part 24

174 6 0
                                    

თავი 24
დილით როცა გავიღვიძე, თითქმის ბელას ზემოდან ვეწექი, მას კი თავი ჩემს კისერში ქონდა ჩარგული და პირით სუნთქავდა. ოდნავ გამოვიწიე, რომ მისი სახის დანახვა შემძლებოდა. ტირილისგან თვალები დასიებული და ოდნავ ჩაშავებული აქვს. ტუჩები დახეთქილი და სახეზე ფერმკრთალია. როგორ მინდა, რომ გუშინდელი ღამე საერთოდ გავაქრო მისი ცხოვრებიდან. ალბათ როგორ ითხოვდა შველას როცა ის ნაბიჭვარი... ჯანდაბა! გუშინ უნდა მესროლა მისთვის ყვერებში და სამუდამოდ იმპოტენტი დამეტოვებინა! ბელას შეხება მისთვის საბედისწერო უნდა ყოფილიყო! ბელას ისევ შევხედე. ასე მგონია ანგელოზს ვუყურებ. მისი ლამაზი წამწამები, წარბები, თმა.. მისი სურნელი.. მისი პატარა სხეული.. ფრთხილად მივიწიე მისკენ და შუბლზე ნაზი კოცნა დავუტოვე.  ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ, მაგრამ პირველი ნაბიჯი მე უნდა გადავდგა.
კარზე ზარი გაისმა. ფრთხილად წამოვდექი ლოგინიდან, შარვალი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.

* ბელას თვალთახედვით *
გამეღვიძა როდესაც ჰარი შარვალს იცვამდა და ოთახიდან გადიოდა. მეც ავდექი და ჩემს ოთახში გავედი. საწოლი არეულია, ჩემი ტანსაცმელები მიმოფანტული და ალაგ-ალაგ ჯეიმსის სისხლის წვეთებია. გუშინდელი სურათი თვალწინ დამიდგა.. თვალდახუჭული მივედი კარადასთან და პირველი ხელში რაც მომხვდა ის ტანსაცმელი ავიღე. ვიცვამდი, როდესაც ქვემოდან ხმაური შემომესმა.
-კარგი ჩავიცვამ და მოვალ.
-უკაცრავად, მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა გადაგიყვანოთ განყოფილებაში.
-ფეხშიშველი წამოვიდე? მაცადეთ ჩავიცვამ და წამოვალთქო!
-მაშინ ჩვენც ამოგყვებით ოთახში.
-ისე ნუ მელაპარაკებით თითქოს სირი ვიყო. არსად გაქცევას არ ვაპირებ.
კიბეებზე ჰარი ამოვიდა.
-ჰარი, რა ხდება?
შეშინებულმა ვკითხე.
-არაფერი ბელა. არ ინერვიულო. კატალიას დაურეკე რომ მოვიდეს.
-რატომ? შენ სად მიდიხარ?
-მალე დავბრუნდები.
-ხომ დამპირდი, რომ მარტოს არ დამტოვებდი.
თვალები ამიცრემლიანდა. ჰარიმ მაიკა ჩაიცვა და ჩემთან მოვიდა.
-არასდროს დაგტოვებ, უბრალოდ პატარა საქმეა და მალე დავბრუნდები. ქვემოთ არ ჩამოხვიდე.
მითხრა და შუბლზე მაკოცა. მეც რა თქმა უნდა უკან გავყევი.
-ბელა ნუ მოდიხარ!
-პოლიციას რა უნდა აქ?!
პანიკა დამეწყო.
-რაღაც გაუგებრობაა.
-მეც წამოვალ.
-არა!
მითხრა მკაცრად.
-გთხოვ. სახლში ვერ დავრჩები მარტო.
-ბელა, გზაში დავურეკავ ბიჭებს და მოვლენ.
-არ მინდა! მე შენთან ერთად მინდა გთხოვ მეც წამოვალ.
შევევედრე ხმის კანკალით.
-უკვე გითხარი არათქო!
-არ მაინტერესებს! მეც მოვდივარ!
-ნუ მაბრაზებ! სახლში დარჩი.
-ჰარი გთხოვ, გამიგე, არ შემიძლია აქ ჯდომა და ლოდინი. გემუდარები მეც წამოვალ შენთან ერთად.
