part 40

138 5 0
                                    

თავი 40
საღამოს დეიდა გამოწერეს, ჩვენ კი მეორე დღეს ისევ ძველ სახლში გადავბარგდით. ბელას ოთახი კვლავ ცარიელია, ავეჯის დადგმა ვერ მოვასწარით. ჩემი ოთახი მომნატრებია. ჩემოდნები იატაკზე მივყარე და საწოლზე ჩამოვჯექი. დანაშაულის გრძნობა მაწუხებს. არ მინდა, ბელა ჩემს გამო იყოს აქ. მე გავაკეთებდი ასეთ რამეს მის გამო? წავიდოდი იმ ხალხთან ვისაც ჩემი დანახვა არ სიამოვნებთ და შეურაცხყოფებით მავსებენ? არ წავიდოდი. მან კი ყველაფერი დათმო, საკუთარი პრინციპები, თავმოყვარეობა და წამოვიდა,  მხოლოდ იმიტომ, რომ მე მეგრძნო თავი ბედნიერად და სრულყოფილად. შეიძლება ამას არ გამოხატავს, არც კი იმჩნევს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ასეა. როგორც კი დეიდა გამოჯანმრთელდება აქედან წავიყვან, მანამდე კი უფრო მეტი თავისუფლება უნდა მივცე. ზედმეტად შებოჭილი მყავს. ჩემს გარეშე გარეთაც კი არ გადის და მეშინია ეს ყველაფერი ერთ მშვენიერ დღესაც არ მობეზრდეს. ჰო, ვხვდები, რომ ჩემი თავის მართვა უნდა ვისწავლო. უნდა შევეცადო, რომ ეჭვიანობისგან არ გავაფრინო. ბელას ვენდობი, ვიცი, რომ არასდროს მიღალატებს, უბრალოდ მეშინია ვინმემ რამე არ დაუშაოს. მეშინია ვინმემ გული არ ატკინოს.
-რას აკეთებ ჩემო უდიდებულესობავ?
-ჰმმ.. ასე მე მომმართე?
-დიახ.
გავიცინე და ჩემსკენ მოვწიე.
-შენზე ფიქრობდა შენი უდიდებულესობა. შენ რას აკეთებ პრინცესა?
-ჩემს ოთახს ვათვალიერებდი.
-შემდეგი გადაღება როდის გაქვს?
-ზეგ და შეიძლება შენ არ დაგიშვან. გარეთ დამელოდები?
-არაუშავს, მიგიყვან და წამოვალ.
-რაა? სერიოზულად?
გაოგნდა.
-ხო ბელა.
-შენ დაგარტყა მანქანამ თუ ნატალიას?
გამეცინა.
-მემგონი ზედმეტად გაკონტროლებდი. რაც არ უნდა ახლოს ვიყოთ, შენ შენი პირადი სივრცე გჭირდება. მართალია გვიან, მაგრამ ამას მაინც მივხვდი.
  მომშორდა, უკან გაიწია და წარბშეკრულმა შემომხედა გამომცდელი მზერით.
-ჰარიი, აღარ გიყვარვარ?
-რაა? საიდან მოიტანე?!
-შენ ამ გადაწყვეტილებამდე სხვაგვარად ვერ მიხვიდოდი. ალბათ აღარ გიყვარვარ და ნელ-ნელა ჩემს თავიდან მოშორებას ცდილობ.
   ღმერთო რა სულელია ეს გოგო.
-ბელა, ნუ სულელობ. სიგიჟემდე მიყვარხარ და ზუსტად ამიტომ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ზედმეტად გბოჭავ და მეშინია ამის გამო არ მოგბეზრდე.
-მართლა?
-ხო მართლა.
-ანუ გადაღებებზე მარტო ვივლი, საყიდლებზეც, დაქალებთან ერთად კინოში, კაფეში და კლუბებშიც ხო?
-ნუ ბოლო ვარიანტი დიდად არ მომწონს.
-კარგი რაა, წარმოიდგინე დღისით ერთმანეთს იშვიათად ვნახავთ და საღამოს მონატრებულზე ძლიერად ჩავეხუტებით.
-და ძლიერად ვიჟიმავებთ.
-გარყვნილო!
მითხრა და ბალიში მესროლა, შემდეგ თვითონაც ზემოდან დამაწვა და ტუჩებში მაკოცა.
-ძალიან მიყვარხარ ჰარი!
-მე უფრო ძალიან და არც კი გაბედო შეწინააღმდეგება!
გაიცინა და კვლავ ვნებიანად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. კოცნაში გართულებს ჩახველების ხმა მოგვესმა და ორივე საწოლიდან წამოვხტით.
-ამმ.. უკაცრავად. ხვალ წვეულებას ვმართავთ სახლში, ნატალიას დაბადების დღეა და მინდოდა გცოდნოდათ.
მინდოდა ფრედისთვის თავი მერტყმევინებინა ჩემი ოთახის კარზე და ისე მესწავლებინა მისთვის დაკაკუნება! თუმცა თავი შევიკავე, რადგან ნატალიას ნერვიულობა არ შეიძლება და ასევე, ის ნამდვილი სირია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ბელას მამაა.
-ვიცოდი ფრედ და საღამოს 12ის მერე სიურპრიზის გაკეთებასაც ვგეგმავდი.
-ოუუ.. კარგი, ძალიან გაუხარდება.
ისევ კართან დგას გაუნძრევლად და ცდილობს რაღაც თქვას.
-დაა, ბელას ოთახი ცარიელი რატომაა?
-არ მოგვწონდა ინტერიერი და შევცვალეთ. ავეჯი ავტოფარეხშია და ამოტანა ვეღარ მოვასწარით.
