part 30

166 5 0
                                    

თავი 30
დღე მშვენივრად გავატარეთ. ჯერ ბიჭები და კატალია მოვიდნენ ჩვენთან, ტორტით და სანთლებით. მათი წასვლის შემდეგ მე და ჰარიმ ერთ ძვირადღირებულ რესტორანში ვივახშმეთ. ასეთ ლამაზ დაბადების დღეს, წამორდგენითაც კი ვერ წარმოვიდგენდი. ჩემს ემოციებს და სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ყოველ წამს მინდოდა, რომ მეტირა, იმდენად ბედნიერი ვიყავი.
მეორე დღეს ყველა საჭირო ნივთი ვიყიდეთ და ვენეციაში გასამგზავრებლად მოვემზადეთ. ახლა კი აეროპორტში ვსეხდვართ და ჩვენს რეისს ველოდებით.
-ეხლაც არ მჯერა იმის, რაც ჩემს თავს ხდება.
-ვენეციაში ნამყოფი ხარ?
-არა. შენ?
-მე კი.
-მანდაც რბოლა გქონდა?
ჰარის სიცილი აუტყდა და ხელი გადამხვია.
-ბელა, ვენეცია წყალზე გაშენებული ქალაქია და როგორც ვიცი მანქანას ტივტივი არ შეუძლია.
-ამ ჰოო. უბრალოდ სპონტანურად ვთქვი! ნუ დამცინი! მაგრამ გზები საერთოდ არ არის?
-კი არის, მაგრამ რბოლისთვის ვერ გამოიყენებ.
-ნახე რაა, კიდევ დამცინის.
რეისი 317, ჩასხდომა დაიწყო.
თვითმფრინავში ფანჯრის მხარე დავიკავე. ჩემი ბილეთის ნომერია 16, ჰარისი კი 18. ჰარი გვერდით მომიჯდა და ღვედი შემიკრა.
-გეშინია?
მკითხა, რადგან ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი.
-არა უბრალოდ ბედნიერი ვარ.
-უკაცრავად, ჩემს ადგილზე ზიხართ.
უთხრა ჰარის ერთმა მოხუცმა კაცმა.
-ამ ვიცი, იქნებ ადგილები გავცვალოთ?
-არ შემიძლია, ფანჯარასთან ჯდომა არ მიყვარს.
-ფანჯარას არ ვგულისხმობ, მეთვრამეტე ადგილზე ვამბობ.
-არა. გამცილებლები იქეთ-აქეთ დადიან და ხშირად გამაღვიძებენ.
-ბატონო გთხოვთ. ჩვენ შეყვარებულები ვართ და ერთად გვინდა ჯდომა.
ახლა მე ჩავერთე საუბარში.
-მითუმეტეს. თქვენს კოცნა-პროშნას ვერ ვუყურებ მე.
ჰარი გაბრაზებული ადგა და ერთი ადგილის მოშორებით გადაჯდა.
-მკუანა ბებერი!
-რამე თქვით ახალგაზრდავ?
-არაფერი.
შეუღრინა და კაცმაც ჩვენს შორის ადგილი დაიკავა. ასე როგორ შეიძლება?
-მგზავრობის მეშინია, იქნებ ადგილი გამიცვალოთ გთხოვთ.
შევევედრე მოხუცს.
-არ შემიძლია ფანჯარასთან ჯდომა!
-შეგიძლიათ ფანჯარას ჩამოაფაროთ.
-უკვე გითხარით რომ არ ვაპირებ ადგილის დათმობას!
ზოგადად მოხუცები მიყვარს, მაგრამ ეს კაცი ყველაზე საზიზღარი მოხუცია ვინც კი აქამდე მინახავს!
-უჟმური.
-რა თქვით?
-არაფერი.
-არა არა, მგონი შეურაცხყოფა მომაყენეთ.
-რაც გინდათ ის კარგად გესმით.
-როგორ საუბრობ?! იცი რამდენი წლით უფროსი ვარ შენზე?! გაუზრდელო!
- ბაბუ, არაფერი მოგივიდოდა რომ ადგილი დაგეთმო.
საუბარში ჩაერთო ჰარი.
-ეს უკვე მეტისმეტია.
თქვა და გამცილებელს დაუძახა. სიტუაცია აუხსნა და გამცილებელმა კაცი სხვის ადგილზე გადასვა, ის სხვა კი ჩვენს შუაში დასვა.
-გამიმართლა, რომ მოხუცს ადგილის გაცვლა მოუნდა. სხვაგვარად ასეთი მშვენიერი არსების გვერდით დაჯდომის შესაძლებლობა არ მექნებოდა.
მითხრა ქერა ბიჭამა საღეჭი რეზინით გამოტენილი პირით.
ჰარიმ წარბები ისე მაღლა ასწია, რომ უკვე კეფას გასცდა.
-გინდა ფრენა გასწავლო?!
და ჰარიმაც არ დააყოვნა.
-უკაცრავად?
-ის გოგო ჩემი შეყვარებულია. ახლა შენ ადგები და ადგილს გამიცვლი. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავიდან თავით გადაგიშვებ!