-ჯანდაბა, კარგი! მაგრამ ჩუმად იჯდები და ხმას არ ამოიღებ!
-კარგი.
პოლიციამ ჰარის ბორკილები დაადო და სახლიდან გაიყვანა.
-მოიცა ბორკილები აუცილებელია?!
შევუღრინე მათ, მაგრამ ყურიც არ მიგდეს. პოლიციის მანქანა წავიდა, მე კი ჰარის მანქანით უკან დავედევნე. როცა მივედით, ჰარი დაკითხვის ოთახში შეიყვანეს, მე კი მოსაცდელში დამტოვეს.
-უკაცრავად, რატომ დააკავეს ჰარი სტაილსი?
ვკითხე მიმღებში თანამშრომელს.
-როგორც ვიცი მან სასიკვდილოდ ცემა თავისი თანამრბოლელი.
-საჩივარი ვინ შემოიტანა?
-დაზარალებულის მშობლებმა.
-და მიზეზად რა სახელდება?
-რბოლაზე მომხდარი.
ისევ მოსაცდელში დავჯექი. იმედია იტყვის ჰარი, რატომ ცემა ჯეიმსი. ბიჭებს მივწერე და მალევე განყოფილებაში გაჩნდნენ ადვოკატთან ერთად. განყოფილებაში ასევე მოვიდნენ ჯეიმსის მშობლებიც, რომლებმაც ბიჭების და განსაკუთრებით ჰარის ლანძღვა დაიწყეს. ვუსმენ მათ და უსამართლობისგან გული შუაზე მეგლიჯება. ვგრძნობ, რომ მოთმინების ფიალა მევსება!
თავს მაქსიმალურად ვიკავებდი, მაგრამ ბოლოს ჯეიმსის მშობლებთან მივვარდი გაცეცხლებული.
-თქვენ ჯეიმსის დედა ხართ არა?
-კი, შენ ვინ ხარ?!
მომიგო უხეშად.
-გუშინ საღამოს როგორ გეძინათ ქალბატონო? ალბათ მშვიდად.
ვუთხარი ირონიულად.
-ვერ ვხვდები რას მეუბნები.
მის ქედმაღალ ტონს ჭკუიდან გადავყავარ.
-იმას, რომ სანამ თქვენ ორ ბებერს ტკბილად გეძინათ, ამ დროს მე თქვენი არაკაცი შვილი მაუპატიურებდა! სწორედ ამის გამო წევს ახლა რეანიმაციაში! ჰარის გადაურჩა, მაგრამ გპირდებით, როგორც კი შანსი მომეცემა მე თვითონ მოვკლავ! უნამუსოები ხართ! აქ დგახართ და ჰარის ლანძღავთ, როცა ისიც კი არ იცით რა და რატომ მოხდა! თქვენ, რომ თქვენი შვილი თავის დროზე კაცად აღგეზარდათ, ახლა აქ არ იქნებოდით! ამიტომ აღარ გაბედოთ ჰარიზე ერთი ზედმეტი სიტყვის თქმა!
მხრებში ბიჭებმა ჩამავლეს ხელი და გამომიყვანეს.
-ჰეი, დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება.
მითხრა ზეინმა და მომეხვია.
მალევე ჰარის ადვოკატი გამოვიდა.
-რა ხდება?
გიჟივით მივვარდი.
-ძალიან მძიმედაა ყველაფერი. ჰარი არაფერს ამბობს, გარდა იმისა, რომ ჯეიმსი მან სცემა და ამას კიდევ სიამოვნებით გააკეთებდა. თვითონ ჯეიმსს ცხვირი და ყბის ძვალი აქვს გატეხილი, მარცხენა მკლავი ნაღრძობი, ასევე მარცხენა მენჯში ტყვია აქვს ჩარჩენილი და ნეკნის 1 ძვალიც აქვს გატეხილი, რომელიც ფილტვს შეერჭო და სუნთქვა უჭირს. ახლა აპარატზეა შეერთებული და გადარჩება, მაგრამ ჰარიზე საქმეა აღძრული, მუხლი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.