-დღეს ამოვიტანოთ და ბელაც მოეწყობა თავის ოთახში.
-არა ფრედ, ბელა ჩემს ოთახში იქნება.
-ჰო მაგრამ..
-ბელა ამიერიდან ჩემს ოთახში დაიძინებს. კიდევ რამე გაინტერესებს?
მკაცრად ვუპასუხე.
-მე.. არაფერი, უბრალოდ ხვალ სტუმრებთან შეგიძლიათ, რომ თქვენი ურთიერთობის შესახებ არაფერი თქვათ? უხერული იქნება.
-რა იქნება უხერხული?
-ის, რომ ნახევრად და-ძმა შეყვარებულები არიან!
უკვე ვგრძნობ, რომ სისხლი პირდაპირ ნერვულ სისტემაზე მაწვება და ვფიქრობ, რომ თავით კარის განგრევის იდეა ცუდი ნამდვილად არ იყო!
სხეული დამეძაბა და მუშტები შევკარი, რაც ბელას არ გამოპარვია და ხელი ხელზე დამადო. მაშინვე მოვედი გონს. თვალები დავხუჭე, ბრაზი ჰაერთან ერთად ამოვისუნთქე და შედარებით მშვიდად მივუგე.
-უხერხული თქვენი აზროვნების დონეა და მოდი ახლა ამაზე ნუღარ ვიკამათებთ. არაფრის დამალვას არ ვაპირებ!
ფრედმაც ღრმად ამოისუნთქა და ოთახიდან გავიდა. მე კი ბელას სასწრაფოდ დავავლე ხელი და სახლიდან გამოვვარდით.
-სად მივდივართ?
-ჯანდაბა, არც კი ვიცოდი, რომ ხვალ დეიდას დაბადების დღე ქონდა. სასწრაფოდ საჩუქარი უნდა ამარჩევინო.
-კარგი, ვფიქრობ რაიმე ყელსაბამი ან საყურე. ლამაზი და სადა.
- ხელს რასაც დაადებ იმას ვიყიდით.
-სუნამოც კარგი იქნებოდა, მაგრამ ეგ უფრო გემოვნების საკითხია.
ძლივს მივუსწარით საიუველირო მაღაზიას. ძალიან ლამაზი ყელსაბამი ავურჩიეთ და ძალიან ლამაზი ფასიც გადავიხადეთ. ამდენი ვენეციაში მოგზაურებაც კი არ დამჯდომია.  კიდევ ვიყიდეთ ტორტი, ყვავილები და ბუშტებიც. ბუშტები რა საჭირო იყო არ ვიცი, მაგრამ ბელამ დაიჟინა. საჩუქარი შევფუთეთ, სანთლები და მისალოცი ბარათები ვიყიდეთ და სახლში 10 საათზე დავბრუნდით. დარჩენილი 2 საათის განმავლობაში ბუშტები გავბერეთ და 12 საათის მოსვლამდე ცოტა ვივახშმეთ.
-რომელი საათია?
-12-ს აკლია 1 წუთი.
ტორტში სანთლები ჩავარჭვეთ და ავანთეთ, ბელამ ყვავილები და ბუშტები წამოიღო, მე ტორტი და საჩუქარი. კარზე დავაკაკუნეთ და როგორც კი დეიდას თანხმობა მივიღეთ შესვლაზე, მაშინვე სიმღერით შევედით. საწოლზე წამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ცრემლები წამოუვიდა და სახეზე ბედნიერების ღიმილი გამოესახა.
-სურვილი ჩაიფიქრე და ჩააქვრე.
ვუთხარი და ტორტი მასთან ახლოს მივწიე.
ნატალიას სურვილი-( მინდა, რომ ბელა და ჰარი დაშორდნენ )
დეიდამ თვალები დახუჭა, სურვილი ჩაიფიქრა და სანთლები ჩააქრო.
-იმედი მაქვს სურვილი აგისრულდება.
უთხრა ბელამ ღიმილით.
-ოჰ, ძალიან დიდი იმედი მაქვს.
უპასუხა დეიდამ. საჩუქარი მივეცი. სიხარულისგან ფეხზე წამოხტა და ჩამეხუტა.
-ძალიან ლამაზიაა. ღმერთო ჩემო.. ულამაზესიაა. მადლობა ჰარი.
-ჰო, ბელამ ამარჩევინა.
-ორივეს ძალიან დიდი მადლობა.
ბელამ ყვავილებიც მიაწოდა და მისალოცი ბარათებიც.
  იმ საღამოს ტორტი მივირთვით და მეორე დღეს წვეულებისთვის მზადება დავიწყეთ. დილიდან უამრავი მზარეული მოვიდა, სხვადასხვა კერძები მოამზადეს. კიდევ ვიღაც ქალები მოვიდნენ, სახლი მორთეს, ეზოში მაგიდები და სკამები დადგეს, ასევე ყვავილებით მორთეს და რამოდენიმე დიდი დინამიკები. ჩვეულებრივი ბებრული სიტუაციაა რა. იმედი მაქვს როცა დავბერდები, ასეთი რაღაცეები არ მომეწონება და ძველებურად ბარში გადავიხდი, ძმაკაცების და ბელას თანხლებით.
ჩვეულებრივი შავი შარვალი და პერანგი ჩავიცვი, ხოლო ბელამ უბრალო და საყვარელი თეთრი კაბა, თავზე კი ყვავილების გვირგვინი. ფერიასავით გამოიყურება. დეიდამ რა თქმა უნდა დიზაინერის კაბა ჩაიცვა და ჩემი ნაჩუქარი ყელსაბამი გაიკეთა. ხალხს ხომ უნდა აჩვენოს, რომ ძვირადღირებული ტანსაცმელი და სსამკაულები აქვს. 

C L O U D S  / completedOnde as histórias ganham vida. Descobre agora