ორს!
სანამ მისი სიტყვების გააზრებას და შემდეგ ჰარის დაჭერას მოვასწრებდი, ჯოში უკვე ძირს იყო დაგდებული, ჰარი კი ზემოდან ეჯდა და სახეში მუშტებს ერთი მეორის მიყოლებით ურტყამდა.
-ჰარიიი! მოშორდი გთხოვ.
ვიკივლე და მისი გამოწევა ვცადე, მაგრამ უხეშად მომიშორა და მეც ძირს აღმოვჩნდი.
-ჰარი მას მოკლავ! შეწყვიტე!
ვუყვირე და ისევ ვეცადე მას მომეშორებინა. ამჯერად გამომივიდა. სანამ ისევ ჯოშთან მივიდოდა, მოვასწარი და ჰარის სხეულზე ავეკარი. მთელი ძალით ჩავიხუტე და ვეცადე დამემშიდებინა.
-ჩშშშ... ყველაფერი კარგადაა. ის უბრალოდ შენს გაღიზიანებას ცდილობდა. დამშვიდდი გთხოვ.
ველოდებოდი როდის შემომხვევდა ხელებს, მაგრამ ეს არ გააკეთა. სხეული ისევ დაჭიმული ჰქონდა და სუნთქვა აჩქარებული.
-არავის მოუსმინო, მხოლოდ გახსოვდეს, რომ მე შენ მიყვარხარ.
ბოლო სიტყვების წარმოთქმის შემდეგ მოეშვა და ზურგზეც ვიგრძენი მისი მკლავები. რამოდენიმე წამი ასე ვიყავით, შემდეგ მისი დასისხლიანებული ხელი ჩემსაში მოვიქციე და იმ დაწყევლილ შენობას მოვაშორე. ტაქსში ხმა არცერთს არ ამოგვიღია. სახლში მისვლისას დეიდა ლიდია შეგვეფეთა.
-ჰარი? დევიდი სადარის?
იკითხა გაკვირვებულმა.
-ამ.. ის მალე დაბრუნდება.
მოკლედ მოვუჭერი და გასაღები კარებში სწრაფად შევაცურე.
-ჰარი ხელზე რა დაგემართა?
ისევ იკითხა დეიდა ლიდიამ.
-არაფერი.
ღრენით მიუგო ჰარიმ. როგორც იქნა გავაღე კარი და სახლში შევედით. ჰარი დივანზე დავსვი, მე კი სააბაზანოდან პირველადი დახმარების ყუთი გამოვიტანე.
-ბელა უნდა ვისაუბ...
-ახლა არა ჰარი, ჯერ ხელი უნდა დაგიმუშაო.
ვუთხარი და მის წინ ჩავიმუხლე.
-ჯანდაბაშიც წასულა. ვის ადარდებს ხელი?!
-მე მადარდებს. ძალიან გთხოვ ნუ ჯიუტობ.
ჰარიმ წარბშეკრულმა შემომხედა. თვალებზე მაკვირდებოდა, თითქოს ჩემი ფიქრების ამოცნობას ცდილობდა.
-ჰარი გთხოვ.. ხელს დაგიმუშავებ და მერე ყველაფერზე ვისაუბროთ. გთხოვ..
შევევედრე და ხელი მისკენ ნელა გავაპარე. დამნებდა და უფლება მომცა მისთვის მიმეხედა. ხელი რაც შეიძლება ნელა დავუმუშავე. ვცდილობდი დრო გამეწელა. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ჰარისთვის. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ დამნაშავე ვიყავი.
-მოვრჩი.
ვუთხარი და წამოვდექი.
-გშია?
თავი გააქნია.
-ვაშლის წვენი?
მაცდურად შევხედე.
-სერიოზულად ბელა? ამდენი ხნის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ და მეკითხები ვაშლის წვენი მინდა თუ არა?
-მაპატიე, უბრალოდ ვცდილობ ჩვენს შორის ეს დაძაბულობა როგორმე გავაქრო.
-ვერ გააქრობ!
-რაა?
ვკითხე დაბნეულმა და გულნატკენმა.
-რატომ მოხვედი რბოლაზე?
-ჰარი, მე ვერ დავუშვებდი, რომ რამე მოგსვლოდა. მიყვარხარ და...
-გიყვარვარ?
სიტყვები ნელა და ირონიულად წარმოთქვა.
-ხო ჰარი, მიყვარხარ.
მეც მასსავით ნელა და მტკიცედ ვუთხარი.
-მოდი ვაღიაროთ, რამე რომ დამმართნოდა, შენს თავს ვერ აპატიებდი, დანაშეულის გრძნობა გექნებოდა და მხოლოდ ამიტომ მოხვედი რბოლაზე.
-რაა? ჰარი საიდან მოიტანე, მე დევიდმა დღეს რბოლამდე რამდენიმე საათით ადრე მითხრა სიმართლე.
-რატომ?
-რა რატომ?
-რატომ არ მომისმინე? რამდენჯერ მოვედი შენთან, გთხოვდი, გეხვეწებოდი, რომ მოგესმინა, მაგრამ შენ ყოველთვის თავიდან მიშორებდი.