სუნთქვა შევწყვიტე და გაბრუებული სკამზე ჩამოვჯექი. ეს რა შარში გაეხვა ჩემს გამო! ეს რა გავაკეთე! ყველაფერი ჩემი ბრალია!
როგორმე უნდა დავარწმუნო, რომ სიმართლე თქვას.
ბიჭებს დავუსხლტდი და დაკითხვის ოთახში შევვარდი.
-აქ რას აკეთებთ?! აკრძალულია უცხო პირთა შემოსვლა!
მითხრა პოლიციის თანამშრომელმა და ჩემსკენ დაიძრა.
-მხოლოდ ერთი წუთით მომისმინეთ.
-ბელა გადი ოთახიდან!
მკაცრად მომიგო ჰარიმ.
-ნუ გვაიძულებთ ძალის გამოყენებით გაგიყვანოთ!
-გემუდარებით, სულ 1 წუთით მომისმინეთ.
მუხლებზე დავდექი.
-ბელა რას აკეთებ?! დროზე ადექი!
-გევედრებით მომისმინეთ. მხოლოდ 1 წუთით.
დაჩოქილი ვევედრებოდი პოლიციელს, რომელიც გაბრაზებული სახით მომშტერებოდა.
-კარგი, გისმენთ.
-ჯეიმსი, რომელიც ჰარიმ ცემა, გუშინ სახლში შემომივარდა და გამაუპატიურა. შეგიძლიათ სახლშიც მიხვიდეთ და ანაბეჭდები აიღოთ. თავდაცვის მიზნით თავში რაღაც ჩავარტყი და მისი სისხლი ჩემს ოთახშიცაა. შეგიძლიათ ექსპერტიზა ჩამიტაროთ და დარწმუნდებით, რომ ჩემს სხეულზე გაუპატიურების კვალია. გარდა ამისა, 2 კვირის მანძილზე ის მირეკავდა, უკან დამყვებოდა და მემუქრებოდა.
-ეს მე რატომ არ ვიცოდი?!
წამოიყვირაა ჰარიმ, მაგრამ დავაიგნორე და გავაგრძელე საუბარი.
- შეგიძლიათ ჩემი და ჯეიმსის ესემესები ამოყაროთ და ყველაფერში დარწმუნდებით. გუშინ კი დამემუქრა, რომ თუ პოლიციას ვეტყოდი ამ ყველაფერს, აუცილებლად მომკლავდა, ან ჰარის მოკლავდა. როდესაც ჰარიმ შეიტყო ეს ამბავი მასთან წავიდა და ის ცემა. ამ საქმეში მხოლოდ ჰარი არ არის დამნაშავე! ჯეიმსის ბრალია ყველაფერი!
-გასაგებია, მაგრამ პოლიციისთვის უნდა მოგემართათ აუცლებლად!
-ჯანდაბა! შვილი არ გყავთ? ან და, ან ცოლი?
-კი სამივე.
-წარმოიდგინეთ, რომ ისინი გააუპატიურეს, რას იზამდით? პოლიციის გადაწყვეტილებას დაელოდებოდით, თუ როგორ გამოუშვეს დამნაშავე გირაოს გადახდის სანაცვლოდ?! გთხოვთ როგორც მამას, როგორც ძმას, როგორც მეუღლეს, როგორც ადამიანს... უბრალოდ დაფიქრდით და საკუთარი თავი წარმოიდგინეთ ამ სიტუაციაში.
-კარგი. პოლიციის ჯგუფს გავაგზავნი თქვენს სახლში. თქვენ კი ექსპერტიზაზე წახვალთ.
-მადლობა! ძალიან დიდი მადლობა. შეიძლება 2 წუთით ჰარის დაველაპარაკო?
-დაკითხვას უკვე მოვრჩით. მხოლოდ 2 წუთი გაქვთ დრო.
მითხრეს და ოთახიდან გავიდნენ. ჰარისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე.
-ბელა, არ ვიტყვი რომ ჯეიმსმა გაგაუპატიურა. არ დავუშვებ, რომ ამის შესახებ ყველამ გაიგოს!
-ნუ სულელობ! გინდა ციხეში ჩაჯდე?!
-გირაოს გადავიხდი და გამოვალ.
-გირაოს გადახდა ისედაც მოგიწევს.
