part 2

253 8 0
                                    

თავი 2
-პრინცესა.
დაიძახა მამაჩემმა, როდესაც მე და ნატალია ერთდროულად შევბრუნდით. მივხვდი, რომ მამა ნატალიას გულისხმობდა, ამიტომ ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი.
-ოუ იზაბელა.. ჩვენ სამსახურში უნდა გავიქცეთ. პიცა გამოგიძახე, მშიერი იქნები.
-არა, მხოლოდ ძილი მინდა.
-ჯერ შეჭამ და მერე. შენი ოთახი ჰარის ოთახის გვერდითაა.
მითხრა მამამ.
-ჰარი ძვირფასო, იზაბელას ჩანთები აატანინე მეორე სართულზე და თავისი ოთახიც აჩვენე, ჩვენ გვეჩქარება.
-მე რა უსაქმური მნახეთ? ვერ ხედავთ გადაცემას ვუყურებ!
-ჰარი გთხოვ!
უთხრა ნატალიამ ხვეწნანარევი სიმკაცრით და სახლი დატოვეს. უტაქტო ბიჭი! რაში მჭირდება მისი დახმარება. როგორმე ჩემითაც გავუმკლავდები!
ჩანთებს ხელი დავავლე და კიბეებზე ძლივს ავათრიე.
-მაგდენს ნუ იჭინთები არ გაგეკუოს.
-უკაცრავად?
-არაფერი არაფერი.
დებილივით ჩაიცინა და ტელევიზორის ყურება განაგრძო. ამხელა სახლში დავბოდიალებ და სად ჯანდაბაშია ჰარის ოთახი? სავარაუდოდ ყველაზე არეული იქნება. ერთ დიდ ოთახში შევედი. ძალიან ლამაზი იყო, დიდი ვიტრინებით და თეთრი ფარდებით. შუაში დიდი, ფუმფულა ლოგინი იდგა. 2 კარი იყო, ერთი გარდერობის, მეორე კი სააბაზანოს.
-უკვე მიაგენი შენს ოთახს?
-რა?
-შენ რა, ყურში გაკლია?
მკითხა დამცინავი ტონით.
-არა მეე.. უბრალოდ. ეს ჩემი ოთახია?
გაოცება ვერ დავმალე.
-კი.
კარზე ზარი გაისმა.
-პიცა იქნება. კარი გააღე და მე ჩემს ოთახში ამომიტანე.
ირონიულად მითხრა ჰარიმ. თავი ვინ გონია?
-ჩადი და შენ თვითონ ამოიტანე!
ვეცადე ისე მეთქვა, რომ ჩემი საზღვრები დამეწესებინა მისთვის.
-ვერ გავიგეე?
-შენ რა, ყურში გაკლია?
გავიმეორე მისი სიტყვები.
-პატარა გოგო, ხომარ გავიწყდება, რომ ჩემს სახლში ხარ და ჩემს წესებს უნდა დაემორჩილო?
თვალები ავატრიალე და ქვემოთ ჩავედი. უუგემრიელესი პიცა იყო. ბოლომდე ვაპირებდი შეჭმას მაგრამ გამახსენდა, რომ ჰარისაც უნდოდა. რატომ უნდა გავუყო ჰარის? ეს პიცა მამაჩემმა ჩემთვის გამოიძახა. მისი ჯიბრით და საკუთარ თავზე ძალდატანებით ბოლო 2 ნაჭერიც შევჭამე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. ჰარის კარი ღია იყო.
-ჰეი. სად არის ჩემი პიცა?
-შევჭამე.
-მთლიანი პიცა შეჭამე?
მკითხა გაოგნებულმა.
-კი.
ღებინების შეგრძნება დავაიგნირე და ამაყად ვუპასუხე.
-არადა ერთი შეხედვით ნორმალური გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებ.
-ანუ?
-ანუ რეალურად ძროხა ხარ.
-სამაგიეროდ დანაყრებული ძროხა. შენ კი შეგიძლია შენი მუცლის ბუყბუყს უსმინო.
საძინებლის კარი მივიჯახუნე და ლოგინზე ჩამოვჯექი. რა ჯანდაბა უნდა ჩემგან? რამე დავუშავე? სარკესთან მივედი და ჩემი თავი შევათვალიერე. ნუუ ცოტა დაღლილი სახე მაქვს, მაგრამ ცუდად არ გამოვიყურები. იქნებ ქალთმოძულეა? ან იქნებ გეია? ოჰ რაში მაინტერესებს.
ტანსაცმელი გავიხადე და შხაპი მივიღე. დაღლილს საოცრად მესიამოვნა ცხელი წყალი და ძილი მომერია. სველი თმების მიუხედავად, ლოგინში ჩავწექი და ტკბილად დავიძინე.
საღამოს საშინელი თავის ტკივილით გავიღვიძე. ქვემოთ ჩავედი, მაგრამ არავინ დამხვდა. ამიტომ ისევ უკან ამოვბრუნდი და ჩემი ტანსაცმლის ამოლაგება დავიწყე. ეზოდან რაღაც ხმაური მომესმა და ფანჯრიდან გადავიხედე. ჰარი და ვიღაც ბიჭები ლუდს სვამდნენ და საუბრობდნენ.
-მოვფსამ და მოვალ.
უთხრა ჰარიმ ბიჭებს. ღმერთო რა უზრდელია.. თვალები ერთ სიმპათიურ ბიჭზე გამიშტერდა. შავგრემანი და თაფლისფერთვალება იყო, ბევრი ტატუირებებით. მისი სიცილი...
-გვითვალთვალებ?
მოულოდნელად მკითხა ჩემს ზურგს უკან მდგომმა ჰარიმ. შიშისგან ადგილზე შევხტი.
-გაგიჟდი?! კინაღამ გული გამისკდა!
ისევ დებილივით იცინის.
-რა გაცინებს?
-მამაშენმა დარეკა როცა გეძინა.
-რა თქვა?
-სავახშმოდ მივდივართო თუ რაღაც ეგეთი.
-დამარეკინე მამასთან.
-შენ თვითონ დარეკე.
-აქაური ნომერი არ მაქვს ჯერ.
-მთხოვე და დაგარეკინებ.
-რაა?
-შემეხვეწე და დაგარეკინებ.
ისევ და ისევ სიცილი. ჰარის გვერდი ავუარე და ეზოში ჩავედი. უცებ საუბარი შეწყდა და ყველამ მე მომაპყრო ყურადღება.
-ამმ გამარჯობა.. მე ფრედის შვილი ვარ და შეგიძლიათ მასთან დამარეკინოთ?
სულელი ბავშვივით ვლაპარაკობდი. უცებ ყველამ ერთდროულად გამომიწოდა ტელეფონი და მე რა თქმა უნდა ტატუირებებიან ბიჭს გამოვართვი.
-მამა, ბელა ვარ.. ჰარიმ მითხრა, რომ დარეკე.
-ხო იზაბელა 1 საათში მზად იყავი მთელი ოჯახი სავახშმოდ მივდივართ..
-ამმ კარგი და შეგიძლია მითხრა ტკივილგამაყუჩებელი სად არის? თავი საშინლად მტკივა.
-მთავარ სააბაზანოში კარადაშია. ახლა ვმუშაობ და 1 საათში გამოგივლით.
ტელეფონი ღიმილით გავუწოდე ბიჭს.
-მადლობა შენი სა...
სიტყვის დასრულება არ მაცადა და მაშინვე მიპასუხა.
-ზეინი, მე ზეინი ვარ.
-სასიამოვნოა, მე ბელა.
სულელივით გავიღიმე.
-ჰომმ.. ის ქერა ნაილია, მთვრალი ლუისი და ჭკვიანი გამომეტყველებით რომ ზის ლიამია.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
-არ ვიცოდით თუ ფრედს შვილი ჰყავდა.
-არაუშავს მგონი თვითონაც არ იცოდა.
ჩავიბუტბუტე ჩუმად. ამ დროს ჰარი გამოვიდა გარეთ, მე კი ბიჭებს დავემშვიდობე და ოთახში ავედი.

