part 16

155 6 0
                                    

თავი 16
ჯეიმსს შეხვედრაზე შევუთანხმდი და მასთან წავედი. სანამ სახლიდან გამოვიდოდი, მისაღებში ჰარი შემეჩეხა.
-შენ რაღაც ძალიან ბევრს დაბოდიალებ.
-ანგარიში უნდა ჩაგაბარო?
-წინააღმდეგი არ ვარ.
-მაგ დღეს ელოდე.
ჯეიმსს კაფეში შევხვდი. გაკვირვებული ჩანს. ღმერთმა იცის რას ფიქრობს ახლა.
-არ ველოდი,რომ შეხვედრას მთხოვდი.
-არც მე.
-კარგი აბა გისმენ, რა საქმე გქონდა?
-მოკლედ, შენს სიტყვებზე და საქციელზე ბევრი ვიფიქრე და მგონი ღირს, რომ ვცადოთ.
-ვააუუუ, რა შეიცვალა 1 დღეში?
-უბრალოდ ყველაფერი ავწონ-დავწონე. თან შენმა კოცნამაც იმოქმედა. რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა.
-მშვენიერია. - თვითკმაყოფილმა გაიღიმა. -და ჰარიმ იცის ამ ყველაფერზე?
-ჰარის ვინ ეკითხება?!
ბრაზი ვერ დავმალე ჰარის სახელის გაგონებისას.
-არც არავინ!
ესიამოვნა ჩემი პასუხი და ამაყად მიპასუხა.
-ახლა უკვე ჩემი გოგო ხარ.
-კი ჯეიმს.
ძალდატანებით აღმომხდა სიტყვები.
ჯეიმსი გადმოიხარა და მაკოცა. რა თქმა უნდა კოცნაში არ და ვერ ავყევი, მხოლოდ უხერხულად გავიღიმე და მორჩა.
-მალე რბოლა გაქვთ ხო?
-ხოო. ძალიან ვნერვიულობ. ჰარი ძლიერი მოწინააღმდეგეა.
-არც შენ ხარ ნაკლები.
-ხო, მაგრამ მან 13 რბოლაში ზედიზედ პირველი ადგილი აიღო.
13 რბოლა? ამას ვერ წარმოვიდგენდი ნამდვილად.
-შეიძლება მეც წამოვიდე?
-ჰო, რა თქმა უნდა. გამიხარდება თუ მოხვალ.
-კარგი ბიჭებთან ერთად მოვალ.
ჩემი სიტყვები აშკარად არ ესიამოვნა და წარბები შეკრა.
-ჩემს საგულშემატკივროდ მოდიხარ თუ ჰარის?
-შენს საგულშემატკივროდ, რა თქმა უნდა.
-მაშინ ჰარის ძმაკაცებთან ერთად არაფერი  გესაქმება!
ღმერთო მომეცი მოთმინების უნარი თორემ შემოვარტყამ ახლა ამას!
ცოტა ვისეირნეთ, თუმცა მასთან საუბარი მიჭირდა. მხოლოდ მის დასმულ კითხვებს მოკლედ ვპასუხობდი და იძულებით ვუსმენდი მის უინტერესო ისტორიებს. საღამოს კი სახლამდე მიმაცილა. დამშვიდობებისას სცადა ეკოცნა, მაგრამ თავი ავარიდე, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია.
-რატომ არ მკოცნი?!
-უბრალოდ მერიდება.
გამიღიმა და ტუჩზე სწრაფი კოცნა მაინც დამიტოვა. მისი ყოველი შეხება გულს მირევს.
დავემშვიდობე და სახლში შევედი. მისაღებში ჰარი დამხვდა მეგობრებთან ერთად.
-ჰეეი, როგორ ხართ ბიჭებო?
მხიარულად მივესალმე ყველას.
-კარგად შენ?
-კარგად, 28ში რბოლაზე მიდიხართ ხო?
მინდოდა მათთვის ახალი ამბავი რაც შეიძლება მალე მეცნობებინა და ჰარის რეაქცია მენახა.