-ბელა არ ვიტყვი ამ ყველაფერს! და საერთოდ რატომ არ მითხარი, რომ ჯეიმსი გემუქრებოდა?!
გამიბრაზდა.
-ახლა მაგის დრო არ არის. გთხოვ უბრალოდ ეს ყველაფერი თქვი სასამართლოზე.
-არა! არ ვიტყვი!
ღმერთო, რატომ ჯიუტობს ასე?!
-ჯანდაბა! კარგი, მაშინ ჩალპი 50 წელი ციხეში და მე ლოს-ანჯელესში დავბრუნდები.
-რა თქვი?!
-შენს გარეშე აქ რა მინდა?!
-მართლა აპირებ მანდ დაბრუნებას?
-თუ იმ ყველაფერს არ იტყვი, რაც გითხარი, მაშინ კი!
-ბელა შენ..
დაიწყო მკაცრად, მაგრამ გავაწყვეტინე.
-შენ ხომ დამპირდი, რომ მარტო არ დამტოვებდი. გთხოვ შეასრულე შენი პირობა. გთხოვ უბრალოდ სიმართლე თქვი.
აცრემლებული ვეხვეწებოდი და მისი მკაცრი გამომეტყველებაც შეიცვალა.
-შენ თუ ციხეში იქნები, მე ვინ დამიცავს?
ხმა ჩამიწყდა. დაღონებულმა წარბშეკრულმა შემომხედა, თავი დამიქნია და გულში ჩამიკრა.
მალე მეც გამოვედი ოთახიდან და ბიჭებს ვახარე, რომ ჰარი ყველაფრის თქმას აპირებს.
ექსპერტიზა ჩავიტარე, სახლიდან ნივთმტკიცებებიც მოიტანეს და ჩემი და ჯეიმსის ესემესებიც გადაამოწმეს, სადაც მემუქრებოდა.
ეს ამბავი ისე მოგვარდა, რომ სასამართლოსთვისაც არ გადაუციათ საქმე. რეალურად დამნაშავე ჯეიმსი გამოდიოდა და გამოჯანმრთელების შემდეგ ციხეში ჩაჯდომა მოუწევდა. ამიტომ მისმა მშობლებმა სარჩელი გამოიტანეს. 2 დღის ციხეში გატარება მოუწია ჰარის, სანამ ყველაფერი დალაგდებოდა. შემდეგ გირაო გადაიხადა და გამოუშვეს. თუმცა გირაოს გარდა საკმაოდ დიდი თანხის დამატება მოუწია იმისთვის, რომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ციხეში არ ჩამჯდარიყო.
იმდენად ვიყავი ჰარიზე გადართული, რომ საკუთარი თავი საერთოდ დამავიწყდა. ჩემი ტკივილი, მასზე ნერვიულობამ გადაფარა. მის არ ყოფნაში კატალიასთან და ლიამთან ვრჩებოდი, რადგან მარტო ყოფნა არ შემიძლია, ძალიან მეშინია.
და როგორც იქნა სახლში დავბრუნდით.
-არ მჯერა, რომ ამ ყველაფერმა ასე მალე ჩაიარა.
-ჰო არც მე.
-საშინლად მშია და შხაპის მიღება მინდა.
-კარგი, მანამდე მე რამეს მოვამზადებ.
სანამ ჰარი შხაპს იღებდა, ოთახში ავედი. მთელი თეთრეული გამოვცვალე და გადავყარე. შემდეგ პასტა მოვამზადე და მაგიდა გავაწყვე.
ალბათ ნორმალური საჭმელი როგორ ენატრებოდა.
ორივენი დავსხედით მაგიდასთან და ჭამა დავიწყეთ.
-ბედნიერი ვარ, რომ კვლავ სახლში გხედავ, რომ კვლავ ჩემთან ერთად სადილობ და კვლავ ჩემს სიახლოვეს ხარ.
-მეც მიხარია სახლში დაბრუნება, შენთან.
თქვა და მწვანე თვალები მომანათა. გამეღიმა, მაგრამ უეცრად მისმა ტონის ცვლილებამ შემაშინა.
-ჯანდაბა! არ შეგიძლია ეგ დალურჯება რამით დაფარო?