*ჰარის თვალთახედვით*
-რატომ არ გვითხარი, რომ ნახევარ და გყავდა?
-რა ნახევარ და ხომ არ გაგიჟდი. არც დეიდაჩემის შვილია და არც დედაჩემის.
-მაინც და გამოდის.
-ნუ ფილოსოფოსობ ლიამ. არანაირი ნათესაური კავშირი არ გვაქვს!
-ისე ლამაზი გოგოა.
თქვა ზეინმა. რამდნიმე წამით გავჩუმდი და ბელა წარმოვიდგინე გონებაში. დიდად არც დავკვირვებივარ როგორ გამოიყურება.
-არის რა.
ვუპასუხე ზეინს.
-ჰარი შენი მოსაწონი ჯერ არავინ დაბადებულა.
-მაგაში ვერ შეგეწინააღმდეგები.
ბიჭებს მოვუყევი პიცის ამბავი, ყველა იცინოდა, მაგრამ მაინც მის მხარეს იჭერდნენ. კიდევ თითო ბოთლი ლუდი დავლიეთ და ბიჭები გავაცილე. ჯიბეში მობილური აბზუილდა. ფრედია. თვალები ავატრიალე და ტელეფონს ვუპასუხე.
-ხოო.
-ჩემი შეტყობინება ნახე?
-არა.
-ხოდა ნახე და შენ და იზაბელა მაგ მისამართზე მოდით. მე დეიდაშენს უნდა გავუარო.
-აუ მაგრად მკიდია ეგ ოჯახური ვახშამი ფრედ.
-დეიდაშენს გულს ნუ ატკენ! თან მინდა, რომ იზაბელა უკეთ გაიცნოთ.
-მე კი არა ჯერ შენ გაიცანი.
-ჰარი ბევრს ნუ ლაყბობ. 20 წუთში მანდ იყავით.
ოჰჰ ღმერთო.. მოწყალე არ ხარ? იქნებ გადმომხედო როცა ასეთ *ლე სიტუაციებში მიწევს წასვლა. ბელას თუ იზაბელას დავუძახე და რამოდენიმე წუთში ქვემოთ გაჩნდა. უნდა ვაღიარო, რომ ლამაზად გამოიყურება. არა ლამაზად კი არა, სექსუალურად. ოჰ ფრედი და დეიდა რომ არა ვიცი ამას რასაც ვუზამდი.
-კლოუნს გავხარ.
ვუთხარი.
-სასაცილოა ამ სიტყვებს შენგან რომ ვისმენ.
პასუხი მომიბრუნა.
-როგორ შეიძლება სახეზე ამდენი რამე გედოს?
მაკიაჟი ვიგულისხმე, რომელიც ძალიან უხდებოდა, მაგრამ მე ყოველთვის ბუნებრივიბას ვანიჭებ უპირატესობას.
-ჰარი შენს თავს მიხედე და კარგს იზამ თუ მთელი გზა ხმას არ ამოიღებ.
-ეგღა მაკლია ჩემს მანქანაში ვიღაცამ საუბარი ამიკრძალოს!
აღარაფერი უთქვამს. მანქანა დავქოქე და ადგილს სწრაფად მოვწყდი.
__________________________________
ესეც მეორე თავი. იმედია მოგეწონებათ. ძირითადად დიალოგებია <3
სიყვარულით ლინა ♥

C L O U D S  / completedKde žijí příběhy. Začni objevovat