-ეგ არ შეიძლება, თვითმფრინავში რომ ჰაერი შემოვიდეს ჩამოვარდება.
თქვა იდიოტური ღიმილით ბიჭმა. ჰარის წარბები კი უკვე კუდუსუნამდეა.
-ამ კარგი. მხოლოდ ვიხუმრე. რა პრობლემაა დაჯექი.
ღვედები შეიკარით, თვითმფრინავი აფრენას იწყებს.
თქვა გამცილებელმა. ჰარი წამოდგა, რომ ბიჭისთვის ადგილი დაეთმო, რა დროსაც თვითმფრინავი დაიძრა და ჰარი ამ ქერა ბიჭის კალთაში აღმოჩნდა. სიცილი ამიტყდა ჰარის მოუხერხებელ ფართხალზე და როგორც იქნა წამოდგა. ბიჭმა ადგილი გაუცვალა და ორივემ ღვედები შეიკრეს.
-რა გაცინებს!
მითხრა გაბრაზებულმა, მე კი სიცილს ვერაფრით ვწყვეტ.
-ბელაა!
დაიბუზღუნა.
-მაპატიე, უბრალოდ ძალიან სასაცილო იყო.
-ჰო ძალიან!
მას თავი ჩემს კალთაზე ედო და ეძინა, მე კი ღრუბლებს შევყურებ და ამდენი ხნის შემდეგ დედასთან სიახლოვეს ისევ ვგრძნობ.
„დე, ახლა შენთან ახლოს ვარ და ვიმედოვნებ გესმის ჩემი. მას ხედავ? ბიჭს რომელსაც ჩემს მუხლებზე სძინავს? ჰო, ეს ის ადამიანია, ვინც სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა. გამაცოცხლა, ძარღვებში სისხლი ამიმოძრავა და გულს ფეთქვა აიძულა. ბედნიერი ვარ დე. მინდა, რომ ამას პირისპირ გიყვებიდე და შენ გულში მიკრავდე. ალბათ იტყოდი, ჩემი პატარა გოგო გაიზარდა და შეყვარებულიაო. სულ ხომ მეუბნებოდი, იმ ერთადერთს რომ იპოვნი, მერე მიხვდები რა არის ნამდვილი ბედნიერებაო. ნეტავ ერთმანეთს იცნობდეთ, ძალიან გაუგებდით. ჰარიც ისეთივე მზრუნველი, მესაკუთრე, თბილი და კეთილია, როგორიც შენ იყავი დე. როცა წახვედი, სრულ არარაობად ვიქეცი. ყველაფერი დამაკლდა და საკუთარი თავიც დავკარგე. ახლა კი ჰარი მინაზღაურებს ყველაფერს, რაც შენი სიკვდილის შემდეგ აღარ მიგრძვნია. ერთ დღესაც ჩამოვიყვან მას ლოს-ანჯელესში და შენთან მოვიყვან. ძალიან მიყვარხარ და მენატრები დე. გთხოვ სიზმრებში მაინც მოდი ხოლმე ჩემთან, რომ შენი სურნელი კვლავ შევიგრძნო. კვლავ გავიგო შენი კისკისი და კვლავ ვნახო შენი გაღიმებული სახე"
ფიქრებში გართულს ჩამეძინა. ცოტა ხანში კი ჰარის ხმამ გამაღვიძა.
-პატარავ უკვე ჩამოვფრინდით. ღვედი შეიკარი.
თავი დავუქნიე და ის გავაკეთე რაც მითხრა. თვითმფრინავი დაეშვა და მალე მგზავრებითაც დაიცალა. აეროპორტში ჩვენი ბარგი ავიღეთ, ტაქსი გავაჩერეთ და სასტუმრო „მეტროპოლში" წავედით. ბარგი როგორც კი გადმოვიტანეთ, მაშინვე ხელიდან გამოგვაცალეს და შიგნით შეიტანეს. როცა შიგნით შევაბიჯე, თავი ზღაპარში მეგონა.
შუა საუკუნეების ინტერიერი, მაღალი ჭერი, დიდი კრისტალისებრი ჭაღი, ხის მოპირკეთებული სკამები და მაგიდები. პორტიესთან მივედით, რომელმაც ღიმილით გამოგვიწოდა გასაღები და ქალაქის რუკა. ლიფტის კარს იქვე მდგომი მომუშავე პერსონალი გვიღებს და შიგნით შევდივართ. მესამე სართულზე კარებს კვლავ გვიღებენ და კოლიდორში გავდივართ. იქეთ-აქეთ ვიყურები და ვათვალიერებ დიდ ნახატებს კედლებზე. ჰარიმ უეცრად გაჩერდა და კარს გასაღები მოარგო. ოთახი ოქროსფერშია ჩაფლული, ოქროსფერი კედლები, ოქროსფერი თეთრეული, ოქროსფერი ფარდები და ოქროსფერი კედლის სანათები. საწოლი და სხვა ნივთები კი მუქი წაბლისფერია. შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს. ლოგინიც ძველებურ სტილშია, ოთხივე კუთხეში ბოძივითაა ხე გამოთლილი, რაზეც დიდი გამჭვირვალე ფარდაა გადაფარებული. ბავშვობიდან ვოცნებობდი ასეთ საწოლებზე. აივანი პატარა და საყვარელია. პირდაპირ მდინარეს გადაჰყურებს. აბაზანა თეთრ ფერებშია, თეთრი ხალათებითა და თეთრი პირსახოცებით. მოკლედ ყველაფერი გასაოცარია.