მითხრა და ჩემს კისერზე არსებულ ეგრედ წოდებულ „ზასოსზე“ მიმანიშნა.
-შარფი გავიკეთო?
ვკითხე მშვიდად და გულდაწყვეტით.
-რაც გინდა! ოღონდ ეს დაფარე.
მითხრა გაღიზიანებულმა. არ მესიამოვნა მისი სიტყვები.
-შენ გგონია მე მსიამოვნებს ამის ყურება ჰარი?!
-მაგას არ ვამბობ, უბრალოდ არ მომწონს როდესაც ჯეიმსის დატოვებულ კვალს ვხედავ შენს სხეულზე!
-მეც ბევრი რამ არ მომწონს ჰარი! სარკეში ჩახედვაც კი არ მინდა, მაგრამ ცხოვრებას ვაგრძელებ.
ყელში ბურთი გამეჩხირა. ჯანდაბა! ვერ ვიტან ამ გრძნობას!
-რატომ არ მითხარი, რომ ჯეიმსი გემუქრებოდა?
-არ მინდოდა, რომ გეჩხუბათ.
-ხო მაგრამ ახლა ხედავ რაც მოხდა?!
-ამბობ, რომ რაც მოხდა ჩემიი ბრალია?!
-ჯანდაბა ბელა! შენ, რომ მასთან ურთიერთობა არ წამოგეწყო არაფერიც არ მოხდებოდა!
-რა თქმა უნდა! ყოველთვის ყველაფერი ჩემი ბრალია! ვერ ვხვდები წამში რა იწვევს შენს გარდაქმნას!
-გარდაქმნა არაფერ შუაშია!
-აბა რა არის შუაში ჰარი? ჩხუბით დავიწყეთ ურთიერთობა, მერე თითქოს ერთმანეთს გავუგეთ, ბოლო პერიოდში ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით, ერთად გვეძინა, რამოდენიმეჯერ ვაკოცეთ კიდეც და ახლა ისევ პირველ ეტაპს ვუბრუნდებით?! ყოველთვის ახერხებ ჩემთვის გულის ტკენას! ბრავო!
ავდექი და ოთახისკენ წავედი. არც კი გამომყოლია უკან. მხოლოდ ხმაურიანად დააგდო ჩანგალი და შემდეგ შეიკურთხა. რამოდენიმე დღით კატალიასთან დავრჩები, სანამ დალურჯებები გამიქრება. იქნებ მერე მაინც დამშიდდეს ბატონი. ზურგჩანთა ავიღე და ტანსაცმელები ჩავყარე. ქვემოთ ჩამოვედი და კარისკენ წავედი. არ ელოდა ამ საქციელს, ამიტომ მაშინვე წამოხტა და გზაზე გადამეღობა.
-სად მიდიხარ?
-ჯანდაბაში ჰარი! რა მნიშვნელობა აქვს შენთვის სად მივდივარ?!
-აქვს! და არსადაც არ გიშვებ!
-შენ არ გაქვს უფლება რამე გადამიწყვიტო!
-ყოველთვის ამას აკეთებ! ერთი პატარა ჩხუბი და მაშინვე გარბიხარ!
-ჰო წავალ, რადგან არ შეწუხდე ჩემი დალურჯებების ყურებით!
-მე სხვა რამ გითხარი!
-შენ ამის შეხედვაც კი გაღიზიანებს, მე კი ეს ყველაფერი განვიცადე, ვიგრძენი, გამოვიარე და ყოველ დღე მტკივა ყველა ჩემი მოგონება!
შევუტიე. ახლა ჩემს თავს არ ვგავარ. გაცოფებული ვარ და იმხელა ენერგიას ვგრძნობ სხეულში, რომ ჰარის დაკუნთული სხეულიც კი ვერ შეძლებს ჩემს დაკავებას.
-გთხოვ, არ წახვიდე.
ბრძანებიდან თხოვნაზე გადავიდა და თვალები სევდით აევსო.
-რატომ? ერთი მიზეზი მაინც დამისახელე რატომ არ უნდა წავიდე?!
-მეე მაპატიე.. ზედმეტი მომივიდა.