- ჩვენი ჰაროლდა მონაწილეობს და აბა რას ვიზამთ.
-მეც მოვდივარ.
ვთქვი ხმამაღლა.
-არანაირად! შენ სახლში დარჩები ქალბატონო.
მკაცრად მითხრა ჰარიმ.
-ჰო, აბა რა.
-ბელა არ ვხუმრობ! მანდ არ მოხვალ!
-ჩემს შეყვარებულს უნდა ვუგულშემატკივრო, თორემ შენ საერთოდ არ მადარდებ.
ყველამ მე მომაპყრო მზერა. ლიამს გაოგნებული სახე ქონდა, ჰარის კი სახის გარდა ყველაფერი.
-ვერ გავიგე?
-მგონი ძალიან კარგადაც გაიგე.
ჰარი წამოხტა. ხელი მკლავში ჩამავლო და წამში ეზოში გამათრია.
-ბელა ყოველთვის რატომ ცდილობ, რომ ჭკუიდან შემშალო?!
-არადა არაფერი გამიკეთებია.
ვუთხარი და მკლავი გავინთავისუფლე მისი უხეში ხელებიდან.
-რა შეყვარებული ან რა რბოლა, შენ ხომ არ გაგიჟდი?!
-რა არის ამაში ასეთი არარეალური?
-ვინ შეყვარებული?!
-ჯეიმსი.
ამაყად გავუღიმე, მან კი პირი ჯერ დააღო მერე მომუწა და ბოლოს დაიღრიალა.
-მაგ ნაბიჭვართან ხარ?!
-ცოტა კორექტულად, ჩემს შეყვარებულზე ვსაუბრობთ.
-მორჩი ამ სიტყვის გამეორებას!
-ჰო მაგრამ ის ჩემი შეყვარებულია.
-ბელა! იმდენს ნუ იზამ, რომ მაგ შენმა შეყვარებულმა რბოლამდეც ვერ მიაღწიოს.
-შემაშინე?
-გაგაფრთხილე!
-თავი ყოვლის შემძლე ნუ გგონია. ჯეიმსი რბოლამდეც მიაღწევს და შენც გაჯობებს.
-გეტყობა, რომ ამ საკითხში ვერ ერკვევი, ისევე როგორც ბიჭებში.
-შენ მგონი ეჭვიანობ. მაგრამ სამწუხაროდ უნდა გითხრა, რომ ქერა ბიჭები უფრო მიზიდავენ.
ვუთხარი და ოთახში ავედი.
მეორე დღეს, მთელი დღე ჯეიმსს ვესაუბრებოდი, განსაკუთრებით მაშინ როცა ჰარისთან ახლოს ვიყავი. მის გაბრაზებულ მზერაზე კი მეცინებოდა. ეს ყველაფერი მე არ დამიწყია, მან გამომიწვია. ერთი, ვიცი, რომ უკან აღარასოდეს აღარ  დავიხევ!
მეზიზღება ჩემი თავი როცა ჯეიმსის სიახლოვეს ვარ. ყოველ მის შეხებაზე უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის სხეულზე. ეს ყველაფერი მე არ მგავს. საშინლად არ მომწონს, რომ ჰარის გამონ ასეთ სისულელეებს ჩავდივარ, როგორიც ჯეიმსთან ფარისევლური ურთიერთობაა. საერთოდაც მე მას ვიყენებ საკუთარი მიზნებისთვის! და რა მოხდება თუ ჰარი გრძნობებში გამომიტყდება? მართლა რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო? ჯეიმსს ასე უბრალოდ ხომ ვერ მივატოვებ. ასე ნაგავივით ვერ მოვისვრი. მის მიმართ ადამიანური თანაგრნობა მაქვს. მართლა ვღელავ იმაზე რასაც ახლა ვაკეთებ. თავი ყველაზე ცუდი ადამიანი მგონია. მაგრამ ხანდახან მიჩნდება იმის განცდა, რომ მარტო მე კი არა, თვითონ ჯეიმსმაც ჰარის საწინააღმდეგოდ წამოიწყო ჩემთან ურთიერთობა. როცა ერთმანეთს ვნახულობთ, გამუდმებით მეკითხაბა ერთი და იგივეს "ჰარის უთხარი, რომ ჩემს სანახავად წამოხვედი?"; "ჰარიმ იცის, რომ ერთად ვართ?"; "ჰარის რას ამბობს ჩვენს ურთიერთობაზე?"; "ჰარიმ იცის, რომ რბოლაზე ჩემს გამო მოდიხარ?"... არ ვიცი მათ შორის რა ხდება, მაგრამ აშკარად ვამჩნევ თუ როგორ ცდილობს ჯეიმსი გაეჯიბროს ჰარის ყველაფერში.