-აბა მოგწონს?
მეკითხება ჩემს უკან მდგომი ჰარი და მეხუტება.
-არ ვიცი რა ვთქვა! უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის იმდენად კარგია.
კისერზე მაკოცა და ბარგის ამოლაგება დაიწყო.
-მოდი რამე ლამაზი ჩაიცვი და საღამოს მუზეუმში წავიდეთ, შემდეგ რესტორანში ვივახშმოთ.
-კარგი, ჯერ შხაპს მივიღებ.
-კარგი, მაგრამ ჯერ მე.
მითხრა და აბაზანაში შემასწრო.
-კარგი რა ჰარი! პირველი სულ შენ ხარ.
-კარი არ ჩამიკეტავს, შეგიძლია შემომიერთდე.
-ნაბიჭვარო!
-რა თქვი?
-არაფერი.
-გამიმეორე!
-არაფერითქო.
უეცრად ჰარიმ აბაზანის კარი გააღო, შიგნით შემათრია და დუშის ქვეშ დამაყენა.
-რას აკეთებ გაგიჟდი?
-არა.
მითხრა და სიცილი დაიწყო. კიდევ კარგი ტრუსი მაინც აცვია.
-გამიშვი ხელი მთლიანად დავსველდი.
-შენ მე ნაბიჭვარი მიწოდე. ამის გამო აუცილაბლად დაისჯები.
შემომატრიალა და ხელი უკანალზე მომარტყა.
-ჰარიიი.
დავიკივლე რაზეც სიცილი აუტყდა.
-გამიშვი.
-არსად არ გაგიშვებ.
-კარგი, გავიხდი მაინც.
-რ..რაა?
დაიბნა.
-გავიხდი.
-ჰოო..კარგი.
ჰარისგან თავი დავიძვრინე და აბაზანიდან გამოვვარდი.
-მომატყუე არა? კარგი.
-მიყვარხააარ.
შევძახე ხმამაღლა და სველი ტანსაცმელი გავიხადე, მხოლოდ ლიფი და ტრუსი დავიტოვე. საშინლად ცხელა. ჰარი პირსახოცშემოხვეული გამოვიდა აბაზანიდან და წარბშეკრუულმა შემომხედა.
-ცუდი გოგო ხარ იზაბელა.
დავეკრიჭე და კარი მოვიხურე.
საღამოსთვის გრძელი ატლასის კაბა ჩავიცვი. მუქი მწვანე ნაჭერი, ღია ზურგით და ღრმა დეკოლტით. ვიცი, რომ ჰარი გიჟდება ამ ნაჭერზე.
-ბელა.. ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა, შენც .
მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ნავით რესტორანში წავედით.
-ჰარი, ეს წყალი ღრმაა?
ჩუმად ჩავრჩულჩულე, რომ მენავეს არ გაეგო.
-ჰოო.
-რო ჩავვარდე დავიხრჩობი?
-შენ კი, მე არა.
თქვა და სიცილი დაიწყო.
-მე რატომ კი და შენ რატომ არა?!
-მე ცურვა ვიცი.
-ანუ ჩემს გადარჩენას არ აპირებ?
-ჩემს პერანგს ვერ გავაფუჭებ შენს გადასარჩენად.
გაბრაზებულმა შევხედე რაზეც კვლავ სიცილი ატეხა.
-საიდან მოგდის ასეთი კითხვები თავში?
-უბრალოდ მაინტერესებდა.
-სულელო.
მითხრა და შუბლზე მაკოცა. რესტორანში ჰარი ნამდვილი ჯენლტმენივით იქცეოდა. სკამი გამომიწია და დამსვა, შემდეგ ღვინო პირველს მე დამისხა, შემდეგ ცეკვაც კი შემომთავაზა, მაგრამ ხელებს უკანალზე მიფათურებდა, რაზეც რამოდენიმეჯერ ჩავასე ჩემი ფრჩხილები კისერზე. ბოლოს, როცა საკმარისად ნასვამი ვიყავი იმისთვის, რომ ჩემი შიშები დამეძლია და ჰარისთვის ბოლომდე მიმეძღვნა საკუთარი თავი, სასტუმროში წასვლა შევთავაზე. ჰარიმ ოთახის კარები შეაღო და შემომხედა.
-მოგეწონა დღევანდელი საღამო?
არაფერი მითქვამს, კარი დავკეტე, მისკენ წავედი, საწოლზე წავაქციე და ტუჩებზე დავეწაფე.
____________________________________

სიყვარულით ლინა ♥

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now