დაბალი ბოხი ხმით ამოილაპარაკა.
-მაპატიე გთხოვ.. გაბრაზებული ვიყავი. ყველაფერი თავზე დამენგრა...
-მე სხვას არაფერს გთხოვდი. მხოლოდ მინდოდა, რომ მოგესმინა.
-ვიცი და მაპატიე. მე.. ისე მენატრებოდი მთელი ეს დრო...
-როგორ ბედავ იმის თქმას, რომ გენატრებოდი, როდესაც შენ თვითონვე მითხარი, რომ წავსულიყავი!
ხმას ოდნავ აუწია და ფეხზე წამოდგა.
-ვიცი ჰარი დამნაშავე ვარ ყველაფერში! მაგრამ უნდა გამიგო, გთხოვ. არ ვიცი რა და როგორ მოხდა, მაგრამ ლონდონში გამაფრენინეს.. ჭკუიდან გადამიყვანეს. ჯერ შენი ღალატის ამბავი გავიგე, მერე ჩემს ზარებსაც არ პასუხობდი, ცოტა ხანში კი მესიჯი მომდის, რომ არ გესიამოვნა ახალი ამბავი და გაბრაზებული იყავი ჩემი ორსულობის გამო, ხოლო როცა ჩამოხვიდოდი აბორტს გამაკეთებინებდი აუცილებლად.
-შენთვის არასდროს მიღალატია! არც შენი ორსულობის შესახებ ვიცოდი! უნდა მოგეცადა სანამ შენებურ პანიკებს ატეხდი და სახლიდან გამოიქცეოდი!
-ჰარი რა უნდა მექნა?! თავი შეურაცხყოფილად და დამცირებულად ვიგრძენი.
-2 დღე უნდა მოგეთმინა ბელა! მხოლოდ 2 დღე! და იმ ყველაფრის ნაცვლად რაც დღეს ხდება, ახლა ლონდონში ვიქნებოდით, ჩვენს ბინაში და ბავშვიც ცოცხალი იქნებოდა.
ბოლო სიტყვების წარმოთქმისას სწრაფად გაჩუმდა. ხელები თავზე შემოილაგა და ზურგი მაქცია. გული საშინლად მატკინა მისმა სიტყვებმა.  რამოდენიმე წამი ხმა
ვერ ამოვიღე რადგან ცრემლების შეკავებას ვცდილობდი.
-გინდა თქვა, ჩემი ბრალია, რომ მუცელი მომეშალა?
ჩამწყდარი ხმით ვკითხე.
-არა, ამის თქმა არ მინდოდა უბრალოდ...
სათქმელი კარის ხმამ შეაწყვეტინა საიდანაც დევიდი შემოვიდა.
-ამმ. მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ. ბელა ტელეფონი ჩემს მანქანაში დაგრჩა.
თქვა, ტელეფონი მაგიდაზე დადო და უხერხულად ისევ კარისკენ წავიდა.
-დევიდ, მოიცადე. აქ მოდი.
უთხრა ჰარიმ და ისიც შემოტრიალდა.
-შენ და ბელა ახლა შეყვარებულები ხართ არა?
იკითხა ჰარიმ სერიოზული ხმით.
-არა.
მოკლედ უპასუხა დევიდმა.
-ოუ... არადა ისე უხდებოდით ერთმანეთს.
ცინიზმით ამოილაპარაკა და ორივე ზიზღით შეგვათვალიერა.
-იცი რა? გყავდეს ბელა, მე უკვე აღარაფერში მჭირდება.
თვალები გამიფართოვდა და ჰარის შევხედე.
-რა იყო გაგიკვირდა? თუ გეწყინა?
ნელ-ნელა მომახლოვდა.
-თუ გეტკინა? აი აქ.
თქვა და ხელი მარცხენა მკერდთან მომადო.
-რთულია როცა უარგყოფენ არა? როცა თავიდან გიშორებენ..
თქვა და თვალებში შემომხედა. გული უკვე გამიჩერდა. ვეღარც სუნთქვას ვახერხებ, ვეღარც მოქმედებას, ვეღარც საუბარს. მხოლოდ ცრემლები მეხმარებიან ემოციების გამოხატვაში.
-ნუ ტირი! ხომ იცი არ მიყვარს როცა ტირიხარ!
მითხრა მკაცრი ხმით და ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები მომაშორა, შემდეგ ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა. არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ პირიქით. ასეთი ჰარი არსდროს მინახავს. იმ წამს როდესაც გადავწყვიტე, რომ ხელები მეც მომეხვია, მის მკერდზე ვიბრაცია ვიგრძენი. ჰარიმ სიცილი ატეხა და უხეშად მომიშორა.
-ასე ამშვიდებდი არა ბელას დევიდ?
დევიდმა ჯერ მე შემომხედა, შემდეგ ჰარის.
-მიდი, ახლაც დაამშვიდე. დემონმა ჰარიმ კვლავ გაანაწყენა ანგელოზი.
თქვა ჰარიმ და ხელი მსუბუქად მკრა, რომ დევიდთან ახლოს აღმოვჩენილიყავი. ეს უკვე პიკი იყო, რადგან ბოლო ხმაზე ვუყვირე.