როგორც იქნა დადგა 28 მაისი. დღეს რბოლაა. საშინლად ვნერვიულობ. დილით ვიბანავე, ჩავიცვი შავი შარვალი, მუქი იისფერი მაისური და „ჩემს ბიჭთან“ ერთად რბოლაზე წავედი.
-აქ იჯექი. ჩემი მანქანის ნომერია 12.
-კარგი. წარმატებები.
-გამამხნევებელი კოცნა?
-კოცნა?
როცა ამ ნაბიჯს ვდგამდი, მხოლოდ ჰარის რეაქციებზე ვფიქრობდი და არ გამიაზრებია ის, რომ კოცნაც მომიწევდა. ამიტომ ყოველ ჯეიმსის კოცნაზე, უამრავ მიზეზს ვიფიქრებდი მასთან დისტანციის დასაცავად.
-ხო ბელა, სწრაფად, მეჩქარება.
შორიდან ჰარი შევნიშე, აქეთ მოიწევს, ამიტომ მაშნვე დავეწაფე ჯეიმსის ტუჩებს და საკმაოდ ვნებიანად ვაკოცე.
-ვაუუ... ბელა საოცარი კოცნა იყო!
-მიდი გაიქეცი. მე აქ ვარ.
რბოლა სადაცაა დაიწყებაა. ხალხს თვალი მოვავლე და სადაც ბიჭები შევნიშნე, მეც მათ გვერდით დავიკავე ადგილი.
-რომელია ჰარის მანქანა?
-9 ნომერი.
შევათვალიერე მანქანა, რომელსაც დიდი ასოებით აწერია “SAVAGE” (ველური).
-ეს რატომ აწერია?
-ეს მისი ფსევდონიმია. ასე შეარქვეს და ეს სახელი შერჩა.
-სწორად შეურჩევიათ.
ჩავიდუდღუნე და აი რბოლაც დაიწყო. მანქანები ელვის სისწრაფით მოწყდნენ ადგილს.
-ზეინ რამდენი ხანი გაგრძელდება?
-1 საათი დაახლოებით.
დიდი ეკრანი განათდა და კომენტატორმაც დაიწყო საუბარი.
კომენტატორი-მანქანები დაიძრნენ. საკმაოდ სწრაფი იყო 10 ნომერი. მას უკან მიჰყვება 57 ნომერი, შემდეგ 112 ნომერი და შემდეგ 9 ნომერი. ეს ხომ ის ველური ბიჭუნაა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. 68 ნომერმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ამოუბრუნდა. ის ავტომატიურად ეთიშება რბოლას. 12 ნომერი, საკმაოდ კარგად მიიწევს წინ და ცდილობს 9 ნომერს გადაასწროოს და მგონი ეს გამოსდის კიდეც. მაგრამ არაა, საკმაოდ მოხერხებული მძღოლი ჰყავს 9 ნომერ ავტომობილს. 3 ნომერი და 91 ნომერი ერთმანეთს შეეჯახნენ. ჯერ მხოლოდ 30 კილომეტრი გაიარეს, წინ მთელი 300 კილომეტრი აქვთ. 77 ნომერს საბურავი გაუსკდა და გზიდან გადავიდა. ოჰოო ჭექაქუხილიც გაისმა, მგონი წვიმას იწყებს. ძალიან ცუდია! ეს მრბოლელებს ხელს შეუშლის.

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now