-ყველაფერს მხოლოდ შენს გამო ვაკეთებდი ჰარი! მომწონდი, სიგიჟემდე მომწონდი იმ დაწყევლილი დღიდან, როცა აქ ჩამოვედი. ჯეიმსი? ჯეიმსი ფეხებზე მეკიდა ყოველთვის. მასთან შეხვედრა მხოლოდ იმიტომ დავიწყე, რომ შენ გეეჭვიანა და ერთხელ და სამუდამოდ გეთქვა ჩემთვის ყველაფერი შენი გრძნობების შესახებ! შენ მიმიყვანე ჰარი ამ მდგომარეობამდე! შენი აზრით მე მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო?! მაგრამ მოხდა! იმ ნაბიჭვარმა გამაუპატიურა! ცხოვრება დამინგრია და სიცოცხლის უნარი წამართვა! მე კი მაინც ვარსებობ და გაინტერესებს როგორ? რადგან შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში! შენ და იმის იმედი, რომ ოდესმე მეტყვი სიმართლეს. ყოველთვის იცოდი, რომ შენზე ვგიჟდებოდი, მაგრამ არ ვიცი რა გაკავებდა. იქნებ არც არაფერს გრძნობ ჩემს მიმართ და მართლა დასავით მიყურებ? იქნებ მე შევიქმენი ილუზიები? უკვე აღარაფერი აღარ ვიცი ჰარი. უბრალოდ გამიშვი გთხოვ.
  ლოყებზე ჩამოცვენილი ცრემლები უხეშად მოვიწმინდე და კარი გავაღე.
-ბელა არ წახვიდე.
მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და გარეთ გავედი.
-ბელა!
იყვირა.
- მიყვარხარ!
მისი ბოლო სიტყვა ვერ დავაიგნორე.
-ამას მხოლოდ იმიტომ მეუბნები, რომ არ წავიდე. ან უბრალოდ გეცოდები.
-არა, ჯანდაბა არა! იცი რა რთულია ჩემთვის ამის თქმა?! ცხოვრებაში არავინ მყვარებია და საერთოდ არც არასდროს მჯეროდა სიყვარულის,  მაგრამ მერე შენ გამოჩნდი. არ ვიცი ეს სიყვარულია თუ არა, მაგრამ შენს მიმართ რაღაც არაამქვეყნიურს ვგრძნობ. ყოველთვის მინდა, რომ ჩემს გვერდით იყო. ყველას მოკვლის სურვილი მიჩნდება, ვინც კი შემოგხედავს! მინდა, რომ გაკოცო, ჩაგეხუტო, მოგეფერო და არასდროს გაგიშვა. სახლში მხოლოდ დასაძინებლად მოვდიოდი, ახლა კი სახლიდან თითქმის აღარ გავდივარ, რადგან შენთან ყოფნას არაფერი მირჩევნია. არ ვიცი ამ ყველაფერს რა ქვია. თუ ეს სიყვარულია, მაშინ მე შენ სიგიჟემდე მიყვარხარ ბელა!
მისმა სიტყვებმა ადგილზე გამაქვავა. ტირილს ვერ ვწყვეტ. ვცდილობ გავაანალიზო ის რაც რამოდენიმე წამის წინ მოვისმინე. რა რთულია ამ ყველაფრის დაჯერება. რა რთულია როცა ის სიტყვები გესმის, რომელსაც ამდენი ხანი მთელი გულით ელოდი და ახლა არ იცი უნდა გჯეროდეს, თუ არა.
-გთხოვ, არ წახვიდე.
ისევ შემევედრა და გარეთ ფეხშიშველი გამოვიდა.
მისკენ წავედი ნელი ნაბიჯით და მოვეხვიე. აუცილებელი იყო ეს ყველაფერი გადამეტანა, რომ მისგან ეს სიტყვები მომესმინა?
-დამპირდი, რომ არ წახვალ.
-გპირდები.
ცრემლები მომწმინდა, შემდეგ თავი დახარა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. პირველად განვიცადე მუცელში პეპლების ჟრიამული. პირველად ვიგრძენი, რომ ჩემი გული გაზაფხულივით ყვავილობდა.
____________________________________

სიყვარულით ლინა ♥

C L O U D S  / completedWhere stories live. Discover now