-შეწყვიტე! საკმარისია უკვე! რა გინდა ჩემგან?!
-შენგან? არაფერი ბელა. მინდა თქვენ ორს ბედნიერება გისურვოთ.
-ჩვენ არ ვართ ერთად! ასე რატომ იქცევი ჰარი?
ამჯერად დევიდი ჩაერია.
-ერთად არ ხართ? ანუ სექსი მეგობრულად... ძალიან მაგარია. იქნებ სამივემ ერთად ვცადოთ?
მისმა სიტყვებმა ჭკუიდან შემშალა. ჰარისკენ გავიწიე და სახეში ძლიერად გავარტყი, შემდეგ კი ჩემი საქციელით გაოგნებულმა ხელი პირზე ავიფარე და ცრემლების შემდეგი ნაკადიც წამოვიდა.
-გეყოფა! ნუ ექცევი ასე! თუ რამე საქმე გაქვს, ჩემთან გაარკვიე! არ გაქვს უფლება ბელას ატკინო!
დაიყვირა დევიდმა და მოგვიახლოვდა. ჰარი მას მერე მე მომჩერებია რაც სახეში გავარტყი. თვალებში ჩამყურებს და ვხვდები, რომ სადაცაა აფეთქდება.
-ოჰო, თავი გამოიჩინა დევიდმა.. ასე ცდილობდა შენთან შემოძრომას ბელა? ასეთი საქციელებით გასულელებდა და შენც ფეხები მაშინვე გაუშალე არა?
-ჯანდაბა ჰარი გაჩუმდი! ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. მას არც არასდროს უცდია ჩემთან მსგავსი რამ.
-ჰოო, წმინდანი ყოფილა.. დავიჯერო არ ფიქრობდი ბელას შიშველ სხეულზე? ან მის კვნესაზე?
ახლა დევიდს მიუბრუნდა.
-ნუ იქცევი სირივით ჰარი! მას ყოველთვის შენ უყვარდი.
-თუ ასეა, მაშინ უთხარი დევიდს, რომ მე გიყვარვარ და ის არაფერს წარმოადგენს შენთვის! რომ მას უბრალოდ იყენებდი! შემდეგ კი ბარგს ჩაალაგებ და ჩემთან წამოხვალ.
-ჰარი, გთხოვ..
ამოვისლუკუნე და თვალებით შევევედრე, მაგრამ თვალი ამარიდა და ახლა უფრო ხმამაღლა და მტკიცედ წარმოთქვა.
-ან იმას გააკეთებ რასაც ახლა გეუბნები, ან ვეღარასოდეს მიხილავ!
დივანზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. ჰარის ვერ ვცნობ. სრულიად სხვაა.. და ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ მისი ეს გარდაქმნა მე გამოვიწვიე... მაგრამ ვერ დავუშვებ მის დაკარგვას. რადაც არ უნდა დამიჯდეს. ამას კიდევ ერთხელ ვერ გადავიტან!
-ბელა, დილამდე ვერ დაგელოდები. გადაწყვიტე!
კიდევ გაისმა ჰარის ხმა. თავი ავწიე და დევიდის სახეს შევხედე, რომელიც ცრემლებს დაენამათ. მიდი ბელა, შენ ამას შეძლებ... საკუთარ თავს ვარწმუნებ და უკვე ფეხზე ვდგავარ, დევიდის წინ. მას შევყურებ, მაგრამ სიტყვას ვერ ვამბობ.
-ან ახლავე ეტყვი მას, რომ არ გაინტერესებს, ან მშობლების ხსოვნას ვფიცავ აქედან წავალ!
მიყვირა ჰარიმ და ჩემმა სიტყვებმაც არ დააყოვნეს.
-არ მიყვარხარ დევიდ და გიყენებდი, მხოლოდ და მხოლოდ ჰარის დასავიწყებლად. აღარ მინდა შენი ნახვა.
სწრაფად მივაყარე სიტყვები ერთმანეთს.
დევიდის თვალებში ის პატარა იმედის ნაპერწკალიც გაქრა, რომელსაც მეათიათასედი ნაწილით ეგონა, რომ ამას არ გავაკეთებდი. დევიდმა მხოლოდ თავი დამიქნია და კარისკენ წავიდა. შემდეგ გაჩერდა, შემობრუნდა და მითხრა.
-რაც არ უნდა მოხდეს, მე ყოველთვის შენს გვერდში მიგულე. თუ ეს ნაბიჭვარი კიდევ გატკენს, დაუფიქრებლად ჩამოდი აქ!
-ვერ გაიგე ბელამ რა გითხრა?! შენი დანახვა არ უნდა და დაახვიე აქედან!
იყვირა ჰარიმ და დევიდიც სახლიდან გავიდა. ცოტა ხანი კარს მივშტერებოდი, შემდეგ ჰარის ხმამ მომიყვანა გონს.
-ნივთები ჩაალაგე, ლონდონში ვბრუნდებით.
____________________________________

სიყვარულით ლინა ♥

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now